განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
060310117002197505
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310117002197505 (3/ბ-21-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ს--------–ი“, შპს ,,ს–--------------------ი“, გ---------–--–---–ი

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

 

გასაჩივრებული განჩინება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 04 დეკემბერს სამტრედიის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების შპს ,,ს--------–ის", შპს ,,ს–--------------------ის" და გ---------–--–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, გ---------–--–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მდებარე სამტრედიის რაიონის სოფელი დ-----------–ი ს/კ 3----------- და სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, ს/კ. 3-----------; სატრანსპორტო საშუალებების - MERCEDES-BENZ 260 E; სედანი სახ. ნომრით H------, იზოთერმული ფურგონის, PAZ 37421 სახ.ნომრით D------, გ---------–--–---–ის 30%-იანი წილის შპს ,,ი-----------–---------------------ში“ (ს/ნ 4--------) და 33%–იანი წილის შპს „ჯ-–-“-ში (ს/ნ 2--------) და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 67-69).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 78-79), ხოლო 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 192-198).

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 04 დეკემბერს სამტრედიის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების შპს ,,ს--------–ის", შპს ,,ს–--------------------ის" და გ---------–--–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, გ---------–--–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მდებარე, სამტრედიის რაიონის სოფელ დ-----------–ში, ს/კ. 3----------- და სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, ს/კ. 3-----------; სატრანსპორტო საშუალებების - MERCEDES-BENZ 260 E; სედანი სახ. ნომრით H------, იზოთერმული ფურგონის, PAZ 37421 სახ.ნომრით D------, გ---------–--–---–ის 30%-იანი წილის შპს ,,ი-----------–----------------------ში“ (ს/ნ 4--------) და 33%–იანი წილის შპს „ჯ-–-“-ში (ს/ნ 2--------) და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,ს--------–ის” (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით 2017 წლის 27 სექტემბრისათვის შეადგენს 7 227 ლარს. 2011 წლის 2-----------იდან გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. შეტყობინების გაცნობის თარიღია - 2011 წლის 25 დეკემბერი. 2014 წლის 0-----------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოცემულია N0------ ბრძანება შპს ,,ს--------–ის” (ს/ნ 2--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ბრძანების გაცნობის თარიღია - 2014 წლის 14 ნოემბერი. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს,,ს--------–ს” (ს/ნ 2--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე ქონება არ გააჩნია. შპს ,,ს--------–ის” (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანებას შეადგენს 2013 წელს დღგ-ში დეკლარირებით და დასკვნით დარიცხული თანხები (2 917 ლარი).

 

შპს ,,ს--------–ი” (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1997 წლის 1--------იდან. საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. სამტრედია, გ------------ის ქ. №45. ფაქტიური - ქ. სამტრედია, სოფელი დ-----------–ი. საქმიანობის სფერო - სარემონტო და სამშენებლო საქმიანობა. შპს ,,ს--------–ის” (ს/ნ 2--------) დამფუძნებელი და დირექტორია – გ---------–--–---–ი (პ/ნ 3----------). საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა და მას შემდეგ აღარ გაუგრძელებია.

 

შპს ,,ს--------–ის" დავალიანების წარმოშობის და სამეწარმეო საქმინობის შეწყვეტის შემდეგ გ---------–--–---–მა დააფუძნა ახალი საწარმო შპს „ს–--------------------ი“ (ს/ნ 4--------), რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 30 მარტიდან. გ---------–--–---–ი აღნიშნული საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია. საწარმოს იურიდიული/ფაქტიური მისამართია: ქ.სამტრედია, სოფელი დ-----------–ი. საქმიანობის სფერო - სარემონტო და სამშენებლო საქმიანობა.

 

შპს „ს–--------------------ის“ (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 27 ოქტომბრისათვის შეადგენს 14 344 ლარს. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის თარიღია – 2017 წლის 1---------ი. შეტყობინების გაცნობის თარიღი - 2017 წლის 21 იანვარი. 2017 წლის 2------------–ს გამოცემულია შპს „ს–--------------------ის“ (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომლის გაცნობის თარიღია - 2017 წლის 23 თებერვალი. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს „ს–--------------------ის“ (ს/ნ. 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რიცხული ქონება არ გააჩნია.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ქონება, რომელზედაც მოთხოვნილია ყადაღის გავრცელება, შესაძლებელია გასხვისდეს, რაც სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას დააბრკოლებს ან შეუძლებელს გახდის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასეთ გარემოებებზე კი საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. მოსარჩელის მიერ მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება უკავშირდება ვარაუდს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. მართალია, ამ დროს სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრა უპირობოდ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე როგორც სარჩელს, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას უკავშირებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ---------–--–---–ი წარმოადგენს მოპასუხე კომპანიების დირექტორს, ხოლო სხვა სახის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება სარჩელში არ არის. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

 

სააპელაციო პალატის აზრით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე