განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
240310118002265692
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310118002265692 (3/ბ-169-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ა-----'', ხ---- და ს------ გ------იები (მოპასუხეები)

 

მოპასუხე - შპს ,,ს-------ი''

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2018 წლის 22 იანვარს სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ს-------ის'', შპს ,,ა-----ს'', ხ---- და ს------ გ------იების წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების შპს ,,ს-------ის'', შპს ,,ა-----ს'', ხ---- და ს------ გ------იების უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ:

 

ხ---- გ------იას (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ს/კ: 4-----------; 4-----------; 4-----------; 4-----------; 4-----------; 4----------- და 100 %-იანი წილის შპს „ს-------იში“ (ს/ნ 2-------) _ დაყადაღება;

 

შპს „ა-----ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ს/კ. 4-----------; ს/კ. 4----------- და საბანკო ანგარიშების - სს „ს----------–--------ში“; სს „ლ-------------ში“ _ დაყადაღება;

 

ს------ გ------იას (პ/ნ 3----------) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების - JEEP GRAND CHEROKEE სახ.ნომრით Q------; SUBARU LEGACY B4 სახ.ნომრით G------; FORD TRANSIT 150LD სახ.ნომრით X-----; 100 %-იანი წილის შპს „ა-----ში“ (ს/ნ 4--------) და ს------ გ------იას საბანკო ანგარიშებზე სს „ს----------–--------ში“ _ დაყადაღება;

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ხ---- გ------იას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, კერძოდ:

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკი, მ–-------------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქ.სენაკი, ხ-----------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, სოფ. ა---–-------–ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, ს---------–-------–-------ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, ს---------–-------–-------ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, საკრებულო ა---–-------–ი;

 

ყადაღა დაედო შპს „ა-----ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას:

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქალაქი სენაკი, ა--------------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქალაქი სენაკი, ი----------------------------------);

 

ყადაღა დაედო ს------ გ------იას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

- JEEP GRAND CHEROKEE, VIN:1---------------- ფერი- რუხი 8/8, გამოშვების წელი 2004, სახ.ნომრით Q------;

- SUBARU LEGACY B4, შასის: B--------, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი 2005, სახ.ნომრით G------;

- FORD TRANSIT 150LD, VIN:W----------------, ფერი - თეთრი, სახ.ნომრით X-----.

 

შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 76-78).

 

სენაკის რაიონული სასამართლომ 2018 წლის 07 მარტის განჩინებით საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 81-83), ხოლო 2018 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 84-92).

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 იანვარს სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ს-------ის'', შპს ,,ა-----ს'', ხ---- და ს------ გ------იების წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების შპს ,,ს-------ის'', შპს ,,ა-----ს'', ხ---- და ს------ გ------იების უძრავ-მოძრავი ქონებების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

მოსარჩელის მტკიცებით, 15.01.2018წ. მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ს-------ის“ (ს/ნ 2-------3) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 21 289.94 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ს-------ის“ ქონებაზე 1-----2014წ. N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2-----2014წ. გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N 0------ ბრძანება. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ს-------ის“ (ს/ნ 2-------3) ერიცხება მოძრავი ქონებები, რომელიც ვერ უზრუნველყოფს დავალიანებას.

 

შპს „ს-------ის“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 0-------------ის N 8--------- ბრძანების შესაბამისად ჩატარებულ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად. კამერალური საგადასახადო შემოწმება დაიწყო 07.10.2013 წ. და დასრულდა 30.10.2014 წ. შპს „ს-------ი“ (ს/ნ 2-------3) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2005 წლის 1-----------ს მისი იურიდიული მისამართია სენაკის რაიონი, ხ-----------------, საქმიანობის სახეა - საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით. 2014 წლის ივნისის თვეში შპს „ს-------იმ“ (ს/ნ 2-------3) გამოწერა ბოლო ზედნადები და შეწყვიტა საქმიანობა. შპს „ს-------ის“ (ს/ნ 2-------3) დამფუძნებელი და დირექტორი არის ხ---- გ------ია (პ/ნ 3----------).

 

შპს „ს-------ის“ დამფუძნებელმა ხ---- გ------იამ (პ/ნ 3----------) შპს „ს-------ისგან“ (ს/ნ 2-------3) 2014 წელს გაიტანა დივიდენდი 110 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შპს „ს-------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ. 4-----------) მდებარე სენაკის რაიონი, ხ-----------------, შემოწმების პერიოდში, 2014 წლის 20 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაფორმდა შპს „ა-----ზე“ (ს/ნ. 4--------), რომელიც სამეწარემო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 21 მარტს და მისი იურიდიული მისამართია სენაკი, ი------------------, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი რეგისტრირებულია შპს „ს-------ის’’ (ს/ნ 2-------3) საქმიანობის მისამართზე სენაკის რაიონი, ხორავას N1. მისი საქმიანობის სახეა - საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებითა და ცხოველების საკვებით, საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ს------ გ------ია (პ/ნ 3----------) _ შპს „ს-------ის“ დირექტორის ძმის შვილი, რომელიც საქმიანობას ეწევა სენაკის რაიონი ხ------------------ ში. შპს „ს-------ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ხ---- გ------ია (პ/ნ 3----------) დასაქმებულია შპს „ა-----ში“ (ს/ნ 4--------) და ხელფასის სახით მიღებული აქვს 15 450 ლარი.

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი _ შემდგომში სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე, მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების გასხვისება, რის გამოც შეუსრულებელი დარჩება ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელი აღძრულია იმ იურიდიული ინტერესით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის, შპს “ს-------ის“ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების 21 289.94 ლარის გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერი პირების მიმართ სამსახურმა განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო მოპასუხე ხ---- გ------იას (პ/ნ 3----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, კერძოდ:

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკი, მ–-------------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქ.სენაკი, ხ-----------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, სოფ. ა---–-------–ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, ს---------–-------–-------ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, ს---------–-------–-------ი;

- ს/კ 4-----------, მდებარე - სენაკის რაიონი, საკრებულო ა---–-------–ი;

ყადაღა დაედო შპს „ა-----ს“ (ს/ნ 4--------) კუთვნილ უძრავ ქონებას:

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქალაქი სენაკი, ა--------------------;

- ს/კ 4-----------, მდებარე - ქალაქი სენაკი, ი----------------------------------);

ყადაღა დაედო ს------ გ------იას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

- JEEP GRAND CHEROKEE, VIN:1---------------- ფერი - რუხი 8/8, გამოშვების წელი 2004, სახ.ნომრით Q------;

- SUBARU LEGACY B4, შასის: B--------, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი 2005, სახ.ნომრით G------;

- FORD TRANSIT 150LD, VIN:W----------------, ფერი- თეთრი, სახ.ნომრით X-----.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა შპს „ს-------იში“ (ს/ნ 2-------) ხ---- გ------იას (პ/ნ. 3----------) 100 %-იანი წილის, სს „ს----------–--------სა“ და სს „ლ-------------ში“ შპს „ა-----ს“ (ს/ნ 4--------) ანგარიშების, შპს „ა-----ში“ (ს/ნ 4--------) ს------ გ------იას (პ/ნ 3----------) 100 %-იანი წილისა და სს „ს----------–--------ში“ ს------ გ------იას ანგარიშების დაყადაღებას. ამ ნაწილში ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას სსიპ სემოსავლების სამსახური და ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას.

 

სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

 

შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

 

ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ განმარტება ამა თუ იმ პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო დაესაბუთებინა თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს (რატომ არის არასაკმარისი) მის სასარჩელო მოთხოვნას ის ღონისძიებები, რაც გამოყენებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით. საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას, რომელიც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების დებულებებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება გასაჩივრებულ (სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის უარყოფის) ნაწილში;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე