განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2018
საქმის ნომერი
010100117002216239
ინსტანცია
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002216239

(1/ბ-234-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ პაატა ცეცხლაძის,ადვოკატ- სოლომონ კოჩალიძის,მსჯავრდებულ - რ--------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------------–--------------ის მიმართ, პირადი №6----------, დაბადებული 1--- წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ბ------ი, შ--–---ის ქ.№29, ბინა №18,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ--------------ემ ჩაიდინა: გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

სრულწლოვანმა რ--------------ემ 2017 წლის 14 მაისს დღის საათებში, ქ.ბ------ში, შ--–---ის ქ. №29 მდებარე სახლის ეზოში არსებულ სააბაზანოში მოტყუებით შეიყვანა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ლ--------–----ე და ძალადობის გარეშე მასთან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ ხელით ეხებოდა მას სასქესო ორგანოზე.

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენით რ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 03 (სამი) წელი და 04 (თვე) თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.

რ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2017 წლის 09 ნოემბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი პაატა ცეცხლაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენში და რ--------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება. კერძოდ, ის რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა 8 წლის მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, წარსულში გასამართლებულია ანალოგიური დანაშაულისათვის და სასამართლომ დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რითაც ვერ მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

აპელანტი - მსჯავრდებული რ--------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და რ--------------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. არის 64 წლის მოხუცებული. ადრე გადატანილი აქვს მძიმე დავადება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორს პაატა ცეცხლაძეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ რ--------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს სოლომონ კოჩალიძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ--------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ლ--------–----ის, ლ---------–----ის, ი------–-----ის, რ--------------ის, ი-------------ის, თ--------------ის, ნ-----------ის, თ---------–--ის, მ----------–--–---–ის, ე-------------------ის, ლ-----–-------–---ას, მ--------–--ის ჩვენებებით, სასამართლო ფსიქიატრიულ- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ--------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ რ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მას განესაზღვრა სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მინიმალური სასჯელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი რ--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ რ--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სოლომონ კოჩალიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ---------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 03 (სამი) წელი და 04 (თვე) თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ რ--------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

რ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ნოემბრიდან .

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოდან“ ამოღებული ავადმყოფობის ისტორიის და სამედიცინო ბარათის ასლები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე