განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
080210017002032908
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210017002032908

საქმე №2/ბ-227-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: სსიპ ზ-------–------------–-----------–-–-------------------------------–-

წარმომადგენელი: ქ------- მ------–---–- (დირექტორი)

მოწინააღმდეგე მხარე: ს--–---- გ-----–----დ---–-, გ---- ტ------–-

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

გამოარკვია:

2017 წლის 11 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ს--–---- გ-----–----დ---–-- და გ---- ტ------–--, მოპასუხედ დაასახელეს სსიპ ზ-------–------------–-----------–-–-------------------------------–- და მოპასუხის დირექტორის მიერ გამოცემული 2017 წლის 24 აპრილისა და 04 მაისის ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა იმავდროულად იშუამდგომლეს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს:

1) სსიპ ზ--------–-------------–-–--------------------------------–-- დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის ბრძანების მოქმედება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 27 ოქტომბრის №----------- ბრძანება და 2016 წლის 1 ივლისის №----------- ბრძანება და დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული საშტატო ერთეულების სამუშაო აღწერილობები;

2) შეჩერდეს, სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 4 მაისის ბრძანების მოქმედება, 2017 წლის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და საშტატო პოზიციების დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით, ს--–---- გ-----–----დ---–-ს და გ---- ტ------–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

ა) შეჩერდა სსიპ ზ--------–-------------–-–--------------------------------–-- დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის ბრძანების მოქმედება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 27 ოქტომბრის №----------- ბრძანება, 2016 წლის 1 ივლისის №----------- ბრძანება და დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული საშტატო ერთეულების სამუშაო აღწერილობები;

ბ) შეჩერდა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 4 მაისის ბრძანების მოქმედება 2017 წლის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და საშტატო პოზიციების დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადაგინა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–-------------------------------–-მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით, სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით, საჩივარი №3/ბ-286-2017წ. საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინება და შეჩერდა გასაჩივრებული აქტების - სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2----–-–------------–------------------------------------–-–--------------192/ს/01/01 ბრძანების მოქმედება, მხოლოდ მოსარჩელეების - ს--–---- გ-----–----დ---–-ს და გ---- ტ------–-ს მიმართ.

2017 წლის 18 დეკემბერს, ს--–---- გ-----–----დ---–-სა და გ---- ტ------–-ს წარმომადგენელმა რ--------- ხ----–--–---- დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამატებით მოითხოვა, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის №1---------- ბრძანება, ასევე დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილე ფინანსების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში სამუშაო აღწერილობის, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ.

მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს გასაჩივრებული ბრძანების მოქმედება.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებების მოქმედების შეუჩერებლობა პირდაპირ ზიანს მიაყენებს მოსარჩელეებს, კერძოდ, მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობენ აღნიშნულ სკოლაში და შერჩეული არიან კონკურსის წესით. გასაჩივრებული ბრძანებების მოქმედების გაგრძელებით, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს თანამშრომლების უკანონო განთავისუფლებას სამსახურიდან და შემდეგ ახალი კონკურსის ჩატარებას, რაც თავისთავად გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მოსარჩელეებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეების, ს--–---- გ-----–----დ---–-ს და გ---- ტ------–-ს წარმომადგენლის, რ--------- ხ----–--–---- შუამდგომლობა, შეჩერდა - სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანება სკოლის დირექტორის მიერ მიღებული 2017 წლის 24 აპრილის N1---------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილე ფინანსების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ.

ასევე, შეჩერდა სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანება სკოლის დირექტორის მიერ მიღებული 2017 წლის 24 აპრილის N1---------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოქმედებს სკოლის წესდებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონით. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაში უნდა იყოს, როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ისე, რომ არ დაირღვეს სხვა პირის კანონიერი უფლებები.

იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს სასამართლოში, დავის მონაწილე მხარემ, თავი უნდა შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებით, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს სამართლებრივ კონფლიქტს მხარეთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დავა, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ორგანიზაციას, დავის შემთხვევაში, მხარეთა მცდელობა მიმართული უნდა იყოს მორიგებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა, უკვე ადასტურებს მხარეთა შორის დავას და მოპასუხისათვის იმ რისკის არსებობას, რასაც სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების გამოტანა ჰქვია.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით-შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რის გამოც არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, მიაჩნია, რომ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს მიზნის მიღწევის, არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებას, რადგან არსებობს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული გასაჩივრებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რადგან 2017 წლის 1 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა N86/ნ ბრძანებით დაამტკიცა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც, სკოლას ჰყავს ორი მოადგილე, თუმცა წინა წესდებისაგან განსხვავებით არ არის დაზუსტებული კონკრეტულად, რომელ დარგში უნდა ჰყავდეს მოადგილე და დირექტორს მიენიჭა სრული დისკრეცია თავად გაანაწილოს მოადგილეებს შორის ფუნქციები.

2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების მიღების საჭიროება ახალ წესდებასთან ერთად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმაც განაპირობა, რომლის მიხედვითაც, სკოლას მიენიჭა უფლებამოსილება კომპაქტურად დასახლებულ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის მოქალაქეებისათვის სამოქალაქო განათლების კურსების შეთავაზების დაფინანსებისა.

ამდენად, გრანტების გაცემაზე კონტროლი სკოლის დირექტორის იმ მოადგილეს ევალება, რომელი პოზიციაც მოსარჩელეს უკავია და სკოლა ვერ განსაზღვრავს ამ ვალდებულების შესრულებაზე სხვა თანამდებობის პირს.

ვინაიდან, ამ ფუნქციის დაკისრებაზე სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის ბრძანების მოქმედება შეჩერებულია, სკოლის ხელმძღვანელობას არ ეძლევა შესაძლელობა დაადგინოს აღნიშნულს სფეროში გ---- ტ------–-ს კომპეტენტურობა.

გარდა ამისა, სკოლამ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი საჩივრით გასაჩივრებული ორი ბრძანებიდან, 2017 წლის 04 მაისის ბრძანებას (საშტატო განრიგით განსაზღვრულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და საშტატო პოზიციების დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ) 15 დღეში გაუვიდა მოქმედების ვადა, ხოლო 24 აპრილის ბრძანება გაიყო 10 ინდივიდუალურ ბრძანებად, ჩამოყალიბდა ცალკე სამუშაო აღწერილობები 10 პოზიციაზე, რათა შემდგომში საფრთხე არ შექმნოდა სხვა თანამდებობის სამუშაო აღწერილობის შეჩერებით სკოლის გამართულად ფუნქიონირებას.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ახალი ბრძანებით შეიცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რითაც აღარ არსებობს დავის საგანი 2017 წლის 11 მაისის სარჩელიდან გამომდინარე, ხოლო გ---- ტ------–-ს სასარჩელო მოთხოვნების საპასუხოდ, სკოლამ წარმოადგინა ახალი წესდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, 5 დღის ვადაში გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ს--–---- გ-----–----დ---–-- და გ---- ტ------–--, მოპასუხედ დაასახელეს სსიპ ზ-------–------------–-----------–-–-------------------------------–- და მოპასუხის დირექტორის მიერ გამოცემული, 2017 წლის 24 აპრილისა და 04 მაისის ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით, შეჩერდა გასაჩივრებული აქტების - სსიპ ზ------–------------–-----------–-–-------------------------------–-- დირექტორის 2----–-–------------–------------------------------------–-–--------------192/ს/01/01 ბრძანების მოქმედება, მხოლოდ მოსარჩელეების - ს--–---- გ-----–----დ---–-ს და გ---- ტ------–-ს მიმართ.

დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს, ს--–---- გ-----–----დ---–-სა და გ---- ტ------–-ს წარმომადგენელმა რ--------- ხ----–--–---- დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამატებით მოითხოვა, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის №1---------- ბრძანება და დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილის ფინანსების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში სამუშაო აღწერილობა, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების, ს--–---- გ-----–----დ---–-ს და გ---- ტ------–-ს წარმომადგენლის, რ--------- ხ----–--–---- შუამდგომლობა დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ ზ-------–------------–-----------–-–------------------------- სკოლის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, 5 დღის ვადაში გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სამოქალაქო სარჩელის საგანი, რომლის უზრუნველყოფასაც მოითხოვს განმცხადებელი არის, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე სკოლის დირექტორის 2017 წლის 24 აპრილის N1---------- ბრძანება, ასევე დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილის ფინანსების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში სამუშაო აღწერილობა, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა.

პალატა განმარტავს, ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთ-ერთ დავის საგანს, სწორედ 2017 წლის 24 აპრილის N1---------- ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოთხოვნა, ამ ბრძანების გაუქმების შესახებ, თავად სკოლის დირექტორის მიერ მიღებული, 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე.

რაც შეეხება 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების იმ ნაწილის მოქმედების შეჩერებას, რომლითაც დამტკიცდა სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დირექტორის მოადგილის ფინანსების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში სამუშაო აღწერილობა, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და სარჩელსა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განჩინებაზე წარმოდგენილ საჩივარში მითითებული მოტივების გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია და განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებელ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი დაკმაყოფილდება ს--–---- გ-----–--- -დ---–-სა და გ---- ტ------–-ს სასარჩელო მოთხოვნები, არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროება, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

ს--–---- გ-----–--- -დ---–-სა და გ---- ტ------–-ს შუამდგომლობას, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე უნდა ეთქვას უარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე;

3. ს--–---- გ-----–----დ---–-სა და გ---- ტ------–-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაზუსტებული სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ზ-------–------------–-–------------------------- სკოლის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე