განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310117002193093 (3/ბ-12-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,გ------------”, შპს ,,ო-----–-”, ინდ.მეწარმე ,,გ----------------, ფ------- ა--–--ე (მოპასუხეები)
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,გ------------”, შპს ,,ო-----–-ს”, ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის“, ფიზიკური პირის ფ------- ა--–--ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების: შპს ,,გ------------”, შპს ,,ო-----–-ს”, ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის“, ფიზიკური პირის ფ------- ა--–--ის უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ:
- გ------- ბ------ის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების წილის - ს/კ. 3-----------, ს/კ. 3-----------, გ------- ბ------ის საკუთრებში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, S--------------, გ------- ბ------ის 100%-იანი წილის შპს ,,გ-------------ში”, ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის’’ საკუთრებში არსებული შპს ,,ო-----–-საგან” მიღებული ქონების (№0--------- ზედნადები) და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, სს ,,ს----------–--------ში“ ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის’’ (პ/ნ 1----------) საბანკო ანგარიშების _ დაყადაღება;
- ფ------- ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის - ს/კ. 3-----------, ს/კ. 3-----------, ფ------- ა--–--ის 100%-იანი წილის შპს ,,ო-----––ი”, შპს ,,ო-----–-ს” საკუთრებაში არსებულ საკონტროლო სალარო აპარატს DY0-------, სს ,,ს----------–--------ში“ ფიზიკური პირის ფ------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) საბანკო ანგარიშის _ დაყადაღება;
- სს ,,ს----------–--------ში’’ შპს „ო-----–-ს“ (ს/ნ 4--------)- საბანკო ანგარიშის დაყადაღება;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის’’ საკუთრებში არსებულ შპს ,,ო-----–-საგან” მიღებულ ქონებასა (№0--------- ზედნადები) და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს.
შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 70-72).
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 75-76), ხოლო 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 77-79).
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,გ------------”, შპს ,,ო-----–-ს”, ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის“, ფიზიკური პირის ფ------- ა--–--ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების: შპს ,,გ------------”, შპს ,,ო-----–-ს”, ინდ.მეწარმე ,,გ------- ბ------ის“, ფიზიკური პირის ფ------- ა--–--ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,გ------------“ (ს/ნ 4--------) შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 496.3 ლარის ოდენობით. 2015 წლის 05 ივნისიდან კომპანიის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 0-----------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------ ბრძანება შპს ,,გ------- 1990“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 2015 წლის 2-----------ს შედგა ყადაღის აქტი ერთ ცალ საკონტროლო–სალარო აპარატზე, რომელიც შეფასებულია 165 ლარად. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,გ------------“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე სხვა რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები არ გააჩნია.
შპს ,,გ------------“ (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის გ---------------- (პ/ნ 1----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა.
შპს ,,გ-------------ის“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 1--------ის N---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო 2015 წლის 1--------ს.
2015 წლის 0-------ს დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „ო-----–-“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის გ------- ბ------ის დედა – ფ------- ა--–--ე (პ/ნ 1----------), საქმიანობის სფეროს, როგორც შპს ,,გ------------“ (ს/ნ 4--------) შემთხვევაში, წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა. ასევე ფაქტიური მისამართი არის ერთი და იგივე - ზესტაფონი, ა----–-----–ის N35.
შპს ,,გ-------------მა“ (ს/ნ 4--------), სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, 2015 წლის 16 მაისიდან - 19 ივნისის პერიოდში, 9 ერთეული ზედნადებით, შპს „ო-----–ს" (ს/ნ 4--------) გადააწერა ჯამში 7 770, 69 ლარის ღირებულების საქონელი და საქმიანობა შეაჩერა. 2017 წლის 21 აპრილს შპს „ო-----–მა" (ს/ნ 4--------) N0--------- ზედნადებით 2 318.2 ლარის ქონება გადააწერა ახლად დარეგისტრირებულ ინდ.მეწარმე „გ----------------ს" (პ/ნ 1----------), ხოლო შემდეგ საქმიანობა შეაჩერა. ფაქტიური მისამართი სამეწარმეო სუბიექტებისა არის ერთი და იგივე – ზესტაფონი, ა----–-----–ის N35.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი _ შემდგომში სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე, მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების გასხვისება, რის გამოც შეუსრულებელი დარჩება ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება უკავშირდება ვარაუდს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. მართალია, ამ დროს სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრა უპირობოდ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე როგორც სარჩელს, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას უკავშირებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები და საწარმოს დამფუძნებლები არიან დედა-შვილი და მათი საქმიანობა ხორციელდება ერთიდაიგივე მისამართზე, ხოლო სხვა სახის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება სარჩელში არ არის. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას, რომელიც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების დებულებებს. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულ (სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის უარყოფის) ნაწილში;
3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე