განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
080210018002319239
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002319239

საქმე 2/ბ-311-18

განჩინება

საქართველოს სახელით

02 მაისი 2018 წ ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ე-–------ რ-------

წარმომადგენელი: მ--–------ გ-----------

მოწინააღმდეგე მხარე: ფ-------- რ-------, მ-----–- ი------–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 22 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე-–------ რ-------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ფ-------- რ-------, მ-----– ი------–---–- და მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი, ე-–------ რ-------სა და მ-----– ი------–---–- შორის, 1994 წლის 06 აპრილს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულება;

2. ე-–------ რ------- ცნობილი იქნეს ქ.ქუთაისში, ნ-----------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ;

3. დადებულად იქნეს აღიარებული 1994 წლის 06 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულება ფ-------- რ-------სა და მ-----– ი------–---–- შორის, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ.ქ----------------------------–-----------

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ე-–------ რ-------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მოპასუხე მ-----– ი------–---–-ს მისამართად მიუთითა ქ.ქ----------------------–----------, თუმცა სასარჩელო განცხადებიდან და თავად მოსარჩელის განმარტებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე წლების წინ საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან, საზღვარგარეთ.

ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია ზუსტად მიუთითოს მოპასუხის მისამართი.

გარდა ამისა, საქმეზე სრულყოფილად არაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რადგან სარჩელის ფასის გრაფაში მოსარჩელემ მიუთითა 15 000 ლარი და მასზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხად განსაზღვრა და გადაიხადა, მხოლოდ 450 ლარი, რაც საკმარისი არ არის.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე-–------ რ-------- წარმომადგენელმა მ--–------ გ-----------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ რადგან მოპასუხე მ-----– ი------–---–-ს ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ შეძლეს იმის გამო, რომ 1994 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მათთვის უცნობ ადგილას, მიმართეს იუსტიციის სამინისტროს მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ, რაზეც უარი მიიღეს, ამიტომ იშუამდგომლეს თავად სასამართლოს გამოეთხოვა იუსტიციის სამინისტროდან მ-----– ი------–---–-ს პერსონალური მონაცემები, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი სრულყოფილად არ იყო გადახდილი. საქმეში დევს აუდიტის დასკვნა, რომლის შეფასებითაც ქონების ღირებულება 15000 ლარია, მისი 3% - 450 ლარი, რაც მათ მიერ გადახდილია.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

დადგენილია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე-–------ რ-------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ფ-------- რ-------, მ-----– ი------–---–- და მოითხოვა:

1) 1994 წლის 06 აპრილს ე-–------ რ-------სა და მ-----– ი------–---–- შორის, ქ.ქ-------–---------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების მესაკუთრედ ე-–------ რ-------- აღიარება;

2) ასევე, 1994 წლის 06 აპრილს, ფ-------- რ-------ს (მყიდველი) და მ-----– ი------–---–- (განყიდველი) შორის, ქ.ქ----------------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება.

დადგენილია,რომ მოსარჩელემ სარჩელის ფასი მიუთითა 15000 ლარი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 450 ლარი.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ე-–------ რ-------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე-–------ რ-------- წარმომადგენელმა მ--–------ გ-----------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც დაადგინა, რომ სარჩელის ფასი არასწორად იყო განსაზღვრული და სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე, მოპასუხის მისამართი იყო არასწორი და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს:

როგორც სასარჩელო მოთხოვნით ირკვევა, დავა ეხება ორ უძრავ ქონებაზე: ქ.ქ----------------------------–------------ში და N 2-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით გარიგების ნამდვილობას და ამ ქონებებზე საკუთრების უფლების აღიარებას.

შესაბამისად, სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს ორივე ქონების საბაზრო ღირებულების ჯამით და გადახდილი იქნეს მისი შესაბამისი სახ.ბაჟი.

ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილია, მხოლოდ ქ.ქუთაისში, ნ-----------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შეფასებაზე აუდიტორული დასკვნა და გადახდილია, მხოლოდ მისი შესაბამისი ბაჟი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ დარღვეულია სსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნა-დასაბუთებულია.

პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოპასუხის მისამართი არასწორადაა მითითებული.

როგორც მოსარჩელე მიუთითებს, 1994 წლის 06 აპრილს, მასსა და მ-----– ი------–---–- შორის, რეალურად გარიგება არ დადებულა, ქ.ქ-------–---------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეს არასოდეს დაუტოვებია და მოპასუხე ამ ქონებას არასოდეს დაუფლებულა. მხარეთა შორის გარიგება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად.

ამდენად, ქ.ქ-------–---------------------–----------- მოპასუხე მ-----– ი------–---–-ს არც ამჟამინდელ და არც საქართველოში მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს, რაც ადასტურებს, რომ სარჩელში მ. ი------–---–-ს მისამართად ქ.ქ-------–---------------------–----------- არასწორად იქნა მითითებული, რაც სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევაა და სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ე-–------ რ-------- კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-–------ რ-------- (წარმომადგენელი-მ--–------ გ-----------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე; ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე