განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010217718002263010
საქმე №2/ბ-342-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ხ------- ბ------–----
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,გმ----------------–--------------------------–-----
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება
გამოარკვია:
2018 წლის 18 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,,გ-----------------–--------------------------–-----’-ს წარმომადგენელმა ნ-------- მ----–---- და მოპასუხე ხ------- ბ------–----ს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X---------------- ყადაღის დადება მოითხოვა, ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე მოითხოვა, დაილუქოს სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი იქნეს დაცულ ავტოსადგომზე და არ მოხდეს აღნიშნული ა/მანქანის გასხვისება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,გ-----------------–--------------------------–-----’-ს და ხ------- ბ------–---- შორის შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც 65 000 ლარად შპს ,,გ-----------------–--------------------------–-----’-მ ხ------- ბ------–---- მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი V------. მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X----------------.
2017 წლის 17 ნოემბერს, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა ხ------- ბ------–----.
შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისთანავე, მაგრამ აღნიშნული დღემდე არ განუხორციელებია.
როგორც მათთვის ცნობილი გახდა, ხ------- ბ------–---- აპირებს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას. შესაბამისად, თუ არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, შესაძლოა საფრთხე შეექმნას სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს ,,გ------------------–--------------------------–----’’-ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ხ------- ბ------–----ს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას: სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X---------------- და გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე.
სასამართლომ განმარტა:
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემობებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების თაობაზე.
გარდა ამისა, სასარჩელო წარმოება არ არის სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელი ან შემზღუდველი ფაქტორი. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგაც მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზების მიზნით, კანონმდებელი უშვებს საერთო წესიდან გადახვევის შესაძლებლობას და ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის სახით დროებითი ღონისძიების გამოყენების წესს (სსსკ-ის 191-ე მუხლი), გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის კონკრეტულ მექანიზმს, რომლის გამოყენება პოტენციურად აღსრულებადს ხდის გადაწყვეტილებას და მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განპირობებული დაბრკოლებების თავიდან აცილებას ემსახურება.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ხ------- ბ------–----ს წარმომადგენელმა ი--- ა--------- და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა მესაკუთრის ინტერესები. გაუგებარია თუ რა საფუძვლით დააკმაყოფილა მოთხოვნა მესაკუთრისაგან ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღებისა და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის თაობაზე, რადგან ასეთს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს.
გარდა ამისა, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით უხეშად ხელყო მესაკუთრის უფლება და კანონიერი ინტერესები, ვინაიდან მხოლოდ მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მან მიჰყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ხ------- ბ------–---- გაზიარებული არ უნდა იქნეს, რადგანაც საქმეში განთავსებული მტკიცებულებით-შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით ირკვევა, რომ ხ. ბ------–------ ქონების გადაფორმება მოხდა არა მოსარჩელისაგან, არამედ შპს „ას----------------“, რაც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ხ------- ბ--–----–----- საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია,რომ 2018 წლის 18 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,,გ-----------------–--------------------------–-----’-ს წარმომადგენელმა ნ-------- მ----–---- და მოპასუხე ხ------- ბ------–----ს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X----------------, ყადაღის დადება მოითხოვა, ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე მოითხოვა, დაილუქოს სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი იქნეს დაცულ ავტოსადგომზე და არ მოხდეს აღნიშნული ა/მანქანის გასხვისება.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს ,,გ------------------–--------------------------–----’’-ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ხ------- ბ------–----ს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას: სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X---------------- და გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ხ------- ბ------–----ს წარმომადგენელმა ი--- ა--------- და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პალატა განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის 198.1-ე, 198.2. „ა“ და 198.3-ე მუხლების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის ცნობით ირკვევა, რომ ხ------- ბ------–----ს სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X----------------.
შპს ,,გ------------------–--------------------------–----’’-ს დაზუსტებულ სარჩელსა და უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობაში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელესა და შპს „ა------------“ შორის, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი ხ------- ბ------–----ა, 2017 წლის ნოემბერში ზეპირსიტყვიერად შედგა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 65 000 ლარად შპს ,,გ------------------–--------------------------–----’’-მ, შპს „ა------------“ მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი V------, მარკა მოდელი D-- T-------19, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი 2011, ს/ნ X----------------, ხოლო 2017 წლის 17 ნოემბერს დადებული გარიგებით ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა შპს „ა-------------“ ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი ხ------- ბ------–----, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და დღემდე თანხა არ გადაუხდია, რომლის მოპასუხეთათვის დაკისრება სარჩელის საგანს წარმოადგენს.
პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 3.6 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 477-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
ამასთან, თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,გ------------------–--------------------------–----ს“ სასარჩელო მოთხოვნა და მის აღსრულებამდე მოპასუხე გაასხვისებს კუთვნილ ქონებას, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღირებულების ქონება ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და მისი გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოცემულ დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ხ------- ბ------–----ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ------- ბ------–----ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე