განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330210016001636139
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001636139

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4048-17 “ 08” თებერვალი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

გელა ქირია

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - მ--–---- გ-------–---–ი სს „თ--–---“ კ------- ჭ------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მ--–---- გ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მ--–---- გ-------–---–ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საცხოვრებელ ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----–--- თ--------------------------–---------–---------------------------------------, ს--------–------, ბ. №3- - ს-------------------------- 2.2. მოსარჩელე რეგისტრირებულია სს „თ--–---ს“ აბონენტად N2------ და მისი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში დამონტაჟებულია ე-–------------–----–ების კარადა. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.3. მ--–---- გ-------–---–მა ე-–-----–----–ების კარადის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართა წერილობით სს „თ--–--ს“, საიდანაც სატელეფონო შეტყობინებით აცნობეს, რომ მ---–----–-ბის კარადა დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების წესების დაცვით და დასმული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა ფაქტის დასადასტურებლად. განმცხადებელს აღნიშნული დასკვნა სს „თ--–--ში“ არ წარუდგენია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენლის განმარტება, 03/10/2016 წლის №1------- წერილი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. 2.5. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 2.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი ბინის ე.წ. ლოჯის მხარეს დამონტაჟებულია ე-–------------–---–-ბის ბლოკი, რომელიც, როგორც მომეტებული საფრთხის წყარო, ხელყოფს მის ჯანმრთელობას. ამასთან, მას, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ კედელზე განთავსებული ფარის გადატანა და რომ ამისათვის მისი, როგორც მესაკუთრის სურვილი საკმარისია. 2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 103-ე მუხლით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 2.8. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს არ დაუდასტურებია შესაბამისი მტკიცებულებით. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება დამონტაჟებულ ე-–--------------–--–----– ფარით არის გამოწვეული. ე-–-----–----–ების ბლოკის მომეტებული საფრთხის წყაროდ ჩასათვლელად სახეზე უნდა იყოს მისი მოწყობისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევის ფაქტი, დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელე ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ობიექტი განთავსებულია კანონდარღვევით ან დაცული არაა მისი ექსპლოატაციის ნორმები. შესაბამისად, ე-–-----–----–ის გამანაწილებელი ფარის, მომეტებული საფრთხის წყაროდ ჩასათვლელად სახეზე არ არის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი ემყარებიოდა მხოლოდ ე-–------------–----–ის ბლოკის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას. სარჩელი ეფუძნება საკუთრების უფლების უზენაესობას და აქედან გამომდინარე პრინციპს, რომ მოსარჩელე არის აბსოლიტური თუ არა, უპირატესი ჰეგემონი მის საკუთრების არეალში და ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა იქ მიმდინარე პროცესებში. მოსარჩელეს უფლება აქვს თუნდაც ესთეტიური მოტივით მოსთხოვოს ოპერატორს, რომ მოწყობილობის მონტაჟისას გაითვალისწინოს მისი მოთხოვნები. ამისთვის აუცილებელი არ არის ადამიანმა მიიღოს დასხივება და დაავადმყოფდეს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას; გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. საპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.8. პუნქტები). 4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად:“1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილების 6.5. პუნქტში ასახულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს არ დაუდასტურებია შესაბამისი მტკიცებულებით, კერძოდ, რომ აპელანტის დედა გარდაიცვალა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მისი საცხოვრებელი ბინის ე.წ. ლოჯის კედლის მეორე მხარეს 2002 წლიდან ე-–-------- მ---–----–-ბის ბლოკის ე.წ. „შ-----“ მონტაჟის შემდეგ მასში კონცენტრირებული ე-–--------ველის მასზე ზემოქმედების შედეგად, ასევე მ. გ-------–---–ზე „შ-----“ დამონტაჟების შედეგად კონცენტრირებული ე-–--------ველის უარყოფითი ზემოქმედების ფაქტი. მ.გ-------–---–ი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით და მას არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება დამონტაჟებულ ე-–--------------–--–----–ი ფარით არის გამოწვეული. ე-–-----–----–ების ბლოკის მომეტებული საფრთხის წყაროდ ჩასათვლელად სახეზე უნდა იყოს მისი მოწყობისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევის ფაქტი დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. აპელანტი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ობიექტი განთავსებულია კანონდარღვევით ან დაცული არაა მისი ექსპლოატაციის ნორმები. შესაბამისად, ე-–-----–----–ის გამანაწილებელი ფარის, მომეტებული საფრთხის წყაროდ ჩასათვლელად სახეზე არ არის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მ--–---- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017წ. გადაწყვეტილება. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე გელა ქირია