განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001982048
საქმე №3ბ/2685-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე)- შპს,, ჯ--------ნ უ------- ე------------ი’’;
წარმომადგენელი - დ------------------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია;
წარმომადგენელი- თ--------------ე;
მესამე პირი - ი/მ ს--–--------------–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,, ჯ--------ნ უ------- ე------------ის’’ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. (ტ. I, ს.ფ.124-131);
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის მიერ 2017 წლის 26 იანვარს, ქ. თბილისში, დ. ი-----–---ის ქ. N5-ში, ნ---- ს------ს საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობილი უმრიცხველი მოხმარების ფაქტზე შედგა ი/მ ს--–--------------–ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე მისამართზე არსებულ უმრიცხველი განშტოების გათვალისწინებით შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი, სადაც კომისიის N32-ე დადგენილებით გათვალისწინებული წესით დათვლილმა თანხამ 512,98 ლარი შეადგინა.
შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის 2017 წლის 6 თებერვლის N1490 დადგენილებით ი/მ ს--–--------------–ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
დარიცხული თანხის შესწორების შემდეგ აბონენტს აღურიცხავი წყლის საფასურის სახით დაერიცხა 413,77 ლარი.
2.1.2. ნ---- ს------სა და ი/მ ს--–---- ჩ-------ლს შორის 2017 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ს--–--------------–ს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა დამქირავებლის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო ფართით 18 კვ.მ. ოთახი, მდებარე დ. ი-----–---ის ქ. N5, ს--–-----ის ს--–----ს მოსაწყობად.
წყლის გამაცხელებლის საგარანტიო ტალონის მიხედვით დგინდება, რომ ს--–--------------–მა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა შეიძინა 2017 წლის 13 იანვარს.
2.1.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის 2017 წლის 18 მაისის N---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ ს--–--------------–ის განცხადება. შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის 2017 წლის 26 იანვრის N0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით ი/მ ს--–--------------–ისათვის 413,77 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ს დარიცხვის გაუქმება. მასვე დაევალა დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, ასევე აბონენტის სააღრიცხვო ბარათში ცვლილების შეტანა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა).
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდა მიმწოდებლის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ აღრიცხვის კვანძის მონტაჟს და მისი საანგარიშსწორებოდ მიღების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი წარმოდგეენილი არ არის. ამასთანავე მომხმარებლის მიერ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში,მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
ასევე , დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---- ს------სა და ი/მ ს--–---- ჩ-------ლს შორის 2017 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ს--–--------------–ს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა დამქირავებლის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო ფართით 18 კვ.მ. ოთახი, მდებარე დ. ი-----–---ის ქ. N5, ს--–-----ის ს--–----ს მოსაწყობად. ასევე საქმეში დაცული წყლის გამაცხელებლის საგარანტიო ტალონის მიხედვით დგინდება, რომ ს--–--------------–მა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა შეიძინა 2017 წლის 13 იანვარს. სასამართლო იზიარებს იმ შეფასებას, რომ ი/მეწარმეს შეუძლებელია დაეწყო წყლის უკანონოდ მოხმარება სამეწარმეო ფართის სარგებლობაში გადაცემისა და საქმიანობის შესაბამისი აღჭურვილობის მოწყობის გარეშე.
აღნიშნულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ ი/მ ს--–--------------–ის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენა შესაძლებელია, რაც გამორიცხავს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის 'ბ' ქვეპუნქტით დადგენილი წესის გამოყენებას და მოცემულ შემთხვევაში დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ამავე ნორმის 'ა' ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტენბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის მიერ 2017 წლის 26 იანვარს, ქ. თბილისში, დ. ი-----–---ის ქ. N5-ში, ნ---- ს------ს საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობილი უმრიცხველი მოხმარების ფაქტზე შედგა ი/მ ს--–--------------–ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე მისამართზე არსებულ უმრიცხველი განშტოების გათვალისწინებით შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი, სადაც კომისიის N32-ე დადგენილებით გათვალისწინებული წესით დათვლილმა თანხამ 512,98 ლარი შეადგინა.
შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის 2017 წლის 6 თებერვლის N1490 დადგენილებით ი/მ ს--–--------------–ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
დარიცხული თანხის შესწორების შემდეგ აბონენტს აღურიცხავი წყლის საფასურის სახით დაერიცხა 413,77 ლარი.
4.1.2 . ნ---- ს------სა და ი/მ ს--–---- ჩ-------ლს შორის 2017 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ს--–--------------–ს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა დამქირავებლის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო ფართით 18 კვ.მ. ოთახი, მდებარე დ. ი-----–---ის ქ. N5, ს--–-----ის ს--–----ს მოსაწყობად.წყლის გამაცხელებლის საგარანტიო ტალონის მიხედვით დგინდება, რომ ს--–--------------–მა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა შეიძინა 2017 წლის 13 იანვარს.
4.1.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 მაისის N---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ ს--–--------------–ის განცხადება. შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ის 2017 წლის 26 იანვრის N0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით ი/მ ს--–--------------–ისათვის 413,77 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს ჯ--------ნ უ------- ე------------ს დარიცხვის გაუქმება. მასვე დაევალა დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, ასევე აბონენტის სააღრიცხვო ბარათში ცვლილების შეტანა.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ აღრიცხვის კვანძის მონტაჟს და მისი საანგარიშსწორებოდ მიღების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთანავე მომხმარებლის მიერ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულო ორგანოს მიერ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული მესამე პირის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების ზუსტი დროის განსაზღვრა და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოა ის გარემოება, რომ ნ---- ს------სა და ი/მ ს--–---- ჩ-------ლს შორის 2017 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ს--–--------------–ს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა დამქირავებლის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო ფართით 18 კვ.მ. ოთახი, მდებარე დ. ი-----–---ის ქ. N5, ს--–-----ის ს--–----ს მოსაწყობად. ასევე საქმეში დაცული წყლის გამაცხელებლის საგარანტიო ტალონის მიხედვით დგინდება, რომ ს--–--------------–მა წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა შეიძინა 2017 წლის 13 იანვარს. რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს--–---- ჩ-------ლმა საქმიანობა დაიწყო 2017 წლის 15 იანვრიდან, რაც იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ს--–--------------–ი სასმელ წყალს უმრიცხველოდ მოიხმარდა 2017 წლის 15 იანვრიდან - 26 იანვრამდე.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დადგენილია ის გარემოება, რომ ი.მ. ს--–--------------–ის მფლობელობაში არსებულ ობიექტს კომპანიის მიერ მიეწოდება მხოლოდ სასმელი წყალი და მას წყალარინების სისტემა არ გააჩნია. ამასთან დადგენილია ის გარმოება, რომ თებერვლისა და მარტის თვეში ობიექტის მიერ მოხმარებულ იქნა სულ 7მ3 წყალი. ამასთან არ არის გათვალისწინებული მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მართებულია იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ ი/მ ს--–--------------–ის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენა შესაძლებელია, რაც გამორიცხავს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“25-ე მუხლის მე-9 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი წესის გამოყენებას და მოცემულ შემთხვევაში დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ამავე ნორმის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ სწორად შეფასდა საქმეში არსებული მასალები და მართებულად იქნა მიიჩნეული, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს,, ჯ--------ნ უ------- ე------------ის’’ სარჩელი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ--------ნ უ------- ე------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილსისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე