განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2018
საქმის ნომერი
330210016001446369
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33021001600144636-

საქმე №2ბ/4479-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. თ---–---

 

თ---–---ს სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

ი-----–- ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - მ----- ჩ--------ე

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ო-–-- ჩ--------ე

წარმომადგენელი - რ--------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ----- ჩ--------ის სარჩელი თ---–---, გ--------–-- ქუჩა N3-, ბინა N6--ში მდებარე მოპასუხე ო-–-- ჩ--------ის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 66.80 კვ.მ.-ის 1/3-ის (22.26 კვ.მ.) თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. კიროვის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1981 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილებით მოქალაქეებზე ბინების მიცემის შესახებ დადგენილია, რომ ნ---- ი-----–-ს ასული ბ--------–---–-ს ოჯახი ჩაწერის მიხედვით შედგება ორი წევრისგან / თვითონ და მეუღლე / და ჩაწერილია კერძომფლობელობის ბინაში შ------–---------------- N5-- -ში, სადაც ორი ოთახია, ფართით 42 კვ.მ. მასთან ჩაწერის გარეშე სისტემატიურად ცხოვრობს აგრეთვე დისშვილი, რომელიც სწავლობს კ----------------–- 6--ე საშ. სკოლაში.

 

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ნ---- ი-----–-ს ასულ ბ--------–---–ს მისი ბინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით თ---–---ს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1---წ.

30 დეკემბრის N1--- განკარგულების შესაბამისად სამ სულზე / თვითონ, მეუღლე, დისშვილი / მიეცა მოქ. ნ---------- ყოფილი სამოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 45 კვ.მ. მდებარე გ--------–-- ქ. N3--ში.

 

2.2. 1----–-–-- 16 მარტს ქ. თ---–---ს მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების მიერ ნ---- ბ--------–---–თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნ---- ბ--------–---–ს უსასყიდლოდ გადაეცა თ---–---ს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ბინა, მდებარე გ---------–-ს ქუჩა, N3-, ბ. 6-. აღნიშნული ხელშეკრულება შემდგომში დარეგისტრირდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში, ცნობა -დახასიათების მიხედვით დადგენილია ნ---- ბ--------–---–-ს საკუთრების უფლება ფართზე.

 

1----–-–-- 1 მარტს გაცემულ ხელშეკრულების დანართში - ბინაში რეგისტრირებულ პირთა შესახებ მითითებულია მხოლოდ ნ---- ბ--------–---–-, ოჯახის წევრებად სხვა პირები, მათ შორის მ----- ჩ--------ე, რეგისტრირებული არ არის.

 

2.3. სსგს თ---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ნ---- ბ--------–---–-ს დისშვილი - მოსარჩელე მ----- ჩ--------ე გ---------–-ს ქუჩა 3-, ბინა 6--ში რეგისტრირებულია 17.07.1981 წლიდან.

 

2.4. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–---, გ--------–-- ქუჩა 3-, ბინა 6-, საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ---- ბ--------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით, საკადასტრო კოდით: N0----------------------06-, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1----–-–-- 16 მარტის პ-----------–--- ხელშეკრულება.

 

2.5. ნ---- ბ--------–---–-ს გარდაცვალების თარიღია 15 დეკემბერი, 2015 წელი.

2016 წლის 18 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ნ---- ბ--------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე, რომლის თანახმად მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრე გახდა მისი და ო-–-- ჩ--------ე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–---, ქუჩა გ---------–-, N3-, ბინა 6-, ფართი 66.80 კვ.მ.

 

2.6. ქ. თ---–---ს კ--–----ის რაიონის სასამართლოს 1----–-–----------------- გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მ----- ჩ--------ე ნ---- ბ--------–---–თან ერთად ცხოვრობდა გათხოვებამდე, 1990 წლამდე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ----- ჩ--------ეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის შესახებ, ხოლო ნ---- ბ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ----- მ--–--ს ასული ჩ--------ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, გ--------–-- ქ. 3-, ბინა 6--ში საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ დარჩა უცვლელად.

 

2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა -კ--–----ის სამსახურის უფროსის 2011 წლის 11 თებერვლის N------- ბრძანებით მ----- ჩ--------ე და ვ------- გ---------ე მოიხსნა რეგისტრაციიდან მისამართზე: თ---–---, ვ. გ--------–-- ქ. კორპ. N3-, ბინა 6-.

 

2.8. სასამართლოს მხარეთა ახსნა -განმარტებებიდან გამომდინარე დადგენილად მიაჩნია, რომ 1--- -1981 წლებში მ----- ჩ--------ე ცხოვრობდა დეიდასთან ერთად სადავო ფართში, მდებარე ქ. თ---–---, გ--------–-- ქ. 3-, ბინა 6-. ხოლო გათხოვების შემდეგ, 1990 წლიდან მას აღარ უცხოვრია ხსენებულ ბინაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პ-----------–--- (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

 

ამავე დადგენილების მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ პ-----------–--- ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელი ფართი (ბინა). მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში.

 

დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).

 

მე-5 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებელები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პრივატიზება ზოგადად ნიშნავს ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას, რის შედეგადაც სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობას, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ამ დადგენილების მიზანი იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---- ბ--------–---–ს უსასყიდლოდ გადაეცა სადავო ბინა. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხს წარმოადგენს აღნიშნულ ფართზე თანასაკუთრების უფლების დარეგისტრირება. დადგენილია, რომ ბინის პრივატიზება მოახდინა ნ---- ბ--------–---–მა და მისი გარდაცვალების შემდგომ ბინა მემკვიდრეობით გადაეცა მოპასუხე ო-–-- ჩ--------ეს, რომელიც ამავდროულად გახლავთ მოსარჩელის დედა. საჯარო რეესტრის ამონაწერშიც სწორედ მისი საკუთრების უფლება არის აღრიცხული და მოსარჩელის მოთხოვნა თანასაკუთრების უფლების აღიარების შესახებ სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან მ----- ჩ--------ეს ბინის პრივატიზების დროს უკვე დაკარგული ჰქონდა უფლება სადავო ფართზე, მდებარე ქ. თ---–---, გ--------–-- 3-, ბინა 6-.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მ----- ჩ--------ე ფართზე უფლებადაკარგულად არის ცნობილი, ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი უძრავ ქონებაზე მ----- ჩ--------ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. მ----- ჩ--------ე მუდმივად ცხოვრობდა დეიდასთან ნ---- ბ--------–---–თან და ბიძა ს----- ც---–----სთან ერთად ქ. თბილისში, შ------–-- და--------- N5---ში. თ---–---ს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 22 დეკემბრის 1893 განკარგულების საფუძველზე მოსარჩელის დეიდის ნ---- ბ--------–---–-ს ოჯახი შედგებოდა ორი წევრისგან და ჩაწერილები იყვნენ კერძომფლობელობის ბინაში შ------–-- დ--------- N5---ში, სადაც მათთან ერთად ცხოვრობდა დისშვილი - მ----- ჩ--------ე. აღნიშნული საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, მოქალაქე ნ---- ბ--------–---–-ს ოჯახს 3 წევრზე (თვითონ, მეუღლეს და დისშვილს) მიეცათ სამოთახიანი იზოლირებული ბინა, მდებარე ქ. თ---–---, გ--------–-- ქ. N3--ში, ფართით 45 კვ.მ..

 

სრულწლოვანების მომენტიდან, 1981 წლის 17 ივლისიდან, მოსარჩელე ჩაწერილი იყო მითითებულ მისამართზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ მ----- ჩ--------ე აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყო 2011 წლამდე და რეგისტრაციიდან მოიხსნა მხოლოდ 2011 წლის 17 აგვისტოს. ნ---- ბ--------–---–მა სამოთახიანი ბინა მიიღო სწორედ მ----- ჩ--------ის და ს----- ცერცვაძის ხარჯზე, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

3.2. საასამართლომ მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, თითქოს მ----- ჩ--------ე სადავო ბინაში არ ცხოვრობდა გათხოვების შემდეგ 1990 წლიდან. მ----- ჩ--------ე სადავო ბინაში განაგრძობდა ცხოვრებას ნ---- ბ--------–---–თან ერთად და წარმოადგენდა მის ერთადერთ მომვლელს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია აღმასკომის გადაწყვეტილებები და შესაბამისად ის გარემოებაც, რომ მ----- ჩ--------ის ჩაწერა და დეიდასთან ცხოვრება გახდა ნ---- ბ--------–---–-სთვის სამოთახიანი ბინის გადაცემის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ამავე კოდექსის 3-0-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელე ითხოვს ცნობილ იქნეს თბილისში, გ--------–-- ქუჩა #3--ში მდებარე #6- ბინის 1/3 წილის მესაკუთრედ იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენს პ-----------–--- უფლების მქონე სუბიექტს.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პ-----------–--- (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის #107 დადგენილებით განისაზღვრა ბინის პრივატიზების უფლება, რომელიც გააჩნია როგორც პირს, ვისზეც გაიცა ორდერი და ვინც წარმოადგენს ფართის დამქირავებელს‚ ასევე დანარჩენ, მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამრიგად, #107 დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ვრცელდება დამქირავებელთა ერთად მცხოვრები ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე, საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება.

 

შესაბამისად, სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მოსარჩელე ბინის პ-----------–--- მომენტში ორდერის მფლობელი პირი (დამქირავებელი) ან მისი ოჯახის წევრი.

 

4.2. კიროვის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 11.03.1981წ. N---- გადაწყვეტილების თანახმად, ნ---- ი-----–-ს ასული ბ--------–---–-ს ოჯახი ჩაწერის მიხედვით შედგება ორი წევრისგან /თვითონ და მეუღლე/, ჩაწერილია კერძომფლობელობის ბინაში შ------–---------------- N5-- -ში, ოროთახიან ბინაში, ფართით 42 კვ.მ.. მასთან ჩაწერის გარეშე ცხოვრობს აგრეთვე დისშვილი, რომელიც სწავლობს კ----------------–- 6--ე საშუალო სკოლაში (ტ. 1, ს.ფ.).

 

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნ---- ი-----–-ს ასულ ბ--------–---–ს მისი ბინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით თ---–---ს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1---წ. 30 დეკემბრის N1--- განკარგულების შესაბამისად სამ სულზე /თვითონ, მეუღლე, დისშვილი/ მიეცა მოქ. ნ---------- ყოფილი სამოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 45 კვ.მ. მდებარე გ--------–-- ქ. N3--ში (ტ. 1, ს.ფ. 10,11).

 

4.3. მოსარჩელე მ----- ჩ--------ე არის ნ---- ბ--------–---–-ს დისშვილი.

 

4.4. ქ. თ---–---ს კ--–----ის რაიონის სასამართლოს 1----–-–----------------- # 2---- გადაწყვეტილებით მ----- ჩ--------ეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის შესახებ. ამასთან, დაკმაყოფილდა ნ---- ბ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა და მ----- მ--–--ს ასული ჩ--------ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, გ--------–-- ქ. 3-, ბინა 6--ში საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 142-143).

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე ნ. ბ--------–---–თან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა 1990 წლამდე, ხოლო 1990 წელს დაქორწინების შემდეგ გადავიდა მეუღლის ბინაში და გ--------–-- ქ. 3-, ბინა 6--ში აღარ უცხოვრია (ტ. 1, ს.ფ. 142-143). აღნიშნული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

4.5. 16.03.1999წ. ქ. თ---–---ს მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანებას და ნ---- ბ--------–---–ს შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის პ-----------–--- ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- ბ--------–---–ს უსასყიდლოდ გადაეცა ქ. თბილისში, გ---------–-ს ქუჩა N3--ში მდებარე ბინა N6- (ტ. 1, ს.ფ. 140).

 

ხელშეკრულების დანართში - ბინაში რეგისტრირებულ პირთა შესახებ ცნობაში -მითითებულია მხოლოდ ნ---- ბ--------–---–-, ოჯახის წევრებად სხვა პირები რეგისტრირებულნი არ არიან (ტ. 1, ს.ფ.141).

 

16.03.1999წ. პ-----------–--- ხელშეკრულება დარეგისტრირდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში (იხ.: ცნობა-დახასიათება , ტ.1, ს.ფ. 73). პ-----------–--- ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ასევე აღირიცხა ნ---- ბ--------–---–-ს სახელზე (ტ.1, ს.ფ. 71,72).

 

4.6. სსგს თ---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მ----- ჩ--------ე თბილისში, გ---------–-ს ქუჩა 3-, ბინა 6--ში რეგისტრირებული იყო 17.07.1981წ.-დან 11.02.2011წ.-მდე (ტ.1, ს.ფ. 63,64).

 

მოსარჩელე მისამართზე რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კ--–----ის სამსახურის უფროსის 11.02.2011წ. N------- ბრძანებით. პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ ბრძანების გამოცემის საფუძველია: ნ---- ბ--------–---–-ს განცხადება, მოქალქეების ახსნა-განმარტებები და რაც მთავარია, ქ. თ---–---ს კ--–----ის რაიონის სასამართლოს 1----–-–----------------- # 2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ---- ბ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა და მ----- მ--–--ს ასული ჩ--------ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, გ--------–-- ქ. 3-, ბინა 6--ში საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად. ბრძანებით ასევე დადგენილია გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა 1990 წლიდან (ტ.1, ს.ფ. 128).

 

სსგს თ---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მოსარჩელე 08.12.2011 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე: თ---–---, ლ. ქ-----–-- ქ. #26 (ტ.1, ს.ფ.63).

 

4.7. მოპასუხე ო-–-- ჩ--------ე არის 15.12.2015წ. გარდაცვლილი ნ---- ბ--------–---–-ს მემკვიდრე - და და მოსარჩელის დედა.

 

18.06.2016წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო ნ---- ბ--------–---–-ს სამკვიდრო ქონება - ქ. თბილისში, გ---------–-ს ქუჩა N3-, მდებარე ბინა N6- (იხ.: გარდაცვალების მოწმობა, ტ.1, ს.ფ. 74, სამკვიდრო მოწმობა, ტ.1, ს.ფ. 79-83).

 

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 91,92).

 

4.8. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოშობია ქ. თბილისში, გ---------–-ს ქუჩა N3-, მდებარე ბინა N6--ის პრივატიზების უფლება, ის პ-----------–--- მომენტში არ წარმოადგენდა არც ბინის დამქირავებელს, არც დამქირავებლის ოჯახის წევრს. ამდენად, უსაფუძვლოა მისი სარჩელი სადავო ბინის 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

 

არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-3-ე და 3-4-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- ჩ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ი-----–- ბონდარენკო