განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
330310116001241883
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ადმინისტრაციული
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310116001241883 (3ბ/255-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–--–-----ა

წარმომადგენელი - ო-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მესამე პირი (ასკ-ის მ. 16-2) - ს------------ა

წარმომადგენლები - ლ-------------–--ე, მ--------------ე

 

მესამე პირი (ასკ-ის მ. 16-2) - შპს ,,ჯ----------------ი

წარმომადგენელი - დირექტორი ზ-------------

 

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ს------------ასათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს ნ-----–--–-----ასა და შპს ,,ჯ----------------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 10 წლის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდი. სესხის სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 30%-ის ოდენობით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

2.2. 2015 წლის 06 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) შპს ,,ჯ----------------ის’’ სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულებიდან (იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმებული: 15.12.2014წ. ნოტარიუს ნ-------------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე/მესაკუთრე ნ-----–--–-----ას მიმართ (დაბადებული 09.09.1---წ., მისამართი ქ. თბილისი, დ-------------------------------------).

 

2.3. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 06 აგვისტოს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შესრულების დროს წარმოადგენდა 2015 წლის 19 მარტი, რომლის შეუსრულებლობამაც განაპირობა იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუსის მიერ. მოცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1------- აშშ დოლარს, მათ შორის, ძირითადი თანხაა 1------- აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 1------ აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3---- აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების ხარჯი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი, სააღსრულებო ფურცელი 4 ლარი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი, რომელიც ეკისრება მსესხებელს ,,გამსესხებლის’’ სასარგებლოდ.

 

2.4. 2015 წლის 07 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ----------------მა’’, რომელმაც წარმოებაში მიიღო ნოტარიუს თ-----------------ს მიერ 06.08.2015 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება NA--------).

 

2.5. დავალიანების დაფარვის მიზნით დაიწყო იპოთეკის საგნის, კერძოდ, ნ-----–--–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- რეალიზაცია, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის კი აღმასრულებელმა მოვალე მხარეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განუმარტა მოსალოდნელი შედეგები და უფლებები. ნ-----–--–-----ას წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ---------------ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------.

 

2.6. ტ.2. სფ.36-37-ზე განთავსებულ NB------------ გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA---------0------ წინადადება შპს ,,ს----------–------------ის’’ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად იგი ქ.თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებში არსებულ მისამართზე საფოსტო შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ კურიერი აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდა ორჯერ.

 

2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 15 სექტემბერს გამოსცა NA---------0------ განკარგულება, რომლის თანახმად გავრცელდა A-------- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი-შპს ჯ----------------ი (4--------), მოვალე ნ-----–--–-----ა (0----------), საგანი - თანხის გადახდა) მიმართ აღსრულების ღონისძიების - ,,წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ’’ შეტყობინება საჯაროდ. საჯარო შეტყობინება გავრცელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge-ს მეშვეობით. განკარგულებით დადგენილია, რომ მოვალე ნ-----–--–-----ას აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. განკარგულება გამოქვეყნდა 2015 წლის 20 სექტემბერს.

 

2.8. აღმასრულებელი 2015 წლი 07 ოქტომბერს გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ნივთის აღწერა-დაყადაღება. ნივთის აღწერა-დაყადაღების N----- აქტის თანახმად, ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა.

 

2.9. 2016 წლის 26 ოქტომბრის N----- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1------ ლარი.

 

2.10. აღმასრულებელმა გამოაცხადა იძულებითი აუქციონი, 2016 წლის 20 იანვარს აღმასრულებელმა გამოსცა განკრგულება-აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ნ-----–--–-----ას კი 2016 წლის 04 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად ამონაგები თანხებიდან მთლიანად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, რის შემდეგაც დარჩა ნამეტი თანხა, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით უბრუნდება მესაკუთრეს. მოსარჩელეს ეთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში წარედგინა საბანკო რეკვიზიტები, რათა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეძლებოდა მისი კუთვნილი თანხის გადარიცხვა. ტ.2., სფ.123-ზე განთავსებულ NB------- გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში 2016 წლის 10 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ნ-----–--–-----ას აღნიშნული შეტყობინება კვლავ გაეგზავნა 2016 წლის 12 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ამავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2016 წლის 16 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ნ-----–--–-----ას შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 22 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა 2016 წლის 24 თებერვალს, თუმცა ადრესატი ამჯერადაც არ დახვდა მითითებულ მისამართზე.

 

2.11. ,,აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA---------0------------------–---თ მოვალე ნ-----–--–-----ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ის შემძენი 2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა s-----------, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4---- ლარად, მის მიერ თანხა გადახდილ იქნა სრულად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და ასევე მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, იგი ითხოვს ,,აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინები შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის Nა----------0------ განკარგულების უკანონოდ ცნობას და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA----------------- განკარგულების ბათილად ცნობას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183ე მუხ. 10 პუნქტ.) მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შეტყობინება ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ არ არის გაგზავნილი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელისათვის, რაც განაპირობებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ საჯარო შეტყობინების შესახებ განხორციელებული ქმედების უკანონობას, ასევე აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA----------------- განკარგულების ბათილად ცნობას.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-12 პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

2.14. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–--–-----ას წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ---------------ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA---------0------ წინადადება შპს ,,სა---------–-----------ის’’ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად იგი ქ.თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------, გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი იმავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განამრტებით, სახეზეა ის ფაქტობრივი გარემოება, როდესაც მოსარჩელისათვის სასამართლო უწყების ჩასაბარებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გამოცხადდა შპს ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი, თუმცა სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. მოცემული ნორმის დანაწესი არ გულისხმობს ადრესატისათვის კორესპონდენციის ფორმალურ გაგზავნას, სიტყვები ,,უნდა გაეგზავნოს’’ ლოგიკურად უკავშირდება ადრესატისათვის შეტყობინების სასამართლოს მიერ (ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს მიერ) კიდევ ერთი მცდელობის აუცილებლობას, გადამოწმდეს ცნობილი ხომ არ არის სხვა ალტერნატიული მისამართი, ან თუ ადრესატი პირველი გამოცხადებისას რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, კიდევ ერთხელ განხორციელდეს მასზე შეტყობინება, ანუ კანონმდებელმა ცალსახად დაადგინა კორესპონდენციის პირისათვის ერთხელ გაგზავნისა და, მისთვის უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მეორე გადამოწმების ვალდებულება იგივე ან ცნობილ სხვა მისამართზე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, ნორმის განმარტება მხოლოდ ფორმალური ხასიათის დატვირთვით არ უნდა იქნეს გაგებული, რომ აღმასრულებელმა უშუალოდ ორჯერ უნდა გააგზავნოს შეტყობინება, მოცემული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში ცნობილ მისამართზე მოსარჩელის გადამოწმება კიდევ ერთხელ იქნა განხორციელებული, თუმცა კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვის შეტყობინების ჩაბარება. მოსარჩელის წარმომადგენელი აპელირებს იმ გარემოებზე, რომ მოპასუხეს უნდა მიემართა შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, რათა დაედგინა სხვა ალტერნატიული მისამართი, თუმცა მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სხვა ალტერნატიული მისამართი და მისი დადგენის შემთხვევაში მოსარჩელისათვის დიდი ალბათობით შეტყობინების ჩაბარება მოხერხდებოდა.

 

2.15. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად მას შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, თუმცა დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნ ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებული ფაქტების ადეკვატური მტკიცებულებანი.

 

2.16. საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რომ აღმასრულებელი 2015 წლი 07 ოქტომბერს გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ნივთის აღწერა-დაყადაღება. ნივთის აღწერა-დაყადაღების N----- აქტის თანახმად, ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით დადგენილია, რომ ნ-----–--–-----ას 2016 წლის 04 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად ამონაგები თანხებიდან მთლიანად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, რის შემდეგაც დარჩა ნამეტი თანხა, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით უნდა დაბრუნებოდა მას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში 2016 წლის 10 თებერვალს, ასევე 2016 წლის 16 თებერვალს და 2016 წლის 22 თებერვალს, თუმცა ადრესატი არცერთ ამ ვიზიტზე კურიერს არ დახვედრია. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ერთხელ მაინც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მითითებულ მისამართზე იმყოფება და შესაძლებელი გახდა თუნდაც მისთვის რაიმე შეტყობინების ჩაბარება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 19 მარტს განსახორციელებელი ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის გაცემა, მისთვის ცნობილი იყო ის გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვებოდა ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა მის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობიდან მე-11 თვესაც კი ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება მუდმივად შეუძლებელია, მისი შეუსრულებლობის შემდგომ პერიოდში არ ბარდება არცერთი საფოსტო შეტყობინება, მესამე პირის შპს ,,ჯ----------------ის’’ დირექტორის ზ------------ის განმარტებით, შპს-ს მიერ გაგზავნილი უამრავი შეტყობინებიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე მოსარჩელისათვის არცერთხელ მოხერხდა მათი ჩაბარება, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის რაიმე ქმედების მცდელობაზე. ყოველივე აღნიშნული კი მისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასაბუთებულ ეჭვს ქმნის.

 

2.17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, თუნდაც რომ გაეზიარებინა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელმა არ განახორციელა ყველა ღონისძიება მოსარჩელე ნ-----–--–-----ას სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის დასადგენად, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი რაიმე საპირწონე მტკიცებულება ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის არსებობის თაობაზე, მოსარჩელის მიერ დროის სხვადასხვა პერიოდსა და თითქმის ერთი წლის მანძილზე საფოსტო შეტყობინებები არ ბარდება, ამ გარემოებებმა საქალაქო სასამართლოს მისცა დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ სადავო სამართალურთიერთობაში სახეზე არ არის ისეთი ისეთი პროცესუალური დარღვევები, რომლის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმის გამო, რომ მოვალისთვის გასაგზავნი შეტყობინებები არ ბარდებოდა მოსარჩელეს, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ადმინისტრაციული ორგანოს ვებ გვერდზე - www.nbe.gov.ge - 2015 წლის 20 სექტემბერს. ამდენად, მოვალე ნ-----–--–-----ასათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

2.18. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს. ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე; აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის’’ პირველი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონების შესახებ ეცნობებათ გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - ნ-----–--–-----ასთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების 2-ჯერ გაგზავნის თაობაზე და სასაამრთლომ არასწორად განმარტა სადავო საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც საქმეზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება განაპირიობა.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებიო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იმავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მე-12 პუნქტის მიხედვით კი, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აპელანტის მითითებით, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება თბილისის სააღსრულებო ბიუროს გავრცელებული აქვს საჯარო შეტყობინების გზით, რა დროსაც უხეშადაა დარღვეული კანონის იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აპელანტის მითითებით, დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ-----–--–-----ას აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 14 აგვისტოს „სა---------–-----------ის“ მეშვეობით, რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა დამატებით ერთხელ მაინც გაეგზავნა უწყება მოსარჩელე მხარისათვის, აღნიშნული წესის დაუცველად წინადადების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება და აუქციონზე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება უხეშად არღვევს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს და ლახავს ნ-----–--–-----ას საკუთრების უფლებას.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ უწყების ორჯერ გაგზავნა გაუთანაბრა კურიერის მიერ მისამართზე ორჯერ გამოცხადებას, რაც წარმოადგენს მითითებული ნორმების არასწორი განმარტების შედეგს. აპელანტის მოსაზრებით, საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო თავადვე განმარტავს, რომ სიტყვები „უნდა გაეგზავნოს“ ლოგიკურად უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს მიერ ადრესატისთვის შეტყობინების კიდევ ერთი მცდელობის აუცილებლობას, გადამოწმდეს, ცნობილი ხომ არ არის სხვა ალტერნატიული მისამართი, ან თუ ადრესატი პირველი გზავნილისას რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა მოპასუხისათვის ცნობილ მისამართზე, კიდევ ერთხელ განხორციელდეს მასზე შეტყობინება, თუმცა განმარტების საწინააღმდეგოდ აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ფოსტის წარმომადგენლის ორი ვიზიტი გაუთანაბრდა სააღსრულებო ბიუროს გაგზავნას, რაც, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, ნამდვილად არაა იდენტური, ვინაიდან კანონმდებელმა ცალსახად დაადგინა კორესპონდენციის პირისათვის ერთხელ გაგზავნისა და მისთვის უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დამატებით ერთხელ მაინც უწყების იმავე ან მხარისთვის ცნობილ სხვა მისამართზე გაგზავნის აუცილებლობა. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გზავნილის ორჯერ გაგზავნა გულისხმობს არა ფოსტის კურიერის მიერ განხორციელებულ ქმედებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გარემოებების ხელახალი გამოკვლევის შემდეგ, კიდევ ერთხელ უზრუნველყოს გზავნიულის ადრესატისათვის გაგზავნა, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ფოსტის თანამშრომლის ორი ვიზიტი ადრესატის მისამართზე.

 

3.4. აპელანტის მითითებით, უწყების ჩაბარების პერიოდში ნ-----–--–-----ა დასაქმებული იყო საბავშვო ბაღში და მისი სამუშაო საათები განისაზღვრებოდა დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ამდენად იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვდა ინფორმაციას ნ-----–--–-----ას სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი სუბიექტის ვინაობის დადგენის მიზნით, მისთვის ცნობილი გახდებოდა მოსარჩელე მხარის სამუშაო ადგილის შესახებ, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო დაბრკოლების გარეშე შეძლებდა უწყების მხარისათვის ჩაბარებას, რითაც თავის მხრივ ნ-----–--–-----ას მიეცემოდა შესაძლებლობა სათანადო ზომები მიეღო უძრავი ნივთის აუქციონის გზით გასხვისების თავიდან ასაცილებლად.

 

3.5. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია მოსარჩელისათვის უწყების ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეულია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის პროცედურები და მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა შესაძლებლობა დაეცვა თავისი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებულად ვერ ჩაითვლება აუქციონი, სადაც მოპასუხე ს------------ამ შეიძინა სადავო უძრავი ქონება. კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებულ აუქციონზე უძრავი ნივთის შემძენი კი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს. კეთილსინდისიერების შეფასებისას მთავარია შემძენის მხრიდან ფაქტების გაცნობიერების შესაძლებლობა და არა თავად ინტერესი ამ ფაქტებისადმი. ასეთ შემთხვევაში, არსებითი საკითხია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტის დამოკიდებულება, მოსარჩელე მხარე გამოთქვამს ვარაუდს, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე კრედიტორი შპს „ჯ----------------“ და ს------------ა მოქმედებდნენ ერთობლივი შეთანხმებით, იმ მიზნით, რომ მიესაკუთრებინათ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე უთითებს ის ფაქტი, რომ ს------------ას მიერ ისე მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, რომ მას არც კი ჰქონია მცდელობა აუქციონზე ნივთის შეძენამდე ენახა შესასყიდი საცხოვრებელი ბინა და ამ ფორმით განესაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენის მართლზომიერება. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ როგორც კრედიტორისათვის, ასევე ს------------ასათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და მათი მხრიდან ბინის ადგილზე დათვალიერება არ განხორციელდა იმ მიზნით, რომ მინიმუმადე ყოფილიყო დაყვანილი მოსარჩელე მხარისათვის სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდნარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, ნათელია, რომ საჯარო შეტყობინება, ისე როგორც აუქციონის ჩანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ს-------------ა არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რაც წარმოადგენს წარმოადგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს ნ-----–--–-----ასა და შპს ,,ჯ----------------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 10 წლის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდი. სესხის სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 30%-ის ოდენობით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

4.3. 2015 წლის 06 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) შპს ,,ჯ----------------ის’’ სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულებიდან (იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმებული: 15.12.2014წ. ნოტარიუს ნ-------------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე/მესაკუთრე ნ-----–--–-----ას მიმართ (დაბადებული 09.09.1---წ., მისამართი ქ. თბილისი, დ-------------------------------------).

 

4.4. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 06 აგვისტოს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შესრულების დროს წარმოადგენდა 2015 წლის 19 მარტი, რომლის შეუსრულებლობამაც განაპირობა იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუსის მიერ. მოცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1------- აშშ დოლარს, მათ შორის, ძირითადი თანხაა 1------- აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 1------ აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3---- აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების ხარჯი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი, სააღსრულებო ფურცელი 4 ლარი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი, რომელიც ეკისრება მსესხებელს ,,გამსესხებლის’’ სასარგებლოდ.

 

4.5. 2015 წლის 07 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ----------------მა’’, რომელმაც წარმოებაში მიიღო ნოტარიუს თ-----------------ს მიერ 06.08.2015 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება NA--------).

 

4.6. დავალიანების დაფარვის მიზნით დაიწყო იპოთეკის საგნის, კერძოდ, ნ-----–--–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- რეალიზაცია, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის კი აღმასრულებელმა მოვალე მხარეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განუმარტა მოსალოდნელი შედეგები და უფლებები. ნ-----–--–-----ას წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ---------------ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------.

 

4.7. ტ.2. სფ.36-37-ზე განთავსებულ NB------------ გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA---------0------ წინადადება შპს ,,ს----------–------------ის’’ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად იგი ქ.თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებში არსებულ მისამართზე საფოსტო შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ კურიერი აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდა ორჯერ.

 

4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 15 სექტემბერს გამოსცა NA---------0------ განკარგულება, რომლის თანახმად გავრცელდა A-------- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი-შპს ჯ----------------ი (4--------), მოვალე ნ-----–--–-----ა (0----------), საგანი - თანხის გადახდა) მიმართ აღსრულების ღონისძიების - ,,წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ’’ შეტყობინება საჯაროდ. საჯარო შეტყობინება გავრცელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge-ს მეშვეობით. განკარგულებით დადგენილია, რომ მოვალე ნ-----–--–-----ას აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. განკარგულება გამოქვეყნდა 2015 წლის 20 სექტემბერს.

 

4.9. აღმასრულებელი 2015 წლი 07 ოქტომბერს გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ნივთის აღწერა-დაყადაღება. ნივთის აღწერა-დაყადაღების N----- აქტის თანახმად, ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა.

 

4.10. 2016 წლის 26 ოქტომბრის N----- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1------ ლარი.

 

4.11. აღმასრულებელმა გამოაცხადა იძულებითი აუქციონი, 2016 წლის 20 იანვარს აღმასრულებელმა გამოსცა განკრგულება-აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ნ-----–--–-----ას კი 2016 წლის 04 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად ამონაგები თანხებიდან მთლიანად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, რის შემდეგაც დარჩა ნამეტი თანხა, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით უბრუნდება მესაკუთრეს. მოსარჩელეს ეთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში წარედგინა საბანკო რეკვიზიტები, რათა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეძლებოდა მისი კუთვნილი თანხის გადარიცხვა. ტ.2., სფ.123-ზე განთავსებულ NB------- გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში 2016 წლის 10 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ნ-----–--–-----ას აღნიშნული შეტყობინება კვლავ გაეგზავნა 2016 წლის 12 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ამავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2016 წლის 16 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ნ-----–--–-----ას შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 22 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა 2016 წლის 24 თებერვალს, თუმცა ადრესატი ამჯერადაც არ დახვდა მითითებულ მისამართზე.

 

4.12. ,,აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA---------0------------------–---თ მოვალე ნ-----–--–-----ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ის შემძენი 2016 წლის 5 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა s-----------, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 4---- ლარად, მის მიერ თანხა გადახდილ იქნა სრულად.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.13. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და ასევე მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, იგი ითხოვს ,,აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინები შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის Nა----------0------ განკარგულების უკანონოდ ცნობას და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA----------------- განკარგულების ბათილად ცნობას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შეტყობინება ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ არ არის გაგზავნილი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელისათვის, რაც განაპირობებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ საჯარო შეტყობინების შესახებ განხორციელებული ქმედების უკანონობას, ასევე აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA----------------- განკარგულების ბათილად ცნობას.

 

4.15. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-12 პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

4.16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ-----–--–-----ას გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ---------------ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA---------0------ წინადადება შპს ,,სა---------–-----------ის’’ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად. იგი ქ.თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–------------, გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი იმავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სახეზეა ის ფაქტობრივი გარემოება, როდესაც მოსარჩელისათვის სასამართლო უწყების ჩასაბარებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გამოცხადდა შპს ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი, თუმცა სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემული ნორმის დანაწესი არ გულისხმობს ადრესატისათვის კორესპონდენციის ფორმალურ გაგზავნას, სიტყვები ,,უნდა გაეგზავნოს’’ ლოგიკურად უკავშირდება ადრესატისათვის შეტყობინების სასამართლოს მიერ (ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს მიერ) კიდევ ერთი მცდელობის აუცილებლობას, გადამოწმდეს ცნობილი ხომ არ არის სხვა ალტერნატიული მისამართი, ან თუ ადრესატი პირველი გამოცხადებისას რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, კიდევ ერთხელ განხორციელდეს მასზე შეტყობინება, ანუ კანონმდებელმა ცალსახად დაადგინა კორესპონდენციის პირისათვის ერთხელ გაგზავნისა და, მისთვის უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მეორე გადამოწმების ვალდებულება იგივე ან ცნობილ სხვა მისამართზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ნორმის განმარტება მხოლოდ ფორმალური ხასიათის დატვირთვით არ უნდა იქნეს გაგებული, რომ აღმასრულებელმა უშუალოდ ორჯერ უნდა გააგზავნოს შეტყობინება, მოცემული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში ცნობილ მისამართზე მოსარჩელის გადამოწმება კიდევ ერთხელ იქნა განხორციელებული, თუმცა კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვის შეტყობინების ჩაბარება. მოსარჩელის წარმომადგენელი აპელირებს იმ გარემოებზე, რომ მოპასუხეს უნდა მიემართა შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, რათა დაედგინა სხვა ალტერნატიული მისამართი, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სხვა ალტერნატიული მისამართი და მისი დადგენის შემთხვევაში მოსარჩელისათვის დიდი ალბათობით შეტყობინების ჩაბარება მოხერხდებოდა.

 

4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად მას შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, თუმცა დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნ ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებული ფაქტების ადეკვატური მტკიცებულებანი.

 

4.18. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე სწორად მიაქცია საქმეში წარმოდგენილ სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, რომ აღმასრულებელი 2015 წლი 07 ოქტომბერს გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ნივთის აღწერა-დაყადაღება. ნივთის აღწერა-დაყადაღების N----- აქტის თანახმად, ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით დადგენილია, რომ ნ-----–--–-----ას 2016 წლის 04 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად ამონაგები თანხებიდან მთლიანად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, რის შემდეგაც დარჩა ნამეტი თანხა, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით უნდა დაბრუნებოდა მას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ,,სა---------–-----------ის’’ კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა ქ. თბილისში, მ--------------ი, კვარტალი V-------------------------------------------–-------------ში 2016 წლის 10 თებერვალს, ასევე 2016 წლის 16 თებერვალს და 2016 წლის 22 თებერვალს, თუმცა ადრესატი არცერთ ამ ვიზიტზე კურიერს არ დახვედრია. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ერთხელ მაინც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მითითებულ მისამართზე იმყოფება და შესაძლებელი გახდა თუნდაც მისთვის რაიმე შეტყობინების ჩაბარება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 19 მარტს განსახორციელებელი ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის გაცემა, მისთვის ცნობილი იყო ის გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვებოდა ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა მის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობიდან მე-11 თვესაც კი ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება მუდმივად შეუძლებელია, მისი შეუსრულებლობის შემდგომ პერიოდში არ ბარდება არცერთი საფოსტო შეტყობინება, მესამე პირის შპს ,,ჯ----------------ის’’ დირექტორის ზ------------ის განმარტებით, შპს-ს მიერ გაგზავნილი უამრავი შეტყობინებიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე მოსარჩელისათვის არცერთხელ მოხერხდა მათი ჩაბარება, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის რაიმე ქმედების მცდელობაზე. ყოველივე აღნიშნული კი სააპელაციო პალატასაც მისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასაბუთებულ ეჭვს უქმნის.

 

4.19. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, თუნდაც რომ გაეზიარებინა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელმა არ განახორციელა ყველა ღონისძიება მოსარჩელე ნ-----–--–-----ას სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის დასადგენად, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი რაიმე საპირწონე მტკიცებულება ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის არსებობის თაობაზე, მოსარჩელის მიერ დროის სხვადასხვა პერიოდსა და თითქმის ერთი წლის მანძილზე საფოსტო შეტყობინებები არ ბარდება, ამ გარემოებებმა სააპელაციო პალატასაც მისცა დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ სადავო სამართალურთიერთობაში სახეზე არ არის ისეთი ისეთი პროცესუალური დარღვევები, რომლის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოვალისთვის გასაგზავნი შეტყობინებები არ ბარდებოდა მოსარჩელეს, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ადმინისტრაციული ორგანოს ვებ გვერდზე - www.nbe.gov.ge - 2015 წლის 20 სექტემბერს. ამდენად, მოვალე ნ-----–--–-----ასათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

4.20. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს. ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე; აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამდენად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის’’ პირველი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონების შესახებ ეცნობებათ გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-----–--–-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე