განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2018
საქმის ნომერი
010100117001977263
ინსტანცია
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001977263

(1/ბ-82-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ დავით კირჩხელის,ადვოკატის - ბადრი ბერიძის,მსჯავრდებულის - დ-----------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------–-----------------ის მიმართ, პირადი №3----------- დაბადებული 1989 წლის 04 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, თ---------------–---, კორპუსი №5, ბინა №30, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, პ--–-------- №35ა, ბინა №38,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ-----------------ემ ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ------------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ხუთ ცალ თეთრი ფერის ტაბლეტს და სამ ცალ ტაბლეტის ნატეხს საერთო წონით 2,566 გრამს, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს 0,0512 გრამ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომლებიც 2017 წლის 25 მაისს მისი პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი ბინის შედეგად იქნა ამოღებული. კერძოდ ორი ცალი ტაბლეტი და ერთი ცალი ტაბლეტის ნატეხი ქ. ბათუმში, პ--–-------N35ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ხოლო სამი ცალი ტაბლეტი და ორი ცალი ტაბლეტის ნატეხი თავისი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმი, პ--–-------- №35-ა, ბ№ 38-ის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი ) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ-------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან მურვანიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში და დ-----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები. სასამართლომ არ გაითვალისწინა დ-------------ის წარსული ნასამართლობა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს დავით კირჩხელს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ დ-----------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ბადრი ბერიძეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ-----------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ა--------–--ას, კ. დ------ის, ჯ. მ--–-----ის, ა.ს----------ის, ბ. ს-----------–---–ის, ე. ჭ-----–--ის, ბ. ფ----------ის და მ.გ------ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, დაკავების ოქმით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ-----------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ დ-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლევან მურვანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი ) წლის ვადით.

 

დ-------------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ დ-------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დ------------------ის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე