განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001533066
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1082
22 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ა - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–ია
წარმომადგენელი: ს------- ნ-----ე, მ----- შ-----–--
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ”ძ----ა”
წარმომადგენელი: რ---- გ-----–---–ი
დავის საგანი: ქმედების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. ბ------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ამ. მოპასუხედ შპს „ძ----ა“ დაასახელა და მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულების აკრძალვა მოითხოვა.
2. მოსარჩელის განმარტებით საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ას, საერთაშორისო ხელშეკრულებების ს---------–--- დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და ს----------- უ---–------ სხვა მფლობელების ქ---------- ინტერესები. ავტორებთა უ---–------ დასაცავად, ა---–--–-ა ნაწარმოების მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს ნაწარმოების ამა თუ იმ ფორმით გამოყენებაზე. აგროვებს და ს----------- ჰონორარს ანაწილებს შესაბამისი უ---–------ მფლობელებზე. შპს ,,ძ----ას“ აქვს სასტუმრო, სადაც საჯაროდ ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს, თუმცა მას ასოციაიასთან გაფორმებული არ აქვს სალიცენზიო ხელშეკრულება და შესაბამისად მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის მის ავტორებს არ უხდის ჰონორარს. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა დაედო ხელშეკრულება, ის თავს არიდებს გარიგების დადებას და ჰონორარის გადახდას. ა---–--–-ა მიიჩნევს, რომ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ჰონორარის გადახდის გარეშე ეწინააღმდეგება ავტორების ინტერესებს და ზიანს აყენებს მათ. საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ამ, როგორც ავტორთა უ---–------ა და ქ---------- ინტერესების დამცველმა ო---------–იამ ითხოვა შპს ,,ძ----ას“ აეკრძალოს სასტუმროში ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულება.
3. საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ის სარჩელზე მოპასუხე - შპს ”ძ----ამ” წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
4. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე აჭარბებს თავის უფლებამოსილებებს და ითხოვს ო---------–იებთან, მათ შორის შპს „ძ----ასთან” ხელშეკრულების გაფორმებას, მაშინ როდესაც ხელშეკრულების გაფორმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, კერძოდ: შპს „ძ----ა“ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მისი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებასთან. შპს „ძ----ას“ ქონდა სასტუმრო, რომელიც მხოლოდ საკაბელო ტელევიზიას იყენებდა, 2013 წლის 20 ივნისს, შპს „ტ------“-სთან გაფორმებული საკაბელო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად. სასტუმროს არ ჰქონდა რესტორანი ან კაფე. სასტუმროში განთავსებული იყო იზოლირებული ნომრები, სადაც მხოლოდ საკაბელო ტელევიზია იყო ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის.
5. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ შენობაში სადაც შპს ,,ძ----ა“-ს სასტუმრო იყო განთავსებული, ასევე განთავსებულია მეორე სამეწარმეო სუბიექტი შპს „ა-------“, რომელსაც შპს „ძ----ასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს პრეტენზია სწორედ შპს „ა-------ს“ მისამართით აქვს. შპს „ძ----ას“ წარმომადგენელი თვლის, რომ შპს ”ძ----ა” - არასათანადო მოპასუხეა.
6. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ მან შეიცვალა საქმიანობის სახეობა, ამჟამად საკანცელარიო ნივთების ბიზნესი აქვთ და არა სასტუმრო. დღესდღეობით შპს „ძ----ა“ ახორციელებს საკანცელარიო საქონლის იმპორტს. ამ საქმიანობის განხორციელებისას კი ის მუსიკალურ ნაწარმოებს საჯაროდ არ ასრულებს და შესაბამისად სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ვალდებულებაც არ გააჩნია.
7. მოპასუხეს სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება :
8. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
9. პირველმა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე ს----------- და მომიჯნავე უ---–------ სხვა მფლობელების ქ---------- უ---–------ მართვას საქართველოში ახორციელებენ ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–იები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ო---------–იებთან. ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–ია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ ს----------- და მომიჯნავე უ---–------ მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ო---------–ია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ო---------–იულ-სამართლებრივი ფორმით. საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ა არის ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–ია და მას უფლება აქვს ხელოვნების ნაწარმოების გამოყენებაზე დადოს გარიგება და მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება.
10. დადგინდა, რომ შპს ,,ძ----ას“ მოსარჩელესთან, ან კონკრეტულად რომელიმე ავტორთან მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებით გარიგება დადებული არ აქვს.
11. დადგენილი იქნა ასევე, რომ შპს ,,ძ----ას“ მიერ მუსიკალური ნაწარმოები არ სრულდება საჯაროდ.
12. მოსარჩელემ, ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა თავისი განმარტება და 2016 წლის 1 სექტემბრის წერილი, რომლითაც ამტკიცებს, რომ შპს ,,ძ----ას“ აქვს სასტუმრო, სადაც სრულდება მუსიკალური ნაწარმოებები. მან სალიცენზიო ხელშეკრულების დადებისათვის მოპასუხეს მიმართა 2016 წლის 1 სექტემბერს. მიუხედავად წერილის ჩაბარებისა შპს ,,ძ----ამ“ არ გამოხატა სალიცენზიო ხელშეკრულების დადების სურვილი, გარდა ამისა მან მოსარჩელეს პასუხი არ აცნობა.
13. სასამართლოს მითითებით: საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ მოპასუხეს აქვს სასტუმრო და იყენებს ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებულ ნაწარმოებს.
14. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა „ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18; 65-ე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1571-ე მუხლებით.
15. სასამართლომ „ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართვეოლოს კანონის 65-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დასახელებული ნორმა მოპასუხეს არ აკისრებს ვალდებულებას დაამტკიცოს, რომ მას არ აქვს სასტუმრო და რომ ის საჯაროდ არ ასრულებს ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებს. თუ არ დამტკიცდება, რომ მოპასუხე მუსიკალური ნაწარმოებით უკანონოდ სარგებლობს, მაშინ მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მოპასუხემ კი არ უნდა დაამტკიცოს, რომ მას სასტუმრო არ აქვს და ა---–--–-ის რეპერტუარს განკუთვნილ მუსიკას არ ასრულებს, არამედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს აქვს სასტუმრო და ა---–--–-ის რეპერტუარს განკუთვნილ მუსიკას ასრულებს კანონდარღვევით. რაც შეეხება საქართვეოლოს კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილს, დასახელებულმა ნორმამ მოსარჩელეს უფლება მიანიჭა სარჩელი აღძრას და მოპასუხეს მოსთხოვოს არ გამოიყენოს ნაწარმოები შესაბამისი გარიგების დადების გარეშე (როცა ასეთ ფაქტს აქვს ადგილი). კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილმა, გამოყენებული ნაწარმოების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა. სწორედ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოები არ განეკუთვნება ა---–--–-ის რეპერტუარს. ამისათვის აუცილებელია მან აღრიცხოს გამოყენებული ნაწარმოებები და წარუდგინოს მოსარჩელეს სწორედ ამ გზით გაირკვევა მოპასუხე იყენებს თუ არა ა---–--–-ის რეპერტუარს განკუთვნილ ნაწარმოებს და რა უნდა გადაიხადოს მისი გამოყენების უფლების მოპოვებისათვის. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს არ აქვს მტკიცებულებები, რომ მოპასუხე იყენებს ა---–--–-ის რეპერტუარს განკუთვნილ მუსიკალურ ნაწარმოებს. შესაბამისად არ დგინდება, რომ მისი უფლებები დაირღვა.
16. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1571-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნულმა მუხლმა სამართალდარღვევად გამოაცხადა ს-----------, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უ---–------ სხვა დარღვევა. ს----------- უფლების დაცვა გარანტირებულია კანონით. აკრძალულია ს----------- უფლების დარღვევა. უფლების გამოყენებას უკანონო დაერქმევა თუ მოსარგებლე ამ უფლებას იყენებს „ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების გვერდის ავლით. ს----------- უფლების დაცვის მიზნით მოსარჩელე მოსარგებლეებთან დებს ხელშეკრულებას, მის ს---------–--- იღებს ჰონორარს და ანაწილებს ავტორებზე. თავის მხრივ მოსარგებლეს უფლება ეძლევა გამოიყენოს ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოები. ამ წესის დარღვევით მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება სამართალდარღვევაა და მას კანონი კრძალავს. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელე მოითხოვს იმ ქმედების გადაწყვეტილებით აკრძალვას, რაც კანონით ისედაც აკრძალულია. ეს იგივეა სუბიექტმა, რომ მოითხოვოს პირს აეკრძალოს ქურდობა, ყაჩაღობა, წვრილმანი ხულიგნობა, სამსახურში მთვრალ მდგომარეობაში მისვლა და ა.შ. ასეთი ქმედებები კანონმა აკრძალა და მას დამატებით სასამართლო გადაწყვეტილება არ სჭირდება.
17. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ამ.
19. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა. მისი განმარტებით სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად არ დაადგინა, რომ შპს “ძ----ას” კაბელით სატელევიზიო არხების მოწოდების შესახებ ხელშეკრულება დადებული ჰქონდა შპს “ერასთან’ და ხელშეკრულების საგანი იყო სატელევიზიო არხებით მომსახურების განხორციელება შპს “ძ----ას” სასტუმრო ”ლ----ის” ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე. სასამართლომ არ შეაფასა კაბელით სატელევიზიო არხების მომსახურების შესახებ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და არ გამოიყენა, როგორც მტკიცებულება არსებული გარემოებების დასადასტურებლად. არ დაადგინა შესაგებლით მოპასუხის მიერ აღიარებული ფაქტი, რომ შპს “’ძ----ას” საქმიანობის სფეროა სასტუმრო და მას ეკუთვნის სასტუმრო ”ლ----ი”. ზემოაღნიშნული გარემოებების დაუდგენლობამ გამოიწვია სასამართლოს არასწორი შეფასებები, კერძოდ: სასამართლო გაწყვეტილების 3.2.6 პუნქტით აღნიშნავს, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხეს აქვს სასტუმრო და იყენებს ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებულ ნაწარმოებებს. აღნიშნული ფაქტობრივი უსწორობა გახდა ა---–--–-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
20. აპელანტის განმარტებით შპს "ძ----ა" დღემდე ფლობს სასტუმრო "ლ----ს" მდებარე ქ. ბ-----------------------, რაც ასევე ცნობილი ფაქტია და დადასტურებული თავად მოპასუხის შესაგებელით, მოწმის ახსნა-განმარტებით, სხდომაზე გამოთქმული პოზიციით და საქმეში თანდართული მტკიცებულებებით. მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ ქ. ბ------–-----------------–- განთავსებული სასტუმრო "ლ----ი" წარმოადგენს შპს "ძ----ას" საკუთრებას. სასამართლო კი ცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს და თავისი ინიციატივით ცვლის მოპასუხის პოზიციას და აცხადებს რომ მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე შეცვალა პოზიცია და უარყო შპს "ძ----ას" საკუთრებაში სასტუმრო "ლ----ის" არსებობის ფაქტი. აღნიშნული არ წარმოადგენს სიმართლეს.
21. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ”ძ----ას” მიერ არ ხდება მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით- შპს ”ტ-------” და შპს ”ძ----ას” შორის დადებული მტკიცებულებით შპს ”ტ------” აწვდის შპს ”ძ----ას” სატელევიზიო არხების მომსახურებას, ხოლო აღნიშნული მომსახურების მიღება კი ნიშნავს იმას, რომ სასტუმროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო არხები.დადგენილია, რომ სატელევიზიო არხები, საინფორმაციოც კი 10%-ით მოიცავს მუსიკალურ ნაწარმოებებსაც. გამომდინარე აღნიშნულიდან, სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობა ნიშნავს მათ საჯარო შესრულებას სასტუმრო ნომრებში.
22. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სავარაუდოა, რომ სასამართლომ მიზანმიმართულად არ იმსჯელა მხარის მიერ შესაგებელზე თანდართულ საკაბელო ტელევიზიის "ტ------სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რაზეც მხარე ამყარებდა თავის პოზიციას და წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ იგი არ არღვევდა „ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებს და რომ საკაბელო ხელშეკრულებით მას არ წარმოეშობოდა ჰონორარის გადახდის ვალდებულება.
23. გარდა იმისა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში არსებული ფაქტობრივი უსწორობით დარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით მხარეთა ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს შესაგებლით დადასტურებულ ფაქტებს და გარემოებებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მიანიჭა მნიშვნელობა და მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება.
24. სასამართლომ მოცემულ საქმეზე არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოსარჩელეს დააკისრა იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი დავის განხილვის პერიოდში მოპასუხის სასტუმრო კვლავ ფუნქციონირებდა თუ არა - რაც არასწორია;
25. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მოსარჩელე მხარეს არ აგადასცა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რათა მოსარჩელეს მისცემოდა შესაძლებლობა გაებათილებია ის. მტკიცებულება, სადაც მოპასუხე მხარე მიუთითებდა მის არასათანადო მოპასუხეობაზე.
26. სარჩელის განმხილველი სასამართლო არასწორად აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს რომ მოპასუხე ასრულებს ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონდებლობას. გამომდინარე აქედან მხოლოდ ა---–--–-აზე ზემოაღნიშნული გარემოების გადაკისრება არ არის სამართლიანი, მითუმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხეც ამ გარემოებაზე ამყარებდა თავის შესაგებელს. გარდა ამისა “ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე (სასტუმრო) არის მოსარგებლე, რომელიც სარგებლობს სატელევიზიო არხების მომსახურებით და მათ შორის მათში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებებით.
27. აპელანტის განმარტებით სასამრთლო არსად არ უთითებს „ს----------- და მომიჯავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალურ მუხლებს, რომელიც მოსარგებლეს აკისრებს მთელი რიგი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რა დროსაც თავად მოსარგებლე არის ვალდებული ამტკიცოს მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენების კანონიერება. განსახილველ შემთხვევეაში ა---–--–-ას მოთხოვნის მიუხედავად, შპს "ძ----ამ" არ წარმოუდგინა გამოყენებული და საჯაროდ შესრულებული ნაწარმოებების ჩამონათვალი, მოპასუხემ ჩათვალა, რომ თუ მას ჰქონდა საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული არხების რეტრანსლაციის ხელშეკრულება ეს მას ათავისუფლებდა ლიცენზიის გაფორმების ვალდებულებისაგან - რაც არასწორია, რადგან საკაბელო ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომელიც მხოლოდ სიგნალს ავრცელებს მის ბოლო აბონენტამდე, იგი ვალდებულია არხის მფლობელისგან შეიძინოს მისი რეტრანსლირების უფლება და მიიღოს სიგნალი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ის ახორციელებს სასტუმროს ნომრებში საჯარო შესრულებას; სასტუმროს ნაცვლად მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმება უშუალოდ ავტორებთან. სასტუმრო არის კერძო (კომერციული) დაწესებულება, რომელიც სხვა სერვისებთან ერთობლიობაში ასევე მომსახურებად სთავაზობს მის მომხმარებლებს სატელევიზიო არხების სერვისს, მომხარებელს, რომელიც დაისვენებს სასტუმროს ოთახში, აქვს შესაძლებლობა ჩართოს ტელევიზორი და უყუროს მისთვის სასურველ სატელევიზიო არხს, მათ შორის მოისმინოს ამ არხებში გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოებები.
28. მოპასუხე მხარეს სასტუმროს არსებობა და არც ის, რომ მასში სრულდება საჯაროდ ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებები სადაოდ არ გაუხდია. თუმცა სასამართლომ თავისი სურვილთა და ინიციატივით დაადგინა რომ შპს "ძ----ა" არ ფლობს სასტუმრო "ლ----ს" და მასში არ სრულდება ა---–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებები, რაც არის მნიშვნელოვანი შეცდომა და ფაქტობრივი უსწორობა.
29. ამგვარ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
30. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა ახსნა - განმარტებებს და თვლის, რომ საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ის სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
31. დადგენილია, რომ მოსარჩელე - საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ა არის ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–იაა და მას უფლება აქვს ხელოვნების ნაწარმოების გამოყენებაზე დადოს გარიგება და მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება. (,,ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი).
32. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს: ქ. ბ------------------------ში მდებარე სასტუმრო "ლ----ში" მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების აკრძალვა. ამასთან მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სასტუმრო ლ----ი არის შპს ”ძ----ას” საკუთრება.
33. მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ”ძ----ა” მართლაც არის მეწარმე სუბიექტი, მის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; იურიდიული მისამართი: ქ. ბ---------–------------------------.
34. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმის წარმოების მომზადების ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, შპს ”ძ----ას” დირექტორმა ხ. ანანიძემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება შუამდგომლობა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ შპს ძ----ა არასათანადო მოპასუხეა, რადგან ობიექტი, სადაც სასტუმრო ”ლ----ია” განთავსებული აღარ არის შპს ”ძ----ას” სარგებლობაში (ს.ფ. 48).
35. დადგენილია, რომ აღნიშნული მტკიცებულების არსებობის თაობაზე მოსარჩელე მხარისათვის მხოლოდ მთავარ სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გახდა ცნობილი.
36. დადგენილია ისიც, რომ მტკიცებულებების შედავების და საწინააღმდეგოს წარდგენის შესაძლებლობა მას ვერ მიეცა.
37. სააპელაციო პალატამ მხარეებს (უპირველესად კი მოსარჩელეს) მისცა შესაძლებლობა აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით წარმოედგინათ გარკვეული სახის მტკიცებულებები.
38. აპელანტმა მხარემ (მოსარჩელემ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის დამდგენი დოკუმენტი, ფოტოსურათებითურთ (ფაქტების კონსტანტაცია), რომლითაც დასტურდება, რომ ქ. ბ------------------------ში მართლაც მდებარეობს სასტუმრო "ლ----ი". ამავე დოკუმენტით ნათლად ირკვევა აღნიშნულ ფართში სასტუმროს ფუნქციონირება, მის ნომრებში და ფოიეში ტელევიზორების მეშვეობით სიგნალის გავრცელება, თუმცა არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრე ან მოსარგებლე არის შპს ”ძ----ა”.
39. აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ დოკუმენტით (აღნიშნული დოკუმენტის მე-5 ვგვერდი) დადგენილია, და სასტუმროში თვასაჩინო ადგილას გამოკრულია (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვით) სასტუმროს მფლობელის შესახებ მონაცემები, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ სასტუმროს მფლობელია შპს ”მყუდრო”;
40. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მან სასამართლოს წარმოუდგინა 2017 წლის 8 მარტს გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ”ძ----ამ” - ქ. ბ------ში, ა------ ქ. №----ში მდებარე უძრავ - მოძრავი ქონება ქვეიჯარით გადასცა შპს ”მყუდროს”.
41. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქ. ბ------ში, ა------ ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს ”ძ----ა”.
42. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სასტუმრო ”ლ----ის” ახალი მესაკუთრე და არც მოსარგებლე არ არის შპს ”ძ----ა”.
43. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატა ადგენს, რომ შპს ”ძ----ა” არ არის “ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ” საქართველოს კანონით დაცული სიკეთით - მოსარგებლე პირი, რადგან ობიექტი, სადაც ხორციელდება გარკვეული ნაწარმოებების საჯარო გადაცემა, არ ეკუთვნის მას, და აღნიშნულ ფართს არც ფლობს შპს ”ძ----ა”.
სამოტივაციო ნაწილი:
44. სამოქალაქო საპროცესო სამართალი არის იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა განხილვა გადაწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილ პროცესუალურ ურთიერთობებს აწესრიგებს. დავები, რომელიც შეეხაბა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის, ქონებრივ, საოჯახო ან პირად ურთიერთობებს, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
45. სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი სახეა სასარჩელო წარმოება, სადაც მონაწილეობს მოსარჩელე, რომელიც არის პირი, რომელმაც აღძრა სასამართლოში სარჩელი თვისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული ინტერესების დასაცავად; და მოპასუხე, პირი, რომელმაც, როგორც მოსარჩელე ფიქრობს, დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება.
46. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქმედების დავალდებულება, კერძოდ შპს ”ძ----ას” აეკრძალოს “ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ” საქართველოს კანონით დაცული სიკეთის - მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ გადაცემა, რომელიც ხორციელდება ქ. ბ------ში, ა------ ქ. №----ში მდებარე სასტუმრო ლ----ში; თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ”ძ----ა” არ არის აღნიშნული სასტუმროს არც მესაკუთრე, არც მფლობელი და არც მოსარგებლე;
47. ,,ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტით ,,ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უ---–------ მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
48. კანონის მიზანია ავტორთა უ---–------ დაცვა. მუსიკალური ნაწარმოების ს----------- უფლებაა და მის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი ს----------- უფლება და მისი გამოყენებისას მიიღოს სარგებელი. ს----------- უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ს----------- უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
49. ,,ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ“ საქართვეოლოს კანონის 18-ე მუხლის მესამე პუნქტით ავტორს ან განსაკუთრებული ს----------- უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს ს----------- ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
50. კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილით ავტორს ან ს----------- უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.
51. ავტორი არის პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მხოლოდ მას, ავტორს აქვს ნაწარმოები გამოიყენოს თავისი შეხედულებით. სხვა ნებისმიერ პირს მისი გამოყენებისათვის შესაბამისი უფლების მოპოვება სჭირდება.
52. ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ საქართვეოლოს კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მმართველ ო---------–იას უფლება აქვს მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები, გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს, გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი ს----------- და მომიჯნავე უ---–------ მფლობელებს, შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უ---–------ დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, განახორციელოს სხვა საქმიანობა ს----------- და მომიჯნავე უ---–------ მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
53. შესაბამისად აღნიშნული ნორმა ს----------- უფლების მფლობელს ანიჭებს შესაძლებლობას ნაწარმოებით მოსარგებლეს წაუყენოს გარკვეული სახის პრეტენზიები;
54. სააპელაციო სასამნართლო დადგენილად თვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ”ძ----ას” მიერ ს----------- უ---–------ დაცული სიკეთით სარგებლობა არ დასტურდება, რადგან ის არ არის სასტუმრო ”ლ----ის” არც მფლობელი, არც მოსარგებლე და არც მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან უდავოა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ანუ, იმისდა მიუხედავად, რომ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტს მისცა შესაძლებლობა (რის გამოც საქმის განხილვა განახლდა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან), რომ მას წარმოედგინაპირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულება, მან ვერ წარმოადგინა ასეთი მტკიცებულება, მეტიც, მოსარჩელემ სასამარტლოს წარმოუდგინა ფაქტების კონსტანტაცია, საიდანაც ნათლად ცანს, რომ სასტომრო ”ლ----ის” მოსარგებლე არის არა შპს ”ძ----ა”, არამედ შპს ”მყუდრო”.
55. რაც შეეხება აპელანტის მითითებას ს----------- და მომიჯნავე უ---–------ შესახებ საქართვეოლოს კანონის62-ე მუხლზე, რომლითაც ხელშეკრულების დადების ვალდებულება მოსარჩელესთან აკისრია არა მხოლოდ მოსარგებლეს, არამედ მესაკუთრესაც - პალატა მიუთითებს, რომ ვერც სასტუმრო ”ლ----ის” საკუთრების დამადასტურებელი კანონშესაბამისი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ (ანუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც ამ ფართის, (რომელსაც სასტუმრო ლ----ი ფლობს) მესაკუთრეა შპს ”ძ----ა”.
56. რაც შეეხება სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1571-ე მუხლის თანახმად სამართალდარღვევად გამოცხადდა ს-----------, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უ---–------ დარღვევა, რაც მოსარჩელეს ართმევს უფლებას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ითხოვოს ქმედების დავალდებულება და ს----------- უ---–------ დაცული სიკეთით სარგებლობის აკრძალვა - პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევისადმი რეაგირების ფორმაა სამართლებრივი იძულებაა, რომელიც თავის მხრივ აღმზრდელობითი, პრევენციული შინაარსისაა, ის ემსახურება საჯაროსამართლებრივი წესრიგის დაცვას, სამოქალაქო ბრუნვაში ქაოსის არარსებობას, რაც არ გამორიცხავს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, მხარეთა შორის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ქმედების დავალდებულების თაობაზე სარჩელის აღძვრას, ხოლო საფუძვლიანობის შემთხვევაში - მის დაკმაყოფილებას.
57. სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ა - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–იის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. საქართველოს ს----------- უ---–------ ა---–--–-ა - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე