განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
820217718002251340
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820217718002251340

საქმე №2/ბ-189-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: ა---------– უ--------

მოწინააღმდეგე მხარე: ნ----- ზ-----------

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

გამოარკვია:

2018 წლის 10 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ----- ზ-----------მ და ა---------– უ--------- მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, სამშენებლო კომპანია, შპს “მ--- ს-----“ საკუთრებაში არსებულ, № 0------------------ საკადასტრო კოდის 55,70 კვ.მ ფართის მშენებარე ბინაზე, ქ------------------------------------–------------, ყადაღის დადება.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ ნ----- ზ----------- ცხოვრობს უკრაინაში. მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეს-ა---------– უ--------ს (პ/№-----------), რომელიც ჰპირდებოდა, რომ მოიყვანდა ცოლად და მასთან ერთად იცხოვრებდა საქართველოში, თუკი ნ----- ზ----------- შეიძენდა ბინას ბათუმში.

მისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ----- ზ-----------ს მიერ გადახდილი თანხებით ა---------– უ--------მ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამშენებლო კომპანია შპს “მ--- ს----”-საგან შეიძინა ბინა მდებარე ქ.ბათუმში, ი------------------------–------------, 55,70 კვ.მ ფართი. საკადასტრო კოდით № 0------------------. ა---------– უ-------- ცდილობს აღნიშნული ბინის დამალვის მიზნით გადაუფორმოს სხვას.

ვინაიდან, აპირებს სარჩელი აღძრას სასამართლოში ა---------– უ--------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ქონება, რომელიც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა---------– უ---------- საკუთრება გახდება, სარჩელის მისთვის ჩაბარების შემთხვევაში, ა---------– უ-------- შეეცდება ქონების გადამალვის მიზნით გაასხვისოს იგი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

შესაბამისად, აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, ნ----- ზ-----------ს წარმომადგენლის, ლ--–- ქ----------- მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო, შპს“ მ--- ს-----“ საკუთრებაში რეგისტრირებულ, ა---------– უ--------- მიერ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ მშენებარე ბინას, მდებარე ქ.ბათუმი, ი------------------------–------------, 55,70 კვ.მ ფართი. საკადასტრო კოდით № 0------------------.

სასამართლომ, სსსკ 191-ე, 192-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების შინაარსზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება იქცეს მხარის დასჯის მექანიზმად. იგი ემსახურება კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევებს.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავისი სამართლებრივი ბუნებით, მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროვებას გულისხმობს, თუმცა არ გულისხმობს მოპასუხის უფლებების უპირობოდ და ცალსახად შეზღუდვას.

გარდა ამისა, საკუთრების უფლება არაა აბსოლუტური ხასიათის და მთელ რიგ შემთხვევებში იგი შეზღუდვებს ექვემდებარება. სარჩელის უზრუნველყოფაც სწორედ ისეთი ღონისძიებაა, როდესაც შესაძლებელია საკუთრების უფლების მართლზომიერად შეზღუდვა დროებით, დავის გადაწყვეტამდე.

იმისათვის, რომ განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულება, გამოყენებულ უნდა იქნეს უზრუნველყოფის ისეთი სახის ღონისძიება, რომელიც პირდაპირ კავშირშია დავის საგანთან.

მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების დაყადაღება სასამართლოს მიაჩნია გამართლებულად, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება არაადეკვატურობა მოთხოვნილ უზრუნველყოფის ღონისძიებსა და დავის საგანს შორის.

სასამართლოს ვალია, არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან.

მართალია, ქონება, რომელზეც ყადაღის დადებას ითხოვს განმცხადებელი ამჟამად არ წარმოადგენს მომავალი მოპასუხის საკუთრებას, მაგრამ იგი აღრიცხულია, როგორც მომავალი მესაკუთრე. შესაბამისად, თუ ეს უფლება ამოირიცხება რეესტრის ჩანაწერიდან, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, რადგანაც მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა---------– უ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, გარდა ზეპირი მითითებებისა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ მაინც გაამყარებდა შესაბამისი მტკიცებლებებით. სასამართლომ გამოიყენა უზრუნველყოფის უკიდურესი ზომა და ყადაღა დაადო იმ საკუთრებას, რომლის ღირებულებას ფარავს, მხოლოდ ა---------– უ--------- მეუღლე ხ------- ხ-----, ანუ თანამესაკუთრე.

შესაბამისად, არ არსებობს ნ----- ზ-----------ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, 5 დღის ვადაში გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ----- ზ-----------მ და ა---------– უ--------- მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, სამშენებლო კომპანიის, შპს “მ--- ს-----“ საკუთრებაში არსებულ, № 0------------------ საკადასტრო კოდის 55,70 კვ.მ ფართის მშენებარე ბინაზე, მდებარე ქ------------------------------------–------------, ყადაღის დადება.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, ნ----- ზ-----------ს წარმომადგენლის, ლ--–- ქ----------- მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო, შპს“ მ--- ს-----“ საკუთრებაში რეგისტრირებულ, ა---------– უ--------- მიერ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ მშენებარე ბინას, მდებარე ქ.ბათუმი, ი------------------------–------------, 55,70 კვ.მ ფართი. საკადასტრო კოდით № 0------------------.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა---------– უ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, 5 დღის ვადაში გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს, მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსაძრავ სარჩელში მოპასუხე იქნება ა---------– უ--------, თუმცა უძრავი ქონება, რომლის მიმართაც დადგინდა შეზღუდვა არ წარმოადგენს ა---------– უ--------- საკუთრებას და შპს ,,მ--- ს-----“ საკუთრებაა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი შეხება არ აქვს მოსარჩელესთან.

შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 198.2.”ა” პუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, რომლის მიხედვითაც ყადაღა, შეიძლება გამოყენებული იქნეს, მხოლოდ მოპასუხის ქონებაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ის ფაქტობრივი ვითარება, რომ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერში, ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია, მომავალში, ა---------– უ--------- საკუთრების რეგისტრაციის ვალდებულება, ამ ქონებას ვერ აქცევს ა---------– უ--------- საკუთრებად, რაზედაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ა” პუნქტის საფუძველზე შესაძლოა გამოყენებული იქნეს ყადაღა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა განმცხადებლის მოთხოვნას და გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ნ----- ზ-----------სა და ა---------– უ--------ს შორის სარჩელის ფარგლებში, შპს ,,მ--- ს-----“ ქონებაზე ყადაღის დადებით კანონშეუსაბამო (198.2.”ა”) გადაწყვეტილება გამოიტანა.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ა---------– უ--------- საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა უნდა მოეხსნას სამშენებლო კომპანია შპს “მ--- ს-----“ საკუთრებაში არსებულ, № 0------------------ საკადასტრო კოდის 55,70 კვ.მ ფართის მშენებარე ბინას, მდებარე ქ------------------------------------–------------ და ნ----- ზ-----------ს განცხადებას, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა ეთქვას უარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა---------– უ--------- საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

3. მოეხსნას ყადაღა, სამშენებლო კომპანია შპს “მ--- ს-----“ საკუთრებაში არსებულ, № 0------------------ საკადასტრო კოდის 55,70 კვ.მ ფართის მშენებარე ბინას, მდებარე ქ------------------------------------–------------ .

4. ნ----- ზ-----------ს განცხადება, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე