განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
330210016001395242
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001395242

საქმე №2ბ/5592-2017

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, _ ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - თ----- ვ-------–---–ი

წარმომადგენელი - ი--- მ---–--ე

 

II. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ზ---- წ------–---–ი

წარმომადგენელი - ც------ ფ----------ე

 

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტ თ----- ვ-------–---–ის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ ზ---- წ------–---–ის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ვ-------–---–ის (პირადი №1----------) სარჩელი ზ---- წ------–---–ის (პირადი №0----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ მოთხოვნით. გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილებით ზ---- წ------–---–ისათვის (პირადი №0----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისრა ზ---- წ------–---–ს (პირადი №0-----------) ლ---- წ------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------ს) ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 14 ივნისს) 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. თ----- ვ-------–---–ი და ზ---- წ------–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.2. არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. თ----- ვ-------–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი. მოსარჩელის მეუღლე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.3. მოსარჩელე თ----- ვ-------–---–ი დასაქმებულია შპს ,,მ-----–---------–------------–---------–---------------------------------–----აში“ ლ----------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.4. არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ი 2017 წლის 3 იანვრიდან ირიცხება საკალთბურთო სკოლაში ,,მ-----“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. გუნდი მონაწილეობას იღებს შეჯიბრებებში, რის გამოც უწევს ფორმის შეძენა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული; არასრულწლოვანი ასევე ირიცხება ინგლისურის, ქართულის და მათემატიკის შემსწავლელ წრეებზე;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).

-კავშირი ,,პროფესიული საკალათბურთო კლუბი მ-----“-ს მიერ 2017 წლის 22 ივნისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 103);

 

2.5. არასრულწლოვან ლ---- წ------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ბ------------–-------ა, რის გამოც პერიოდულად საჭიროებს ექიმთან კონსლტაციას და შესაბამის მკურნალობას;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. თ----- ვ-------–---–ს და ზ---- წ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------ს შეეძინათ შვილი ლ---- წ------–---–ი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-წყნეთის გამგეობის მიერ 2003 წლის 16 მაისს გაცემული დაბადების მოწმობა ნკ N------, აქტის ჩანაწერი Nნკ 0------ (ს.ფ. 12).

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ---- წ------–---–ს თ----- ვ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------ს დაბადებული ლ---- წ------–---–ის რჩენა -აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით 2011 წლის 12 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე; აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ს.ფ. 15-21);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი, საქმე N--------- (ს.ფ. 14).

 

2.8. მოპასუხე ზ---- წ------–---–ი 2016 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით დასაქმებული იყო საქართველოს შ-------------–--------–-–------------------------------------------------–----–--------------–-----------------------------–--ში და მითითებულ პერიოდში მისი ყოველთვიური დარიცხული შემოსავალი (ხელფასი, პრემია) შეადგენდა 774.41 ლარს, თებერვლის თვეში - 874,41 ლარს, მარტის თვეში - 748.37 ლარს, აპრილის თვეში - 512.79 ლარს; ზ---- წ------–---–ი 2016 წლის მაისის თვიდან მუშაობს ს----------–------–---------------------------------------–----------–-–--------------------------–-------–----------------–--ში. მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს: 2016 წლის მაისის თვეში - 1619.2 ლარს, ივნისის თვეში - 1214.4 ლარს, ივლისის თვეში - 1214.4 ლარს;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს ქ-------–-----------------–--- მიერ 2016 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობა N------------------ (ს.ფ.58);

-საქართველოს შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს ქ-------–-----------------–--- იურიდიული სამსახურის 2016 წლის 26 ივლისის მიმართვა N M-------------- (ს.ფ. 59);

-საქართველოს შსს ქ-------–---------–-–--------------------- 2016 წლის 02 აგვისტოს მიმართვა N M----------------, დანართი (ს.ფ. 63-64);

-საქართველოს შსს ს---------–--------–-–------------------------------------------------–----–--------------–------------------------------–--ს 2016 წლის 08 აპრილს გაცემული ცნობა N8----- (ს.ფ. 22);

 

2.9. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ვ-–-----–----–---------------------------–---------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ---- წ------–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 30.10.2012 წელი; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე გარდაბანი, სოფელი თ--–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ---- წ------–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 01.11.2012 წელი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს მომზადებული ამონაწერი (ს.ფ. 11);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 05 ნოემბერს მომზადებული ამონაწერი (ს.ფ. 23).

 

2.10. მოსარჩლე თ----- ვ-------–---–ი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ ყოველთვიურად საცხოვრებელი ბინის ქირის სახით თანხის გადახდის ფაქტი. მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ის ინგლისურის, მათემატიკის და ქართულის წრეებზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ მიუთით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ თ----- ვ-------–---–ს და ზ---- წ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–---------ს შეეძინათ შვილი ლ---- წ------–---–ი (3.2.1). მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას (3.1.1).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ---- წ------–---–ს თ----- ვ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2003 წლის 2 მაისს დაბადებული ლ---- წ------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით 2011 წლის 12 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 26 სექტემბერს. (3.2.2).

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. თ----- ვ-------–---–ი საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელის მეუღლე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი (3.1.2). მოსარჩელე თ----- ვ-------–---–ი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ ყოველთვიურად საცხოვრებელი ბინის ქირის სახით თანხის გადახდის ფაქტი (3.2.5).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ი 2017 წლის 03 იანვრიდან ირიცხება საკალთბურთო სკოლაში ,,მ-----“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. გუნდი მონაწილეობას იღებს შეჯიბრებებში, რის გამოც უწევს ფორმის შეძენა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული; არასრულწლოვანი ასევე ირიცხება ინგლისურის, ქართულის და მათემატიკის შემსწავლელ წრეებზე. მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ის ინგლისურის, მათემატიკის და ქართულის წრეებზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას (3.1.4., 3.2.5).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- ვ-------–---–ი დასაქმებულია შპს ,,მ-----–---------–------------–---------–-------------------------------–-----ში“ ლ----------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდნეობის განსაზღვრის შემდეგ, მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეის მდგომარეობით მოპასუხე დასაქმებულია და გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე ზ---- წ------–---–ი 2016 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით დასაქმებული იყო საქართველოს შ-------------–--------–-–------------------------------------------------–----–--------------–-----------------------------–--ში და მითითებულ პერიოდში მისი ყოველთვიური დარიცხული შემოსავალი (ხელფასი, პრემია) შეადგენდა 774.41 ლარს, თებერვლის თვეში - 874,41 ლარს, მარტის თვეში - 748.37 ლარს, აპრილის თვეში - 512.79 ლარს. ზ---- წ------–---–ი 2016 წლის მაისის თვიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–----------–-–--------------------------–-------–----------------–--ში. მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს: 2016 წლის მაისის თვეში - 1619.2 ლარს, ივნისის თვეში - 1214.4 ლარს, ივლისის თვეში - 1214.4 ლარს (3.2.3). მოპასუხე ზ---- წ------–---–ი სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ორი უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე 1. თბილისი, ვ-–----–----–---------------------------–---------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------. 2. გარდაბანი, სოფელი თ--–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8----------- (3.2.4).

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. გადაწყვეტილებით უკვე განსაზვრული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მსჯელობისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ ის გარემოება, რამდენად გაუმჯობესდა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, არამედ გასათვალისწინებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩენი პირის ასაკის ზრდასთან ერთად მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არასრულწლოვანის მოთხოვნილებები. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის თანხა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, მისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე, და თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა საკმარისია ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ეს თანხა სრულად არ უნდა გადახდეს მოპასუხეს. იგი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მხარეთა შორის. ბავშვის რჩენის მშობელთა თანაბრობის პრინციპს კი სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მხარეთა მატერიალური/ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ს ასაკი და ასევე ის გარემოება, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ პერიოდში შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა, ასევე, გაიზარდა ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

სასამართლომ მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლომ გაიზიარა მოტივაცია ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში მიიღო სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 11.07.2017წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2016 წლის ივნისის თვისათვის - 139.1 ლარს ივლისის თვისათვის - 138.7 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 138.2 ლარს, სექტემბრის თვისათვის - 139.3 ლარს, ოქტომბრის თვისათვის - 141.8 ლარს, ნოემბრის თვისათის - 142.9 ლარს, დეკემბრის თვისათვის - 143.1 ლარს და 2017 წლის იანვრის თვისათვის - 147.3 ლარს, თებერვლის თვისათვის - 148.9 ლარს, მარტის თვისათვის - 150.3 ლარს, აპრილის თვისათვის - 151.3 ლარს, მაისის თვისათვის - 153.5 ლარს, ივნისის თვისათვის - 154.4 ლარს. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომაორებისა და ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლო განჩინებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 14 ივნისიდან, უნდა განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. თ----- ვ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, 2016 წლის 11 ივნისს სასამართლომ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ზ---- წ------–---–ის მატერიალური მდგომარეობა თ----- ვ-------–---–თან განქორწინების შემდგომ საგრძნობლად გაუმჯობესდა. შეიძინა ორი უძრავი ქონება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ერთვის სარჩელს. ასვე გაუმჯობესდა სამსახურებრივი მდგომარეობა, კერძოდ, საგრძნობლად მოიმატა ხელფასის ოდენობამ, რომელიც შეადგენს 1.600 ლარს. მოპასუხე მხარე არავითარ ყურადღებას არ აქცევს მის შვილს, იხდის მხოლოდ 100 ლარს ყოველთვიურად, რაც 13 წლის მოზარდისთვის საკმარისი არ არის. აპელანტის მითითებით მოზარდი დადის კალათბურთის, ინგლისურის და ქართული ენის წრეებზე, რომელთა გადასახადიც ჯამში ყოველთვიურად შეადგენს 250 ლარს. აპელანტი აღნიშნავს, რომ ბავშვს ესაჭიროება ყოველდღიური მოხმარების ნივთები. მისივე განმარტებით, თ----- ვ-------–---–ი მუშაობს ი-----------ს კლინიკაში ლ----------ად, მისი ხელფასის ოდენობა შეადგენს 700 ლარს. თ----- ვ-------–---–ი მეორე ოჯახთან ცხოვრობს ქირით, იხდის ქირის საფასურს თვეში 300 ლარს. მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მეორე ოჯახის შექმნის შედეგად ჰყავს დადის კერძო ბაღში, სადაც ყოველთვიურ გადასახადს შეადგენს 250 ლარი. აპელანტის წარმომადგენლის განცხადებით, თ----- ვ-------–---–ის მეუღლე უმუშევარია და იმყოფება მეუღლის კმაყოფაზე. აპელანტის შემოსავალი განაწილებულია საბავშვო ბაღზე და სახლის ქირაზე. ლ---- წ------–---–ის გადასახადებზე მას თანხა აღარ რჩება. აპელანტს ფინანსურად ეხმარებიან მისი მშობლები. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, კანონით არასრულწლოვნის წარმომადგენელი არის როგორც დედა ასევე, მამა. მშობლები ვალდებულნი არიან იზრუნონ შვილის კეთილდღეობაზე, სულიერ სიმშვიდეზე, რასაც მოპასუხე მხარე არ ასრულებს. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, გადაწყვეტილება, რომელსაც ასაჩივრებს აპელანტი არის უსამართლო არასრულწლოვანი შვილის მიმართ, ვინაიდან წარმოუდგენელია 13 წლის მოზარდისთვის ყოველთვიურად 250 ლარის საკმარის ოდენობად მიჩნევა.

 

ზ---- წ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, რადგან მოსამართლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქმის ქვემდებარეობა და განსჯადობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ----- ვ-------–---–ისა და ზ---- წ------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.11. პუნქტები).

 

4.2. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.3. თ----- ვ-------–---–ს და ზ---- წ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------ს შეეძინათ შვილი ლ---- წ------–---–ი;

 

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ---- წ------–---–ს თ----- ვ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------ს დაბადებული ლ---- წ------–---–ის რჩენა -აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით 2011 წლის 12 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე; აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

 

4.5. მოსარჩელე თ----- ვ-------–---–ი დასაქმებულია შპს ,,მ-----–---------–------------–----------–---------------------------------–----აში“ ლ----------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს;

 

4.6. არასრულწლოვანი ლ---- წ------–---–ი 2017 წლის 3 იანვრიდან ირიცხება საკალთბურთო სკოლაში ,,მ-----“, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს. გუნდი მონაწილეობას იღებს შეჯიბრებებში, რის გამოც უწევს ფორმის შეძენა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული; არასრულწლოვანი ასევე ირიცხება ინგლისურის ქართულის და მათემატიკის შემსწავლელ წრეებზე;

 

4.7. არასრულწლოვან ლ---- წ------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ბ------------–-------ა, რის გამოც პერიოდულად საჭიროებს ექიმთან კონსლტაციას და შესაბამის მკურნალობას;

 

4.8. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ---- წ------–---–ი 2016 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით დასაქმებული იყო საქართველოს შ-------------–--------–-–------------------------------------------------–----–--------------–-----------------------------–--ში და მითითებულ პერიოდში მისი ყოველთვიური დარიცხული შემოსავალი (ხელფასი, პრემია) შეადგენდა 774.41 ლარს, თებერვლის თვეში - 874,41 ლარს, მარტის თვეში - 748.37 ლარს, აპრილის თვეში - 512.79 ლარს; ზ---- წ------–---–ი 2016 წლის მაისის თვიდან მუშაობს ს----------–------–---------------------------------------–----------–-–--------------------------–-------–----------------–--ში. მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს: 2016 წლის მაისის თვეში - 1619.2 ლარს, ივნისის თვეში - 1214.4 ლარს, ივლისის თვეში - 1214.4 ლარს;

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

 

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დგინდება, რომ აპელანტის ყოველთვიური ანაზღაურება 700 ლარს შეადგენს.

 

მეორე მხრივ, ასევე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ მეორე აპელანტი -ზ---- წ------–---–ი 2016 წლის მაისის თვიდან მუშაობს ს----------–------–---------------------------------------–----------–-–--------------------------–-------–----------------–--ში. მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს: 2016 წლის მაისის თვეში - 1619.2 ლარს, ივნისის თვეში - 1214.4 ლარს, ივლისის თვეში - 1214.4 ლარს;

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, აპელანტმა განმარტა, რომ ყოველთვიური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის თანხა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, მისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მშობლებს თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე, და თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა საკმარისია ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ეს თანხა სრულად არ უნდა გადახდეს მოპასუხეს. იგი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მხარეთა შორის. ბავშვის რჩენის მშობელთა თანაბრობის პრინციპს კი სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მხარეთა მატერიალური/ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. ბავშვის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, კერძოდ, დადგენილია, რომ ბავშვი არის - 13 წლის, რომლის ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. შესაბამისად ზემოაღნიშნულისა პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტ თ----- ვ-------–---–ის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე არ იზიარებს აპელანტ ზ---- წ------–---–ის პრეტენზიას ალიმენტის შემცირებასთნ დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის საუკეთესოს ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, 250 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი თ----- ვ-------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო აპელანტ ზ---- წ------–---–ის მიერ გადახდილი სახდელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ----- ვ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ზ---- წ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

 

4. ზ---- წ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 75 ლარის ოდენობით;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო განჩინების გამოცხადებას, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სსსკ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე