განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
330210116001250391
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001250391

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5278-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - თ----- კ---------

წარმომადგენელი - ლ----------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ---–----- გ-–---, ა-–--- გ-–---

წარმომადგენელი - ს------------------

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ----- კ--------ის (პირადი N0----------) სარჩელი მოპასუხეების რ---–---- გ-–--ის (პირადი N1----------) და ა-–--- გ-–--ის (პირადი N0----------) მიმართ: არ დაკმაყოფილდა თ----- კ--------ის სარჩელი მოპასუხე რ---–---- გ-–--ის მიმართ ც------ გ-–--ის (დაბადებული 2001 წლის 21 მარტს) ალიმენტის გადახდის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებისა და დამატებითი ხარჯის დაკისრების შესახებ; არ დაკმაყოფილდა თ----- კ--------ის სარჩელი მოპასუხე რ---–---- გ-–--ის მიმართ ნ-----–---- გ-–--ის (დაბადებული 2008 წლის 03 სექტემბერს) ალიმენტის გადახდის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებისა და დამატებითი ხარჯის დაკისრების შესახებ. არ დაკმაყოფილდა თ----- კ--------ის სარჩელი მოპასუხე ა-–--- გ-–--ის მიმართ ც------ გ-–--ის (დაბადებული 2001 წლის 21 მარტს) ალიმენტის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებისა და დამატებითი ხარჯის დაკისრების შესახებ; არ დაკმაყოფილდა თ----- კ--------ის სარჩელი მოპასუხე ა-–--- გ-–--ის მიმართ ნ-----–---- გ-–--ის (დაბადებული 2008 წლის 03 სექტემბერს) ალიმენტის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებისა და დამატებითი ხარჯის დაკისრების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თ----- კ--------- და ა---- გ-–--- 2011 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი);

-მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.2. თ----- კ--------- არასრულწლოვან ც------ გ-–---სთან და ნ-----–---- გ-–---სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–--------–---------------------------------------------;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.3. ა---- გ-–--- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. იგი მეუღლესთან და მათ საერთო არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ა---- გ-–--- შრომისუნარიანია;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2.4. თ----- კ---------ს სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს ა---- გ-–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის/შვილების ალიმენტის გადახდის დაკისრების ან/და წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების თაობაზე, ან/და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრების შესახებ მოთხოვნით;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. თ----- კ--------- და ა---- გ-–--- დაქორწინდნენ 2001 წლის 10 თებერვალს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 21 მარტს ც------ გ-–--- და 2008 წლის 03 სექტემბერს ნ-----–---- გ-–---;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის გლდანის რ. სარგ. მიერ 2001 წლის 10 თებერვალს გაცემული ქორწინების მოწმობა აქ N0-----, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 13);

-სრს გლდანის სამსახურის განყ. მიერ 2006 წლის 29 მაისს გაცემული ც------ გ-–--ის დაბადების მოწმობა ნ----------, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 14);

-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2008 წლის 04 სექტემბერს გაცემული დაბადების მოწმობა ნკ N0-----, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).

 

2.6. მოპასუხეები რ---–---- გ-–--- და ა-–--- გ-–--- წარმოადგენენ ა---- გ-–--ის მშობლებს;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ზესტაფონის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ 1977 წლის 03 თებერვალს გაცემული ა---- გ-–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 46);

 

2.7. არასრულწლოვან ნ-----–---- გ-–---ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი F 84.0. 2011 წლიდან დღემდე, პაციენტთან ტარდება ქცევითი თერაპიის კურსი, 2015 წლის ზაფხულიდან, მიმდინარეობს მედიკამენტური მკურნალობა მედიკამენტ - ა--------ით, რის ფონზეც ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, წამოსულია ფრაზული მეტყველება, შემცირებულია და არ არის შემაწუხებელი ობსესიები და გამანეტრიალებელი რიტუალები. აუციელებელია პაციენტთან გაგრძლდეს ქცევითი თერაპიიის კურსი, მედიკამენტური მკურნალობა, შენარჩუნებული იქნეს დღის რუტინა (ცვილებებისადმი რეზისტენტობის გამო), ქცევითი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით; ნ------------------ის ც------ში 2014 წელს არასრულწლოვან ნ-----–---- გ-–--ისათვის ჩატარებული გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მკურნალობის ერთი წლის ღირებულებამ შეადგინა 6240 (ექვსი ათას ორას ორმოცი) ლარი, ხოლო 2015 წელს - 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარი;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,მ------–----- ჯ---------–----- ც------ის“ მიერ 2016 წლის 16 თებერვალს გაცემული ცნობა ჯ---------–----- მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21);

-შპს ,,ნ------------------ის ც------ის“ მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობა ჯ---------–----- მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 22-23);

-შპს ,,ნ------------------ის ც------ის“ მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გაცემული კალკულაცია, ინვოისი N353 (ს.ფ. 24-25);

-შპს ,,ნ------------------ის ც------ის“ მიერ 2015 წლის 06 ივლისს გაცემული კალკულაცია, ინვოისი N--40 (ს.ფ. 26-27).

 

2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით) რ---–---- გ-–--ის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 24 ივლისამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს 1819.22 ლარს. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 21 126 ლარს, 2015 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 26 634 ლარს, ხოლო 2016 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს - 21 772.55 ლარს. 2017 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი იქნება 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტამდე; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 24 ივლისს გაცემული ცნობა N-------, ინფორმაცია 01.01.2014 წლიდან 24.07.2017 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ (ს.ფ. 76-78);

-2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, 2015 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ს.ფ. 79-83);

-ინფორმაცია რ---–----- გ-–--ის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ (ს.ფ. 90-91);

-ინფორმაცია რ---–----- გ-–--ის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესახებ (ს.ფ. 92).

 

2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ა-–--- გ-–--ის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 5040 (ხუთი ათას ორმოცი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 24 ივლისს გაცემული ცნობა N-7-----, ინფორმაცია ა-–--- გ-–--ის მიერ 01.01.2014 წლიდან 24.07.2017 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ (ს.ფ. 73-75);

-ინფორმაცია ა-–--- გ-–--ის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ (ს.ფ. 89).

 

2.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათლით თ----- კ--------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 2014 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით თვეში - 1324.8 ლარს, 2014 წლის მაისის თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით თვეში - 1380 ლარს, იმავე წლის დეკემბრის თვეში - 2463 ლარს. 2015 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით ძირითადად თვეში - 1380 ლარს;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 28 ივლისის N------------ მიმართვა, ინფორმაცია თ----- კ--------ის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით მითებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ (ს.ფ. 87-88).

 

2.11. ა---- გ-–---მ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–-------–---------------------------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 2011 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა რ---–---- გ-–---ზე და ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20);

-2011 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 19 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18).

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, რ---–---- გ-–--ის მოთხოვნა თ----- კ--------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თ----- კ--------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ა---- გ-–---სა და რ---–---- გ-–---ს შორის 2011 წლის 12 ოქტომბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე თ---–---------–------------------------------------------------, საკადასტრო კოდი N0---------------------; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე N-/1392-16 (ს.ფ. 102-111).

 

2.13. ა---- გ-–---სა და თ----- კ---------ს შორის რაიმე სახის შეთანხმება, არასრულწლოვანი შვილის/შვილების ალიმენტის თაობაზე, არ შემდგარა; მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 3.2.9. პუნქტში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხე მხარემ კი უარყო რაიმე სახის შეთანხმების არსებობა თ----- კ---------სთან არასრულწლოვანი შვილის/შვილების ალიმენტის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები

 

სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის ალიმენტის, წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრება და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეები რ---–---- გ-–--- და ა-–--- გ-–---, როგორც არასრულწლოვანი ც------ გ-–--ის და ნ-----–---- გ-–--ის ბებია-პაპა, ვალდებული არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილიშვილები, თუ ისინი ვერ იღებენ სარჩოს თავისი მშობლებისაგან. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი, რაც აწესრიგებს პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობებს შვილიშვილების მიმართ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- კ--------- და ა---- გ-–--- დაქორწინდნენ 2001 წლის 10 თებერვალს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 21 მარტს ც------ გ-–--- და 2008 წლის 03 სექტემბერს ნ-----–---- გ-–--- (3.2.1). თ----- კ--------- და ა---- გ-–--- 2011 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-------–--------------------------------------------. (3.1.1., 3.1.2).

 

მოპასუხეები რ---–---- გ-–--- და ა-–--- გ-–--- წარმოადგენენ ა---- გ-–--ის მშობლებს (3.2.2).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

სასამართლოს მითითებით არასრულწლოვანი ბავშვების, ც------ გ-–--ის და ნ-----–---- გ-–--ის მამა, ა---- გ-–--- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. იგი მეუღლესთან და მათ საერთო არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (3.1.3).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- გ-–---ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი F 84.0. 2011 წლიდან დღემდე, პაციენტთან ტარდება ქცევითი თერაპიის კურსი, 2015 წლის ზაფხულიდან, მიმდინარეობს მედიკამენტური მკურნალობა მედიკამენტ-ა--------ით. აუცილებელია, გაგრძელდეს ქცევითი თერაპიის კურსი, მედიკამენტური მკურნალობა (3.2.3).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- კ--------- დასაქმებულია და სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით, მას 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათლით უფიქსირდება მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (3.2.6). ასევე, მითითებულ პერიოდში დასაბეგრი შემოსავლები აქვთ მოპასუხეებს რ---–---- გ-–---ს და ა-–--- გ-–---ს (3.2.4., 3.2.5).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა---- გ-–---მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–-------–---------------------------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 2011 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა რ---–---- გ-–---ზე და ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, თ----- კ--------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული 2011 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, არ დაკმაყოფილდა რ---–---- გ-–--ის მოთხოვნა თ----- კ--------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ არის შესული კანონიერ ძალაში. (3.2.8).

 

სასამართლოს განმარტებით საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა შვილიშვილებსა და პაპა-ბებიას შორის როგორც მამის, ისე დედის ხაზითაც. ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების საკითხს და დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას სასამართლო წყვეტს მატერიალური მდგომარეობის, შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებათა გათვალისწინებით. როგორც სამართლებრივი ნორმის (სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი) შინაარსიდან იკვეთება, ბებიისათვის და პაპისთვის ალიმენტის დასაკისრებლად აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. ბებიას და პაპას არასრულწლოვანი შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა. მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისათვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- კ---------ს სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს ა---- გ-–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის/შვილების ალიმენტის გადახდის დაკისრების ან/და წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების თაობაზე, ან/და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრების შესახებ მოთხოვნით (3.1.4.). ა---- გ-–---სა და თ----- კ---------ს შორის, რაიმე სახის შეთანხმება არასრულწლოვანი შვილის/შვილების ალიმენტის თაობაზე (3.2.9.). სასამართლოს მითითებით 3.1.4. და 3.2.9 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად გამორიცხავს თ----- კ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებას ა-–--- გ-–--ისა და რ---–---- გ-–--ის მიმართ. რადგან ეს გარემოებები (3.1.4. და 3.2.9.) მიუთითებს, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები ნორმის გამოყენებისა.

 

სასამართლოს განმარტებით არასრულწლოვანი ბავშვების მამა, ა---- გ-–--- შრომისუნარიანია და მას აქვს თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულება უზრუნველყოს შვილების რჩენა მინიმალურ დონეზე მაინც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. არასრულწლოვანი ბავშვების დედა დასაქმებულია, იღებს შემოსავალს და თავისი მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ც------ გ-–--ის და ნ-----–---- გ-–--ის ასაკის თუ ჯ---------–----- მდგომარეობის შესაბამის საჭიროებებს.

 

სასამართლოს განმარტებით საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა---- გ-–--ის შრომის უნარის შეზღუდვას ან მისი მხრიდან ალიმენტის, წარსული დროის ალიმენტის გადახდის და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების უუნარობას. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება არასრულწლოვანი ბავშვების მამის უმუშევრობა, შემოსავლის არარსებობა ან მომავალში დასაქმების შეუძლებლობა. ამასთან, მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ ა---- გ-–---ს ჰყავს მესამე არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს და ბუნებრივია, ბიოლოგიური მამა ზრუნავს მასზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბებიის და პაპის შვილიშვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრისათვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: ბებიის და პაპის მიერ საკმაო შემოსავლების მიღება და არასრულწლოვანი ბავშვების მიერ მშობლებისგან სარჩოს მიღების შეუძლებლობა. მხოლოდ ბებიის და პაპის შემოსავლის არსებობა არ არის საკმარისი აღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე საალიმენტო მოვალეობის წარმოშობისათვის. მოსარჩელის მხრიდან მცდელობაც არ ყოფილა ა---- გ-–--ის მიმართ არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნის დაყენებისა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ა---- გ-–--ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის თაობაზე არ ქმნის საკმარის საფუძველს პაპა-ბებიის მხრიდან შვილიშვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულების დაკისრებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვების ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ხოლო არასრულწლოვანთა აღზრდის და მათზე ზრუნვის ვალდებულება, უპირველესად ეკისრებათ მათ ბიოლოგიურ მშობლებს და ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან ც------ გ-–---სა და ნ-----–---- გ-–---ს არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მამისაგან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების რ---–---- გ-–--ის და ა-–--- გ-–--ის მიმართ ალიმენტის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებისა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მიმართული არ ჰქონდა სასამართლოსთვის არასრულწლოვანი ბავშვების მამის ა---- გ-–--ის წინააღმდეგ წარსული და მიმდინარე ალიმენტის დაკისრების, ასევე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით არ არსებობდა ასეთი მოთხოვნით პაპა-ბებიის მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. აპელანტის აზრით დასახელებული არგუმენტზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2017 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რ---–----- გ-–---ს უარი ეთქვა აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. აპელანტის მითითებით აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვების მამა ა---- გ-–--- არათუ არ იხდის ალიმენტს, არამედ უძრავი ქონება სადაც ისინი ცხოვრობენ გაყიდა და მამის მეშვეობით ითხოვს ბინიდან მათ გამოსახლებას. აპელანტის მითითებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თ----- კ--------- და ა---- გ-–--- 2011 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

4.2. თ----- კ---------ს და ა---- გ-–---ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 21 მარტს ც------ გ-–--- და 2008 წლის 03 სექტემბერს ნ-----–---- გ-–---. (ტ.1.ს.ფ. 14-15)

 

4.3. არასრულწლოვანი ც------ გ-–--- და ნ-----–---- გ-–--- ცხოვრობენ მოსარჩელე თ----- კ--------ის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე: თ---–--------–---------------------------------------------. (31.07.2017წ. სხდომის ოქმი).

 

4.4. მოსარჩელე თ----- კ--------- არის შრომისუნარიანი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათლით თ----- კ--------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 2014 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით თვეში - 1324.8 ლარს, 2014 წლის მაისის თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით თვეში - 1380 ლარს, იმავე წლის დეკემბრის თვეში - 2463 ლარს. 2015 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით ძირითადად თვეში - 1380 ლარს; (ტ.1.ს.ფ. 87-88)

 

4.5. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ც------ გ-–--ის და ნ-----–---- გ-–--ის მამა ა---- გ-–--- შრომისუნარიანია.

ა---- გ-–--- ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება სხვა პირთან. ა---- გ-–--- მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. (31.07.2017წ. სხდომის ოქმი)

 

4.6. რ---–---- გ-–--- და ა-–--- გ-–--- არიან ა---- გ-–--ის მშობლები. (ტ.1.ს.ფ. 46)

 

4.7. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თ----- კ---------ს რ---–---- გ-–--ის და ა-–--- გ-–--ის მიმართ არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე (17.02.2016 წ.) ა---- გ-–--ის წინააღმდეგ დასახელებული მოთხოვნებით სარჩელით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ თ----- კ---------მ ა---- გ-–--ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. (27.03.2018წ. სხდომის ოქმი, 14:09:51- 14:10:27)

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.

 

საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობანი წარმოიშობა შვილიშვილებსა და პაპა-ბებიას შორის როგორც მამის, ისე დედის ხაზით. ამიტომ თუ სარჩელი წარდგენილია მამის ხაზით პაპის და ბებიის მიმართ მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალდებულებაში დედის ხაზით პაპის და ბებიის ჩართვა. თუ რომელ პაპა-ბებიას უნდა დაეკისროს ალიმენტი და რა რაოდენობით, ამას წყევტს სასამართლო მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, შვილიშვილის აღზრდაში მათი მონაწილეობის და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ გამოიტანს, როცა დარწმუნდება, რომ უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლია და პაპა-ბებიას გააჩნია საკმარისი სახსრები. არ შეიძლება მათ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია ან შრომისუუნაროა, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად.

 

გასათვალისწინებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლო ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება მხარეთა მოთხოვნა კანონის ნორმით გათვალისწინებულ დისპოზიციას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ც------ გ-–--ის და ნ-----–---- გ-–--ის მშობლები შრომისუნარიანები არიან, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც ა---- გ-–--ის მხრიდან ალიმენტის, წარსული დროის ალიმენტის გადახდის და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობას დაადასტურებდა. საგულისხმოა, რომ აპელანტი (მოსარჩელემ) სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოების, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვების მამის მხრიდან ალიმეტის მიღების შეუძლებლობის დასადასტურებლად მისივე ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. გათვალისწინებით იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის ახნა-განმარტებას არ დაეთანხმა, ამასთან, სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდაში მამის მონაწილეობის შეუძლებლობა, უფრო მეტიც, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ თ----- კ---------მ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს ა---- გ-–--ის წინააღმდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა პაპა-ბებიისთვის ალიმენტის და დამატებით ხარჯების დაკისრების შესახებ არ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელთა არსებობაც პაპა-ბებიისთვის საალიმეტო მოვალეობის დაკისრებისთვის აუცილებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ----- კ---------ს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუქნტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური