განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
010210118002265957
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118002265957

საქმე №2/ბ-379-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: სს ,,მ------- ბ------ი’’

მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,ს------------- კ------ია უ------ი’’

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება

გამოარკვია:

2018 წლის 20 იანვარს, ბ------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სს ,,სადაზღვეო კ------ია უ------ის" წარმომადგენლებმა ვ------- შ---------- და თ----- კ------–----, მოპასუხედ დაასახელეს სს „მ------- ბ------ი" და მოპასუხისათვის 24595,01 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე სს „მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი ბ------ი, შესახვევი წ-------ლი N2 დაზუსტებული ფართობი-60812,00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0-----------. გასხვისება.

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 21 აპრილს, სს ,,ს------------- კ------ია უ------სა“ და სს ,,მ------- ბ------ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის N------- ხელშეკრულება, რომლითაც გარანტმა- სს ,,ს------------- კ------ია უ------მა“ აიღო ვალდებულება ბენეფიციარის-შპს ,,აჭ------------------'-ის წინაშე პრინციპალთან-სს ,,მ------- ბ------თან“ გაფორმებული 2016 წლის 05 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით საგარანტიო თანხის გადახდაზე.

საბანკო გარანტიის N------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 21 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა 21/04-1------ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის 2.3.12 პუნქტის მიხედვით, პრინციპალმა (სს ,,მ------- ბ------ი'') აიღო ვალდებულება, გარანტიის გაცემიდან 14 დღის ვადაში გარანტის სასარგებლოდ, უზრუნველყოფის სახით გირავნობით დაეტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის მოწყობილობა (ბ------ის ქარხანა) 80 M------------------------------- და ლითონის ცისტერნა ცემენტისათვის დაშლილ მდგომარეობაში, თუმცა მოსარჩელე მხარის არაერთი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მიუხედავად, აღნიშნული ვალდებულება სრულად არ შეასრულა.

მხარეთა შორის არსებული საბანკო გარანტიის N 1------ 1.13. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პრინციპალს გარანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადად გადასახდელი-ჯარიმა, საგარანტიო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 20 000 აშშ დოლარს.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის N 1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის (დამზღვევის) მიერ ასევე სრულად არ იქნა შესრულებული ვალდებულება ს------------- პრემიის გადახდის თაობაზე, კერძოდ მას გადასახდელად დარჩენილი აქვს 2967,81 აშშ დოლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს------------- კ------ია უ------ს“ წარმოეშვა, როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით პირგასამტეხლოს დაკისრების, ისე დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე პრემიის მოთხოვნის უფლება.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა მოსარჩელეს მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ვინაიდან, ქონების გასხვისების აკრძალვის გარეშე, მოპასუხე მოახდენს მისი ქონების, თუნდაც ფორმალურად გასხვისებას, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით, სს სადაზღვეო კ------ია ,,უ------ის" წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ბ------ი, შესახვევი წ-------ლი N2, დაზუსტებული ფართობი 60812,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------- გასხვისება.

სასამართლომ მიუთითა ქონების შესაძლო გასხვისების საშიშროებაზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზეც. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

სასამართლომ განმარტა, რომ თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სასამართლომ კი, უნდა უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ,,მ------- ბ------ის“ წარმომადგენელმა გ---–- გ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სსკ 191-ე და 198-ე მუხლის დანაწესებს, ვინაიდან მასში სრულყოფილად არაა გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისათვის ისეთი აუცილებელი წინაპირობა, როგორიცაა სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა.

მხარე ძირითად მოთხოვნად უთითებს გადაუხდელი ს------------- პრემიას- 2967,81 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს 20.000 აშშ დოლარის ჯარიმის დაკისრებას. აღნიშნული კი პირდაპირ არღვევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს.

იმის ვარაუდი, რომ მეწარმე სუბიექტი გაასხვისებს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გამოსაყენებელ ქონებას, ს------------- პრემიასთან დაკავშირებული დავებიდან გამომდინარე, აბსოლიტურად უსაფუძვლოა და მოკლებულია ფაქტობრივ წინაპირობებს.

მოსარჩელის შუამდგომლობა ემსახურება არალეგიტიმურ მიზანს- უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს მიაყენოს ზიანი, ამასთან გაექცეს იმ ვალდებულებებს, რომლებიც სს ,,უ------ს ‘’ გააჩნია სს ,,მ------- ა---–-- ჯ---------“ მიმართ (მ-------ს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კ------ია).

სს ,,უ------ს“ თავად გააჩნია მ-------ს ჯგუფის მიმართ სოლიდური დავალიანება საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლის თაობაზე მიმდინარეობს დავა ბ------ის საქალაქო სასამრთლოში.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 20 იანვარს, ბ------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სს ,,ს------------- კ------ია უ------ის" წარმომადგენლებმა ვ------- შ---------- და თ----- კ------–----, მოპასუხედ დაასახელეს სს „მ------- ბ------ი" და მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის N 1------ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ერთჯერადი ჯარიმის 20 000 აშშ დოლარის და გადაუხდელი ს------------- პრემიის- 2967,81 აშშ დოლარის, სულ 24595,01 დოლარის დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე სს „მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალოს, მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი ბ------ი, შესახვევი წ-------ლი N2 დაზუსტებული ფართობი-60812,00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0-----------. გასხვისება.

დადგენილია, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით, სს სადაზღვეო კ------ია ,,უ------ის" წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ბ------ი, შესახვევი წ-------ლი N2, დაზუსტებული ფართობი 60812,00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------- გასხვისება.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ,,მ------- ბ------ის“ წარმომადგენელმა გ---–- გ--------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ამავე კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სამოქალაქო სარჩელის საგანი, რომლის უზრუნველყოფასაც მოითხოვს განმცხადებელი არის, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, პრინციპალის მოძრავი ქონების ნაწილზე გირავნობის განუხორციელებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით-20 000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე გადაუხდელი ს------------- პრემიის- 2967,81 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით, პრინციპალისათვის 20000 აშშ დოლარის ნაწილში დაუსაბუთებელია და სარჩელსა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული მოტივების გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა სრულად დაკმაყოფილდეს და რომ ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია.

რაც შეეხება ს------------- პრემიის სახით 2967,81 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფას, პალატა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელეს შუამდგომლობას, ვინაიდან, მხოლოდ მითითება მასზედ, რომ მოპასუხე მოახდენს მისი ქონების გასხვისებას, თუნდაც ფორმალურად, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას-არ წარმოადგენს საკმარისს ასეთი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ამასთან მისი გადახდისუუნარობის ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესების თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გაზიარებული უნდა იქნეს საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოკლებულია ფაქტობრივ წინაპირობებს მოსარჩელეს მითითება მასზედ, რომ მეწარმე სუბიექტი გაასხვისებს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გამოსაყენებელ ქონებას, ს------------- პრემიასთან დაკავშირებული დავიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა განმცხადებლის მოთხოვნას, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, არ მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდებოდა და რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამ სარჩელის ფარგლებში სს ,,მ------- ბ------ის“ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელი იყო და კანონშესაბამისს წარმოადგენდა.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,მ------- ბ------ის“ (წარმომადგენელი გ---–- გ--------) საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უნდა გაუქმდეს, ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც სს ,,მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალა, მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი ბ------ი შესახვევი წ-------ლი N 2 დაზუსტებული ფართობი 60812,00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0----------- გასხვისება;

სს ,,ს------------- კ------ია უ------ის“ შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა ეთქვას უარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს,,მ-------ბ------ის“ (წარმომადგენელი-გ---–- გ--------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. მოიხსნას აკრძალვა, რომლითაც სს ,,მ------- ბ------ს" (ს/კ 4--------) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი ბ------ი, შესახვევი წ-------ლი N2 დაზუსტებული ფართობი-60812,00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0-----------. გასხვისება;

4. სს ,,ს------------- კ------ია უ------ი’’-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე