განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2018
საქმის ნომერი
330210017001802044
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001802044 (№2ბ/5803-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - თ---------- ა-----ა

წარმომადგენელი - ა------ ბ---------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ---------- ი------ი, რ----- ი------ი

წარმომადგენელი - ნ--- ა-----–ია

 

მესამე პირი - საქართველოს ო------------–ი ტ----------------ან ი----–----- გ----------–-----– პ------, გ------–----ა და ლ-----–---–--ა ს----------ო

 

დავის საგანი – უძრავი ნივთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ---------- ა-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ქ. თბილისში, ღ------------ის ქ---------–----------–----------–ზე მდებარე სადავო 234.54 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 0----------------------, ყოფილი სასადილოს ტერიტორია, არის სახელმწიფოს საკუთრება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).

 

2.2. მოსარჩელე თ---------- ა-----ა და მოპასუხეები თ---------- ი------ი და რ----- ი------ი არიან საქართველოს ო------------–ი ტ----------------ან ი----–----- გ----------–-----–ი პირები და ირიცხებიან ლ-----–---–--ა ს----------ოს მონაცემთა ბაზაში არსებულ, ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. N---–- მდებარე „გ----–-----ის ს/ს“-ის შენობაში რეგისტრირებულ დევნილთა სახელობით სიაში. აღნიშნულ მისამართზე, დევნილები შესახლებულები არიან სახელმწიფოს თანხმობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ო------------–ი ტ----------------ან ი----–----- გ----------–-----– პ------, გ------–----ა და ლ-----–---–--ა ს----------ოს 2014 წლის 29 ივლისის წერილი (ს.ფ.14-15)

- საქართველოს ო------------–ი ტ----------------ან ი----–----- გ----------–-----– პ------, გ------–----ა და ლ-----–---–--ა ს----------ოს წარმომადგენილს ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

2.3. შპს „ფ-------–- 2007“-ის მიერ 2008 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საწარმო კომბინატი „გ----–-----ი“-ს შენობაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ღ------------ის ქ---------ში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან ს------–- განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N----------------, ასევე საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო) საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- „ფ-------–- 2007“-ის მიეს 2008 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობა (ს.ფ. 28).

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელია თავად მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის ნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, იმისთვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას აღნიშნული ფლობის უფლება მიღებული უნდა ქონდეს მესაკუთრისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრისათვის მინიჭებული ანალოგიური უფლების მსგავსად, დაიცვას თავისი მფლობელობის უფლება სხვა პირთა ხელყოფისაგან ისეთ ნივთზე, რომელიც მის მფლობელობაში იმყოფება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს მუხლი ეხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნას, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს, რომელსაც არ გააჩნდა ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ის კეთილსინდისიერია, ჩამოერთვა მფლობელობა. ამ შემთხვევაში, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. აღნიშნული მუხლი იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას, ანუ მფლობელის, რომელსაც არ გააჩნდა მფლობელობის კანონიერი (სახელშეკრულებო) საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, იმისთვის რომ მოსარჩელე მიჩნეულ ყოფილიყო კეთილსინდისიერ მფლობელად, მას აღნიშნული მფლობელობის უფლება მიღებული უნდა ჰქონოდა სახელმწიფოსაგან. თუმცა, ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას და რომელზეც მოსარჩელე აპელირებს როგორც უფლების დამდგენ დოკუმენტზე, არის შპს „ფ-------–- 2007“-ის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ღ------------ის ქ---------ში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან ს------–- განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N----------------, ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო) საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ზემოაღნიშნული მტკიცებულება ვერ დაადასტურებდა მოსარჩელისათვის მესაკუთრის მსგავსი მფლობელობის უფლების მინიჭების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთის ფლობის კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი აქვს. ამასთან, სასამართომ ყურადღებას გამახვილა ასევე საქმეში მესამე პირად ჩართული ს----------ოს წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომ არ არსებობს სახელმწიფოსგან მოსარჩელის სახელზე გაცემული რაიმე საბუთი, რომელიც სადავო ფართზე მოსარჩელის უფლებას დაადასტურებდა; მოსარჩელე სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია ფართით და ამ მხრივ, მას სახელმწიფოს მიმართ რაიმე სახის მოთხოვნა არ გააჩნია.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ის სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია, რომელსაც კანონმდებელი მსგავსად მესაკუთრისა ანიჭებს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლებას. შესაბამისად, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---------- ა-----ას სარჩელი უსაფუძვლო იყო და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არამართლზომიერად განსაზღვრა მისი მდგომარეობა, რადგან იგი წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს 2 ათეულ წელიწადზე მეტია, და არ გაითვალისწინა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

 

აპელანტის განმარტებით, საცხოვრებელი ფართი მოპასუხეებს მიღებული აქვთ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და მათ თვითნებურად დაიკავეს აპელანტის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტობრივ გარემოებებს (ადმინისტრაციულ-სამართალდამცავი ორგანოების დადგენილებებს, ცნობებს), რომლებიც ადასტურებენ მოპასუხეთა უხეშ დამოკიდებულებას მის მიმართ. აპელანტის მითითებით, მას მიმართული ჰქონდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნული სადგომის პრივატიზების თაობაზე, რომელზეც მიიღო შუალედური პასუხი 2013 წლის 14 იანვარს და ასევე 2015 წლის 08 ოქტომბერს სადაც აცნობეს, რომ პრივატიზება იყო შეუძლებელი იყო, მანას სანამ ფართი დაკავებული აქვთ მოქალაქეებს (იგულისხმება მოპასუხეები). თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აპელანტი მესაკუთრეს რომ წარმოადგენდეს მას ექნებოდა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლება. აპელანტის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ამავდროულად დადგენილია, რომ მიტაცებულ არასაცხოვრებელ ფართს კეთილსინდისიერად, მართლზომიერად ფლობს აპელანტი 2 ათულ წელზე მეტია და შეასაბამისად უნდა ივარაუდებოდეს, რომ იგი წარმოადგენს აღნიშნული ფართის მესაკუთრეს.

 

აპელანტის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად მას გააჩნია უფლება მოითხოვოს ნივთის დაბრუნება, ვინაიდან მოპასუხეებმა ძალადობრივი გზით მოახერხეს სადგომის დაკავება. აპელანტი ასევე მიუთითებს განაჩენზე, რომლითაც ერთ-ერთი მოპასუხე გასამართლებული იქნა მისი ცემისათვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ---------- ა-----ა სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობა, წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაასდატურებდა აპელანტისათვის საკუთრების უფლების მინიჭების ფაქტს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოადგინა აპელანტმა და რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას როგორც უფლების დამდგენ დოკუმენტზე, არის შპს „ფ-------–- 2007“-ის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ღ------------ის ქ---------ში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან ს------–- განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N----------------, ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო) საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ამასთან, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტის მხარეზეა.

 

ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება ფაქტი, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და თავის მხრივ კანონმდებელი არ ანიჭებს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლებას. შესაბამისად, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აპელანტის მიერ აღნიშნულ საცხოვრებელი სადგომის 2 ათწლეულის განმავლობაში მფლობელობის ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს საკუთრების უფლების დასტურად, ვინაიდან, ეს ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------- ა-----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------- ა-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ მკოდექსის 70-ე და 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე