განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1890-17
საქმე № 330310016001504744
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – გ-------------–---–ი
წარმომადგენელი: ს---------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: გ-------------------
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი: ს--–-------------
მესამე პირი - ა------------–---–ი
წარმომადგენელი: ი-----–--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ-------------–---–ის სარჩელი, მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწლობრივ დაკმაყოფილდა გ-------------–---–ის სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის N5----- ბრძანება. მოპასუხეს - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განჩინებით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტით დაკმაყოფილებული იყო თ------------–---–ის განცხადება და ლეგალიზებულად იყო ჩათვლილი ქ. თბილისში, წ-–----------------ში (ს.კ. 0---------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართი 80.61 კვმ. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევით.
კერძოდ, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლეგალიზებულ ობიექტზე, მიჯნის ზონაში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე, სამ მეტრზე ნაკლები დაშორებით მოწყობილი იყო ფანჯრის ღიობები.
2.2. ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს.კ. 0---------------, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ფართით - 115.18 კვმ, აქედან - 40.44 კვმ მიშენების ფართი და სარდაფი 63.20 კვმ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადავიდა ა------------–---–ის საკუთრებაში.
ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს. კ. 0--------------- განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ფართით - 161.74 კვმ, აქედან 40.17 კვმ მიშენების ფართი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის თ------------–---–ს.
2.3. ა------------–---–მა 2015 წლის 16 ოქტომბერს NAღ1------ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართის 40.44კვმ-ის ლეგალიზება.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის N2------ ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა. ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, წ-–--------------------ში ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართი 40.44 კვმ. არქტიტექტურის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ განმცხადებელი ითხოვდა უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზებას, რომელიც შედიოდა პირველი სართულის საერთო ფართში. სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა. აქედან გამომდინარე გამოყენებული ვერ იქნებოდა ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის“ 34-ე მუხლის 151 პუნქტი, რომლის თანახმად ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.
ასევე დადგენილად ჩაითვალა, რომ სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა მე-2 სართულზე განთავსებულ ფართთან კავშირი შიდა კიბით.
2.4. არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის ბრძანება N2------ მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2015 წლის 15 დეკემბერს. საჩივრის მიხედვით, ქ. თბილისში წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თ------------–---–მა უნებართვოდ განახორციელა მიშენება ისე, რომ პირველ სართულზე, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს მოეწყო ფანჯრის ღიობები და გაზის გამათბობლის საკვამლე მილი. აღნიშნული ლეგალიზება სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა. საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არქიტექტურის სამსახურმა მოახდინა ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული პირველი სართულის ლეგალიზება, რაც მოსარჩელის განმარტებით ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. მისივე განმარტებით, სადავო აქტი მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის მიღების წესისა და პროცედურის დაცვით და არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 აგვისტოს N1----- ბრძანებით გ-------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნემბრის N2------ ბრძანება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი სასამართლოში შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ საქმეში, გასაჩივრებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები: სსიპ- ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.11.15წ. ბრძანება N2------ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.08.2016 წ. ბრძანება N1-----, ხოლო დავის საგანს შეადგენს უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების პროცესის კანონშესაბამისობა, რაც უნდა გადაწყდეს სამშენებლო სამართალურთიერთობის სფეროში მოქმედ წესებთან და ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში.
2.6. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსით რეგულირდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები. კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა. ამდენად, უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტები, სამშენებლო სამართალურთიერთობაში, ექცევა საგამონაკლისო რეჟიმში, რომლის მიხედვით, უნებართვო ობიექტების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ იწყება, თუ უფლებამოსილი ორგანო აღიარებს ასეთი მშენებლობის კანონიერებას, ლეგალიზების სპეციალური წესების დაცვით.
სპეციალური პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესში“, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ობიექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობას. ის ობიექტი, რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების ნებადართულ სახეობებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობით და მოცულობითსივრცით მოთხოვნებს, იძენს შეუსაბამო უძრავი ობიექტების სტატუსს და მის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები.
სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებში შედის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2.7. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს.კ. 0--------------- განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ფართით - 115.18 კვმ, აქედან - 40.44 კვმ მიშენების ფართი და სარდაფი 63.20 კვმ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ა------------–---–ს, რომელმაც მიმართა არქიტექტურის სამსახურს, პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზების მოთხოვნით. დადგენილია, რომ ფართი აშენებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა. შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო ფართი იზოლირებულია მეორე სართულიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა სადავო ფართის ლეგალიზებისათვის.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლეგალიზებული ფართი არღვევს მის კანონით დაცულ უფლებებს. სარჩელში არ არის მოცემული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლეგალიზებული ფართიდან გამომდინარე ხელშეშლის ან უფლების დარღვევის შესაძლებლობას. ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის 34-ე მუხლის 151-ე პუნქტი კრძალავს ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობის: კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის მოწყობას, თუ ამაზე მიღებული არ იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართში მოწყობილი არ არის არც ერთი ზემოაღნიშნული ღიობი, რაც ფართის ლეგალიზების კანონშეუსაბამობას დაადასტურებდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე არ არის ლეგალიზების დამაბრკოლებელი არც ერთი გარემოება.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ნაწლობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე-გ-------------–---–ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის N5----- ბრძანება და მოპასუხეს-ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. უპირველეს ყოვლისა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მითითებულ დავაში სალეგალიზაციო ფართი მოიცავდა ქ. თბილისში წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულ უნებართვო მშენებლობას. ამასთან, მეორე სართულზე, მიჯნის ზონაში ფანჯრის ღიობების განთავსებით, არსებითად ილახებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები. მოცემულ დავაში კი სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ პირველ სართულზე განთავსებული 40,44 კვმ ფართი, რომელსაც არ გააჩნია ღიობები და შესაბამისად სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა უფლებას განეხილა განცხადება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება თ------------–---–ის მიმართ უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზების ნაწილში აღსრულებულია. ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად განიხილა ა------------–---–ის განცხადება უკანონო მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე, ვინაიდან ლეგალიზაციის საგანი მიმდინარე დავაში იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული უნებართვო მიშენება. შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნა სხვა მხარის მიმართ, საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველებს, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, სამშენებლო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური საფუძველი.
3.1. გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით ცალსახად დადგენილია, რომ სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი ფართის ლეგალიზაციისათვის (1-ლი და მე-2 სართულების დონეზე) საჭიროა მომიჯნავე მეზობლების თანხმობები. აღნიშნული გარემოება კი იგნორირებულია გადაწყვეტილების პირველი ფაქტობრივი უსწორობით.
ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ სასამართლომ ჩათვალა თითქოსდა სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი ფართს (1-ლი სართული) არ გააჩნია ღიობი გ-------------–---–ის მიჯნის ზონაში, რაც არის მცდარი გარემოება, ვინაიდან ასეთი ღიობი არის და უფრო მეტიც აღნიშნული ღიობიდან გამოყვანილი მილი არის გ-------------–---–ისა და სხა თანამესაკუთრეების საკუთრებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწლობრივ დაკმაყოფილდა გ-------------–---–ის სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის N5----- ბრძანება. მოპასუხეს - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განჩინებით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტით დაკმაყოფილებული იყო თ------------–---–ის განცხადება და ლეგალიზებულად იყო ჩათვლილი ქ. თბილისში, წ-–----------------ში (ს.კ. 0---------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართი 80.61 კვმ. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევით.
კერძოდ, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლეგალიზებულ ობიექტზე, მიჯნის ზონაში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე, სამ მეტრზე ნაკლები დაშორებით მოწყობილი იყო ფანჯრის ღიობები.
4.6. ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს.კ. 0---------------, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ფართით - 115.18 კვმ, აქედან - 40.44 კვმ მიშენების ფართი და სარდაფი 63.20 კვმ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადავიდა ა------------–---–ის საკუთრებაში.
ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს. კ. 0--------------- განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ფართით - 161.74 კვმ, აქედან 40.17 კვმ მიშენების ფართი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის თ------------–---–ს.
4.7. ა------------–---–მა 2015 წლის 16 ოქტომბერს NAღ1------ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართის 40.44კვმ-ის ლეგალიზება.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის N2------ ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა. ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, წ-–--------------------ში ს.კ. 0--------------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართი 40.44 კვმ. არქტიტექტურის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ განმცხადებელი ითხოვდა უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზებას, რომელიც შედიოდა პირველი სართულის საერთო ფართში. სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა. აქედან გამომდინარე გამოყენებული ვერ იქნებოდა ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის“ 34-ე მუხლის 151 პუნქტი, რომლის თანახმად ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. ასევე დადგენილად ჩაითვალა, რომ სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა მე-2 სართულზე განთავსებულ ფართთან კავშირი შიდა კიბით.
4.8. არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის ბრძანება N2------ მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2015 წლის 15 დეკემბერს. საჩივრის მიხედვით, ქ. თბილისში წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თ------------–---–მა უნებართვოდ განახორციელა მიშენება ისე, რომ პირველ სართულზე, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს მოეწყო ფანჯრის ღიობები და გაზის გამათბობლის საკვამლე მილი. აღნიშნული ლეგალიზება სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა. საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არქიტექტურის სამსახურმა მოახდინა ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული პირველი სართულის ლეგალიზება, რაც მოსარჩელის განმარტებით ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. მისივე განმარტებით, სადავო აქტი მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის მიღების წესისა და პროცედურის დაცვით და არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 აგვისტოს N1----- ბრძანებით გ-------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ნემბრის N2------ ბრძანება.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.11.15წ. N2------ ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.08.2016 წ. N1----- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.11. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა. ამდენად, უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტები, სამშენებლო სამართალურთიერთობაში, ექცევა საგამონაკლისო რეჟიმში, რომლის მიხედვით, უნებართვო ობიექტების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ იწყება, თუ უფლებამოსილი ორგანო აღიარებს ასეთი მშენებლობის კანონიერებას, ლეგალიზების სპეციალური წესების დაცვით.
4.12. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ობიექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობას. ის ობიექტი, რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების ნებადართულ სახეობებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობით და მოცულობითსივრცით მოთხოვნებს, იძენს შეუსაბამო უძრავი ობიექტების სტატუსს და მის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები.
4.13. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ-–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს.კ. 0--------------- განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პირველი სართული ფართით - 115.18 კვმ, აქედან - 40.44 კვმ მიშენების ფართი და სარდაფი 63.20 კვმ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ა------------–---–ს, რომელმაც მიმართა არქიტექტურის სამსახურს, პირველ სართულზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზების მოთხოვნით. დადგენილია, რომ ფართი აშენებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართს არ გააჩნდა ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა. შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო ფართი იზოლირებულია მეორე სართულიდან.
4.14. ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4--- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების განაშენიანების რეგულირების წესის 34-ე მუხლის 151-ე პუნქტი კრძალავს ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობის: კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის მოწყობას, თუ ამაზე მიღებული არ იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ ფართში მოწყობილი არ არის არც ერთი ზემოაღნიშნული ღიობი, რაც ფართის ლეგალიზების კანონშეუსაბამობას დაადასტურებდა.
მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწლობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე-გ-------------–---–ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 მარტის N5----- ბრძანება და მოპასუხეს-ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თუმცა, მითითებულ დავაში სალეგალიზაციო ფართი მოიცავდა ქ. თბილისში წ-–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულ უნებართვო მშენებლობას. ამასთან, მეორე სართულზე, მიჯნის ზონაში ფანჯრის ღიობების განთავსებით, არსებითად ილახებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები. მოცემულ დავაში კი სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ პირველ სართულზე განთავსებული 40,44 კვმ ფართი, რომელსაც არ გააჩნია ღიობები და შესაბამისად სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა უფლებას განეხილა განცხადება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, ა------------–---–ის განცხადება უკანონო მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე საფუძვლიანი იყო, ვინაიდან ლეგალიზაციის საგანი მიმდინარე დავაში იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული უნებართვო მიშენება. შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნა სხვა მხარის მიმართ, საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.
აპელანტი - გ-------------–---–ი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე