განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02029771870005737
№2/419-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08.06.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ლაურა მიქავა
მოსამართლეები: სიმონი ჩხაიძე
თამარი სვა--ძე
სხდომის მდივა-- - თეონა ქიმერიძე
საჩივრის ავტორი - შპს „იშ---–---“
წარმომადგენელი - მ------- ქ-------ე,მოწინააღმდეგე მხარე - ნა-- აბ-–---
წარმომადგენელი - მ------ ა-–--–-–---–ი
დავის საგა-- - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ა------ ა--- ს-------- - ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ფ/პ ნა-- ა--–---- საარბიტრაჟო სარჩელი შპს „იშ---–---ის“ დირექტორის ჯ-- ი–---ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- შპს „იშ---–---ს“ (ს.კ. 4--------), დირექტორი ჯ-- ი–--, ფ.პ ნა-- ა--–---- სასარგებლოდ დაეკისრა 12900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად გადახდა;
- შპს „იშ---–---ს“ ნა-- ა--–---- სასარგებლოდ დაეკისრა 2036 ლარის გადახდა, მათ შორის საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1436 ლარის და ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 600 ლარის გადახდა;
- შპს „-----–-----“ დირექტორის ჯ-- ი–---ს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შპს „იშ---–---ის“ ქონებიდან;
- არბიტრაჟის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია მისი მიღებისთანავე. იგი საბოლოოა და შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის;
- განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შესაძლებელია წარდგენილი იქნას სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ. N32), მხარეებზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება.
3. საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს და სამოქალაქო კანონმდებლობას, კერძოდ: ნა-- აბ-–---სა და შპს „იშ---–---ს“ შორის, 2015 წლის 05 ოქტომბერს დაიდო საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება ისე, რომ მას არ ესწრებოდა თავად ნა-- აბ-–---, ხოლო დ----- დ-------, რომელმაც ნ. ა--–---- მაგივრად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, არ იყო უფლებამოსილი პირი და მან შეცდომაში შეიყვანა შპს „იშ---–---ის“ დირექტორი, რომელმაც არ იცის ქართული ენა და ბრმად ენდობოდა დ.დ-------ს. ნ.აბ-–--- ხელშეკრულების დადების დროისათვის სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთში. პირადად მას, შპს „იშ---–---ის“ ანგარიშზე თანხა არ ჩაურიცხავს და ამ ოპერაციას ასრულებდა დ.დ-------, ნა-- ა--–---- ძმა. შესაბამისად სახეზეა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა.ა. პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა;
3.2. ვინაიდან არ არსებობს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად არ არსებობს დავის განხილვის საარბიტრაჟო წესზე შეთანხმებაც, მითუმეტეს დარღვეულია ამ კანონის მე-8 მუხლი მე-8 ნაწილის მოთხოვნაც. სახეზეა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის ბ.ა. პუნქტით გათვალისწინებული პირობა;
3.3. დადასტურებულია, რომ ნ.აბ-–---ს სულ გადახდილი აქვს 12900 აშშ დოლარი, რაც დააკისრა არბიტრაჟმა შპს „იშ---–---ს“;2015 წლის 05 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად 8.2. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი ჯარიმდება გადახდილი თანხის 15%-ით, რაც შეადგენს 1935 აშშ დოლარს, რაც არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა;
3.4. ნა-- ა--–---- მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მას სულ გადახდილი აქვს 10500 აშშ დოლარი, თუმცა არბიტრაჟმა შპს „იშ---–---ს“ დააკისრა 12900 აშშ დოლარის გადახდა, რაც დაუსაბუთებელი და უკანონოა;
3.5. 2015 წლის 05 ოქტომბრის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ნა-- აბ-–---ს პირველადი შენატა--ს სახით უნდა გადაეხადა 2015 წლის 06 ოქტომბრისთვის 1747,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით გადახდილი უნდა ყოფილიყო 4000 აშშ დოლარი და დარჩენილი 1100 აშშ დოლარი მას უნდა გადაეხადა 30 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 366,67 აშშ დოლარი, რაც არ შეასრულა. ამავე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის მეორე აბზაცის მიხედვით, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადამოსული გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.6. საჩივრის ავტორის განმარტებით, ნ. აბ-–---მ პირველი შენატა-- შეიტანა 2016 წლის 05 იანვარს 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 1747.50 აშშ დოლარისა, ანუ გადააცილა 65 დღით, რაც პირგასამტეხლოს სახით ითვალისწინებდა ჯარიმას - 87აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 01 აპრილს შეიტანა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2016 წლის 01 იანვრისთვის მას შეტა--ლი უნდა ქონოდა 4000 აშშ დოლარი, რაც ითვალისწინებდა 100 დოლარის ოდენობით ჯარიმას, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ ორჯერ ზედიზედ გადააცილა 30 დღიან ვადას, ამავე პუნქტის თანახმად მას უნდა დაკისრებოდა ერთჯერადი ჯარიმა დარჩენილი თანხის 10%-ის ოდენობით. ამ დროისთვის დარჩენილი იყო 14 747 აშშ დოლარი, ჯარიმას კი შეადგენდა 1474.70 აშშ დოლარი;
3.7. მომდევნო გადახდა ნ. აბ-–---მ 300 აშშ დოლარის სახით განახორციელა 2017 წლის 16 იანვარს, შესაბამისად ვადას გადააცილა 103 დღით, რაც ითვალისწინებდა 0.5% ჯარიმას ყოველდღიურად 50 აშშ დოლარის ოდენობით. 30 დღიან ვადას მხარემ გადააცილა ორჯერ. გადასხდელად დარჩენილი იყო 14 300 აშშ დოლარი, რომელიც ჯარიმის სახით ითვალისწინებდა 1430 აშშ დოლარს. ამის შემდგომ, ნ.აბ-–---მ კიდევ გადააცილა 70 დღით - 27 მარტამდე. 27 მარტს შეიტანა 600აშშ დოლარი, ჯარიმა იყო 35 აშშ დოლარი, და ბოლოს თანხა შეიტანა 2017წლის 01 მაისს, 300 აშშ დოლარი, 33 დღის დაგვიანებით. მას შემდეგ ნ.აბ-–---ს თანხა არ შეუტა--ა და მას ფაქტიურად დარჩენილი ქონდა გადასახდელად 12000 აშშ დოლარამდე;
3.8. ქ. ი------- მიერ 7500 აშშ დოლარის თითქოს სესხის სახით გადაცემა შპს „იშ---–---ისთვის“, გამოწვეული იყო დ----- დ-------- ბოროტი ზრახვებით და თაღლითური ქმედებით. ამ თანხით არ უსარგებლია შპს „იშ---–---ს“ და იმავე დღეს, ხელზე გადაუხადა ქ. ი------ შპს „იშ---–---ის„ დირექტორმა. საერთო ჯამში, ნა-- აბ-–---ს მარტო ხელშეკრულებით ნაკისრი ჯარიმების სახით უნდა გადაეხადა 4600 აშშ დოლარზე მეტი თანხა, რაც არ გაითვალისწინა არბიტრაჟმა დავის განხილვისას. ფაქტობრივად ნა-- აბ-–---ს გადახდილი აქვს შპს „იშ---–---ისათვის“ სულ 4200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო ჯარიმის სახით გადასახდელი აქვს 4600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
3.9. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს ა------ ა--- ს---------ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების, გაუქმების საფუძველს;
3.10. საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება;
მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
3.11. მოწინააღმდეგე მხარის, ნა-- ა--–---- წარმომადგენელმა, არ ცნო საჩივარში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა „საჯარო წესრიგის“ დარღვევას და პრაქტიკაში აღიარებულ მის სამართლებრივ გაგებას.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება
ფაქტობრივი საფუძვლები
4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს, ა------ ა--- ს---------ს-----–---–-- პ--–--------- არსებულ ს-------–-------- არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ნა-- აბ-–---მ, მოპასუხედ დაასახელა შპს „იშ---–---ი“ და მოპასუხისათვის 12700 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 2200 აშშ დოლარისა და საადვოკატო მომსახურების სახით 500 ლარის დაკისრება მოითხოვა (საარბიტრაჟო საქმის მასალები, ს.ფ. 6-39);
4.2. საარბიტრაჟო სარჩელს ნა-- აბ-–---მ დაურთო მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, სადავო საკითხთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 7.1. პუნქტში, მხარეებმა მიუთითეს, რომ დავის შემთხვევაში საქმე გადაეცემა ა------ ა.რ ს-------- ს-----–---–-- პ--–--------- არსებულ ს-------–-------- არბიტრაჟს , მისი დებულების შესაბამისად, დავას გა--ხილავს ერთი არბიტრაჟისაგან შემდგარი არბიტრაჟი, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო მხარეთათვის (საარბიტრაჟო საქმის მასალები, ს.ფ. 24);
4.3. დადგენილია, რომ მითითებული სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს შპს „იშ---–---ს“ რომელიც ორგა--ზაციას ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 28 სექტემბერს (საარბიტრაჟო საქმის მასალები, ს.ფ. 44-45);
4.4. დადგენილია, რომ ნა-- ა--–---- საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით, არბირაჟში შესაგებელი, თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად წარადგინა შპს „იშ---–---ის“ წარმომადგენელმა მზია დიასამიძემ (საარბიტრაჟო საქმის მასალები, ს.ფ. 49-59);
4.5. დადგენილია, რომ შესაგებლის ასლი ჩაბარდა საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელს;
4.6. დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მტკიცებულებების გაცვლის შემდგომ დაინიშნა საარბიტრაჟო სხდომა, რომელიც მხარეთა მონაწილეობით გაიმართა რამდენჯერმე. საბოლოოდ შპს ,,ა------ ა--------------- რ-------–---- ს-------- ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ/პ ნა-- ა--–---- საარბიტრაჟო სარჩელი შპს „იშ---–---ის“ დირექტორის ჯ-- ი–---ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „იშ---–---ს“ (ს.კ. 4--------), დირექტორი ჯ-- ი–--, ფ.პ ნა-- ა--–---- სასარგებლოდ დაეკისრა 12900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად გადახდა; პს „იშ---–---ს“ ნა-- ა--–---- სასარგებლოდ დაეკისრა 2036 ლარის გადახდა, მათ შორის საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1436 ლარის და ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 600 ლარის გადახდა;
4.7. წარმოდგენილი საჩივრით ირკვევა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, მომჩივა-- უთითებს არბიტრის მიერ ფაქტების არასწორ დადგენას, სამართლის ნორმების არასწორად გამოყენებას და განმარტებას.
სამართლებრივი საფუძვლები
4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 და 35624 მუხლების შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო გა--ხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;
4.9. ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტა--ლი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტა--ლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა და--შნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; (20.03.2015. N3360 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის და--შვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტა--ლია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება;
ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგა--;
ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს;
4.10. ამდენად, ”არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით (42-ე მუხლი) ზუსტად არის განსაზღვრული, თუ რა საფუძვლების არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება;
4.11. პალატა მიიჩნევს, რომ, საჩივრის ავტორი არ მიუთითებს საარბიტრაჟო საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტა--სას ”არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დარღვევაზე, შესაბამისად მოთხოვნა, შპს ,,ა------ ა--------------- რ-------–---- ს-------- ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი;
4.12. პალატა ასევე განმარტავს, რომ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვისას ფაქტების დადგენის მართლზომიერების შემოწმება და მისი შეფასება არ გამომდინარეობს ”არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის ბ.ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, რომლის მიხედვითაც, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის მოტივით;
4.13. თეორიაში და პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, საჯარო წესრიგის დაცვა არ გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის გადასინჯვას და ამ თვალსაზრისით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დასაბუთების მართებულობის შეფასებას სასამართლოს მხრიდან. მოცემული საკითხისადმი ამ პოზიციის შეუსაბამო მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდოდა კანონის მიზანთან. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას საჯარო წესრიგზე მითითებით არ შეიძლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ასახული სახელშეკრულებო დებულებების განმარტება, მტკიცებულებათა შეფასება, სამართლებრივ ურთიერთობათა კვალიფიკაცია, რადგან საჯარო წესრიგი მოიცავს არა ნებისმიერი სახის დარღვევას, არამედ სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფას. ე.ი. სხვაგვარად რომ ითქვას, იმისათვის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის საფუძვლით იქნას გაუქმებული, იგი წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს უფრო მაღალ ღირებულებებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგი გადაიქცევა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აპელაციის მექა--ზმად, ასეთი მიდგომა კი წინააღმდეგობაშია ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანთან - უზრუნველყოფილი იქნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობა;
4.14. პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია საჩივრის ავტორის მთხოვნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველს კონკრეტულად ასახავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
4.15. ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
4.16. მითითებული ნორმის თანახმად (კანონის 45-ე მუხლის მე-3 მუხლი) - თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში წარდგენილია საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ან შეტა--ლია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არაუმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა;
4.17. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შეჩერებას და საპასუხო უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ავტორისათვის დავალებს;
4.18. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია აღნიშნულ საკითხზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და ვერ გახდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,იშ---–---ი''-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს ძალაში შპს ,,ა------ ა--- ს---------ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,იშ---–---ი''-ს შუამდგომლობა შპს ,,ა------ ა--- ს---------ს-----–---–-- პ--–--------- ა--------–- ს-------–-------- არბიტრაჟის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ - არ დაკმაყოფილდეს;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება არ საჩივრდება.
მოსამართლე ლაურა მიქავა
სიმონ ჩახიძე
თამარ სვა--ძე