განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/996-17
საქმე № 330310117001667388
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი
წარმომადგენელი: ა---------–-------------
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ნ------------------
მესამე პირი - შპს „ჯ----------------------------------“
წარმომადგენელი: ზ-----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ნოემბრის №1--------------- ბრძანების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის სარჩელი მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 06 ივნისის №1-------- დადგენილებით მიეცა თანხმობა ა(ა)იპ - „თბილისის ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ (ს/კ 4--------) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი“.
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 ივნისის №3---- ბრძანებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი“.
2.2. შპს „ჯ----------------------------------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 25 აგვისტოს #1-------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად, აპლიკანტს წარმოადგენდა - შპს „ჯ----------------------------------“, რესპოდენტს - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი (ს/კ 4--------; მისამართი: თბილისი, მ-------–-------------), აპლიკანტის მოთხოვნას კი - 23708.69 ლარი. განცხადებას დაურთო აბონენტის ბარათი ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა- ბაღის მიმდინარე ბალანსის შესახებ.
2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინებით “გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ” ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი:1--------. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის შპს „ჯ----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს: თანხა - 23708,69 ლარი და აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასურის - 474,1738 ლარის დაკისრება. რესპოდენტ - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს - ნ------------ს 2016 წლის 10 ნოემბერს.
2.5. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც რესპოდენტს ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 23708.69 ლარის ოდენობით აპლიკანტის (შპს „ჯ----------------------------------ს - ს/ნ 2--------) მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ნოემბრის №1--------------- ბრძანება წარმოადგენა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.7. სასამართლომ მიუთითა, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 913 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა)მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ)აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ)აპლიკანტის მოთხოვნას; დ)დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე)მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ)მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ)მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; ზ)მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ)მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი)აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ჯ----------------------------------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 25 აგვისტოს №1-------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად, აპლიკანტს წარმოადგენდა - შპს „ჯ----------------------------------“, რესპოდენტს - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი (ს/კ 4--------; მისამართი: თბილისი, მ-------–-----------), აპლიკანტის მოთხოვნას კი - 23708.69 ლარი. განცხადებას დაურთო აბონენტის ბარათი ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდინარე ბალანსის შესახებ.
2.8. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, თუ რას უნდა შეიცავდეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება. კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ამდენად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: 1--------. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს - ნ------------ს 2016 წლის 10 ნოემბერს.
2.9. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა- ბაღს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გზავნილის ჩაბარებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავალიანების არაღიარების (პროტესტის) შემთხვევაში რესპოდენტს შეეძლო – მოთხოვნის სრული უარყოფა, მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითება მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითება იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობდა რესპონდენტი. მასვე ეცნობა სამართლებრივი შედეგები, - აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე თუ რესპოდენტი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულებს ეროვნული ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
3.1. ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ისე გამოსცა ბრძანება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არც კი შეატყობინა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ შეისწავლა საქმისათვის ის უმნიშვნელოვანესი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ აღნიშნული თანხის დაკისრებას ბაგა-ბაღისთვის კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯ----------------------------------“-ს წერილი დანართით, საიდანაც ირკვევა, რომ N-- საბავშვო ბაგა-ბაღი აბონენტად ირიცხება 2016 წლის ივლისიდან, დანართის მეოთხე გვერდზე 06.07.2016 საწყის ჩვენებად მითითებულია ნულები, N-- ბაგა-ბაღი კი დაფუძნდა 02.07.2014 წელს, ხოლო დანართის მიხედვით დავალიანება 23 708.69 ლარი ფიქსირდება 01.10.2009 წელს. შპს „ჯ---------------------------------“-ს N0----- მრიცხველის მოხსნის აქტში აბონენტად დასახელებულია რ------------ საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც იყო ძველი აბონენტი და რომლის დავალიანებასაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული თანხა, გამოდის, რომ ბიურომ თანხა დააკისრა იმ სუბიექტს, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 08.08.2013 წელს შენობა-ნაგებობები მდებარე მ-------–--------ში ეკუთვნოდა სახელმწიფოს, ხოლო 13.04.2016 წელს მესაკუთრედ ფიქსირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. ის გარემოება, რომ აღნიშნულ მისამართზე იყო სულ სხვა აბონენტი კერძოდ რ------------ ბაღი დასტურდება ასევე ქ. თბილისის მთავრობის N1------- დადგენილებით, რომლითაც დემონტაჟი მოხდა შენობა-ნაგებობებისა მისამართზე მ-------–--------, სადაც წერია „ყოფილი რ---------------“. გამომდინარე აქედან ბრძანება N1--------------- გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით და იგი ბათილად უნდა ეცნო საქალაქო სასამართლოს, თუმცა უსაფუძვლოდ უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევა და დაუშვებელია სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი ფაქტი ან გარემოება, რაც არ არის შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მართალია სადავო ბრძანების გამოცემას არეგულირებს სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც თუ რესპოდენტმა 10 დღის ვადაში არ განაცხადა წერილობით პროტესტი ბიურო გამოსცემს ბრძანებას დავალიანების დაკისრების შესახებ, რაზედაც აპელირებს სასამართლო, თუმცა აღნიშნული ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და როგორც სასამართლო მის გადაწყვეტილებაში მსჯელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა აქტის გამომცემის მომწესრიგებელ შესაბამის კანონმდებლობასთან. ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი განსაზღვრულია კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის მიხედვითც აქტი ბათილია თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, რაც არასწორია და უსაფუძვლო ვინაიდან 96-ე მუხლის დარღვევაა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება დავალიანების დაკისრების შესახებ, ვინაიდან რესპოდენტის მიერ არ იყო წარმოდგენილი წერილობითი პროტესტი, თუმცა ამავე დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე შეესწავლა ის გარემოებები და ფაქტები, რომლებიც გამორიცხავდნენ სადავო ბრძანების გამოცემას, რაც არ გააკეთა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 06 ივნისის №1-------- დადგენილებით მიეცა თანხმობა ა(ა)იპ - „თბილისის ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ (ს/კ 4--------) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი“.
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2014 წლის 26 ივნისის №3---- ბრძანებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი“.
4.6. შპს „ჯ----------------------------------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 25 აგვისტოს #1-------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად, აპლიკანტს წარმოადგენდა - შპს „ჯ----------------------------------“, რესპოდენტს - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი (ს/კ 4--------; მისამართი: თბილისი, მ-------–-------------), აპლიკანტის მოთხოვნას კი - 23708.69 ლარი. განცხადებას დაურთო აბონენტის ბარათი ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა- ბაღის მიმდინარე ბალანსის შესახებ.
4.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინებით “გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ” ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი:1--------. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის შპს „ჯ----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს: თანხა - 23708,69 ლარი და აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასურის - 474,1738 ლარის დაკისრება. რესპოდენტ - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს - ნ------------ს 2016 წლის 10 ნოემბერს.
4.9. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც რესპოდენტს ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 23708.69 ლარის ოდენობით აპლიკანტის (შპს „ჯ----------------------------------ს - ს/ნ 2--------) მიმართ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ნოემბრის №1--------------- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
შპს „ჯ----------------------------------ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 25 აგვისტოს №1-------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად, აპლიკანტს წარმოადგენდა - შპს „ჯ----------------------------------“, რესპოდენტს - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი (ს/კ 4--------; მისამართი: თბილისი, მ-------–-----------), აპლიკანტის მოთხოვნას კი - 23708.69 ლარი. განცხადებას დაურთო აბონენტის ბარათი ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდინარე ბალანსის შესახებ.
4.13. პირველმა ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ამდენად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის ჩაბარება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 სექტემბრის №1--------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: 1--------. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს - ნ------------ს 2016 წლის 10 ნოემბერს.
4.14. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა)თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ)თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
4.15. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა- ბაღს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გზავნილის ჩაბარებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავალიანების არაღიარების (პროტესტის) შემთხვევაში რესპოდენტს შეეძლო – მოთხოვნის სრული უარყოფა, მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითება მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითება იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობდა რესპონდენტი. მასვე ეცნობა სამართლებრივი შედეგები, - აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე თუ რესპოდენტი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულებს ეროვნული ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
აპელანტი - ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე