განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
330210113320878
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210113320878

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/695-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი შპს ”დ----- ფ--- გ-–-----–ი ” (დ------- ჯ-------ა)

წარმომადგენელი – - ლ-----------–----------------–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ----- გ------–აძე; რ--------- ბ--------ა

წარმომადგენელი – ა-----–--–---------ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2013 წლის 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ”დ----- ჯ-------ას“ წარმომადგენელმა მოპასუხეების დ----- გ------–აძის და რ--------- ბ--------ას მიმართ ზიანის დაკისრების თაობაზე (ტ.1. ს.ფ.1)

 

სარჩელის საფუძვლებად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგს: 2011 წლის მაისიდან 2012 წლის 15 აგვისტომდე შპს „დ------- ჯ-------ას“ დირექტორი იყო დ----- გ------–აძე, 2011 წლის 14 ივლისიდან 100%-იანი წილის მფლობელი იყო რ--------- ბ--------ა, 2011 წლის 22 ივლისიდან საზოგადოების პარტნიორები არიან 50%-%-50% რ--------- ბ--------ა და ა------–--------- ქ-------ი, ხოლო 2011 წლის 16 აგვისტოდან რ--------- ბ--------ა 50%, ა------–--------- ქ-------ი 40% და რ---- ა-------ი 10%, 2012 წლის 15 მარტიდან საზოგადოების პარტნიორები არიან: ა------–--------- ქ-------ი 40%, შ------ გ------------ი 25%, რ---- ა-------ი 10% და შ--–- კ--–------ე 25%. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის 15 მარტამდე თ--------ის რეზიდენტი კომპანიის დ----------------------ის მიერ შპს „დ------- ჯ-------აში“ ჯამში ჩარიცხული იქნა 503,547 ევრო. სესხი მოზიდული იქნა თურქი პარტნიორების მიერ. 2011 წლის 4 აგვისტოს შპს „დ------- ჯ-------ასა“ და სს „ქ------------ს“ შორის დაიდო მორიგების აქტი, რომლის თანახმად შპს „დ------- ჯ-------ა“ ვალდებული იყო 2011 წლის 31 აგვისტოდან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 37 000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც 2012 წლის 28 დეკემბერს სრულად იქნებოდა გასტუმრებული სს „ქ------------ის“ დავალიანება. 2011 წლის 25 და 27 მაისს შპს „დ------- ჯ-------ას“ დირექტორმა დ----- გ------–აძემ კომპანიის ანაგარიშიდან გაიტანა 50 000 ევრო და 49 280 ევრო, ხოლო 2011 წლის 15 ივლისს მოითხოვა აღნიშნული თანხის პირად სესხად დაწერა. 2011 წლის 20 სექტემბერს რ--------- ბ--------ას თანხმობით და ა------–------- ქ-------ის შეუტყობინებლობით, დ----- გ------–აძეს დამატებით მისცა საზოგადოებამ სესხი 36 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2011 წლის დასასრულს, დ---- ი--------–------------მა მოითხოვა სესხის უკან დაბრუნება, 2012 წლის 17 თებერვალს დ------- ჯ-------ა იძულებული გახდა შპს „დ-------------–------------თან“ დაედო ვალის აღიარების ხელშეკრულება, ხოლო 2012 წლის 25 აპრილს, კი მხარეებს შორის დამტკიცდა სასამართლოს მორიგება, რომლის თანახმად დ------- ჯ-------ამ იკისრა ვალდებულება გრაფიკის თანახმად დაებრუნებინა ჩარიცხული ფული. 2010 წლის 25 იანვრის პარტნიორთა კრებით, რომელსაც ხელს არ აწერს შპს „დ------- ჯ-------ას“ იმდროინდელი 60% წილის პარტნიორი შპს „კ---------ის“ წარმომადგენელი. დ----- გ------–აძესა და რ--------- ბ--------ას მიერ გადაწყვეტილი იქნა, რომ მ-------სის დავალიანების დასაფარად, რ--------- ბ--------ა შპს „დ------- ჯ-------ას“ ასესხებდა 159 700 ლარს, რაზეც გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება. კომპანიის მიერ შპს „მ-------სისთვის“ 04.02.2010 წ. ფაქტობრივად გადახდილი იქნა მხოლოდ 4839.88 ლარი, ხოლო შპს „მ-------სსა“ და შპს „დ-------ს“ შორის რაიმე სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა, გარდა მ-------სის მიერ შპს „დ------- ჯ-------ასთვის“მიცემული საგარანტიო თანხის უზრუნველყოფისა, რაც არ წარმოადგენს სესხს. შპს „მ-------სის“ მიმართ შპს „დ------- ჯ-------ას“ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, რაც თავიანთი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შექმნეს რ. ბ--------ამ და დ. გ------–აძემ.

 

მოპასუხეების მიერ კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არამიზნობრივად გატანის გამო, მოსარჩელემ ვეღარ მოახერხა სს „ბ-------------ს“ წინაშე შეთანხმებული გრაფიკის შესრულება, რის გამოც შპს „დ------- ჯ-------ას“ სს „ქ------------თან“ 2011 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული მორიგების თანახმად დაერიცხა ჯარიმა 24 492.72 აშშ დოლარის და 5000 ლარის ოდენობით, ასევე სრულად დარჩენილი დავალიანების წლიური 36% ჯარიმის სახით.

 

2. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებს დ----- გ------–აძეს და რ--------- ბ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,დ----- ფ--- გ-–-----–ისათვის'' მიყენებული ზიანის ანაზღაურება 110 941 ლარის ოდენობით კომპანიის სახსრების არამიზნობრივად გახარჯვით მიყენებული ზიანისათვის, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხებს დ----- გ------–აძეს და რ--------- ბ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,დ----- ფ--- გ-–-----–ისთვის" მიყენებული ზიანის ანაზღაურება 54 603,78 ევროს და 56 634,27 აშშ დოლარის ოდენობით არამიზნობრივად გატანილ თანხებზე დარიცხული გადასახდელი სარგებლის სახით, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 24 492,72 აშშ დოლარის და 5000 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

მეწარმეთა კანონი აწესრიგებს პარტნიორის პასუხისმგებლობის წესს, მესამე მუხლის მე-6 პუნქტით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

საზოგადოების წესდების 7.1 მუხლით დირექტორს მინიჭებული აქვს საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პარტნიორს აქვს უფლება პარტნიორთა თანხმობით მიეღო გადაწყვეტილებები სესხის გაცემის თაობაზე, სასამართლოს აზრით, შპს ,,კ---------ს'' სადავოდ არ გაუხდია მისი პარტნიორობის დროს დადებული რომელიმე ხელშეკრულება.

მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო მოპასუხე დირექტორი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმ გვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ამ თანხების მოპასუხეებზე დაკისრება არ არის დირექტორის ბრალეული შედეგი, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დირექტორსა და პარტნიორს სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობა უკავია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სს კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავის შინაგანი რწმენით, ყოველმხრივ, ობიექტურად და იღებს გადაწყვეტილებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე სამართლებრივი ნორმების მითითებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად . სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელეთა მოთხოვნა 992-ე მუხლზე, რადგან განსახილველი დავა უნდა დარეგულირდეს მეწარმეთა შესახებ კანონის ზემოთ დასახელებული მუხლების შესაბამისად. სასამართლომ დავის განხილვისას არ გამოიყენა პარტნიორის პირად პასუხისმგებლობაზე ის დოქტრინა, რომელსაც ,,გამჭოლი პასუხისმგებლობის" დოქტრინა ეწოდება, რადგან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ საზოგადოებას არ შეუძლია კრედიტორებისათვის თანხების გადახდა.

 

განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნის და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით მოპასუხეების - დირექტორის დ----- გ------–აძის და პარტნიორის რ--------- ბ--------ას ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დასტურდება, რის გამოც არ არსებობს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არცერთი საფუძველი და სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნები სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა შპს “დ----- ფ--- გ-–-----–“-ის წარმომადგენელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას (ტ. II ს.ფ.345)

 

5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად, სათანადო მტკიცებულებების უგულებელყოფით დაადგინა, რომ თითქოს 2011 წლის 20 სექტემბერს დ----- გ------–აძესთან სესხის ხელშეკრულების გაფორმებას რაიმე ფორმით დაეთანხმა ა------–------- ქ-------ი, მაშინ როცა საქმეზე თანდართულ 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ა------–------- ქ-------ი ხელს არ აწერს. მისი სახელი დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში რ--------- ბ--------ას და დ----- გ------–აძის ინიციატივით, ხოლო ხელშეკრულებაზე არ არსებობს წილის 40%-ის მესაკუთრე ა------–------- ქ-------ის ხელმოწერა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არაერთხელ იქნა განხილული სასამართლო პროცესზე და აპელანტმა მხარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სესხის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო რ--------- ბ--------ამ, როგორც კომპანიის 50%-ის მესაკუთრე პარტნიორმა ქ-------ის ინფორმირებისა და მისგან თანხმობის მიღების გარეშე. ასევე არასწორად იქნა მითითებული, რომ 2011 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი პარტნიორი იყო რ--------- ბ--------ა. გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგანაც სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს (გარემოება 3.1.5) იმას, რომ 2011 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით რ--------- ბ--------ა წარმოადგენდა მხოლოდ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორს.

 

5. 2. აპელანტის მითითებით, ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლო არასწორად აფასებს შპს "მ-------სსა" და აპელანტს შორის არსებული ურთიერთობის ამსახველი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მნიშვნელობას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისთვის. რ--------- ბ--------ას, როგორც კომპანიის 40% წილის მესაკუთრე პარტნიორს არანაირი უფლება არ ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება კომპანიისთვის სესხის მიცემის საჭიროებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავად ადასტურებს, რომ შესაბამის პარტნიორთა კრების ოქმს ხელს არ აწერს კომპანიის წილის 60%-ის მფლობელი პარტნიორი შპს "კ---------ი". აღსანიშნავია, რომ რ--------- ბ--------ას მიერ გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგებოდა კომპანიის წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი განაპირობებს შესაბამისი კრების ოქმის ბათილობას და გამორიცხავს სესხის აღების საფუძვლის კანონიერებას. ასევე, რ--------- ბ--------ას თვითნებური ქმედება მოსარჩელემ წარმოაჩინა, როგორც კომპანიისთვის ზიანის მიყენების მიზნით დ----- გ------–აძესთან ერთად ერთობლივი და წინასწარ განზრახული ქმედებების დამადასტურებელი გარემოება. დაადასტურებულია, რომ კომპანიას შპს "მ-------სის" წინაშე არ გააჩნდა შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულება. მხარეებს შორის არ არსებობდა რაიმე ტიპის სასესხო ურთიერთობა გარდა საბანკო გარანტიით სარგებლობის მიზნით შპს "მ-------სის" მიერ კომპანიისთვის საკუთარი ფინანსური რესურსებით დროებით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, რამაც წარმოშვა მხოლოდ 4,839.88 ლარის გადახდის ვალდებულება. ამ პირობებში, კომპანიის დირექტორისა და პარტნიორის მიერ ხელოვნურად შეიქმნა დოკუმენტაცია, რომელიც თითქოს ამართლებდა შპს "მ-------სისთვის" თანხის გადახდის ვალდებულების გამო დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებას, რომლის გადახდის სურვილი გამოთქვა რ--------- ბ--------ამ. შპს "მ-------სის" მიმართ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი დავალიანება, რაც ბუნებრივია რ--------- ბ--------ამ, როგორც პარტნიორმა იმ დროისთვის უკვე იცოდა, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე დაამტკიცა, რომ რ--------- ბ--------ას მიერ არანაირი სესხის თანხის რეალურად გადახდა კომპანიისთვის არ მომხდარა და რომ აღნიშნული დოკუმენტაცია თანხის მითვისების მიზნით იყო შექმნილი. კომპანიას არ ჰქონდა მ-------სისთვის შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულება, დ----- გ------–აძის მიერ თანხის კომპანიიდან გატანა წარმოადგენდა თანხების მითვისებას. საბანკო გარანტია, რომელიც სავარაუდოდ გაიცა შემოსავლების სამსახურის წინაშე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული არ ყოფილა, რაზეც საქმეში არსებობს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი წერილი. შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ მ-------სთან გაფორმებული ხელშეკრულება გადაქცეულიყო სესხის ხელშეკრულებად და მხარეს წარმოქმნოდა ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, რადგანაც ეს თანხა არასდროს არ ყოფილა გადახდილი გარანტორის მიერ შპს "მ-------სის" ანგარიშიდან აპელანტის მიერ უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის ფაქტის არარსებობის გამო. აღნიშნული დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითრით, რომელიც ადასტურებს, რომ დ----- გ------–აძემ მხოლოდ 4,839.88 ლარი გადაუხადა შპს "მ-------სს" და არა ის თანხა, რაც მან კომპანიიდან იმავე დღეს გაიტანა თითქოს მ-------სის ვალდებულების გასასტუმრებლად. შესაბამისად, დაადასტურებულია ორივე მოპასუხის მიერ ზიანის ერთობლივად მიყენების ფაქტი, რაც ერთის მხრივ გამოიხატა, რ--------- ბ--------ასთან ფიქტიური სასესხო ურთიერთობის გამო მნიშვნელოვანი თანხების პარტნიორისთვის გადაცემასა და მეორეს მხრივ, კომპანიის ფინანსური სახსრების არამიზნობრივ განკარგვაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. მოსარჩელე (აპელანტი) თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლზე და განმარტავს რომ სესხების გაცემით და მათი დაუბრუნებლობით საზოგადოებას მიადგა ზიანი. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან და სარჩელის მატერაილურ წინაპირობებთან დაკავშირებით პალატა განმარატავს შემდეგს: მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი _ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს სარჩელით მოსარჩელეს. ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-848-806-2013)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცმული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.

 

8. საქმის მასალებითაც დადასტურებულია, და სადავო არ არის რომ 2010 წლის 29 იანვრიდან 2012 წლის 15 მარტამდე შპს „დ--------ჯ-------ას“ დირექტორს წარმოადგენდა დ----- გ------–აძე. 2010 წლის 29 იანვრიდან 2011 წლის 14 ივლისამდე საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენდნენ: რ--------- ბ--------ა 40% წილის მფლობელი და შპს „კ---------ი“ 60 % წილის მფლობელი. 2011 წლის 14 ივლისიდან რ--------- ბ--------ა გახდა 100 % წილის მფლობელი 2011 წლის 22 ივლისამდე, ამ დროიდან კი რ--------- ბ--------ა გახდა 50% წილის მფლობელი, ხოლო ა------–------- კ-------ი 50% წილის მფლობელი 2011 წლის 16 აგვისტომდე. 2011 წლის 16 აგვისტოდან 2012 წლის 15 მარტამდე რ--------- ბ--------ა იყო 50% წილის მფლობელი, ა------–------- კ-------ი 40% წილის მფლობელი, ხოლო 10 % წილის მფლობელი გახდა რ---- ა-------ი. 2012 წლის 15 მარტიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე შპს „დ--------ჯ-------ას“ დირექტორია მ--–---- დ--–---–---–ი, ხოლო პარტნიორებია ა------–------- კ-------ი 40% წილის მფლობელი, რ---- ა-------ი 10 %, შ--–- კ--–------ე 25%, შ------ გ------------ 25%.

 

შპს „დ--------ჯ-------ას“ სარჩელი უფუძნება 2011 წლის მაისსა და სექტემბერში საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, (მაშინ როდესაც საზოგადოების პარტნიორები, სხავასხვა პერიოდით იყვნენ რ--------- ბ--------ა; შპს „კ---------ი“ და ა------–------- ქ-------ი) კერძოდ ამ დროისათვის, 2011 წლისათვის პარტნიორებისა და დირექტორის ქმედებებს რითაც საზოგადოებას მიადგა ზიანი.

 

9. დადასტურებულია და სადავო არ არის რომ 2011 წლის 25 მაისს და 27 მაისს დ----- გ------–აძემ კომპანიის ანგარიშიდან გაიტანა 50 000 ევრო და 49 280 ევრო. 2011 წლის 15 ივლისის ხელწერილით დ----- გ------–აძემ ითხოვა 2011 წლის 25 მაისის და 27 მაისის რიცხვებში საზოგადოების საჭიროებისთვის გატანილი თანხის 50 000 ევროსა და 49 280 ევროს პირად სასესხო ვალდებულებად აღიარება 3 წლის ვადით, მასზე დარიცხული 24%-იანი სარგებლის გათვალისწინებით შპს „დ------- ჯ-------ას“ სასარგებლოდ, რასაც დაეთანხმა რ--------- ბ--------ა. ამ პერიოდში საზოგადოების დამფუძნებელი იყო მხოლოდ რ--------- ბ--------ა, შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას რომ სხვა პირების თანხმობაც საჭირო იყო, ხოლო 2011 წლის 25 მაისს და 27 მაისს, როდესაც დ----- გ------–აძემ კომპანიის ანგარიშიდან გაიტანა 50 000 ევრო და 49 280 ევრო, სადავო არ არის, რომ აღნიშნულ თანხაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დ----- გ------–აძეს შპს „დ----- ფ--- გ-–-----–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 99 280 ევროს გადახდა და სარგებლის სახით 71481.6 ევროს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში თუმცა, მისი აღსრულება ვერ ხერხდება რადგან დ----- გ------–აძეს ქონება არ გააჩნია. (ს.ფ. 112 ტომი 2) პალატა განმარტავს რომ გადაწყვეტილება აღუსრულებლობა არ წარმოშობს იმავე ფაქტოვრივი გარემოებებით ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის წინაპირობებს.

 

10. 2011 წლის 20 სექტემბერს, შპს „დ------- ჯ-------ას“ დირექტორმა დ----- გ------–აძემ საზოგადოების პარტნიორებისგან რ--------- ბ--------ას და ა------– კ------ ქ-------ისგან სესხის სახით მიიღო 36 000 აშშ დოლარი, სამი წლის ვადით წლიური საპროცენტო სარგებლით 24%. აპელანტის განმრტებით სესხის ხელშეკრულებას ხელს არ აწერს ა------– კ------ კ-------ი და პროცედურების გარეშე არის გაცემული. ამასთან, ვინაიდან სესხი არ იქნა დაბრუნებული აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების ზიანს, თუმცა ითხოვს არა სესხის დაბრუნებას, როემლის მოთხოვნაც უკვე ხანდაზმული იქნებოდა არამედ ზიანს. 2011 წლის 20 სექტემბრისათვის საზოგადოების დირექტორი იყო თავად გ------–აძე ხოლო პარტნიორები რ--------- ბ--------ა იყო 50% წილის მფლობელი, ა------–------- კ-------ი 40% წილის მფლობელი, ხოლო 10 % წილის მფლობელი გახდა რ---- ა-------ი. აპელანტის განმარტებით დ----- გ------–აძისათვის თანხის ამოღება უიმედოა, რადგან მას არა აქვს ქონება, საიდანაც მოხდება მისი ამოღება ამიტომ სთხოვს ზიანს დირექტორს და პარტნიორს. ამ დროსათვის საზოგადოების დირექტორი იყო თავად გ------–აძე. პალატა განმარტავს რომ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით ( ს.ფ.59 ტომი1) გამსესხებელია ფიზიკური პირები ბ--------ა და ქ-------ი, ხოლო მსესხებელი გ------–აძე; სესხის ხელშეკრულებით არ დგინდება რომ სესხი გაცემულია და გამსესხებელია საზოგადოება. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა საზოგადოების მიერ გ------–აძისათვის სესხად 36 000 აშშ დოლარის გადაცემას.

 

სესხის არსებობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ემუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას. სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; №ას-361-343-2015, 14.12. 2015) თუმცა სესხის დადგენის შემთხვევაშიც მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება არა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას არამედ სოლუდალური ზიანის ანაზღაურებას.

 

11. აპელანტის განმარტებით ბ--------ას ქმედებებით საზოგადოებას მიადგა ზიანი, რადგან, 2010 წლის 25 იანვრის პარტნიორთა კრებით, დ----- გ------–აძესა და რ--------- ბ--------ას მიერ გადაწყვეტილი იქნა, რომ 2008 წლის 04 დეკემბერს შპს „დ------- ჯ-------ასა“ და შპს „მ-------სი 2004“-ს შორის გაფორმებული სასესხო-საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დ------- ჯ-------ას“ მიერ მიღებული 100 000 აშშ დოლარის 6%-იანი წლიური სარგებლის დავალიანების დასაფარად, რ--------- ბ--------ა შპს „დ------- ჯ-------ას“ ასესხებდა 159 700 ლარს, რაზეც გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება 2010 წლის 26 იანვარს. პალატა განმარატვს რომ, სალაროს შემოსავლის ორდერით დადასტურებულია ბ--------ასაგან შპს „დ------- ჯ-------ას“ მიერ 159 000 ლარის მიღება, აგრეთვე სალაროს გასავლის ორდერით დასტურდება 179249,88 ლარის გაცემა ბ--------ას სასესხო დავალიანების სრულად დაფარვისათვის. (ს.ფ.32) შპს „მ-------სი 2004“-ის სალაროს შემოსავლის 2010 წლის 04 თებერვლის ორდერით დასტურდება 4839,88 ლარის ჩარიცხვა. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კომპანიას შპს „მ-------სის“ დავალიანება არ გააჩნდა. ტ.1. ს.ფ. 301-ზე განთავსებული გირავნობის ხელშეკრულების თანახმად და შპს „მ-------სი 2004“-ის დამფუძნებლის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ--–------ ფ------–-–---–მა მიიღო გადაწყვეტილება შპს „დ------- ჯ-------ას“ დაეხმაროს სს „თ----------იდან“ საგარანტიო წერილის მისაღებად, რისთვისაც შპს „მ-------სი 2004“-მა სს „თ----------ში“ პრილონგაცია გაუკეთა 2007 წლის 4 დეკემბრის ვადიან ანაბარის ხელშეკრულებას 365 სამუშაო დღის ვადით თანხით 120 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა გამოიყენოს შპს „დ------- ჯ-------ას“ სასარგებლოდ საგარანტიო წერილის გასაცემად. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმათან დაკავშირებით რომ, 2010 წლის 25 იანვრის პარტნიორთა კრებას ხელს არ აწერს იმ დროისათვის საზოგადოების 60 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს კ---------ი. პლატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენლი კრების ოქმზე, რომელიც არავის არ გაუსაჩივრებია და რომელშიც მითითებული რომ კრებას ესწრება შპს კ---------ის დირექტორი თ----- ნ-–-----ე (იხ. ს.ფ.295 ტომი1)

 

14. „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს – დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-6 პუნქტით დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საქმიანობის ზოგადი წესი და დადგენილია ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების აუცილებლობა, ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრეზუმფციიდან გამომდინარე, საზოგადოების საქმიანობის სათანადოდ გაძღოლის დადასტურების ტვირთი სწორედ დირექტორს ეკისრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ დირექტორის მტკიცების დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული მის წინააღმდეგ საზოგადოების მიერ აღძრული სარჩელის ბედი. დელიქტური პასუხისმგებლობის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს მოსარჩელის მიერ იმგვარი ფაქტების მითითება, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობას ქმნის. მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისას, დირექტორს ევალება, ამტკიცოს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიღებაში.უნდა განიმარტოს, რომ მატერიალური ზიანი ის რეალური, ფაქტობრივი დანაკლისი თუ ფასეულობის მქონე სიკეთის ბრალეული ხელყოფაა, რომლის არსებობაც დადასტურებას მოითხოვს, ზიანის, ანუ ფაქტობრივი დანაკლისის არსებობის დადასტურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის არარსებობის გარეშეც, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება მოპასუხის პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევს.

 

15. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომ პარტნიორის მოქმედებით მიადგა საზოგადოებას ზიანი ვერ დასტურდება ამასთან მოსარჩელე ვერ ადასტურებს პარტნიორების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილ სარჩელში იგი მხოლოდ განმარტავს, რომ, სესხად მოზიდული თანხებისგან დირექტორის, დ----- გ------–აძის მიერ დაფარული იქნა საზოგადოების ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. მოსარჩელის მხოლოდ ეს პოზიცია ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად იმ სადავო ფაქტის დასადაგენად, რომ მოპასუხეების ერთობლივი ქმედების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი. პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზემოაღნიშნულ ნორმეთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხეების ბრალეული ქმედებით მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, მით უფრო მაშინ როდესაც ვალდებულების შესრულებისთვის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად რ--------- ბ--------ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თ---–-----------–------------------------ იპოთეკით იქნა დატვირთული სს „ბ-------------ს“ სასარგებლოდ, რომელიც ამავე ვალდებულების შესასარულებდ მიექცა სარეალიზაციოდ. ამასთან არ დგინდება, არც დელიქტური ვალდებულების წარმოშობის მეორე კომპონენტის - მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოპასუხეების ერთობლივ ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის, რაც დელიქტური ვალდებულების წარმოშობის სავალდებულო პირობას წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში, არ ირკვევა, რომ შემოსავლის (დივიდენდის) მიუღებლობა, სესხების აღება სწორედ მოპასუხეების არამართლზომიერმა ქმედებამ ან უმოქმედობამ განაპირობა.

 

16. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ამდენად, აპელანტის მიერ დასახელებულ ზიანს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და დ----- გ------–აძესა და რ--------- ბ--------ას ქმედებას შორის, პალატის მოსაზრებით არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რის გამოც მოსარჩელეს საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე მხარისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვა.

 

17. აპელანტის მეორე სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეებზე ზიანის სახით 54 603.78 ევროს და 56 634 27 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, რომელიც აპელანტის განმარტებით, გამოიხატა კომპანიის ვალების გაუსტუმრებლობაში, რომელიც აღებული იყო სამეურნეო გაძღოლისათვის, რის გამოც საზოგადოებას მოუწია დამატებითი ვალების აღება წლიური 20%-იანი განაკვეთით, ხოლო მესამე სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 24 492.72 აშშ დოლარისა და 5000 ლარის გადახდა,რადგან მოპასუხეების მიერ კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არამიზნობრივად გატანის გამო მოსარჩელემ ვეღარ მოახერხა სს „ბ-------------ს“ წინაშე შეთანხმებული გრაფიკის შესრულება, რის გამოც შპს „დ------- ჯ-------ას“ სს „ქ------------თან“ 2011 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული მორიგების თანახმად დაერიცხა ჯარიმა 24,492.72 აშშ დოლარის და 5000 ლარის ოდენობით, ასევე სრულად დარჩენილი დავალიანების წლიური 36% ჯარიმის სახით. პალატა მიიჩნევს რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გამორიცხავს აპელანტის მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს მოპასუხეთა ქმედების შედეგად ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

შპს ”დ----- ფ--- გ-–-----–ი“-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, დაბრუნებას (ანაზღაურებას) არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ”დ----- ფ--- გ-–-----–ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ვანო წიკლაური /

 

/ეკატერინე ცისკარიძე/