განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310017001786521
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001786521

საქმე №3ბ/2995-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ილონა თოდუა

სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი

აპელანტი (მოპასუხე)- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ლ---- დ------ი

წარმომადგენელი - კ----–---------ვა;

მესამე პირი- ჯ----–---------ია;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ---- დ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ---- დ------ის განცხადებასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 165-174).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ---- დ------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–ი, ს. ვ-–------------ა, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, მ---–-----ა.

 

2.1.2. ლ---- დ------ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-----ა, ს----------- „ი------“.

 

2.1.3. 2004 წლის 15 აგვისტოს, ერთის მხრივ სს „ს----------- ი------ს“ დირექტორს და ჯ----–---------იას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში დროებით შესახლებულ პ----------ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა №--- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ----–---------ია ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №8-- ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქ. ჯ----–---------ია ათავისუფლებს ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი------ში“ (შემდგომში „ი------“) მის მიერ დაკავებულ №8-- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევს 7000 /შვიდი ათასი/ აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.“

 

2.1.4. დადგენილია, რომ ლ---- დ------ის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება 1997 წლის 07 თებერვალს, გასვლა - 1997 წლის 07 აპრილს, შემოსვლა - 2000 წლის 11 ნოემბერს, გასვლა - 2001 წლის 27 ნოემბერს, შემოსვლა - 2005 წლის 18 ნოემბერს.

 

2.1.5. 2017 წლის 09 იანვარს ლ---- დ------მა №8----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

 

2.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-

0--------- წერილით ლ---- დ------ს ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის, ლ---- დ------ის (პ/ნ 6----------) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია.

 

აღნიშნული წერილის თანახმად, „დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ არ განიხილება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ლ---- დ------ის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ არის.“

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა,რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ლ---- დ------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–ი, ს. ვ-–------------ა, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, მ---–-----ა.

 

საქმეში არსებული მასალებით ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს, ერთის მხრივ სს „ს----------- ი------ს“ დირექტორს და ჯ----–---------იას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში დროებით შესახლებულ პ----------ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა №--- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ----– პ--------ა ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №8-- ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

მითითებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქ. ჯ----–---------ია ათავისუფლებს ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი------ში“ (შემდგომში „ი------“) მის მიერ დაკავებულ №8-- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევს 7000 /შვიდი ათასი/ აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.“

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებას, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ,რომ ლ---- დ------ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-----ა, ს----------- „ი------“, ოთახი 8--.

 

2017 წლის 09 იანვარს ლ---- დ------მა №8----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №0------------ წერილით ლ---- დ------ს ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის, ლ---- დ------ის (პ/ნ 6----------) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია. კერძოდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს 2004 წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულებაზე და მიიჩნევს, რომ ლ---- დ------ი, როგორც ჯ----–---------იას ოჯახის წევრი და მასთან ფაქტობრივად მცხოვრები პირი, დაკმაყოფილებულია საკომპენსაციო თანხით.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

აღნიშნული მუხლის „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხევითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მათი ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს. პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მათი ერთობლივად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენს.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილს, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ჯ----– პ--------ას მიერ 2004 წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულების გაფორმებისას ლ---- დ------ი წარმოადგენდა თუ არა ჯ----–---------იას ოჯახის წევრს, „ს----------- ი------ში“ №8-- ოთახში ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „ს----------- ი------ში“ №8-- ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს დევნილს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, ვერ გახდება დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, 2004 წლის 15 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია (№--- ხელშეკრულების შედგენის თარიღი) ხსენებულ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, იმ გარემოებაზეც, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულებაში თანხის მიმღებმა - ჯ----– პ--------ამ დაადასტურა, რომ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის მას მიღებული ჰქონდა „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. ამასთან, მესამე პირმა - ჯ----–---------იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ---- დ------ი არ წარმოადგენდა მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს და ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერით ლ---- დ------ის თანხმობის არსებობა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე არ დაუდასტურებია. ხოლო მოწმის - ნოტარიუს მერაბ ფანჯიკიას განმარტებით, არ არსებობს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში რეგისტრირებული ლ---- დ------ის ნოტარიული თანხმობა, რომლითაც მან უფლებამოსილება მიანიჭა ჯ----–---------იას მიეღო საკომპენსაციო თანხა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანო, ვალდებულია გამოიკვლიოს ჯ----–---------იასთვის ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადაცემისას ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ლ---- დ------ი ზემოხსენებულ ფართში. აღნიშნული გარემოების დადგენისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომელშიც ოჯახის წევრთა რაოდენობის გრაფაში მითითებულია 3 პირი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლ---- დ------ის განცხადებასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ---- დ------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–ი, ს. ვ-–------------ა, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, მ---–-----ა.

 

4.1.2. ლ---- დ------ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-----ა, ს----------- „ი------“.

 

4.1.3. 2004 წლის 15 აგვისტოს, ერთის მხრივ სს „ს----------- ი------ს“ დირექტორს და ჯ----–---------იას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში დროებით შესახლებულ პ----------ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა №--- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ----–---------ია ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №8-- ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ზემოხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქ. ჯ----–---------ია ათავისუფლებს ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი------ში“ (შემდგომში „ი------“) მის მიერ დაკავებულ №8-- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევს 7000 /შვიდი ათასი/ აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.“

 

4.1.4. დადგენილია, რომ ლ---- დ------ის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება 1997 წლის 07 თებერვალს, გასვლა - 1997 წლის 07 აპრილს, შემოსვლა -

2000 წლის 11 ნოემბერს, გასვლა - 2001 წლის 27 ნოემბერს, შემოსვლა - 2005 წლის 18 ნოემბერს.

 

4.1.5. 2017 წლის 09 იანვარს ლ---- დ------მა №8----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

 

4.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №01-

0--------- წერილით ლ---- დ------ს ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის, ლ---- დ------ის (პ/ნ 6----------) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია.

 

აღნიშნული წერილის თანახმად, „დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ არ განიხილება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ლ---- დ------ის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ არის.“

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ---- დ------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–ი, ს. ვ-–------------ა, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, მ---–-----ა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს, ერთის მხრივ სს „ს----------- ი------ს“ დირექტორს და ჯ----–---------იას შორის, რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სიის მიხედვით, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში დროებით შესახლებულ პ----------ის ოჯახს, (შემდგომში მოქალაქე), გაფორმდა№--- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ჯ----– პ--------ა ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №8-- ოთახში განთავსებულ ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

მითითებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქ. ჯ----–---------ია ათავისუფლებს ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ს----------- ი------ში“ (შემდგომში „ი------“) მის მიერ დაკავებულ №8-- ოთახს, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევს 7000 /შვიდი ათასი/ აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.“

 

საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან რომ ლ---- დ------ი 2000 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-----ა, ს----------- „ი------“, ოთახი 8--.

 

2017 წლის 09 იანვარს ლ---- დ------მა №8----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 იანვრის №0------------ წერილით ლ---- დ------ს ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის, ლ---- დ------ის (პ/ნ 6----------) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია. კერძოდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს 2004 წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულებაზე და მიიჩნევს, რომ ლ---- დ------ი, როგორც ჯ----–---------იას ოჯახის წევრი და მასთან ფაქტობრივად მცხოვრები პირი, დაკმაყოფილებულია საკომპენსაციო თანხით.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ მითითებაზე და განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

აღნიშნული მუხლის „ლ“ პუნქტი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხევითაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მათი ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს. პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მათი ერთობლივად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართებულად მოიშველია პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ---- დ------ი და ჯ----–---------ია 2000 წლიდან ერთად ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებული და ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთად. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ჯ----– პ--------ას მიერ 2004წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულების გაფორმებისას ლ---- დ------ი წარმოადგენდა თუ არა ჯ----–---------იას ოჯახის წევრს, „ს----------- ი------ში“ №8-- ოთახში ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „ს----------- ი------ში“ №8-- ოთახში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს დევნილს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, თუმცა აღიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, ვერ გახდება დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, 2004 წლის 15 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია (№--- ხელშეკრულების შედგენის თარიღი) ხსენებულ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.

 

ამასთან, ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2004 წლის 15 აგვისტოს №--- ხელშეკრულებაში თანხის მიმღებმა - ჯ----– პ--------ამ დაადასტურა, რომ მითითებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის მას მიღებული ჰქონდა „ს----------- ი-----ის“ №8-- ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. მესამე პირმა - ჯ----–---------იამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განმარტა, რომ ლ---- დ------ი არ წარმოადგენდა მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს და ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერით ლ---- დ------ის თანხმობის არსებობა საკომპენსაციო თანხის მიღებაზე არ დაუდასტურებია.

 

ამდენად,ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანო, ვალდებულია გამოიკვლიოს ჯ----–---------იასთვის ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადაცემისას ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ლ---- დ------ი ზემოხსენებულ ფართში. აღნიშნული გარემოების დადგენისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა, რომელშიც ოჯახის წევრთა რაოდენობის გრაფაში მითითებულია 3 პირი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამისობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ლ---- დ------ის სარჩელი მართებულად იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ილონა თოდუა