განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 101210017002130749
საქმე №2/ბ-1285-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
კერძო საჩივრის ავტორი: ს---–---- დ--------
მოწინააღმდეგე მხარე: ლ---- ს-------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 05 დეკემბრის 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი: უფლებამონაცვლედ ცნობა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინების გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 16 ოქტომბერს, ს---–---- დ--------მ სარჩელით მიმართა ჭუათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს, მოპასუხედ დაასახელა ლ---- ს-------–---–- და აწ გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს უფლებამონაცვლედ ლ---- ს-------–---–-ს ცნობა და საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟის დავალდებულება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის თებერვალში, ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა მეზობლების, თ--- ს-------–---–-ს და ლ---- ს-------–---–-ს უნებართვოდ აშენებული საპირფარეშოს დემონტაჟი, რაც ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვალს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და თ--- ს-------–---–- დაევალა, მოეხდინა მისივე საცხოვრებელი სახლის გვერდზე, უნებართვოდ აშენებული საპირფარეშოს დემონტაჟი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უსაფუძვლოდ გააჭიანურა აღსრულება.
2017 წლის 28 იანვარს, მოპასუხე თ--- ს-------–---–- გარდაიცვალა, რის გამოც აღსრულება დღემდე შეჩერებულია მოვალის გარდაცვალების გამო.
აწ გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს სამკვიდრო ქონებას დღემდე უვლის და პატრონობს მისი შვილი-ლ---- ს-------–---–-, რომელიც ხსენებულ უძრავ ქონებას სოლიდარულად ფლობდა დედასთან - აწ გარდაცვლილ თ--- ს-------–---–---- ერთად და დღემდე, აღნიშნულ ქონებაზე სხვა მემკვიდრეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ამდენად, გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს შვილი- ლ---- ს-------–---–- ცნობილი უნდა იქნეს მის უფლებამონაცვლედ და დაევალოს გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, განახორციელოს მისი საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, შეწყდა N2/93-15 სამოქალაქო საქმის წარმოება მოსარჩელე-ს---–---- დ--------- (პ/ნ#5----------) სარჩელისა გამო, ლ---- ს-------–---–-ს (პ/ნ N-----------) მიმართ, აწ. გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს უფლებამონაცვლედ ცნობისა და საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე, დავის საგნის არ არსებობის გამო.
მოსარჩელე ს---–---- დ--------ს დაუბრუნდა 50 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი.
სასამართლომ, ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ მოპასუხე ლ---- ს-------–---–-ს ეზოში განთავსებული სადაო შენობაში საპირფარეშო აღარ არის, მასში გაუქმებულია სველი წერტილი და აქვს სათავსოს ფუნქცია;
იმაზე მითითებით, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაევალა საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟი, რაც მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობდა, არარსებული ობიექტის დემონტაჟი კი შეუძლებელია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1" პუნქტზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს---–---- დ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არარსებული ობიექტის დემონტაჟი შეუძლებელია, აშკარად მიუთითებს მოპასუხის მიმართ მიკერძოებაზე. მის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოების მომდინარეობის შესახებ, თუმცა აღსრულების შესახებ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა უფლებამონაცვლეობის საკითხი და არა ის, არსებობდა თუ არა იქ საპირფარეშო ან დამხმარე შენობა. შესაბამისად დავის საგნის არსებობა-არარსებობის საკითხი საერთოდ არ უნდა განხილულიყო.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ს---–---- დ--------- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს---–---- დ-------- სარჩელი თ--- ს-------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა თ--- ს-------–---–-ს მიერ განხორციელდეს, მისი საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟი.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა თ--- ს-------–---–-ს გარდაცვალების გამო.
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ--- ს-------–---–-ს სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა, ლ---- ს-------–---–--.
დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, ს---–---- დ--------მ სარჩელით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს, მოპასუხედ დაასახელა ლ---- ს-------–---–- და აწ გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს უფლებამონაცვლედ მისი ცნობა და საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟის დავალდებულება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, შეწყდა N2/93-15 სამოქალაქო საქმის წარმოება მოსარჩელე-ს---–---- დ--------- (პ/ნ#5----------) სარჩელისა გამო, ლ---- ს-------–---–-ს (პ/ნ N-----------) მიმართ, აწ. გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს უფლებამონაცვლედ ცნობისა და საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე, დავის საგნის არ არსებობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს---–---- დ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორად შეწყვიტა თუ არა საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლომ ს---–---- დ--------- სარჩელთან დაკავშირებით ლ---- ს-------–---–- მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობისა და საცხოვრებელი სახლის გვერდზე განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.
საქმეში განთავსებული ფოტოსურათებით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ირკვევა, რომ სადაო ნაგებობა, რაზედაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება საპირფარეშოს დემონტაჟის შესახებ, დღეისათვის არის მცირე ზომის სათავსო, მასში გაუქმებულია სველი წერტილი და საპირფარეშო აღარ ფუნქციონირებს.
ვინაიდან, 18.02.2015წ გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა არა ზოგადად შენობის, არამედ საპირფარეშოს ფუნქციით აღჭურვილი ნაგებობის დემონტაჟი, ამასთან დღეისათვის, აწ. გარდაცვლილი თ--- ს-------–---–-ს საცხოვრებელი სახლის გვერდზე საპირფარეშო აღარ არსებობს, მასში გაუქმებულია სველი წერტილი და აქვს სათავსოს ფუნქცია, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ობიექტის-საპირფარეშოს არარსებობა ადასტურებს განსახილველ შემთვევაში, დავის საგნის არარსებობასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1" პუნქტის შესაბამისად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
იმის გათვალისწინებით, რომ სადაო ნაგებობა საპირფარეშოს ფუნქციით აღწურვილი არ არის, არარსებული ობიექტის (საპირფარეშოს) დემონტაჟი კი შეუძლებელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1" პუნქტის თანახმად, დავის საგნის არარსებობა, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის არ არსებობის გამო N2/93-15 სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, არ არსებობს, ს---–---- დ--------- კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–---- დ--------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩს უცვლელად ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე