განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
010210118002046127
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118002046127

საქმე №2/ბ-276-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: შპს ,,l------G“

წარმომადგენელი: კ---- ფ-----------

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ე----------------------ი”

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

გამოარკვია:

2017 წლის 10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს "ე----------------------ის" წარმომადგენელმა, მოპასუხედ მიუთითა შპს "l------G" და მოპასუხეზე, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 222 226,83 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, ყადაღა დაედოს შპს "l------G"-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ. ბ----------------–---–--------------------–------------------------ ს/კ 0------------------, და ს/კ 0------------------;

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2015 წლის დეკემბრიდან-2016 წლის ოქტომბრამდე მოპასუხეს მიაწოდა 226 026,83 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. მიწოდება დასტურდება ორმხრივად დადასტურებული სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშფაქტურებით, თუმცა მოპასუხე თავს არიდებს მის მიერ არაერთგზის აღიარებული ვალდებულების შესრულებას.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, შპს „ე----------------------ის„ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „-------G„-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------, ბინა N220, ფართი 47.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------ და ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------; ბინა N211; ფართი 63.20 კვ.მ საკადასტრო კოდი 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

განმცხადებელს უარი ეთქვა შპს „-------G„-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე.

სასამართლომ განმარტა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თანხის დაკისრება, რაც მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი მოთხოვნაა. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

თუკი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს სარჩელის დაკმაყოფილების საშუალება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ამოწმებს რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც შუამდგომლბა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს l------G-ს უნდა აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ს/კ 0------------------, (2) ს/კ 0------------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,l------G“-ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ თანხას, მინიმუმ ორჯერ აღემატება შპს ,,ლ----- ჯი“-ის ქონების ღირებულება.

მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, საამშენებლო კომპანიას, სადაც დასაქმებულია მუშები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებზეც გასაცემია ხელფასები.

თუკი, შპს ,,ლ----- ჯი“ მოკლებული იქნება შესაძლებლობას გაასახვისოს კონკრეტული ბინები, მას არ ექნება შემოსავალი, ვერ გადაიხდის ხელფასებს, შეჩერდება მშენებლობა, ასევე საქმის სასამართლოში წარმოების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

გარდა ამისა, შპს ,,ლ----- ჯი“ სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ბანკებისაგან იღებს სესხებს, რომლისთვისაც იპოთეკით იტვირთება სხვადასხვა ქონებები, ამიტომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ხელს შეუშლის სესხის აღებაში და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,l------G“-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს "ე----------------------ის" წარმომადგენელმა, მოპასუხედ მიუთითა შპს "l------G" და მოპასუხეზე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 222 226,83 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, ყადაღა დაედოს შპს "l------G"-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 6-ა/ტბელ აბუსერიძის ქუჩა N5ა, ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------;

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, შპს „ე----------------------ის„ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „-------G„-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------, ბინა N220, ფართი 47.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------ და ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------; ბინა N211; ფართი 63.20 კვ.მ საკადასტრო კოდი 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

განმცხადებელს უარი ეთქვა შპს „-------G„-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,l------G“-ს წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ შპს ,,l------G“-ს საკუთრებაში რეგისტრირებულია შემდეგი ქონება:

1. ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------, ბინა N220, ფართი 47.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------;

2. ქ. ბ----------------–---–-------------------–-----------------------; ბინა N211; ფართი 63.20 კვ.მ საკადასტრო კოდი 0------------------.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს ნასყიდობიდან წარმოშობილი დავალიანების 222 226,83 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.

ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 477-ე მუხლი) და განცხადებაში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.

შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხის კუთვნილი ქონება, ან დაიტვირთება იპოთეკით, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის შპს "ე----------------------ის" სასარგებლოდ მის აღსრულებას.

ის გარემოება, რომ არსებობს უძრავი ქონების იმგვარად გამოყენების შესაძლებლობა, რომ შპს ,,l------G“-ს ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთოს ან გასხვისდეს უზრუნველყოფის საგანი, თავად საჩივრის შინაარსითაც დგინდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებითა და მის გაუქმებაზე უარის თქმით დასაბუთებული განჩინებები გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,l------G“-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,l------G“-ს (წარმომადგენელი-კ---- ფ-----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე