განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
010141318700059731
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059731

საქმე №1/ა.გ. 368-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით:

გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

გ---------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვი უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.

2018 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვა და ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლიდან - საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში გ---------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, სასჯელის დაუნიშნავად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკი-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით და განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის /მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა/ სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 160-დან - 220 საათამდე. შესაბამისად იცვლება კატეგორია, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სასჯელის დაუნიშნავად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

გ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის მე-2 ნაწილზე /სასჯელის დაუნიშნავად/.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე