განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
330210016001355044
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001355044

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3969-17 “17” აპრილი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები თამარ ალანია ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - ალ---------ე კა-----–--ე ზ------ გ--------–--- ბ---ა ლო-----ე პ----- კ------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ გამყოფი კედლის დემონტაჟი

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ბ---ა ლო-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ალ---------ე კა-----–--ეს დაევალა ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ.#7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე #01------------------------ საკადასტრო

კოდისა და # 01--------------------2 საკადასტრო კოდის მქონე ფართების გამყოფი

კედლის დემონტაჟი;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის მდებარე #1 კორპუსში მდებარე #01---------------------500 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 123,68 კვ.მ. რეგისტრირებული იყო ალ---------ე კა-----–--ისა და ბ---ა ლო-----ის საკუთრებად. 2.2. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2/ჩი-------ს ქ. #7 მისამართზე მდებარე #01---------------------502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 61,84 კვ.მ. წარმოადგენს ალ---------ე კა-----–--ის საკუთრებას. 2.3. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2/ჩი-------ს ქ. #7 მისამართზე მდებარე #01------------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 61,84 კვ.მ. წარმოადგენს ბ---ა ლო-----ის საკუთრებას. 2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 27 ივლისს შედგენილი #5--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე ბ---ა ლო-----ის საკუთრებაში არსებულ ფართს და იმავე მისამართზე მდებარე ალ---------ე კა-----–--ის საკუთრებაში არსებულ ფართს დღეის მდგომარეობით ერთმანეთისგან მიჯნავს მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხარი. 2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს შედგენილი #5--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე ბ---ა ლო-----ის საკუთრებაში არსებული ფართი შეადგენს 52,03 კვ.მ.-ს. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.6. საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმე ე-–--- ქა-------–-–---–-ს ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის სადავო გარემოება, რომ ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე ამჟამად მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართები თავდაპირველად წარმოადგენდა ერთ მთლიან ნივთს, რომელიც იყო ბ---ა ლო-----ისა და ალ---------ე კა-----–--ის თანასაკუთრების საგანი. მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდა ამ ორი ფართის გამიჯვნა და საჯარო რეესტრშ მათი ორ დამოუკიდებელ ფართად რეგისტრაცია. უძრავი ქონების გამიჯვნა უნდა განხორციელებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი შპს „V------------”-ს მიერ შედგენილი გამიჯვნის ნახაზის შესაბამისად. თითოეულის კუთვნილი ფართის მოცულობა შეადგენდა 61,84 კვ.მ.-ს. თუმცა მოპასუხე ალ---------ე კა-----–--ის მიერ აშენებული ტიხრის შედეგად, შემცირდა ბ---ა ლო-----ის კუთვნილი ფართი და დღეისათვის მის ფაქტობრივ მფლობელობაში 52,03 კვ.მ.-ია. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ მოპასუხე ალ---------ე ლო-----ის მიერ მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხრის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი ფართის მოცულობის შემცირება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. 2.8. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ---ა ლო-----ის საკუთრებაში არსებული ფართის მოცულობა შემცირდა მოპასუხე ალ---------ე კა-----–--ის მიერ მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხრის საფუძველზე. შესაბამისად, აშკარაა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლა, რაც გამოიხატა სწორედ არასწორი ფორმის ტიხრის მოწყობაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის უფლებების დარღვევას, მისი ქმედება განიხილება უკანონო მოქმედებად, მოსარჩელის უფლების, მისგან გამომდინარე ლეგიტიმური შესაძლებლობის ხელყოფად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები: 3.1. სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ბ---ა ლო-----ის და ალ---------ე კა-----–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფა მოხდა მოპასუხე ალ---------ე კა-----–--ის მიერ, მაშინ როცა გამყოფი ტიხარი მოეწყო ბ---ა ლო-----ის წარმომადგენლის მ------ კო---–--ის მიერ.

3.2. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ თაბაშირ-მუყაოს კედელმა გამოიწვია მოსარჩელის ფართის შემცირება. სასამართლო არაფერს ამბობს აპელანტის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე, რომლიდანაც ჩანს, რომ ასევე შემცირებულია აპელანტის ფართიც. 3.3. თავდაპირველი სარჩელით ბ---ა ლო-----ე ითხოვდა სულ სხვა რამეს, შემდეგ მოხსნა ნაწილობრივ მოთხოვნა და სულ სხვა მოთხოვნა დააყენა, სასამართლომ კი მთავარ სხდომაზე „ტრნსფორმირებული“ მოთხოვნა დააკმაყოფილა. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის მდებარე #1 კორპუსში მდებარე #01---------------------500 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 123,68 კვ.მ. რეგისტრირებული იყო ბ---ა ლო-----ის (შემდგომში „მოსარჩელე“) და ალ---------ე კა-----–--ის (შემდგომში „მოპასუხე“) თანასაკუთრებად (ტ.1, ს.ფ.13). 4.2. შემდგომში მოხდა ფართების ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვა, კერძოდ: 4.2.1. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2/ჩი-------ს ქ. #7 მისამართზე მდებარე #01---------------------502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 61,84 კვ.მ. დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ.14) და 4.2.2. იმავე მისამართზე მდებარე #01------------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული), ფართით 61,84 კვ.მ. აღირიცხა მოსარჩელის სახელზე (ტ.1, ს.ფ.15). 4.3. ამ ეტაპზე მხარეთა შორის უკვე უდავოა ფაქტი მასზედ, რომ მხარეთა ინდივიდუარ საკუთრებაში არსებულ ფართებს აქვთ ინდივიდუალური შესასვლელები (იხ.: 17.04.2018წ. სხდომის ოქმში მხარეთა ახსნა-განმარტება). 4.4. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.07.2016წ. დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს და იმავე მისამართზე მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართს დღეის მდგომარეობით ერთმანეთისგან მიჯნავს მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხარი (ტ.1, ს.ფ.ტ.1, ს.ფ.75-84). მოწმის ე-–--- ქა-------–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ტიხარი მოწყობილია მოპასუხის ნების შესაბამისად (იხ.:03.05.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, მოწმის ჩვენება). 4.5. მოსარჩელე ითხოვს: მოპასუხეს დაევალოს ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე #01------------------------ საკადასტრო კოდისა და # 01--------------------2 საკადასტრო კოდის მქონე ფართების გამყოფი კედლის (ე.წ. თაბაშირმუყაოს ტიხრის) დემონტაჟი. ამდენად, სარჩელი ნეგატორული ხასიათისაა და მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს ხელშეშლა. სარჩელი ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის მოცულობა შემცირდა მოპასუხის ნების შესაბამისად მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხრის საფუძველზე, ანუ ხელშეშლად ის მიიიჩნევს ტიხრის არასწორად მოწყობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს დარღვეული უფლების ნეგატორული სარჩელით აღდგენის წესს: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. ამდენად, ნეგატორული სარჩელი (action negotoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის. მოცემული სარჩელი სწორედ ნეგატორული ხასიათისაა. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი ეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში. 4.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.08.2016წ. დასკვნა (ტ.1, ს.ფ.104-109). ექსპერტის წინაშე დასმული იქნა საკითხი მასზედ, თუ რას შეადგენს ფაქტობრივად მოსაჩელის საკუთრებაში არსებული ფართის მოცულობა. დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტის მიერ აზომილ იქნა განმცხადებლის მიერ მითითებული ფართი. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ჭი-------ის ქ. #2-სა და ჩი-------ს ქ. #7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი შეადგენს 52,03 კვ.მ.-ს. მოპასუხის/წარმომადგენლის განმარტებით, სადავო არ არის ის, თუ რა ფართია მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში, არამედ სადავოა ის, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების წარმოების შემდგომ ადგილზე არსებული ფართები არ შეესაბამება საჯარო რეესტრში აღრიცხულ ფართების მოცულობას. მოპასუხის/წარმომადგენლის განმარტებით, მართალია, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი შეადგენს 52,03 კვ.მ.-ს, მაგრამ არც მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი შეესაბამება რეგისტრირებულ მონაცემებს, კერძოდ, ნაცვლად რეგისტრირებული 61,84 კვ.მ.-სა, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართია 56.31 კვ.მ. (იხ.: 17.04.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:37:54-14:38:10). პალატა განმარტავს, რომ მართალია, მოპასუხის/წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ასეთის არსებობის და მითითებული ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, თუ სარემონტო სამუშაოებმა გარკვეულწილად შეამცირა ფართის მოცულობა, მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები მაინც თანაბარი უნდა იყოს (თუნდაც თანაბრად შემცირებული). პალატა აქვე ამახვილებს ყურადღებას მასზედ, ამ ტიპის სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში არ ხდება მხარეთა რეგისტრირებულ უფლებებში რაიმე ცვლილების შეტანა, სადავოა მხოლოდ საკითხი - სწორ ადგილას აქვს თუ არა მოპასუხეს მოწყობილი ე.წ. თაბაშირ-მუყაოს ტიხარი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.II,ს.ფ. 8). აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ითხოვს აპელანტს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი (იხ.: 17.04.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:35:11).

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე წარმოდგენილია 2000 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით (4000*4/100= 160).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ალ---------ე კა-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. ალ---------ე კა-----–--ეს ბ---ა ლო-----ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ირაკლი ბონდარენკო