განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001382070
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1289
5 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: ხ------- ჭ-----–--ე
წარმომადგენელი: დ----- ჩ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: სს ”ს------------ კ-------- ჯ----------–-----ი”
წარმომადგენელი: ლ--–- ბ-----–--ე
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის განმარტება:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ის” წარმომადგენელმა, მოპასუხე მხარედ ხ------- ჭ-----–--ე მიუთითა და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 15 307 ლარის დაკისრება ითხოვა.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–-------------, ქ.ბ------–-, ხ------- ჭ-----–--ე მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით R-------ს, რომელიც გადავიდა საპირისპირო მიმართულებაზე, რის გამოც მოახდინა შეჯახება მ------------------- ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან - სახელმწიფო ნომრით С------.
3. საპატრულო პოლიციის 2----–-–-------------- ელექტრონული საჯარიმო ქვითრით №----------- დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა ხ------- ჭ-----–--ე.
4. მ------------------- ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით С------ - დაზღვეული იყო სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ში”.
5. შპს ”ავტოექსპერტიზის” №-------- დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 15307 ლარი და აღნიშნული თანხა სრულად გადაერიცხა დამზღვევს.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
7. მოპასუხემ განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, ამასთან ხ------- ჭ-----–--ე, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით R------ - მოძრაობდა მთავარ გზაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ”-----ს მძღოლს ხ------- ჭ-----–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), კონკრეტული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
8. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებული იყო ავტომობილ მ-------------–-- მძღოლის ზ-------------- მიერ, ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა.
9. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საჯარიმო ქვითარი ამოწერა მის სახელზე, მაგრამ მოპასუხე თვლის, რომ მას არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიმართა ექსპერტებს, რომელთა დასკვნითაც დგინდება მოპასუხე ხ------- ჭ-----–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
10. რაც შეეხება საჯარიმო ქვითარს, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მან ჯარიმა ვადაში გადაიხადა იმ მიზნით, რომ ჯარიმის ოდენობა არ გაორმაგებულიყო.
11. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოპასუხე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
12. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. 2----–-–-------------, დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე, ქ. თ---–--–----------------------------- ქუჩების კვეთაში ერთმანეთს შეეჯახნენ კ----------------–--–-- მხრიდან მთავარ გზაზე მოძრავი ავტომობილი ”ბმვ” R--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ხ------- ჭ-----–--ე და ხ--------- ქუჩის მხრიდან მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი ავტომობილი ”--------------–------------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ-------------.
14. საპატრულო პოლიციის მიერ 2----–-–------------- გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №----------- რომლის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა ხ------- ჭ-----–--ე.
15. საპატრულო პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება ხ------- ჭ-----–--ეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში.
16. დადგენილი იქნა, რომ ”მ-------------–--” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------, რომელსაც მართავდა ზ-------------, დაზღვეული იყო სს ”ს----------------------- ჯ------------–-----ში”.
17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ/აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ”მ-------------–--” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------.
18. შპს ”ავტოექსპერტიზის” #-------- დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 15307 ლარი, რამელიც სრულად იქნა ანაზღაურებული ს---------------ომპანიის მიერ.
19. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ------- ჭ-----–--ემ მხოლოდ 2--- წლის 12 აგვისტოს მიმართა განცხადებით სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
20. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ხ------- ჭ-----–--ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტომობილ ”მ-------------–--” მძღოლის ზ-------------- ბრალით, რის გამოც მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
21. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის სქემის და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, რომელიც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია, დადგენილად მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ხ------- ჭ-----–--ე, რის გამოც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნა ს---------------ომპანიის მიერ.
22. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სახეზეა ყველა გარემოება რაც წარმოშობს მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით 15 307 ლარის დაკისრების ვალდებულებას და სარჩელი დააკმაყოფილა.
23. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ხ------- ჭ-----–--ის მიერ, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
24. აპელანტის განმარტებით: იმისათვის, რომ სახეზე არსებობდეს დელიქტის საფუძველზე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, აუცილებელია არსებობდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი.
25. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც თავის მხრივ იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზიანის ანაზღაურებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამდენად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობის პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც პირდაპირ იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლების დარღვევა.
26. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს: 1) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცალსახად გამორიცხავს ხ------- ჭ-----–--ის ბრალეულობას; 2) იგივე დასკვნა, ასევე ცალსახად გამორიცხავს მოპასუხის მიერ კანონის დარღვევას. ამგვარ ვითარებაში კი მოპასუხე მხარისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლის მოტივადაც სახელდება ის გარემოება, რომ ხ.ჭ-----–--ემ არ გაასაჩივრა ოქმი დაჯარიმების შესახებ - სრულიად არასწორი და კანონშეუსაბამოა. ოქმის გასაჩივრებისთვის საჭირო იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ხ------- ჭ-----–--ის არაბრალეულობას, თუმცა მისი მომზადება ვერ მოხდა შემჭიდრებულ ვადეში (ჯარიმის ქვითრის გასაჩივრებისთვის დადგენილ ერთ თვიან ვადაში). შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნის არასებობის გამო მოპასუხე მხარემ არ გაასაჩივრა დაჯარიმების ქვითარი. ექსპერტიზის დასკვნის მოსაპოვებლად კი მან მიმართა ჯერ უშუალოდ შსს-ს საექსპერტო-ტექტნიკურ დეპარტამენტს. ხოლო, მას შემდეგ, რაც მათ მიერ დასკვნა არ მომზადდა, 1--------- წელს ხ.ჭ-----–--ემ მიმართა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც დასკვნა მოამზადა 3 თვის შემდეგ.
27. აპელანტი მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში თავისი ბრალეულობა სრულიად გამოირიცხა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიერ. შესაბამისად სრულად გამართლებული პირისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც მხოლოდ ბრალეულობის შემთხვევაში უნდა იქნეს დაკისრებული - უსამართლობაა.
28. აპელანტმა ხ------- ჭ-----–--ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
29. სააპელაციო პალატამ შეამოწმა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა - განმარტებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომრის გადაწყვეტილება და სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
30. უდავოდ დადგენილია, რომ 2----–-–-------------, დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე, ქ. თ---–--–----------------------------- ქუჩების კვეთაში ერთმანეთს შეეჯახნენ კ----------------–--–-- მხრიდან მთავარ გზაზე მოძრავი ავტომობილი ”---- R--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ხ------- ჭ-----–--ე და ხ--------- ქუჩის მხრიდან მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი ავტომობილი ”--------------–------------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ-------------.
31. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ, 2----–-–------------- გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №----------- რომლის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა ხ------- ჭ-----–--ე. საპატრულო პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება ხ------- ჭ-----–--ეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში.
32. დადგენილია, რომ ”მ-------------–--” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------, რომელსაც მართავდა ზ-------------, დაზღვეული იყო სს ”ს----------------------- ჯ------------–-----ში”.
33. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ”მ-------------–--” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------.
34. შპს ”ავტოექსპერტიზის” №-------- დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 15307 ლარი.
35. საქმეში, ს.ფ. 19-ზე განთავსებული გადახდის ქვითრით დადგენილია, რომ 2--- წლის 08 აპრილს, ს---------------ომპანიის მიერ ზ--------------ათვის გადარიცხული იქნა 15307 ლარი.
36. მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 0------------ დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ”შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ”-----ს მძღოლს ხ------- ჭ-----–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; კონკრეტული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ავტომობილის ”მ-------------–--” მძღოლის ზ-------------- მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა (ს.ფ. 70).
37. დასკვნის თანახმად, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ”მ-------------–--” მძღოლმა ზ-------------მ, მოცემულ საგზაო სიტუაციაში თავისი მოქმედებით, კერძოდ არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორე ხარისხოვანი გზიდან მთავარი გზის გადაკვეთის მომენტში საფრთხე შეუქმნა მოძრაობაში მთავარ გზაზე მოძრავ ავტომობილ ”ბ----”, რითიც უგულებელყო ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რამაც განაპირობა კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა” (იხ. ექსპერტიზის დასკვნა გვ. 71);
38. საქმეში, ს.ფ. 15-ზე წარმოდგენილია თავად მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულება, საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, რომელიც სწორედ იმგვარად ასახავს შემთხვევის სურათს, რასაც ექსპერტი მიმოიხილავს თავის დასკვნაში.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ - ერთ სახეს.
40. საქმეზე წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 0------------ დასკვნის თანახმად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის გამოწვეული ხ------- ჭ-----–--ის ბრალით.
41. ხ------- ჭ-----–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად, სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად და ვერ დაეყრდნობა მას, იგი პალატის მოსაზრებით სრულიად არასაკარისი მტკიცებულებაა ს--------------–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, (რომელიც დეტალურად აღწერს ავტოსაგზაო შემთხვევას და აანალიზებს დამდგარ შედეგს) რაც თავის მხრივ სამოქალაქო საქმეთა პალატას აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ”ბ----” მარკის ავტომანქანის მძღოლის, ხ------- ჭ-----–--ის ქმედებას არ გამოუწვევია დამდგარი შედეგი, შესაბამისად ზ--------------ათვის ზიანის მიყენება.
42. ამასთან სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დაჯარიმების ოქმს სასამართლო პრეიუდიციულ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს გარკვეული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.
43. სხვა შემთხვევაში კი მხარე ვალდებულია გარკვეული ფაქტების დასადასტურებლად წარადგინოს გარკვეული მტკიცებულებები. რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ, ხ------- ჭ-----–--ემ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით შეძლო.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად: თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
46. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად: ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. 105-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
47. ზემოთაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ექსპერტთა დასკვნის შეფასებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ ”ბ----” მძღოლის ხ------- ჭ-----–--ის მოქმედება შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მოცემულ საგზაო სიტუაციაში ხ------- ჭ-----–--ეს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. რაც საკმარისია იმისათვის რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ--------------ათვის ზიანის მიყენება არ გამოუწვევია ხ------- ჭ-----–--ის ქმედებას.
48. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.
49. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება პირს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ამ მოქმედების განმახორციელებელ პირს მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში ეს ყოველივე კი წარმოადგენს საკმარის საფუძველს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის.
50. იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ხ------- ჭ-----–--ეს არ მიუძღვის ბრალი, პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ის” მოთხოვნა ხ------- ჭ-----–--ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ხ------- ჭ-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება
3. სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ის” სარჩელი ხ------- ჭ-----–--ის მიმართ, თანხის 15 307 ლარის დაკისრების მოთხოვნით -არ დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს სს ”ს------------ კ-------- ჯ------------–-----ს” ხ------- ჭ-----–--ის სასარგებლოდ 613 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე