განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2018
საქმის ნომერი
330210116001600228
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5429-17 19 თებერვალი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები – ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – მ--------------–---–ი

წარმომადგენელი – ლ-–--–---–---ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები – თ-------------ე, შ---------------------“

წარმომადგენელი - პ------------ე, გ---------------–---–ი

 

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ---------------------“-სა და მ--------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს თ-------------ეს შორის 0--------- წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

1.2. ნოტარიუს ქ---------------–----------------------- წელს ამოწერილი #1-------- სააღსრულებლო ფურცლის, იპოთეკის რეალიზაციის დადგენის ნაწილში, ბათილად ცნობა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. მოსარჩელე მ--------------–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შ---------------------სა და მ--------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს - თ-------------ეს - შორის 0--------- წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.

 

2.2. მოსარჩელე მ--------------–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნოტარიუს ქ--------------–----------------------- წელს ამოწერილი #1-------- სააღსრულებლო ფურცლის იპოთეკის რეალიზაციის ნაწილში ბათილად ცნობაზე.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------------–---–მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ამასთან, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ:

 

4.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ--------------–---–ი სრულად იყო და არის მატერიალურად და ფინანსურად უზრუნველყოფილი მამის - ს---–--------------–---–ის - მიერ.

 

4.2. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ დაადგინა ის ფაქტი, რომ ს---–--------------–---–ი და თ-------------ე არ იმყოფებიან და არც არასოდეს ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაშინ როდესაც ეს საკითხი მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რასაც მნიშვნელობა აქვს დავის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.

 

4.3. სასამართლომ არ დაადგინა ის უდავო ფაქტი, რომ ნოტარიუს ქ--------------–----ის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ბავშვის უფლებების სრული უგულებელყოფით; გამოკვეთილი არ არის არასრულწლოვნის ინტერესები, ხელშეკრულებაში ვერსად შეხვდებით განმარტებას ან რაიმე სახის მინიშნებას ბავშვის უფლებებზე და ამ მიმართულებით გაფრთხილებას განსაკუთებული გულისხმიერებისა და კეთილსინდისირების გამოჩნესათან დაკავშირებით.

 

4.4. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ შპს „----------------- და შ---------------------"-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები არის იდენტური.

 

4.5. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის შპს „ე-------------თან“ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები გაუქმებული იყო, რადგან იპოთეკა აქცესორული უფლებაა, ხოლო დავალიანება შპს „ე-------------–ი“ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის დაფარული იყო. ამდენად, სარჩლის წარდგენის მომენტისათვის არ არსებობდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი შპს „ე-------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილობასთან დაკავშირებით.

 

5. სასამართლომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო უარი უთხრა მოსარჩელეს იმ მტკიცებულებათა წარდგენაზე, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ, რომ შპს „ე--------------“ და შ---------------------“ წარმოადგენენ დაკავშირებულ კომპანიებს, კერძოდ:

 

5.1. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შ---------------------“-ის (ს.კ.4--------) და შპს „----------------- (ს.კ.4--------) ერთი და იგივე საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა a----------------------.

 

5.2. შ---------------------“-ის 90%-ის მფლობელი პარტნიორი (Z----------------------------) ასევე ფლობს შპს „----------------- 45%-ს. თავის მხრივ Z-----------------------------ის 100% ეკუთვნის მ--–-------ს.

 

5.3. შპს „----------------- დირექტორი არის ა-–------------–--–---–---–ი პ№0----------- როგორც შპს „ე--------------“, ისე შ---------------------“ დაფუძნებულია ა-–------------–--–---–---–ის (როგორც 100% ის მქონე დამფუძნებლის) მინდობილი პირის მიერ. აღნიშნული ფატების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაზე მოპასუხეს სასამართლო განჩინებით დაუსაბუთებლად ეთქვა უარი, თუმცა ეს ფაქტები ცალსახად და არაორაზროვნად მეტყველებენ შპს „ე--------------ი+“-ის არაკეთილსინდისიერებაზე.

 

5.4. საქმეში თავად მოპასუხე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი თ-------------ეს და შ-------------------“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საიდანაც ნათლად დგინდება, რომ შ-------------------“ წარმოადგენს მისი დირექტორის - ა-–------------–--–---–---–ის - მინდობილი პირი - ბ----------–---–ი. საქმეში ასევე არის შ---------------------“ის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა არის a----------------------, ანუ შპს „ე--------------“-ის საკონტაქტო პირი და მაშასადამე, დე ფაქტო დირექტორი, ასევე არის ა-–------------–---–---–---–ი. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ამ ორ კომპანიას ყავს ერთი და იგივე დამფუძნებლები და ერთიდაიგივე თანამშრომლები. ხოლო აღნიშნულ ფაქტებს კი მივყავართ დასკვნამდე, რომ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ საკრედიტო ორგანიზაციასთან, რომელმაც სწორედ, ვითომდა, სესხის გადაფარვის გზით, სცადა საკუთარი არაკეთილსინდისიერების შენიღბვა, რელურად კი, როგორც გაირკვა, თანხის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანას ქონდა ადგილი.

 

6. სასამართლომ არ დაადგინა ის უდავო გარემოება, რომ თ-------------ე არ მუშაობს და არც არასოდეს ყოფილა დასაქმებული; თ-------------ე სესხის გაცემის მომენტისათვის არ იყო გადახდისუნარიანი და ეს ფაქტი ცნობილი იყო შპს „ე--------------ი+“-სათვის. შ---------------------“-ის წარმომადგენელმა 2----–-–----------- სხდომზე განაცხადა (აღიარა) „თ-------------ე არ არის გადახდისუნარიანი“- (იხ. 2----–-–----------- საოქმო ჩანაწერი 1------------–--).

 

7. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ შ---------------------“ სს სესხის გადახდის მომენტისათვის არ გადაუმოწმებია თ-------------ის საკრედიტო ისტორია; არ მოუთხოვია დოკუმენტები გადახდისუნარიანობის შესახებ; არ დაინტერესებულა, თუ როგორი საკრედიტო ისტორია ქონდა მას. 2----–-–------------- სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ დასმულ კითხვას: ჰკითხეთ თუ არა თ-------------ეს, შეძლებდა თუ არა სესხის დაფარვასო, საკრეტო ორგანიზაციის წარმომადგენლმა უპასუხა: „ჩვენ მაშინ ვკითხავდით, როცა თანხის დაბრუნების დრო დადგებოდა“ (2----–-–------------- სხდომის ჩანაწერი 1------------–---

 

8. სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.1.6. ფაქტობრივი გარემობა, შემოიფარგლა რა მხოლოდ სიტყვატსიტყვითი განმარტებით და არ შეაფასა მტკიცებულებები ერთობლიობაში, სისტემურად. კერძოდ, სასამართლომ არ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების 3.1.6 ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული ხელშეკრულებები, მართალია, დაიდო თ-------------ის, როგორც მ--------------–---–ის კანონიერი წარმოადგენლის მიერ, თუმცა თანხები უძრავი ქონებების შესაძენად გადახილი იქნა მა-------------–--–-ს მამის - ს---–--------------–---–ის მიერ.

 

9. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უარყო და არ დაადგინა ფაქტი, რომ 2----–-–-----------–- თ-------------ის სასარგებლოდ, ს---–--------------–---–მა ჩარიცხა 3000 ევრო.

 

10. სასამართლოს მიერ დადგენილად არ იქნა მიჩნეული, რომ შ---------------------“ არაკეთილსინდისიერად მოეკიდა არასრულწლოვანის საქართველოს კანონმდებლობით დაცულ უფლებებს, გასცა რა სესხი მხოლოდ და მხოლოდ არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების იმედად.

 

11. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანის ქონებით უზრუნველყოფილი სესხი არ მოხმარდა არასრულწლოვანის ინტერესებს, მის მკურნალობას, სწავლას და ა.შ. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას, რომ რადგან შპს „ე----------------+“-ის მიერ მოხდა შპს „----------------- სესხის გადაფარვა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ თანხა მოხმარდა არასრულწლოვანის ინტერესებს და რომ შპს „ე----------------+ს“ „კეთილი“ მიზნები ამოძრავებდა. ცხადია, ამგვარი უსაფუძვლო არგუმენტს სასამართლო არ უნდა აყრდნობდეს გადაწყვეტილებას, რადგან რელობა ის გახლავთ, რომ არასრულწლოვანის ქონების მიმართ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და იგი დგას ქონების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. სესხის გადაფარვა ვერ აქცევს უკანონო იპოთეკის ხელშეკრულებას კანონიერად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

15. 0--------- წელს მოპასუხესა და მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს - თ-------------ეს - შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება; სესხის ხელშეკრულებით მოპასუხე თ---------------მ მოპასუხე შპს „ე----------------+“-ისაგან ისესხა 32 000 აშშ. დოლარი; სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებელსა და მოსარჩელე მ--------------–---–ს შორის, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის - დედის - მეშვეობით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვანი მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ს-----------–ა, ს/კ. 8------------ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა ნოტარიუსს ქ--------------–-----ს მიერ და მიენიჭა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 1--------, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მოსარჩელის მაგივრად, ხელი მოაწერა მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ, თ-------------ემ.

 

16. მოსარჩელე მ--------------–---–ი დაბადებულია 2----–--–- და იგი სადავოდ გამხდარი იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო 9 წლის. მისი მშობლები არიან თ-------------ე და ს---–--------------–---–ი.

 

17. სს „ბ--------------–----“ მიერ 2----–-–---------------–- გაცემული ცნობით დგინდება, რომ ს---–--------------–---–მა თ-------------ეს ანგარიშზე გადმოურიცხა: 0-----------–--–- - 1500 ევრო, 0-----------–--–- - 1500 ევრო, 1-----------–--–ს - 450 ევრო, 2-----------–--–- - 1200 ევრო, 2-----------–--–- - 1800 ევრო, 0-----------–--–- - 1000 ევრო, 0-----------–--–- - 1500 ევრო, 0-----------–--–- - 1000 ევრო, 2-----------–--–- - 350 ევრო, 1----------–--–ს - 950 აშშ დოლარი, 1----------–--–--- 1000 ევრო, 0-----------–--–ს - 2500 ევრო, 1----------–--–- - 1500 ევრო, 2----------–--–- - 200 ევრო, 0----------–--–- - 2950 ევრო, 1-----------–--–- - 1625 ევრო, 2-----------–--–- - 1000 ევრო, 3-----------–--–- - 3600 ევრო, 0-----------–--–- - 800 ევრო, 0-----------–--–ს - 1000 ევრო, 1-----------–--–- - 5100 აშშ დოლარი, 2----------–--–--- 500 აშშ დოლარი, 2-----------–--–ს - 1000 ევრო, 3----------–--–- - 900 ევრო, 2----------–--–ს - 730 ევრო, 0----------–--–ს - 1500 ევრო, 1----------–--–- - 650 ევრო, 2----------–--–- - 4500 ევრო, 1----------–--–- - 300 ევრო, 2----------–--–- - 1200 ევრო, 3----------–--–ს - 950 ევრო, 2----------–--–ს 300 ევრო.

 

18. მოპასუხე გამსესხებელმა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 1--------- წელს მიიღო ნოტარიუსს ქ--------------–-----ს მიერ ამოწერილი #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც გამსესხებელმა მოპასუხემ მსესხებელ მოპასუხეს წაუყენა ფულადი მოთხოვნა სესხის ძირზე, სესხის სარგებელზე და პირგასამტეხლოზე, ასევე სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯებზე. ამავე სააღსრულებლო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის უძრავი ქონების რეალიზაცია. გამსესხებელმა მოპასუხემ სააღსრულებლო ფურცელი გადასცა იძულებით აღსასრულებლად.

 

19. დადგენილია, რომ 0--------- წელს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელე არასრულწლოვანის უძრავი ქონება დატვირთული იყო პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით შპს „----------------- სასარგებლოდ - 1----------–-–---------------–-–------------------–-–-- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

20. მოპასუხე თ-------------ეს 0----------–-–-- მდგომარეობით, ზემოაღნიშნული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „----------------- სასარგებლოდ ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირის 25910 აშშ დოლარის და სარგებლის - 1294 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „----------------- მიერ 0--------- წელს გაცემული იპოთეკის გაუქმების შესახებ თანხმობით შპს „ე-------------მა“ თანხმობა განაცხადა, რათა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა, სამი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაუქმებულიყო ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ-------------ის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების გამო.

 

21. 2----------–--–ს მოპასუხე თ-------------ემ, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენლმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 140 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძნა უძრავი ქონება ს/კ 0-----------.

 

22. 1----------–--–- მოპასუხე თ-------------ემ, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება ს/კ 2-------------------

 

23. 1----------–--–- მოპასუხე თ-------------ემ, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება ს/კ 2------------------.

 

24. 2----------–--–- მოპასუხე თ-------------ემ, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 194 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა იქნა უძრავი ქონება ს/კ 0-------------------------.

 

25. 0----------–--–ს მოპასუხე თ-------------ემ და ს---–--------------–---–მა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენლებმა ნასყიდობის ხელშეკრულებით 100 000 აშშ. დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინეს უძრავი ქონება ს/კ 0----------------------.

 

26. უძრავი ქონება ს/კ 6------------------ ასევე რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით არასრულწლოვან მოსარჩელეზე.

 

27. მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელებს შორის 1----------–--–- დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისების, განკარგვის ან სხვა უფლებით დატვირთვის ან გადაცემის შეზღუდვის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელები - მშობლები შეთანხმდნენ, რომ მათი არასრულწლოვანი შვილის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ქონების გასხვისება, განკარგვა, იპოთეკით აღნაგობით, უზუფრუქტით, სერვიტუტით, ქირავნობით, ქვექირავნობით, იჯარით, ქვეიჯარით, დატვირთვა, თხოვება, ლიზინგით გადაცემა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რაიმე ვალდებულების დადგენა ან დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი მშობლის, კერძოდ, მამის ს---–--------------–---–ის წერილობითი თანხმობით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

28. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, მიჯნავს ერთმანეთისგან საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას (მე-6 ნაწილი).

 

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან, მათ შორის - სასამართლოში.

30. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი, რომელიც ნორმა-პრინციპის სახით არის დეკლარირებული, განსაზღვრავს, რომ მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობელი იბოჭება ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ. შედეგად, შვილის ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას იგი ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვანი შვილის ინტერესები.

31. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

32. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

პალატა განმარტავს, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს.

33. მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს "the best interests of child" („ბავშვის საუკეთესო ინტერესი“) პრინციპის განუხრელი დაცვით. აღნიშნული პრინციპი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. მიუხედავად ამისა, მშობლის მიერ უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა ასპექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თითოეულ ოჯახში არსებობს ბავშვის აღზრდის სხვადასხვა ტრადიციული შეხედულებები. საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება მშობლის წარმომადგენლობითი მოქმედება არასრულწლოვანის ინტერესებს, უნდა ფასდებოდეს ამ ურთიერთობის მიღმა, დამოუკიდებლად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სუბიექტივიზმი.

34. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით, სადავოდ არის გამხდარი 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, არასრულწლოვანი დედისა და შ---------------------“-ის მიერ გამოვლენილი ნების კეთილსინდისიერებისა და არასრულწლოვნის ინტერესებსადმი შეესაბამისობის საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანია სადავო გარიგების სამართლებრივი შედეგების გავლენა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე. ამ კონტექსტში შესაფასებელია, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და მართლზომიერად მოქმედებდა გამსესხებელი კრედიტის გაცემისას. იყო თუ არა კრედიტუნარიანი მსესხებელი და არსებობდა თუ არა სესხის გაცემის წინაპირობები (მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5.1.).

35. სააპელაციო პალატას საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები შეილახა და აღნიშნულით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, საფუძველს მოკლებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:

35.1. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეებს შორის 32 000 აშშ დოლარზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, რომლითაც არასრულწლოვანი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა, ამ იპოთეკის რეგისტრაციამდე, სამი სხვადასხვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით იყო დატვირთული.

 

35.2. მოპასუხე შ---------------------“-ის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას კრედიტორი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის თ-------------ის გადახდისუნარიანობით არ დაინტერესებულა. საფინასო ორგანიზაციამ კრედიტის გაცემამდე შეისწავლა კლიენტის ფინანსური მხარე და მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თ-------------ე ფინანსურად ძლიერი და უზრუნველყოფილი იყო. კრედიტორს ნანახი ჰქონდა თ-------------ის ანგარიშზე არასრულწლოვანის მამის მიერ განხორციელებული ჩარიცხვები, რომელთა რაოდენობა 2----–-–-ს განმავლობაში 20 000 ევროს აღემატებოდა, ხოლო არასრულწლოვანის სახელზე კი, თ-------------ეს 2---------–-–--ის განმავლობაში დაახლოებით 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჰქონდა შეძენილი, რაც უდავო გარემოებებია.

35.3. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კონტექსტში, სადავო გარიგების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შ---------------------“-ის ზემოაღნიშნულ განმარტებას და ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საცილოდ არ ყოფილა გამხდარი იმ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების (2----–-–-ს 1----------, 2----–-–-ს 5--------- ფა 2----–-–-ს 2-------ს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულები) კანონიერება, რომელთა საფუძველზეც არასრულწლოვანის უძრავი ქონება შპს „----------------- სასარგებლოდ პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით დაიტვირთა.

35.4. დადგენილია, რომ თ-------------ის მიერ აღებული სესხის ძირითადი ნაწილით - 27 204 აშშ დოლარით, სწორედ, წინა სამი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა და რომ არა შ---------------------“-ის მიერ არასრულწლოვანის ვალდებულებების დაფარვის მიზნით განხორციელებული რეფინანსირება, არასრულწლოვანის ქონება აუქცონზე იძულებით რეალიზაციის რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა.

35.5. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა აქარწყლებს აპელანტის მტკიცებას, რომ სადავო გარიგების დადება არასრულწლოვან მ--------------–---–ის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და რომ მითითებული გარიგების დადების გზით არასრულწლოვანის ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 

36. სააპელაციო პალატა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზის ფარგლებში, ყურადღებას მიაქცევს ამავე კატეგორიის საქმეზე (არასრულწლოვანი გ.კ. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ------ წინააღმდეგ, საქმე №----------) თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება არ იყო განპირობებული ბავშვის - გ. კ.-ს საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობით და რომ არასრულწლოვანის ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

პალატა აღნიშნავს, რომ გ.კ-ს საქმეზე გამოტანილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოცემული საქმისაგან არსებითად განსხვავებულ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება. კერძოდ, მითითებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მშობლების მიერ, ჯამში, 7000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხის მიღებით არასრულწლოვანმა გ. კ-მ 54 000 ლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება დაკარგა. აღნიშნულ საქმეში არსებითი მნიშვნელობის იყო ის გარემოება, რომ სადავო სახლი ბავშვისთვის ბაბუის ნაჩუქარი იყო და არასრულწლოვნის ერთადერთ საკუთრებას და ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა.

37. გ. კ.-ს საქმისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ დედამ არასრულწლოვან შვილს - მ--------------–---–ს - დაახლოებით, 400 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეუძინა და ეს ქონება არასრულწლოვნის სახელზეა რეგისტრირებული, ამასთან, სადავო სესხით წინა სამი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულების გადაფარვა განხორციელდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული არასრულწლოვნის ქონების აუქციონზე იძულებით რეალიზაციის რისკი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, აპელანტის მტკიცება, რომ სადავო გარიგებით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები შეილახა, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

38. რაც შეეხება, ნოტარიუს ქ--------------–----------------------- წელს ამოწერილი #1-------- სააღსრულებლო ფურცლის, იპოთეკის რეალიზაციის დადგენის ნაწილში, ბათილად ცნობას, პალატა აღნიშნავს, რომ შ---------------------“-სა და მ---------------–---–ის კანონიერ წარმომადგენელს - თ-------------ეს შორის 0--------- წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობა, ასევე გამორიცხავს სადავო სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე: ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე