განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002285421
საქმე №2/ბ-381-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: შპს ,,ა--- ტ------’’
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ს----- ლ-----------“
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
გამოარკვია:
2018 წლის 18 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ს----- ლ-----------ს“ წარმომადგენელმა ნ-------- მ----–---- და შპს ,,ა--- ტ------ს“ წინააღმდეგ სარჩელის აძღვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს, ასევე შპს ,,ა--- ტ------ს“ მფლობელობიდან ამოღებული იქნას და დაყენებული იქნას სადგომ მოედანზე შპს ,,ა--- ტ------ს“ საკუთრებაში არსებული ავტომობილი, სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,ა--- ტ-------“ და სპს ,,ს----- ლ-----------“ შორის შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც 45 000 ლარად, შპს ,,ს----- ლ------------“ შპს ,,ა--- ტ------“ მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------.
2017 წლის 17 ნოემბერს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა შპს ,,ა--- ტ------“.
შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისთანავე, მაგრამ აღნიშნული დღემდე არ განუხორციელებია.
როგორც მათთვის ცნობილი გახდა, შპს ,,ა--- ტ------ს“ დირექტორი ხ------- ბ------–---- აპირებს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას. შესაბამისად, თუ არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შესაძლოა საფრთხე შეექმნას სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, შპს ,,ს----- ლ-----------ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო და ამოღებული იქნა მოპასუხე შპს ,,ა--- ტ------ს“ მფლობელობიდან და დაყენებული იქნა სადგომ მოედანზე შპს ,,ა--- ტ------ს“ საკუთრებაში არსებული ავტომობილი, სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------.
სასამართლომ განმარტა:
აღსაძრავი სარჩელით მოთხოვნა იქნება თანხის დაკისრება (მიკუთვნებითი მოთხოვნა) ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქონება, რომელზედაც იგი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, წარმოადგენს მოძრავ ნივთს, რაზეც შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კი არსებობს ქონების გასხვისების საშიშროება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე და სადავო ქონების შენარჩუნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში (ნებაყოფლობით მოხდეს თანხის გადახდა), გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
თუკი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სასამართლომ კი, უნდა უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.
გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ქონების მოსალოდნელი გასხვისების (ან სხვაგვარად განკარგვის) საშიშროება.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემობებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, სამომავლო სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია დარღვეული ან სადავო უფლების აღსადგენად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ემსახურებოდეს დარღვეული უფლების აღგენას, რომლის დაკმაყოფილება იწვევს სადავო უფლებაში აღგენას. შესაბამისად, განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დასაბუთებულია.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა--- ტ------ს“ წარმომადგენელმა (დირექტორი) ხ------- ბ------–----- და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა მესაკუთრის ინტერესები. გაუგებარია თუ რა საფუძვლით დააკმაყოფილა მოთხოვნა მესაკუთრისაგან ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღებისა და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის თაობაზე, რადგან ასეთს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს.
სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით უხეშად ხელყო მესაკუთრის უფლება და კანონიერი ინტერესები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ა--- ტ------ს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ს----- ლ-----------ს“ წარმომადგენელმა ნ-------- მ----–---- და შპს ,,ა--- ტ------ს“ წინააღმდეგ სარჩელის აძღვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს, ასევე შპს ,,ა--- ტ------ს“ მფლობელობიდან ამოღებული იქნას და დაყენებული იქნას სადგომ მოედანზე შპს ,,ა--- ტ------ს“ საკუთრებაში არსებული ავტომობილი, სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, შპს ,,ს----- ლ-----------ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო და ამოღებული იქნა მოპასუხე შპს ,,ა--- ტ------ს“ მფლობელობიდან და დაყენებული იქნა სადგომ მოედანზე შპს ,,ა--- ტ------ს“ საკუთრებაში არსებული ავტომობილი, სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა--- ტ------ს“ წარმომადგენელმა (დირექტორი) ხ------- ბ------–----- და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პალატა განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის 198.1-ე, 198.2. „ა“ და 198.3-ე მუხლების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფა---ნ ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,ა--- ტ------ს“ (ს/კ 4--------) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A--------.
შპს ,,ს----- ლ-----------ს“ სარჩელსა და უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობაში დაფიქსირებულია, რომ მხარეთა შორის ზეპირსიტყვიერად შედგა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 45 000 ლარად შპს ,,ს----- ლ------------“, შპს ,,ა--- ტ------“ მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშნით- W-----, მარკა მოდელი-F-- F--, ფერი-რუხი 8/8. გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A-------- და 2017 წლის 17 ნოემბერს ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა შპს ,,ა--- ტ------“, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა დღემდე თანხა არ გადაუხდია, რომლის მოპასუხისათვის დაკისრება სარჩელის საგანს წარმოადგენს.
პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 477-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
ამასთან, თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,ს----- ლ-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა და მის აღსრულებამდე მოპასუხე გაასხვისებს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღირებულების ქონება ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და მისი გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოცემულ დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ა--- ტ------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა--- ტ------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე