განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
330310016001465072
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001465072

საქმე №3ბ/1168-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

27 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ს------- ჭ--------

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ----- ლ-----------

 

აპელანტი (მესამე პირი) - ი-----–- ტ----–---–ი

წარმომადგენელი - ს----- ჯ----------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------“

წარმომადგენლები - ლ--------------, გ--------–-------, ლ----------–---–-

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ (რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს---–--- ზ----------ე) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანება „სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2009 წლის 2-----------ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ საკუთრების უფლებით აღრიცხულია ელექტროგადამცემი ხაზი, ობიექტის სიგრძე: 17777.845მ; დაფარვის ზონა: გ-–----- 220-ნ-----–---- 220 (კუკია); საკუთრების ტიპი: საკუთრება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: საქართველოს ს----–-–----- ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება №-------, დამოწმების თარიღი: 0---------; შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ წერილი №-----------, დამოწმების თარიღი: 2---------.

 

2010 წლის 1------------–ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ში არსებული უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 65.00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ ბრძანება №---, დამოწმების თარიღი:2---------; შპს „ფ--------------ს“ აუდიტორული დასკვნა, დამოწმების თარიღი: 2---------; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილი №----------, დამოწმების თარიღი: 0---------.

 

2015 წლის 1--------------ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობაში არსებული უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 71.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №------------; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს----–-–-----ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, დამოწმების თარიღი: 0---------.

 

2014 წლის 0-------- მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობაში არსებული უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1-მშენებარე, №2-მშენებარე; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-----–- ტ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიღება-ჩაბარების აქტი გაც. ვ---------–ის მეხილეობა მევენახეობის ს/მეურნეობის მიერ 3-------–-

 

2013 წლის 2-------ს გ------- გ--------ემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---) მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ღობისა და ჭიშკრის მოწყობა, I კლასის ობიექტის 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2013 წლის 2-------ს მიიღო №------ გადაწყვეტილება, რომლითაც დაადასტურა ქ.თბილისში, სექტორი-დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---), მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობა. ასევე განმარტა, რომ საპროექტო ღობე უნდა განთავსდეს მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში.

 

2014 წლის 0--------ს, დამკვეთმა - შ--–-- ლ----–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, II კლასის ობიექტის -ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(ნაკვეთი №---) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 2--------–იდან 2018 წლის 2--------–ის ჩათვლით.

 

2016 წლის 2------------–ს შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ს---–--- ზ----------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ 2016 წლის 2-----------–-ს №-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის I და II კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ვ----------–---–ის განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ ქ. თბილისში, სექტორი - დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------“-ს საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემი ხაზიდან (საკ. №---------), №------------ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრამდე მინიმალური მანძილი შეადგენს 6.90მეტრს, №1 შენობამდე 20.0მეტრს, ხოლო №2 შენობამდე 14.6მეტრს.

 

საქმეში წარმოდგენილი ელექტროგადამცემი ხაზების ინვენტარიზაციით დგინდება, რომ კუკიას ხაზი აშენდა 1959 წელს, ხოლო ექსპლოატაციაში გაშვებული იქნა 1962 წელს. კუკიას ხაზის მახასიათებლებია - ძაბვა:220კვ., სიგრძე: 17.42კმ., ხაზის საბუღალტრო კოდი: 0-----, ხაზის საწყისი ქვესადგურია ქ/ს „გ-–-----“ 220; მანძილი ქვესადგურის პორტალიდან №1 ანძამდე: 50.00მ; ბოლო სადგური: ქ/ს „ნ-----–-----“ 220; მანძილი ბოლო ანძიდან ქვესადგურის პორტალამდე: 50.00მ; ანძების საერთო რაოდენობა ხაზზე: 60.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში (სექტორი - დ------–--–--), დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი №------------) I კლასის 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის და ჭიშკრის მოწყობის თაობაზე, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. ოქმში მითითებულია, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე პირველი კლასის 4მ-მდე სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობაზე სს „ს----------–--------------------------------------–-ის“ მხრიდან ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს.

 

საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1--------ის №------- გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ სამსახურის მიერ განხილული იქნა ლ--–- გ--–-–---–ის განცხადება სოფ. გ-–----–-, II კლასის ობიექტის - ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. სამსახურმა მიიჩნია, რომ საპროექტო ნაკვეთთან მდებარეობს მაღალი ძაბვის სადენი, სამშენებლო სამუშაოებისას განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა: ეგხ „თ-------“ და ეგხ „ა----–-----“-ის დაცვის ზოლი შეადგენს 20 მეტრს განაპირა სადენიდან. ხოლო ყველადანარჩენი ხაზის დაცვის ზოლია 25 მეტრი განაპირა სადენიდან. სამსახურმა მიიჩნია, რომ დამატებით საჭიროა შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების შესაძლებლობის თაობაზე და ასევე გენგეგმა საპროექტო შენობის დატანით, რომელიც დამოწმებული იქნება შესაბამისი ბეჭდით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------მ“ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი №---), ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4 მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობა მიეკუთვნება I კლასის შენობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა მშენებლობა დასაშვებია ნებართვის გარეშე, მაგრამ ამავე დადგენილებას გააჩნია დათქმა იმის შესახებ, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს იმას, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66.2 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 2-------ს გ------- გ--------ემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---) მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ღობისა და ჭიშკრის მოწყობა, I კლასის ობიექტის 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა. დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2013 წლის 2-------ს მიიღო №------ გადაწყვეტილება, რომლითაც დაადასტურა ქ.თბილისში, სექტორი-დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---), მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობა. ასევე განმარტა, რომ საპროექტო ღობე უნდა განთავსდეს მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

 

მითითებული დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე დადგენილების 44.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდების (დებულება) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; ამავე დებულების 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო. მას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 0--------ს შ--–-- ლ----–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, II კლასის ობიექტის - ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, მოქ. ი-----–- ტ----–---–ილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №---) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 2--------–იდან 2018 წლის 2--------–ის ჩათვლით.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია ხაზობრივი ნაგებობების სახეობები და კატეგორიები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) 154-220 კვ. განეკუთვნება II კატეგორიას. ხოლო ამავე დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, V კლასს განეკუთვნება ხაზობრივი ნაგებობები – I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები.

 

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 150, 220 კვ-25 მეტრი. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ხაზის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება. ხოლო ამავე პუნქტის მე-11 ქვეპუნქტის თანახმად კი, იმ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო მოედანზე ელექტროგადამცემი ხაზები გადის, უნდა შეიცავდეს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი პირის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №964 ბრძანებულებაზე, რომელიც ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 150, 220კვ-25 მეტრი. ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება.

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ.თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობაში მდებარე ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე I კლასის ობიექტის 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის, ჭიშკრის მოწყობისა და II კლასის ობიექტის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებაზე ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელისათვის (სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------’’) ცნობილი არ იყო და შესაბამისად, არ არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წერილობითი თანხმობა.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 97-ე მუხლის საფუძველზე, განმარტა, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 322 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებების მოთხოვნები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა მოთხოვნილი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის - სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რითაც უგულვებელყოფილი იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მოთხოვნები, რამაც საბოლოო ჯამში, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ ინტერესებს, რომელიც, თავის მხრივ, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს, დისპეჩერიზაციის ერთადერთ ლიცენზიატს და რომელსაც დასახელებული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად. ხოლო მეორეს მხრივ კი, საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ს----–-–----- ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისიდ, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1--------ის №------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ლ--–- გ--–-–---–ის განცხადებაზე სოფ. გ-–----–-, II კლასის ობიექტის - ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სამსახურმა მიიჩნია, რომ დამატებით საჭირო იყო შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების შესაძლებლობის თაობაზე და ასევე გენგეგმა საპროექტო შენობის დატანით, რომელიც დამოწმებული იქნება შესაბამისი ბეჭდით. სამსახურმა მიიჩნია, რომ საპროექტო ნაკვეთთან მდებარეობს მაღალი ძაბვის სადენი, სამშენებლო სამუშაოებისას განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა: ეგხ „თ-------“ და ეგხ „ა----–-----“-ის დაცვის ზოლი შეადგენს 20 მეტრს განაპირა სადენიდან. ხოლო ყველა დანარჩენი ხაზის დაცვის ზოლია 25 მეტრი განაპირა სადენიდან. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ი-----–- ტ----–---–თან მიმართებაში ასეთი სახის თანხმობა ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს არ მოუთხოვია.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა გარემოება, როდესაც საქმის გარემოებების იდენტურობის შემთხვევაში მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები, დარღვეული იქნა თანასწორობის პრინციპი, ისე რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ არის დასაბუთებული, რით იყო გამოწვეული დასახელებულ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულმა კი საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის იმპერატიული დანაწესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს ს----–-–-----, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული გადაწყვეტილების მიმართ მართალია მესამე პირს(ი-----–- ტ----–---–ი) უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები), თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ნდობის გარდა, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს ს----–-–-----, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა მოთხოვნილი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის- სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რითაც უგულვებელყოფილი იქნა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №964 ბრძანებულების მოთხოვნები, რამაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, ხოლო მეორეს მხრივ კი, საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–--------------ის’’(რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს---–--- ზ----------ე) სარჩელი ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილების და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. მითითებული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, ხოლო აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანება. მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 27 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, აღნიშნავს, რომ ამავე დადგენილებით განსაზღვრულია მეორე კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები. აპელანტის განმარტებით, სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობა, რის შემდეგაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სადავო ობიექტზე ღობისა და ჭიშკრის მოწყობის დასტურის გაცემა, ასევე, შეთანხმებულ იქნა სადავო მისამართზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

 

აპელანტი მიუთითებს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმები არ კრძალავს 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის 25-მეტრიანი დაცვის ზოლში შენობა-ნაგებობის განთავსებას, არამედ უნდა გატარდეს ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებები ან მათი გადატანა. მითითებული ღონისძიებების გატარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების შესწავლა და შეფასება უნდა მოხდეს არა ადმინისტრაციული აქტების, არამედ დამკვეთის ქმედების კანონიერების შესწავლის ფარგლებში. სადავო აქტების კანონიერების შესწავლა ხდება იმ დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენით, რომლის წარდგენის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია N57 დადგენილების შესაბამისად, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია, კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, დადასტურებული არ არის სადავო აქტების მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ ხაზის დაზიანების შემთხვევაში იქამდე მისვლა, შეკეთება და აღდგენა შეუძლებელი იქნება ი-----–- ტ----–---–ის კერძო საკუთრების უფლების შელახვის გარეშე. დამკვეთის საკუთრების უფლება კი შეილახება სწორედ ექსპლუატაციაში მიღებულ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გაბათილებით. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, მე-601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ არ არის დასაბუთებული მოსარჩელის რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი დაირღვა გასაჩივრებული აქტებით. დამკვეთს გააჩნია კანონიერი ნდობა სამსახურის მიერ გამოცემულ აქტებთან მიმართებით, განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, გაწეული აქვს ხარჯები. შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა შეფასდეს არა მარტო მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალური თვალსაზრისით, არამედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორედ აღმჭურველი აქტით დაცული უფლებისა და ამ აქტის გაბათილებით მიყენებული ზიანის შეპირისპირება. მით უფრო, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს თუნდაც უკანონო აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობას, თუ არსებითად არ ირღვევა ს----–-–-----, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

 

აპელანტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტლებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეეხება ლ--–- გ--–-–---–ის საქმეს, განსხვავებულია მოცემული დავისაგან. სამსახურმა ლ--–- გ--–-–---–ს მოთხოვა საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემის თანხმობა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა საპროექტო ობიექტის მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის არსებობა. ი-----–- ტ----–---–ის კი არ ყოფილა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა ხაზობრივი ნაგებობების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნული საქმეების იდენტურობა მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ფ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც, ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ განსაზღვროს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობა.

 

აპელანტი მიუთითებს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის 25-მეტრიან დაცვის ზოლში დაუშვებელია შენობა-ნაგებობათა მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის გარეშე, რაც შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ელექტრული ქსელების დაცვის ზონაში, დამკვეთის მიერ მშენებლობის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარება ან მისი წინასწარი გადატანა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. სადავო ბრძანების კანონიერების შესწავლისას ხდება იმ დოკუმენტების კანონთან შესაბამისობის დადგენა, რომლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია. აღნიშნულ შემთხვევაში კი, დამკვეთს ვალდებულება გააჩნდა, გაეტარებინა შესაბამისი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და არა ნებართვის გაცემის სტადიაზე.

 

აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას სადავო აქტების მოქმედებით ზიანის გამოწვევის შესახებ. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 941 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სამუშაოს განხორციელების პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალება დამკვეთს და შესაძლო ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მასვე დაეკისრება. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და მიიჩნევს, რომ ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო აქტის ძალაში დატოვებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისა (არსებობის შემთხვევაში) და აქტის ბათილად ცნობით დამკვეთისათვის მიყენებული ზიანის ურთიერთშედარება. ამასთან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების არსებითი შელახვის ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.3. ი-----–- ტ----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ არქიტექტურის სამსახურს წარუდგენა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის, „ნავთობის და გაზის კორპორაციის“ თანხმობა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვა რომ დაფიქსირებულიყო, არქიტექტურის სამსახურს უნდა მოეთხოვა შესაბამისი თანხმობა. სასამართლოს უნდა დაედგინა, არქიტექტურის სამსახურისათვის შესაძლებლი იყო თუ არა სცოდნოდა ი-----–- ტ----–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მშენებლობის შეზღუდვის თაობაზე, ფიქსირდებოდა თუ არა სადავო პერიოდში ხაზობრივ ნაგებობაზე რაიმე სახის შეზღუდვა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, უნდა გამოეხმო შესაბამისი მტკიცებულებები სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ისთვის“ ი-----–- ტ----–---–ის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღების, უფლების დაცვის ღონისძიებების მიმდინარეობისა და წარმოების ვადების შესახებ. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტების გამოცემისა და „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ მიერ მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის თარიღებზე, რომ საჩივარი შეტანილი იქნა რამდენიმე წლის შემდეგ. მისივე განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია განათავსოს საინფორმაციო დაფა, რაც მოცემულ შემთხვევაში შესრულებული იყო და ავტომატურად უზრუნველყოფდა ნებისმიერი მესამე პირის ინფორმირებას მშენებლობის მიმდინარეობისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში, სწორედ საინფორმაციო დაფის განთავსების მომენტი უნდა გამხდარიყო სადავო აქტების გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისი. ამასთან, სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------მ“ 2015 წლის 13 ნოემბერს მიმართა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ი-----–- ტ----–---–ის დაჯარიმება. ამდენად, ივარაუდება, რომ ამ პერიოდისათის მშენებლობის წარმოების შესახებ საწარმოსათვის ცნობილი იყო. 2015 წლის 7 დეკემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის გასაუქმებლად უნდა მიემართა არქიტექტურის სამსახურისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასამართლოს გასაჩივრების ვადის დარღვევით მიმართა.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობა გააჩნია მშენებლობის ნებართვების მიმართ. ამასთან, არ დგინდება მისი ინტერესის საპირწონე სხვა პირთა ინტერესი. გაურკვეველია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს რამდენიმე მეტრს იქით არსებული კანონიერი მშენებლობით. დამატებით საგულისხმოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ნებართვა გაცემულია 2013 წლის 23 ივნისს, ხოლო დადგენილება, რომელზეც მხარე აპელირებს - 2013 წლის 24 დეკემბერს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი კი კრძალავს კანონის უკუძალას, შესაბამისად, პირველი კლასის მშენებლობის ნებართვაზე საქართველოს მთავრობის N366 დადგენილების გავრცელებასთან დაკავშირებით საკითხი დამატებით მსჯელობას მოითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2009 წლის 2-----------ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 17777.845 მ. ელექტროგადამცემი ხაზის, დაფარვის ზონა: გ-–----- 220-ნ-----–---- 220 (კუკია)), მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---------, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------“. (ტომი 1; ს.ფ. 20-21)

 

2010 წლის 1------------–ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 65.00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ სახელზე. (ტომი 1; ს.ფ. 22-23)

 

2015 წლის 1--------------ს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 71.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: №------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს----–-–-----ს სახელზე. (ტომი 1; ს.ფ. 24-25)

 

2014 წლის 0-------- მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: №------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1-მშენებარე, №2-მშენებარე; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-----–- ტ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიღება-ჩაბარების აქტი გაც. ვ---------–ის მეხილეობა მევენახეობის ს/მეურნეობის მიერ 3------- წ. (ტომი 1; ს.ფ. 26-27)

 

2013 წლის 2-------ს გ------- გ--------ემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე - ქ. თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---) ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესახებ.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- ოქმის თანახმად, ქ. თბილისში (სექტორი - დ------–--–--), დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი №------------) I კლასის 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის და ჭიშკრის მოწყობის თაობაზე ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. ოქმში მითითებულია, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე პირველი კლასის 4მ-მდე სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობაზე სს „ს----------–--------------------------------------–-ის“ მხრიდან ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს. (ტომი 1; ს.ფ. 133)

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ.თბილისში, სექტორი - დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა (ნაკვეთი: №---), მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობა. განმარტებულ იქნა, რომ საპროექტო ღობე უნდა განთავსდეს მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. (ტომი 1; ს.ფ. 15-16)

 

2014 წლის 0--------ს შ--–-- ლ----–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, II კლასის ობიექტის - ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, მოქ. ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №---) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 2--------–იდან 2018 წლის 2--------–ის ჩათვლით. ბრძანებაში მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტებად მითითებულია - გაპის ბრძანების ნომერი N------; 6----- 0------- წ. ბრძანების თარიღი - 6--------. (ტომი 1; ს.ფ. 17-19)

 

2016 წლის 2------------–ს შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ს---–--- ზ----------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 324 მუხლით კანონმდებელი ავალდებულებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ნებართვის გაცემის პროცესში, გაითვალისწინოს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მოთხოვნები, რაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული. (ტომი 1; ს.ფ. 142-143)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ 2016 წლის 2-----------–-ს №-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება. ( ტომი 1; ს.ფ. 42-49)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის I და II კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ვ----------–---–ის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, სექტორი - დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი შპს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზიდან (საკ. №---------), №------------ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრამდე მინიმალური მანძილი შეადგენს 6.90 მეტრს, №1 შენობამდე - 20.0 მეტრს, ხოლო №2 შენობამდე - 14.6 მეტრს. (ტომი 1; ს.ფ. 163)

 

ელექტროგადამცემი ხაზების ინვენტარიზაციის შესაბამისად, კუკიას ხაზი აშენდა 1959 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვებული იქნა 1962 წელს. კუკიას ხაზის მახასიათებლებია - ძაბვა: 220კვ., სიგრძე: 17.42 კმ. ხაზის საწყისი ქვესადგურია ქ/ს „გ-–-----“ 220; მანძილი ქვესადგურის პორტალიდან №1 ანძამდე: 50.00 მ; ბოლო სადგური: ქ/ს „ნ-----–-----“ 220; მანძილი ბოლო ანძიდან ქვესადგურის პორტალამდე: 50.00 მ; ანძების საერთო რაოდენობა ხაზზე: 60. (ტომი 1; ს.ფ. 152)

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობის გარეშე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი).

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთან, დადგენილების 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე დადგენილების 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა განსხვავებულად არეგულირებს I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ საჭიროებს ნებართვის გაცემას, თუმცაღა ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება. რაც შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, მოპოვებული უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვა, რომლის გაცემაც სამი ურთიერთდამოკიდებული, თუმცაღა ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელი სტადიის გავლას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ ქცეული ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილებით დადასტურდა ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 4მ. სიმაღლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დ------–--–--, დ------–--–--, ვ---------–ის მეურნეობა, ი-----–- ტ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №---) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, შენობა-ნაგებობის ელექტროგადამცემი ხაზიდან დაშორების მანძილის გათვალისწინებით, სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------ს“ მიაჩნია, რომ განსახორციელებელი სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი იყო მისი, როგორც ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის, თანხმობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდების (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12/30/2014 N 20-104 დადგენილებით) მე-2 მუხლით განსაზღვრული იყო სამსახურის მიზნები. კერძოდ, ა) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია ხაზობრივი ნაგებობების სახეობები და კატეგორიები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზი (კვ) 154-220 კვ. განეკუთვნება II კატეგორიას. ამავე დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით, ხოლო მე-2 პუნქტის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, V კლასს განეკუთვნება ხაზობრივი ნაგებობები – I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე აპელირებს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 322 მუხლი, რომლის შესაბამისად, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებების მოთხოვნები. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმა დადგენილებას დაემატა 2014 წლის 5----------ს, სადავო აქტები კი გამოცემულია 2013 წლის 2-------სა და 2014 წლის 2--------–ს. ამასთან, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანებაში მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტებად მითითებულია - გაპის ბრძანების ნომერი N------; 6----- 0------- წ. ბრძანების თარიღი - 6--------.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებაზე (საქმე №ბს-698-691(კ-16), რომელშიც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.“ ამასთან, „საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე #ბს-1013-599(კ-05); საქმე #ბს-672-658(კ-12); საქმე #ბს-618-606(კ-12); საქმე #ბს-849-831(კ-12); საქმე #ბს-57-52(კ-13)).“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სადავო აქტების კანონიერების შეფასებას ვერ მოახდენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 322 მუხლთან მიმართებით, რომელიც გასაჩივრებული აქტების გამოცემისას არ არსებობდა, თუმცაღა სასამართლო მიუთითებს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 150, 220 კვ-25 მეტრი. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ხაზის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, იმ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო მოედანზე ელექტროგადამცემი ხაზები გადის, უნდა შეიცავდეს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი პირის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს 2013 წლის 25 დეკემბრამდე მოქმედ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №964 ბრძანებულებაზე, რომელიც ადგენდა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით 150, 220კვ-25 მეტრი. ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოს წარმოებისათვის ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობით თანხმობას მოითხოვდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ დამკვეთის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ ფოტომონტაჟზე ელექტროგადამცემი ხაზები ჩანდა, თუმცაღა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, არ იყო მითითებული დაშორების მანძილი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, რამდენად არსებობდა კონკრეტული პირის წერილობითი თანხმობის მიღების საჭიროება. მით უფრო, როდესაც ფოტომონტაჟი იძლეოდა ელექტროგადამცემი ხაზების არსებობის დადგენის შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ ორგანოს ან თავად უნდა გამოეკვლია სამშენებლო ობიექტის ელექტროხაზებისაგან დაშორების მანძილი ან დამკვეთისათვის მოეთხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა ბათილად ცნობისათვის კანონმდებლობით დადგენილია დამატებითი მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბასამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს ს----–-–-----, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს ს----–-–-----, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–- ტ----–---–ს სადავო აქტების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა, რადგან მათ საფუძველზე განახორციელა მშენებლობა. ამრიგად, სადავო აქტების ბათილად ცნობისათვის უნდა დადასტურდეს, რომ გასაჩივრებული აქტი არსებითად არღვევს ს----–-–-----, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განმარტებაზე (საქმე Nბს-226-224(კ-17)), რომ „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა ს----–-–-----, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.“

 

ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო მშენებლობის ნებართვის გაცემისა და პირველი კლასის შენობა-ნაგებობის აშენების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობამდე აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი და შეფასებული ის ზიანი, რომელიც აქტების ბათილად ცნობით ნებართვის მფლობელს მიადგება და ის საფრთხე და რისკი, რომელიც აქტების ძალაში დატოვებით მესამე პირების კანონიერ ინტერესს ემუქრება ან ხელს შეუშლის სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------ს“ კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვან შესრულებაში. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ელექტროხაზები წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და სადავო აქტების მოქმედება შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს არა მხოლოდ მესამე პირებისა თუ ს----–-–----- ინტერესებისათვის, არამედ თავად ი-----–- ტ----–---–ისთვისაც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ზუსტად დადგინდეს დაშორება ი-----–- ტატიშვულის საკუთრებასა და ელექტროხაზებს შორის, შეფასდეს ყველა სავარაუდო რისკი, შესწავლილი იქნას კანონით დაცული ყველა ინტერესის არსებობა და მოსალოდნელი საფრთხის სიდიდე, მხოლოდ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის, შესწავლისა და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე არის შესაძლებელი დადგინდეს, რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტულ შემთხვევაში აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე - არ იქნა შესწავლილი შენობა-ნაგებობის ელექტროხაზებისაგან დაშორების მანძილი, მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ თანხმობის არსებობის საჭიროება, სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია დადგინდეს და შეფასდეს აქტის ძალაში დატოვებისა და აქტის ბათილად ცნობის მიმართ მხარეთა ინტერესები, მოხდეს მათი ურთიერთშეჯერება, საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პალატა მიიჩნევს, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანება, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მის თანმდევ შედეგს.

 

ამასთან, სადავო აქტების გასაჩივრების ვადის დარღვევასთან მიმართებით მესამე პირის პოზიციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად, აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“ ამრიგად, ვერ გაითვალისწინებს მხარის აპელირებას აქტების გასაჩივრების ვადის დარღვევასთან მიმართებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ (რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს---–--- ზ----------ე) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანება სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი ს----–-–----- ბაჟის - 100 (ასი) ლარის და ი-----–- ტ----–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი-----–- ტ----–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ (რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს---–--- ზ----------ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2--------- №------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №------- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

5. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-----–---ს №------ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–---------------ის“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ს----–-–----- ბაჟის - 100 (ასი) ლარის და ი-----–- ტ----–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი