განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
190210016001646491
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001646491

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3548-17 “29” მარტი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - ი-----–------------ა შპს ,,ე-----------------’’ ნ----- ვ-------–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისთვის სარგებლის სახით 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს ,,ე------------------’’-ის სარჩელი მოპასუხე ი-----–------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ი-----–ი ჭ----------ს შპს ,,ე--------------------’-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა:

 

2.1. 15991.05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8559 აშშ დოლარი, სარგებელი- 7432.05 აშშ დოლარი.

 

2.2. მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

2.3. გირავნობის მოწმობების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის- 400 ლარის გადახდა.

 

2.4. სესხის დაფარვის საკომისიოს- 340 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. 2014 წლის 02 ივნისს შპს ,,ე-----------------’’-ს და ი-----–------------ას შორის გაფორმდა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება №--------------, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5500 აშშ დოლარის ოდენობით. 2.2. 2014 წლის 02 ივნისს შპს ,,ე--------------------’-ს და ი-----–ი ჭ----------ს შორის გაფორმდა ს------------ ხაზით უზრუნველყოფისა დ გირავნობის ხელშეკრულება №--------------, რომლის საფუძველზე შპს ,,ე-----------------’’-მა მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილები: მ--------- ბ--– ე---- და ბ-----. 2.3. ი-----–------------ამ დაარღვია ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: ა. სესხი -8559 აშშ დოლარი, ბ. სარგებელი- 7432.05 აშშ დოლარი, გ. პირგასამტეხლო- 2130.73 აშშ დოლარი, დ. სესხის დაფარვის საკომისიო- 340 ლარი, ე. სააღსრულებო წარმოების ხარჯი- 500 ლარი. 2.4. 2014 წლის 18 ნოემბერს შპს ,,ე-----------------’’-ის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილი იქნა შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ვერ მოხერხდა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, ამიტომ 2----–-–---------------- შეტყობინება გამოქვეყნდა გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში’’, თუმცა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. 2.5. 2015 წლის 21 დეკემბერს და 23 დეკემბერს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირვანობის მოწმობები, რომლის თანახმად, 2015 წლის 28 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება- ავტომობილები იძებნება, თუმცა მათი მოძიება ვერ მოხერხდა. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.6. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის ანუ დადგენილია,რომ არსებობდა მხარეებს შორის ხელშეკრულება,რომლის ფარგლებში ი-----–------------ამ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხა,რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით.უდავოა ,რომ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და მოპასუხემ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.ი-----–------------ას ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კ--------ორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო - სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ე-----------------’’-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კ--------ორის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კ--------ორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის პროცენტის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ი-----–------------ას მიერ ხელშეკრულების დადება მოხდა შპს ,,ე----------------’’ თანამშრომლებისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ ცდომილებაში განზრახ შეყვანით. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოხდა ორი ძვირადღირებული ავტომობილის ი-----–------------ას სახელზე რეგისტრაცია და ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო გარიგება არ დაიდებოდა. სესხი უზრუნველყოფილი იყო ამ ავტომანქანებით და ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მატერიალური უფლების დაცვა და მოთხოვნის დაკმაყოფილება ავტომანქანებით მოხდებოდა (ხელშეკრულების მე-6 მუხლი). 3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი და დააკისრა აპელანტს სარგებელი 7432,05 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დისპოზიციას. სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებაში თუ რა ოდენობის თანხა იქნა გადახდილი ი-----–------------ას მიერ ხელშეკრულების დასაფარად. სარჩელშიც მითითებულია, რომ გადახდილია გრაფიკით გათვალისწინებული 13 თვის გადასახადი, რაც შეადგენდა დაახლოებით 6500 აშშ დოლარს. ხარვეზის შევსების ეტაპზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისთვის სარგებლის სახით 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (იხ.: 20.07.2017წ. განცხადება).

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას; გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. საპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს. 4.2. აპელანტი ი. ჭ---------- სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მისთვის შპს ,,ე-----------------’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული 7432.05 აშშ დოლარის ოდენობის სარგებლიდან მხოლოდ 1500 აშშ დოლარს. აპელანტის მხრიდან ხდება მითითება იმაზე, რომ ხელშეკრულების დადება მოხდა შპს ,,ე----------------’’-ის თანამშრომლების და მათთან დაკავშირებული პირების მიერ აპელანტის შეცდომაში შეყვანის გზით, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოხდა ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების ი.ჭ----------ს სახელზე რეგისტრაცია, რის გარეშეც ეს ხელშეკრულება არ დაიდებოდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი აპელანტის მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლო შეძლებდა ემსჯელა სადავოდ გამხდარი თანხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკისრების თაობაზე, ასევე საქმეს არ ერთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მოთხოვნა. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, “1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ (ტ.1., ს.ფ. 117-125, ტ.2., ს.ფ.8-10). არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ი-----–------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილება. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: ოთარ სიჭინავა