განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
330210015001033301
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001033301

საქმე №2ბ/2050-2016

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - მ------- ქ-----–---–ი

წარმომადგენელი - გ------- ვ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ--–--ი’’

წარმომადგენელი - თ----- ხ-------ია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - დავალიანების თანხის დაკისრება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------- ქ-----–---–ს, სს ,,თ--–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2 580.78 ლარის ანაზღაურება.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მ------- ქ-----–---–ი და სს "თ--–--ი" იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სს "თ--–--ი" მ------- ქ-----–---–ს აწვდიდა ელექტროენერგიას, რომელიც იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის განმარტება (სხდომის ოქმი)

- მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმი )

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ 14-15)

- სს „თ--–--ის“ 13.11.2015 წლის წერილი (ს.ფ 56-57)

-ს----------–-----------------------–---–------------------------–----------- 04.11.2015 წლის წერილი (ს.ფ. 43-44)

 

2.3. მ------- ქ-----–---–ის დავალიანება სს „თ--–--ის“ მიმართ შეადგენს 2580.78 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ 14-15)

- სს „თ--–--ის“ 13.11.2015 წლის წერილი (ს.ფ56-57)

- ს----------–------------------------–---–------------------------–----------- 04.11.2015წ წერილი (ს.ფ.43-44)

- მოსარჩელის განმარტება

 

2.4. სს „თ--–--ის“ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებზე, რომლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს 2000-2015 წლებში წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის კანონიერების საკითხი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ მ------- ქ-----–---–ი პერიოდულად ახორციელებდა ელექტროენერგიის დავალიანების თანხის გადახდას და გადახდებით ადასტურებდა ვალდებულების არსებობას. აღნიშნულის შედეგი, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა და ხანდაზმულობის ახალი ვადის ათვლა. მოპასუხის მიერ დავალიანების თანხის გადახდების გათვალისწინებით, კი სარჩელი არ არის ხანდაზმული. უნდა აღინიშნოს, რომ მ------- ქ-----–---–ის დავალიანების ნაწილობრივი შესრულება ვაუჩერის მეშვეობითაც ხორციელდებოდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ს----------–-----------------------–---–------------------------–-------–------------–------------------–-–------------------------------–---------ით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

 

ამავე წესების’’ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. განხილვის საგანს წარმოადგენდა 2000 წლიდან 2015 წლის ჩათვლით აბონენტზე #------- დარიცხული დავალიანების ლარის გადახდის ვალდებულების კანონიერების საკითხი.

 

დადგენილია, რომ სს ”თ--–--ი” აწვდიდა მოპასუხეს ელექტროენერგიას, ხოლო მომხმარებელი მ------- ქ-----–---–ი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ს----------–-----------------------–---–------------------------–-------–------------–-----------------–-–----------------------------------–-------- -ით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესაბამისად, 16-ე მუხლის შესაბამისად, ღია (საჯარო) ინფორმაცია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს აბონენტის ბრუნვის ისტორია. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება;

 

ამდენად, საამართლომ განმრტა, რომ ს------ დადგენილების აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, აბონენტის ბრუნვის ისტორია წარმოადგენს ოფიციალურ ღია დოკუმენტს და მისი მონაცემები უტყუარია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება საქმეში არსებულ აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე ბეჭდის და ხელმოწერის არ არსებობის გამო მისი მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის მოსაზრება, რომ თითქოს მ------- ქ-----–---–ი არ წარმოადგენს აბონენტს, რადგანაც აბონენტის რეგისტრაციის მისამართზე მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისი, ტ-------–-–----------------------------- თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მ------- ქ-----–---–ი. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, #------- აბონენტის, მ------- ქ-----–---–ი, მისამართია ქ. თბილისი, ტ-------–-.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------------------- წლის წერილით ირკვევა, რომ მ------- ქ-----–---–მა მოითხოვა დავალიანების კორექტირება ხანდაზმულობის საფუძვლით. მოპასუხის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიერ ვალდებულების აღიარებას და საქმის სხვა გარემოებებთან ერთად, ეს გარემოებაც, ადასტურებს, რომ განსახილველი სარჩელის სათანადო მოპასუხე სწორედ მ------- ქ-----–---–ია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია და საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–-----------------–-–-----------------------------–---------ით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” 7-ე პუნქტით დადგენილი რეგულაციის საწინააღმდეგო მდგომარეობა, რის გამოც მოპასუხის მითითებული პოზიცია უსაფუძვლოა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოშობილი აქვთ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები. დადგენილია, რომ სს „თ--–--მა“ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა, მოპასუხემ მიიღო შესრულება, ამასთან მან არაჯეროვნად შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი აქვს მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დადგინდა ვერანაირი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან არ იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსამართლის მიერ არასწორად გაზიარებულ აბონენტის ბრუნვის ისტორიაში წერია, რომ მ------- ქ-----–---–ის დავალიანება დადგენილია 1980 წლიდან, თუმცა მ------- ქ-----–---–ი აბონენტად ამ პერიოდისათვის და 2015 წლამდე საერთოდ არ ფიქსირდება აბონენტად, ასევე აბონენტის ბრუნვის ცხრილში მოცემულია, რომ არსებობდა უმრიცხველო დარიცხვები, გაურკვეველია ვის ან როგორ აღრიცხავდნენ უმრიცხველო პერიოდში, მაშინ როდესაც მ------- ქ-----–---–ი ამ მისამართზე არ ცხოვრობდა. აპელანტის მითითებით, მოსამართლე არასწორად დაეყრდნო ს------ 2015 წლის 4 ნოემბრის წერილს რადგან მ------- ქ-----–---–ი სწორედ ხანდაზმულ არასწორად დარიცხულ დავალიანებას აპროტესტებდა ეს ვალის აღიარებად ვერანაირად ვერ იქნება განხილული. ამასთან აპელანტის აღნიშვნით, უნდა არსებობდეს მრიცხველის მოხსნა-დადგმის აქტები, საიდანაც გამოჩნდებოდა თუ ვინ იყო ამ დროისათვის აბონენტი, რაც სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

 

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილება მთლიანად დაუსაბუთებელია ან უნდა გაუქმდეს მოსამართლე ვერ დაადგენდა ვერანაირ ფაქტობრივ გარემოებას და არც დაუდგენია, რადგან არ იქნა გამოკვლეული ისინი. აპელანტმა მიუთითა სსსკ-ის 102 და 105-ე მუხლებზე (იხ. სააპელაციო საჩივარი) და განმარტა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი მ------- ქ-----–---–ისათვის თანხის დაკისრებისა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა სს ,,თ--–--ის’’ მიმართ მხარეს, იმ პერიოდის გადასახადებზე, რომლებსაც თ--–--ი უთითებს. ამავე დროს თუ ის მხარედ იქნა მიჩნეული ძველი პერიოდის გადასახდელებზე, მაშინ მისი დავალიენება მაინც ხანდაზმულია, რადგამ მას ვალი არ უღიარებია, პირიქით სულ აპროტესტებდა და ითხოვდა გაუქმებულიყო უკანონოდ დარიცხული დავალიანება. ვერანაირი მტკიცებულებებით ვერ დგინდება მის მიერ ელექტროენერგიის გახარჯვის ფაქტი, არც ერთი ქვითარი არაა წარმოდგენილი საქმეში, რომ მას თუნდაც ერთხელ გადაესდაოს ელექტროენერგიის საფასური აღნიშნულ მისამართზე. არც მისი აბონენტად აყვანის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს და არც მის მიერ დაწერილი განცხადება და სს ,,თ--–--თან’’ დადებული დაკვირვების ხელშეკრულება. (იხ. სააპელაციო საჩივარი ტომი 1. ს.ფ. 74-90).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებას

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------- ქ-----–---–ი და სს "თ--–--ი" იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სს "თ--–--ი" მ------- ქ-----–---–ს აწვდიდა ელექტროენერგიას, რომელიც იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

 

4.2. მოსარჩელის კუთვნილ ფართში განთავსებულია სს „თ--–--ის“ მრიცხველი, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 0------ და მის სააბონენტო ბარათზე დავალიანების სახით ირიცხება 2592.70 ლარი,4.3. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით სს ,,თ--–--ი’’ ითხოვს მ------- ქ-----–---–ს, სს ,,თ--–--ის” სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების 2580.70 ლარის გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიისა კვლევის საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მრიცხველზე დარიცხული ელექტროენერგიის დავალიანება, შეადგენდა 2592.70 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა თანხის ოდენობა და განისაზღვრა 2 580.78 ლარით.

 

4.4. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სამფაზიან მრიცხველზე (N 3------) დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულება გადახდილი და აბონენტად არ ირიცხებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მ------- ქ-----–---–ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის ფაქტს, თუმცა, მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

4.5. აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ მ------- ქ-----–---–ი პერიოდულად ახორციელებდა ელექტროენერგიის დავალიანების თანხის გადახდას და გადახდებით ადასტურებდა ვალდებულების არსებობას.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენლია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „თ--–--ს“ ევალებოდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო მ------- ქ-----–---–ს - მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

 

სა---------–-----------------------–---–------------------------–-------–------------–-----------------–-–-----------------------------–--------ით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მრიცხველზე (N0------) დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულება გადახდილი აქვს და ის აბონენტად არ ირიცხებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

4.7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ, ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებობს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხილვის საგანს წარმოადგენს 2000 წლიდან 2015 წლის ჩათვლით აბონენტზე #------- დარიცხული დავალიანების ლარის გადახდის ვალდებულების კანონიერების საკითხი. სასამართლოს მიერ დადგენილი 4.5. ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. კერძოდ, აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ მ------- ქ-----–---–ი პერიოდულად ახორციელებდა ელექტროენერგიის დავალიანების თანხის გადახდას (იხ. ტომი 1, ს.ფ. 14-15). შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. მ------- ქ-----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 150 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველის უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუტებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში.

 

5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო განჩინების გამოცხადებას, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბარონ განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე