განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002021119
საქმე №3ბ/2830-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-–- ს--–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი- ი-------------–----ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - გ-----------------ბი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი- გ-------------ძე;
მესამე პირები (ასკ 16.2 მუხლი)- ნ-------- დ---–--ე, ე-–-----ა დ---–--ე, ნ-----–-ა დ---–--ე, შ-----–ი დ---–--ე, ნ-----–--ზ დ---–--ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს ლ-–- ს--–--–---–ის მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ-–- ს--–--–---–ი სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მესამე პირების - ნ-------- დ---–--ის, ე-–-----ა დ---–--ის, ნ-----–-ა დ---–--ის, შ-----–ი დ---–--ის, ნ-----–--ზ დ---–--ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი:1000.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1(I სართული ფართით 138.25 კვ.მ, II სართული ფართით 182.47 კვ.მ) №2 ფართით 29.90 კვ.მ; №3 ფართით 32.61 კვ.მ; №4 ფართით 9.73 კვ.მ; №5 ფართით 25.0 კვ.მ; №6 ფართით 9.0 კვ.მ. თანასაკუთრების საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე-–-----ა დ---–--ის, ნ-----–-ა დ---–--ის, ნ-----–--ზ დ---–--ის, ნ-------- დ---–--ის და შ-----–ი დ---–--ის სახელზე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 179-180).
2.2.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8------------ დაზუსტებული ფართობი: 337.00კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ-–- ს--–--–---–ის სახელზე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 181-182).
2.2.3. 2016 წლის იანვარის თვეში ლ-–- ს--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში თვითნებურად დაკავებული საზოგადოებრივი სივრცის და მასზე განთავსებული შენობის მითვისება-აშენების კანონიერების საკითხის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, შენობის მეპატრონის და საზოგადოებრივი სივრცის თვითნებურად მიმთვისებლის უფლებების მაქსიმალური დაცვით და ასევე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1; ს.ფ. 22-23).
2.2.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე-–-----ა დ---–--ის მიმართ 2016 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ე-–-----ა დ---–--ემ ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი მ-----–-ს ქუჩა №8---------- სკოლის მიმდებარედ სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან წარმოედგინა არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღზვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ამასთან, მითითებაში მშენებლობის ეტაპი აღნიშნულია -,,დასრულებული’’ (იხ. ტომი 1; ს.ფ. 200-201).
2.2.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0----- ე-–-----ა დ---–--ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–-----ა დ---–--ის მიერ 2016 წლის 18 მარტის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული (იხ. ტომი 1; ს.ფ. 198- 199).
2.2.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ივნისის №4----------- ბრძანებით ე-–-----ა დ---–--ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2(ორი) თვით, 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 35).
2.2.7. 2016 წლის 13 ივნისს, ნ-------- დ---–--ემ A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციის მოთხოვნით.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა- ნაგებობა, საერთო ფართით:32.61 კვ.მეტრი (იხ. ტომი 1; ს.ფ. 62-63).
2.2.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ე-–-----ა დ---–--ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღევის საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 29-30).
2.2.9. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ლ-–- ს--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მოცემულ საქმეზე, სამშენებლო სამართალდრღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №1-------- წერილით ლ-–- ს--–--–---–ს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელი ნ--------ში (საკადასტრო კოდი №8-----------) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა, ხოლო ეს გარემოება საფუძვლად დაედო სამშენებლო სამართალდარღევის საქმისწარმოების შეწყვეტას (იხ. ტომი 1; ს.ფ. 25; 26-27).
2.2.10. 2016 წლის 29 ნოემბერს, ლ-–- ს--–--–---–მა №4-------- ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ გაცემის დავალება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-–- ს--–--–---–ის 2016 წლის 19 ნოემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს №0----- დადგენილება (იხ. ტომი 1; ს.ფ. 97-103).
2.3. დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4; 102-ე 105-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
2.4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანება ,,ლ-–- ს--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. მე-21 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად კი, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 3.1 მუხლის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა;
გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი;
ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ;
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 6.1 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 13 ივნისს ნ-------- დ---–--ემ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ შესაბამისად განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია. ამასთან, განცხადებაზე დართულ საკადასტრო გეგმაში აღნიშნულია, რომ მოშენების ფართი შეადგენს- 38,33 კვ.მეტრს.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 19 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება №2------, რომლითაც ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა-ნაგებობა. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებია: საერთო ფართი-32.61 კვ.მეტრი.
2.4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------- დ---–--ის მიერ ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, 2016 წლის 13 ივნისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 3.2 მუხლში მითითებული ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელი იყო უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებისათვის, ამასთან 2006 წლის აეროფოტოგადაღებით დგინდებოდა სალეგალიზაციო ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე არსებობის ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ შენობის საკადასტრო გეგმით დგინდება, რომ უნებართვო შენობა-ნაგებობის მოშენების ფართია- 38,33კვ.მეტრი, ხოლო ლეგალიზებულად ჩაითვალა შენობა-ნაგებობა საერთო ფართით- 32.61 კვ.მეტრი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ გახდებოდა გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების(შემდეგში– ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზებას, ხოლო საქმეში არსებული საკადასტრო გეგმის თანახმად კი ირკვევა, რომ მოშენებული შენობა-ნაგებობის ფართია-19,69 კვ.მეტრი და 12,92 კვ.მეტრი, საერთო ჯამში-32,61 კვ.მეტრი.
სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ შენობა-ნაგებობის სახურავის საფარი მიმართულია მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით და ნაწილობრივ გადასულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სახურავიდან მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ჩაედინება ატმოსფერული ნალექები,- სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება ასევე ვერ გახდება გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ:
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 6.1 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა).
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 4.6 მუხლზე, რომლის თანახმადაც, შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულიად წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს.
სასამართლომ, გარდა ამისა დამატებით მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე’’, რომლის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, სამშენებლო მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან: ა) მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები; ბ) ქუჩაზე ან სხვა საზოგადოუბრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექებმა არ უნდა მიაყენონ ზიანი ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და მესამე პირებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ლეგალიზებული შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს, ამასთან, ატმოსფერული ნალექების ჩადინების აღკვეთის უზრუნველყოფა წარმოადგენს უშუალოდ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვალდებულებას, რომლის საკუთრებაშიც არსებული მიწის ნაკვეთიდანაც ხდება ატმოსფერული ნალექების ჩადინება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დასახელებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ლეგალიზების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებად, რამეთუ ატმოსფერული ნალექების ჩადინების აღკვეთის ან/და ატმოსფერული ნალექების ჩადინების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კერძო სამართლის რეგულირებისი სფეროს განეკუთვნება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2016 წლის 19 ივლისის ბრძანება №2------, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა, ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართი- 32,61 კვ.მეტრი. მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ლ-–- ს--–--–---–ის კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-–- ს--–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.4.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების ბათილად ცნობა, სასამათლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე-–-----ა დ---–--ის მიმართ 2016 წლის 18 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ე-–-----ა დ---–--ემ ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი მ-----–-ს ქუჩა №8---------- სკოლის მიმდებარედ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან წარმოედგინა არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი)კალენდარული დღე. ამასთან, მითითებაში მშენებლობის ეტაპი აღნიშნულია-,,დასრულებული’’.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ე-–-----ა დ---–--ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–-----ა დ---–--ის მიერ 2016 წლის 18 მარტის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.13 მუხლის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ივნისის №4----------- ბრძანებით ე-–-----ა დ---–--ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2(ორი) თვით, 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა)დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ)პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით: 32.61 კვ.მეტრი. სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც ე-–-----ა დ---–--ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღევის საქმის წარმოება შეწყდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლეგალიზების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილება, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-–- ს--–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.4.5. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მორიგ მოთხოვნაზე, კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობაზე, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი, ასევე, უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ლ-–- ს--–--–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი - ლ-–- ს--–--–---–ი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, რომელსაც სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, დასტურდება ლეგალიზებული შენობა-ნაგებობის სახურავის ნაწილი, როგორც ლეგალიზებამდე ასევე ლეგალიზების შემდეგ გადასულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ლახავს მის საკუთრების უფლებას და აღნიშნული სახურავიდან კვლავ ჩაედინება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის საძირკველში ატმოსფერული ნალექი.
აპელანტმა მიუთითა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებაზე - შპს ,,არქიტექტორის“ დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ლეგალიზებული შენობა-ნაგებობიდან ჩასული ატმოსფერული ნალექი ზიანის მომტანია აპელანტის საცხოვრებელი სახლისთვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დაედგინა მისი შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ სტანდარტებთან, რომლის თანახმადაც, სამშენებლო მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან: ა) მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატომსფერული ნალექები, ხოლო მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას, დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში.
აპელანტი მიუთითებს სასამართლოს მსჯელობაზე აღმჭურველ აქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარისთვის აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო აპელანტის კანონიერი პრეტენზიის შესახებ უნებართვო შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციაზე არქიტექტურის სამსახურში მისი მიმართვის საფუძველს. აღნიშნული ცნობილი იყო სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვისაც, შესაბამისად აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ადგენს სასამართლო მხარის კანონიერ ნდობას გასაჩივრებული აქტის მიმართ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს №0----- დადგენილებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადის გაგრძელება წარმოადგენს, საქმის განმხილველი თანამდებობის პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად საჭიროებს საფუძვლიან დასაბუთებას, რასაც სადავო აქტი არ შეიცავს. სამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილების გამოცემის ვადის გადადების საფუძვლად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებულია, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევასა და შესწავლას, კერძოდ რომელი გარემოება საჭიროებს დამატებით გამოკვლევასა და შესწავლას, არ არის მითითებული, რაც წინააღმდეგობაშია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისთვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.
აპელანტი მიუთითებს ცალკეულ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი განმარტებით, ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მფარველობას ლეგალიზებული შენობა-ნაგებობის მეპატრონის მიმართ. ადმინისტრაციულმა ორგანომ რეაგირება არ მოახდინა აღნიშნულ პირთა მიერ უკანონოდ განხორციელებული ღობის მშენებლობაზე, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში აწარმოებდნენ ცხოველების სადგომთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის ასახული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, დაზუსტებული ფართობი:1000.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1(I სართული ფართით 138.25 კვ.მ, II სართული ფართით 182.47 კვ.მ) №2 ფართით 29.90 კვ.მ; №3 ფართით 32.61 კვ.მ; №4 ფართით 9.73 კვ.მ; №5 ფართით 25.0 კვ.მ; №6 ფართით 9.0 კვ.მ. თანასაკუთრების საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე-–-----ა დ---–--ის, ნ-----–-ა დ---–--ის, ნ-----–--ზ დ---–--ის, ნ-------- დ---–--ის და შ-----–ი დ---–--ის სახელზე.
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8------------ დაზუსტებული ფართობი: 337.00კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ-–- ს--–--–---–ის სახელზე.
4.1.3. 2016 წლის იანვარის თვეში ლ-–- ს--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში თვითნებურად დაკავებული საზოგადოებრივი სივრცის და მასზე განთავსებული შენობის მითვისება-აშენების კანონიერების საკითხის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, შენობის მეპატრონის და საზოგადოებრივი სივრცის თვითნებურად მიმთვისებლის უფლებების მაქსიმალური დაცვით და ასევე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
4.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე-–-----ა დ---–--ის მიმართ 2016 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ ე-–-----ა დ---–--ემ ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი მ-----–-ს ქუჩა №8---------- სკოლის მიმდებარედ სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან წარმოედგინა არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღზვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ამასთან, მითითებაში მშენებლობის ეტაპი აღნიშნულია -,,დასრულებული’’.
4.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №0----- ე-–-----ა დ---–--ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–-----ა დ---–--ის მიერ 2016 წლის 18 მარტის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.
4.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ივნისის №4----------- ბრძანებით ე-–-----ა დ---–--ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2(ორი) თვით, 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე.
4.1.7. 2016 წლის 13 ივნისს, ნ-------- დ---–--ემ A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციის მოთხოვნით.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა- ნაგებობა, საერთო ფართით:32.61 კვ.მეტრი.
4.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ე-–-----ა დ---–--ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღევის საქმის წარმოება შეწყდა.
4.1.9. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ლ-–- ს--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მოცემულ საქმეზე, სამშენებლო სამართალდრღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №1-------- წერილით ლ-–- ს--–--–---–ს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელი ნ--------ში (საკადასტრო კოდი №8-----------) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა, ხოლო ეს გარემოება საფუძვლად დაედო სამშენებლო სამართალდარღევის საქმისწარმოების შეწყვეტას.
4.1.10. 2016 წლის 29 ნოემბერს, ლ-–- ს--–--–---–მა №4-------- ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ გაცემის დავალება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-–- ს--–--–---–ის 2016 წლის 19 ნოემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს №0----- დადგენილება.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (№. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანება ,,ლ-–- ს--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ კანონიერების საკითხი. გასაჩივრებულ აქტებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ფაქტობრივი და სამართლებრვი საფუძვლები, რომელიც ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
4.2.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა-ნაგებობა. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლად მითითებულია: საერთო ფართი-32.61 კვ.მეტრი.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს შენობა-ნაგებობის ლეგალიზება მოხდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაზე, რომლითაც დამტკიცებულ იქნა ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. მე-21 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად კი, ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ.
ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნაში უპირველესად იგულისხმება სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები. უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზებისათვის მოთხოვნებს ადგენს ზემოაღნიშნული წესი. სწორედ მის შესაბამისად უნდა მოხდეს ერთის მხრივ დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების წადგენა, ხოლო მეორეს მხრივ უფლებამოსილი ადგმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს ნ-------- დ---–--ემ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, განცხადებით მიმართა სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია. საქმეში არსებული საკადასტრო გეგმის თანახმად ირკვევა, რომ მიშენებული შენობა-ნაგებობის ფართია-19,69 კვ.მეტრი და 12,92 კვ.მეტრი, საერთო ჯამში-32,61 კვ.მეტრი. უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია შეესაბამებოდა წესის 3.2 მუხლში მოცემულ ჩამონათვალს. შესაბამისად, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაინტერესებულ პირს აღარ დაევალა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შესახებ. ამდენად, ლეგალიზება განხორციელდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის განმარტებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების შესაბამისად უტყუარად დასტურდება ლეგალიზებული შენობის უარყოფითი გავლენა მის საცხოვრებელ სახლზე, კერძოდ, რომ შენობიდან მისი სახლის საძირკველში ჩაედინება ატმოსფერული ნალექი. მოცემულ მსჯელობასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლო განმარტებასდ, რომ ატმოსფერული ნალექების ჩადინების აღკვეთის უზრუნველყოფა წარმოადგენს უშუალოდ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვალდებულებას, რომლის საკუთრებაშიც არსებული მიწის ნაკვეთიდანაც ხდება ატმოსფერული ნალექების ჩადინება. აღნიშნული გარემოება სადავო აქტის გამოცემის ეტაპზე ვერ იქნებოდა შესწავლილი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებულ პირს ვერ დააავალდებულება იმ მტკიცებულებათა წარდგენას, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის. შენობის ლეგალიზებისათვის წარსადგენ დოკუმენტთა სიაში არ ფიგურირებს მსგავსი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, ამასთან არც ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ლ-–- ს--–--–---–ის პრეტენზია გახდებოდა ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება არ მოიცავს შენობის უარყოფითი გავლენის შესწავლის საკითხს მეზობელი შენობების მიმართ. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ატმოსფერული ნალექების ჩადინების აღკვეთის ან/და ატმოსფერული ნალექების ჩადინების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კერძო სამართლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.
პალატა მართებულად მიიჩნევს, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2016 წლის 19 ივლისის ბრძანება №2------, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა, ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართი- 32,61 კვ.მეტრი. ლ-–- ს--–--–---–მა კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია თუ რის საფუძველზე ადგენს სასამართლო დაინტერესებული მხარის კანონიერ ნდობას აღმჭურველი აქტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, კანონიერი ნდობის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში მესაკუთრეს მიადგებოდა ზიანი, ხოლო ამავე აქტით ლ-–- ს--–--–---–ის კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. თუკი ლეგალიზებული შენობა მის ქონებაზე უარყოფით გავლენას ახდენს, აღნიშნული აპელანტმა არა სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა აღმოფხვრას, არამედ სხვა კერძო სამართლებრივი დავის ფარგლებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ განიხილავს. გარდა აღნიშნულისა სადავო აქტი პალატას მიაჩნია კანონიერად, ხოლო აღმჭურველ აქტზე მსჯელობას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა მისი აღმჭურველი ბუნება აღნიშნულის დამაბრკოლებელ გარემოებად გვევლინება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლო დასკვნას მასზედ, რომ ლ-–- ს--–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2.5. ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს №0----- დადგენილების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე-–-----ა დ---–--ის მიმართ 2016 წლის 18 მარტს შედგა მითითება №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–-----ა დ---–--ემ ქ.თბილისი, სოფელი ნ--------ი მ-----–-ს ქუჩა №8---------- სკოლის მიმდებარედ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან წარმოედგინა არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი)კალენდარული დღე. ამასთან, მითითებაში მშენებლობის ეტაპი აღნიშნულია-,,დასრულებული’’.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ე-–-----ა დ---–--ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–-----ა დ---–--ის მიერ 2016 წლის 18 მარტის №0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.13 მუხლის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ივნისის №4----------- ბრძანებით ე-–-----ა დ---–--ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2(ორი) თვით, 2016 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 აგვისტომდე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვადის გაგრძელება მოხდა კანონდარღვევით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომ აღნიშნული ბრძანება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება საჭიროებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას და შესწავლას. თუკი პროცესის მწარმოებელი ორგანო მიიჩნევს რომ კანონით განსაზღვრული დრო არ არის საკმარისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებას, ამასთან კანონმდებლობა ანიჭებს უფლებამოსილებას გააგრძელოს წარმოების ვადა, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შებოჭილი აღნიშნული უფლების გამოყენებაში. მოცემულ შემთხვევაში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლით. შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება 2 თვის ვადით არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანებით ნ--------, ე-–-----ა, ნ-----–-ა, შ-----–ი და ნ-----–--ზ დ---–--ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, სოფელ ნ--------ში მდებარე შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით: 32.61 კვ.მეტრი. სწორედ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც ე-–-----ა დ---–--ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღევის საქმის წარმოება შეწყდა. ამდენად, პალატა იზიარებს სასამართლომ დასკვნას, რომ ლეგალიზების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №2------ ბრძანება გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2.6. სააპელაციო პალატა, ასევე, იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მართებულად მიაჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ლ-–- ს--–--–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- ს--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა