განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114682371
საქმე №2ბ/5363-15
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
26 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) – და---------------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი)_ სს „სა-------------------------------------–-----ი“
თავდაპირველი მოპასუხე - ვა----------------–-ა
დავის საგანი _ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით და--------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------ას მიერ 2----–-–------------------ს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #4---- აქტში მითითებული ნივთები: ა) ”T--”-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი; ბ) ,,L-”-ის ფირმის შავი პატარა ტელევიზორი; გ) ,,VE----”-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა; დ) ,,S------”-ის ფირმის ნაცრისფერი მაცივარი; ე) ნაჭრის რბილი ორეული; ვ) ,,LU---L”-ის ფირმის ელექტრო ღუმელი.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „სა-------------------------------------–-----ი“-ს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „სა-------------------------------------–-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - და---------------–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა და---------------–-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება.
საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
მართალია, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე ჰყავდა ადვოკატი, რისთვისაც გადახდილი ჰქონდა შესაბამისი ანაზღაურება, რომელსაც დანიშნულ დროზე სასამართლო სხდომაზე გამოცხადება დაავიწყდა. თავად პირადი ავტომანქანით გაემგზავრა სასამართლო სხდომაზე დასასწრებად, მაგრამ გზაში ავტომანქანა მწყობრიდან გამოვიდა და როდესაც შეძლო მისი შეკეთება უკვე დაგვიანებული იყო, სასამართლოში მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოგებული ჰქონდა პროცესი მის ინტერესს წარმოადგენდა სააპელაციო სხდომაზე დასწრება, თუმცა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, რადგან ავტომანქანას ვერ მიატოვებდა.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2----–-–------------------------- საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - და--------------–-ა, რის გამოც აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ და--------------–-ას სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობა საპროცესო კოდექსის 79-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინების გზით, მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხდებლობის სამართლებრივი შედგები.
საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მართალია სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა მის ადვოკატს სხდომის შესახებ აღარ ახსოვდა, ხოლო თავად პირადი ავტომანქანით შეეცადა სასამართლო სხდომაზე დასასწრებად წასვლა, მაგრამ გზაში ავტომანქანა მწყობრიდან გამოვიდა, როდესაც შეძლო მისი შეკეთება უკვე დაგვიანებული იყო, სასამართლოში მისვლას აზრი აღარ ჰქონდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მართალია, არსებობს მხარის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდი, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე დაყრდნობით (მხარეს სურს პროცესის გაგრძელება და ზოგჯერ აქვს წარმატების სერიოზული პერსპექტივა) გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. აუცილებელია ობიექტური საფუძველი - მტკიცებულებით დადასტურებული გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს, რომ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. მოცემულ შემთხევვაში, მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარის სასამართლოში გამოუცხადბელობის მიზეზად მითითებული გარემოება. ასევე არ არის მითითებული და დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის სასამარტლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამიტომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 236-ე, 237-ე, 230-ე; 372-ე, 387-ე; 391-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და---------------–-ას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური