განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080212217002338881
საქმე 2/ბ-269-18
განჩინება
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ზ------ ყ-----–---–-, მ----- ქ--–--–---–- (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი------, თ-- ი------
მოწინააღმდეგე მხარე: დ-------- მ----–---------, ვ--–---- მ----–---------, მ---- მ----–---------, ა------ მ----–---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 27 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ------ ყ-----–---–-ს, მ----- ქ--–--–---–-ს (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი------- და თ-- ი------- წარმომადგენელმა ე-- გ-------–-–---–-- და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, მათი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების, დ-------- მ----–----------, ვ--–---- მ----–----------, მ---- მ----–---------- და ა------ მ----–---------- მიმართ იყო საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომლის თანახმადაც, ქ. ქ-------–-, რ---- ქ. N--ში მდებარე 4- კვ.მ. მისასვლელი გზა რეგისტრირებული იყო მოპასუხეების საკუთრებად.
ისინი სარჩელით ითხოვდნენ იმ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციას და იმ გეგმა-ანაზომის გაუქმებას, რომელიც საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
მხარეებს შორის სასამართლო დავის დაწყება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოპასუხეებმა საკუთრების უფლება დაირეგისტრირეს გზაზე, რითაც გადაუკეტეს საცხოვრებელი სახლიდან საჯარო გზასთან დაკავშირების საშუალება.
გარდა ამისა, მისასვლელი გზის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
2014 წელს მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადავო უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან გამოთხოვის მიზნით. განცხადების პასუხად გადაეცათ სადავო მიწის ნაკვეთის გეგმა და საინვენტარიზაციო ბარათი, დათარიღებული 1978 წლით.
სხვა საარქივო მასალა და დოკუმენტი მათ არ გადაცემიათ.
2017 წლის სექტემბრის თვეში, მიმართეს საქართველოს ეროვნულ არქივს სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად. არქივის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში აღმოაჩინეს 1--- წლის 1- იანვრის პროექტი თანდართულ გენ-გეგმასთან ერთად, დამტკიცებული 1--- წლის 1- იანვარს, ქალაქის მთავარი არქიტექტურის სამმართველოს ტექნიკურ საბჭოზე, ბრძანება N--ით.
მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ტექ. ინვენტარიზაციის არქივში დაცული ყველა დოკუმენტის გადაცემის შესახებ, ეს ინფორმაცია მათთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ მიუწოდებია.
ეროვნული არქივიდან ასევე მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ 1987 წელს, ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო მოსამართლემ მიმართა ტექ.ბიუროს გამგეს კ-----–----, რ---- ქ.N--ში მდებარე სახლის და მიწის ნაკვეთის გეგმის გადაცემის მოთხოვნით, ვინაიდან, იმ დროისათვის სასამართლოს წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე მ------–---- ნ-------- სარჩელისა გამო, ვ-–-------- მ----–---------- მიმართ, გზის დამოუკიდებელ სარგებლობაში გამოყოფის შესახებ.
აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხეების მამა, ვ-–-------- მ----–--------- ადრეული წლებიდან დავობდა მისთვის გზის დამოუკიდებელ სარგებლობაში გამოყოფის თაობაზე.
მოსარჩელეებს, ობიქეტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა ევარაუდათ, რომ არსებობდა 1--- წლის პროექტი, რომელიც არსებითად ცვლიდა სადავო მიწის ნაკვეთის ყველაზე ძველ ნახაზს.
პროექტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ნაკვეთის თავდაპირველ კონფიგურაციას და ცხადყოფს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ფერდს, რომელიც დღეის მდგომარეობით მოიცავს რ---- ქუჩა პირველი ჩ---- N--ში მდებარე მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დამაკავშირებელ შესასვლელს. ამავე მტკიცებულებით იგი არასოდეს შედიოდა მოპასუხეთა საკუთრებაში.
განმცხდებელთა განმარტებით, 1--- წლის პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, სასამართლო მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას.
შესაბამისად, ეს არის ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელიც უნდა გახდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, ზ------ ყ-----–---–-ს, მ----- ქ--–--–---–-ს (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი-------, თ-- ი------- განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განცხადების განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით, მ----- ქ--–--–---–-ს (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი-------, თ-- ი------- განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ახალდაღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვამდე.
სასამართლომ მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში მითითებული 1--- წლის პროექტის არსებობის შესახებ, განმცხადებლებისათვის საქმის განხილვის დროსაც იყო ცნობილი, სარჩელზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერით (იხ.ს.ფ.32, ტ.1.), სადაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში პირველ რიგში მითითებულია დამტკიცებული პროექტი N-, დამოწმების თარიღი 1-.01.1---“ , რომლის მოპოვების ობიექტური შესაძლებლობაც არსებობდა, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება, განმცხადებლებმა 2017 წლამდე მიმართეს თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ არქივს ამ მტკიცებულების გადაცემის მოთხოვნით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ზ------ ყ-----–---–--, მ----- ქ--–--–---–--, თ----- ი------მ, თ-- ი------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, 1--- წლის პროექტს და გეგმა ნახაზს ჩაუტარდა დამატებით ექსპერტიზა, რომლის დაკვნაში მითითებულია, რომ 1--- წლის 1- იანვრის პროექტის მიხედვით, მ----–---------ების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა 1-55,0 კვ.მ-ს. ამავე ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთი ნაკვეთი წარმოადგენდა ფერდობს, აღნიშნული ფერდობის ჩამოჭრილი ნაწილი დღეის მდგომარეობით მოიცავს რ---- ქ. N--ში მდებარე მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ შესასვლელს.
როგორც დასკვნაშია მითითებული, 196- წლის N--12-8/1-6- საინვენტარიზაციო გეგმაზე, რ---- ქ. N--ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1-20 კვმ-ს. გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილებში ფერდობები მითითებული არ არის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 1963 წლის გეგმაზე მოსარჩელეების მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 1394 კვმ, რომელიც მოიცავდა გარშემო ფერდობებს, ხოლო 1966 წლის გეგმაზე მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფერდობი ჩამოჭრილია და ნაკვეთის ფართი არის 822 კვმ.
ფაქტია, რომ მხარეთა მიწის ნაკვეთის ფართები შემცირდა საჭიროებიდან გამომდინარე, რათა ყოფილიყო საერთო მისასვლელი გზა.
წინა სასამართლო განხილვისას წარდგენილი რომ ყოფილიყო თავდაპირველი პროექტი, სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რამეთუ სადავო საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სამართლიანი სასამართლოს უპირველესი მოვალეობაა.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ------ ყ-----–---–-ს, მ----- ქ--–--–---–-ს (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი------- და თ-- ი------- წარმომადგენელმა ე-- გ-------–-–---–-- და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით, მ----- ქ--–--–---–-ს (თ------- ფ---–---–-–---–-- უფლებამონაცვლე), თ----- ი-------, თ-- ი------- განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ახალდაღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვამდე.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, ქ. ქ-------–-, რ---- ქ. ჩ--- 1, N--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ზ------ ყ-----–---–-, მ----- ქ--–--–---–-, თ----- ი------ და თ-- ი------ (ს.ფ.112-113).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სწორად უთხრა თუ არა განმცხადებლებს უარი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422- ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი, კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:
1) ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;
2) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს, ქუთაისის საქალაქო 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ახალი მტკიცებულება, კერძოდ 1--- წლის 1- იანვრის პროექტი, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო საასამართლო არ იზიარებს განცხადებასა და კერძო საჩივარში მითითებულ ამ გარემოებას და მიაჩნია, რომ თუკი, 1--- წლის 1- იანვრის პროექტი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო და გამოიწვევდა საქმის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტას, განმცხადებლებს შეეძლოთ და ვალდებულიც იყვნენ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, საქმის წარმოების დასრულებამდე წარედგინათ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოსათვის, მით უფრო, როდესაც თავდაპირველ სარჩელს ერთვოდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 32. ტ.1), სადაც, ქალაქ ქუთაისი, რ---- ჩ--- 1, N--ში მდებარე N 0-.02.23.2-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში, პირველ რიგში მითითებულია „დამტკიცებული პროექტი N-, დამოწმების თარიღი 1-.01.1---“.
ამდენად, ცხადია, რომ ამ დოკუმენტის არსებობის თაობაზე განცხადების ავტორებმა იცოდნენ, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, როდესაც მომზადდა ამონაწერი და წარდგენილი იქნა თავდაპირველი სარჩელი.
აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა თავისივე დაუდევრობით არ ისარგებლეს ზემოხსენებული შესაძლებლობით.
შესაბამისად, მათ მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილად ვერ მიიჩნევა და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ზ------ ყ-----–---–-ს, მ----- ქ--–--–---–-ს, თ----- ი-------, თ-- ი------- კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ყ-----–---–-ს, მ----- ქ--–--–---–-ს, თ----- ი------- და თ-- ი------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №2/1595;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე