განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001800372
საქმე №3ბ/115-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–- დ---–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ს--------------აძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ბ-------------აძე;
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ვ--------ა ფ----–--–-ძე;
წარმომადგენელი - გ--------------–--ლი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის N2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1--- ბრძანების ბათილად ცნობა ნ-----–- დ---–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების ნაწილში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.3. მესამე პირმა, ვ--------ა ფ----–--–-ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ-----–- დ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში ნ-----–- დ---–--ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 111.36 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №0----------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 9006.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 7, შენობა-ნაგებობები: №1-დან №51-ის ჩათვლით. (ტომი I, ს.ფ 34)
4.2. ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში, ვ--------ა ფ----–--–-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 39.61 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №0---------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრეIბა, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 9006.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 7, შენობა-ნაგებობები: №1-დან №26-ის ჩათვლით და №31-დან №52-ის ჩათვლით). (ტომი I, ს.ფ 22-23)
4.3. 2016 წლის 30 მარტს, ვ--------ა ფ----–--–-ძემ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის დადასტურება.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 აპრილის №2------ შუალედური გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: განესაზღვრა განაცხადის მდებარეობა რუკაზე; არქიტექტურის სამსახურისთვის განცხადებით უნდა მიემართა საპროექტო ფართის მესაკუთრეს, მოსარგებლეს ან მათ მინდობილ პირს; ,,ფაილის მიმაგრების’’ ველში ატვირთულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე საპროექტო კიბესთან ერთად ასევე დატანილი უნდა ყოფილიყო არსებული სარეკონსტრუქციო კიბის და ბაქნის კონტური. (ამასთან, ვინაიდან საპროექტო დავალებით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდებოდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში სამსახური გაუწევდა შუამდგომლობას და საკითხს განსახილველად გადააგზავნიდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოში; ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიაზე გადიოდა №01.00.660 საკომუნიკაციო-საკანალიზაციო არხი, საჭირო იყო შესაბამისი მესაკუთრის - შპს ,,კ-------------–----ს’’ თანხმობის წარდგენა სარეკონსტრუქციო სამუშაოების გახორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კი მხარეს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა. (ტომი I, ს.ფ 20-21)
4.4. შპს ,,კ-------------–----ს’’ 2016 წლის 12 აპრილის №0--------- წერილით ვ--------ა ფ----–--–-ძეს ეცნობა, რომ შპს ,,კ-------------–----’’ არ იყო წინააღმდეგი ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ის მიმდებარედ, ნაკვეთი: №0---------------, სამუშაოების ჩატარებაზე. სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელი იყო გამოეძახა მათი წარმომადგენელი, ხოლო საკომუნიკაციო არხის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მათ. (ტომი I, ს.ფ 36)
4.5. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №2------ შუალედური გადაწყვეტილებით, განმცხადებელს კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით დაევალა 30.03.2016 წელს ატვირთული 2 ფოტომონტაჟიდან რიგით მეორე (ვარიანტი №1) ფოტომონტაჟის ატვირთვა და ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო საპროექტო და სარეკონსტრუქციო კიბის კონტურების დატანით.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილებით, კი ვ--------ა ფ----–--–-ძეს დაუდასტურდა ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა.(ტომი I, ს.ფ 18-19; 24-25)
4.6. 2016 წლის 25 აგვისტოს ნ-----–- დ---–--ემ №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების და ამავე სამსახურის 2016 წლის 7 აპრილის №2------ და 2016 წლის 14 აპრილის №2------ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2016 წლის 25 ნოემბერს კი ნ-----–- დ---–--ემ დამატებით წარადგინა №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან ერთად, მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის ტროტუარისა და კიბეების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ნ-----–- დ---–--ის 2016 წლის 25 აგვისტოს №3-------- და 25 ნოემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა, როგორც ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილება, ისე 2016 წლის 7 აპრილის №2------ და 2016 წლის 14 აპრილის №2------ ბრძანებები. (ტომი I, ს.ფ 40-45; 111-117; 139-141)
4.7. შპს ,,პ------–-–------ს’’ 2016 წლის 20 მაისის შენობის მდგრადობის კონსტრუქციული დასკვნის თანახმად: ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4 (მე-2 სადარბაზო, სარდაფი) მსხვილბლოკოვანი კონსტრუქციისაა, სადაც დამკვეთს გადაწყვეტილი აქვს ქუჩის მხრიდან კარის გაჭრა და ღიობის გაფართოვება. ამავე დასკვნის თანახმად, პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება მიზანშეწონილია და არ გამოიწვევს უარყოფით ტექნიკურ ზეგავლენას კორპუსის მზიდი მუშაობის ხასიათზე. (ტომი I, ს.ფ 211)
4.8. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №--------- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების მიღებამდე თანხმობა ოფიციალურად არ გაუცია, თუმცა სააგენტო არ იყო წინააღმდეგი კიბის განთავსებაზე/არსებობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებაზე, რ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ის პოზიცია, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ვ--------ა ფ----–--–-ძეს დაუდასტურდა მხოლოდ ანტრესოლის მოწყობის უფლება, რომელიც მას უნდა განეთავსებინა მისი კუთვნიული ფართის შიგნით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ აძლევდა ჩასასვლელი კიბისა და კარ - ფანჯრების მოწყობის შესაძლებლობას. თბილისის არქტიექტურის სამსახურის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში დადასტურებულია მხოლოდ სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ - ფანჯრის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო ანტრესოლი მითითებულია მხოლოდ ნომენკლატურის ჩამონათვალში, რაც ცალსახასდ არ ნიშნავს ანტრესოლის მოწყობის ნებართავას, ამასთან, თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნომენკლატურის ჩამონათვალში მისი მითითება ადასტურებს თანხმობის გაცემას, მაშინ საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამავე ჩამონათვალში მითითებულია, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობის მოწყობის ან დემონტაჟის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------ა ფ----–--–-ძეს არ ჰქონდა უფლება მოეწყო მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბე და კარ-ფანჯრის ღიობი ამხანაგობის 2/3-ის თანხმობის გარეშე და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. მისი მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადგილი აქვს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რა დროსაც განხორციელებული სამუშაოების თაობაზე დასტური არ საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის მოპოვებას, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წერილობითი დასტურის მოპოვების დროისათვის მხარე არ იყო ვალდებული არქიტექტურის სამსახურში წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა.
6. ნ-----–- დ---–--ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი ხელახალი განხილვისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება
6.1. ნ-----–- დ---–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს კანონიერად არ უნდა მიეჩნია არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დადასტურება ვ--------ა ფ----–--–-ძის საკუთრებაში არსებული სარდაფისათვის ტროტუარის მხრიდან კაპიტალური ტიპის კიბეებისა და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებზე, რომ საფეხმავლო გზა ეკუთვნის კეთილმოწყობის სამსახურს, შესაბამისად, თანხმობა კეთილმოწყობის სამსახურიდან უნდა მიეღო. ამასთან, საკომუნკაციო ჭა არ წარმოადგენს „კ-------------–----ს“ საკუთრებას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმ საკითხზე, რომ ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობის თანხმობა არ იყო საჭირო ვ-----ო ფ----–--–-ძის საკუთრებაში არსებულ სარდაფში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოზე და საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ თუ სამშენებლო საქმიანობა ითვალისწინებს ქონების გაზრდას, რომლის არსებობასაც ვ--------ა ფ----–--–-ძის შემთხვევაში მიიჩნევს, საჭიროა მობინადრეთა 2/3-ის თანხმობა. რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დადასტურება გაცემულია იმ ნაწილზე, სადაც კორპუსის საძირკველი წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, აპელანტი არ ეთანხმება ვ--------ა ფ----–--–-ძის განმარტებას, რომ ღობის გაჭრა ხელს არ შეუშლის მზიდუნარიანი ელემენტების დეფორმაციას და არ გამოიწვევს სხვა უარყოფითი შედეგების წარმოქმნას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
7.2. პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა- ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავ პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ხოლო 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
7.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ხოლო ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ - სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
7.4. განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 30 მარტს, ვ--------ა ფ----–--–-ძემ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის დადასტურების მოთხოვნით, ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილებით ვ--------ა ფ----–--–-ძეს დაუდასტურდა ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ის მოსაზრება, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ვ--------ა ფ----–--–-ძეს დაუდასტურდა მხოლოდ ანტრესოლის მოწყობის უფლება, რომელიც მას უნდა განეთავსებინა მისი კუთვნიული ფართის შიგნით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ აძლევდა ჩასასვლელი კიბისა და კარ - ფანჯრების მოწყობის შესაძლებლობას, აღნიშნულზე სასამართლომ თბილისის არქტიექტურის სამსახურის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სწორად განმარტა, რომ გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში დადასტურებულია მხოლოდ სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა, ხოლო ანტრესოლი მითითებულია მხოლოდ ნომენკლატურის ჩამონათვალში, რაც ცალსახასდ არ ნიშნავს ანტრესოლის მოწყობის ნებართავას, ამასთან, თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნომეკლნატურის ჩამონათვალში მისი მითითება ადასტურებს თანხმობის გაცემას, მაშინ მართლაც საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამავე ჩამონათვალში მითითებულია, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობის მოწყობის ან დემონტაჟის თაობაზე, რაც ბუნებრივია არ ნიშნავს ყოველივე მათგანის ერთდროულად მოწყობას, არამედ, ზემოაღნიშნული ჩანაწერი „ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობის მოწყობის ან დემონტაჟი რეკონსტრუქცია“ წარმოადგენს განსახორციელებელი მოქმედებების საერთო, კრებით სახელწოდებას, ნომენკლატურას, ხოლო განმცხადებლის მიერ კი უნდა განხორციელდეს უშუალოდ მოთხოვნილი სამუშაოები, რომელიც შედის ამ ნომენკლატურაში და რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე ნ-----–- დ---–--ის იმ პოზიციაზე, სადაც უთითებს, რომ ვ--------ა ფ----–--–-ძეს არ ჰქონდა უფლება მოეწყო მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბე და კარ-ფანჯრის ღიობი ამხანაგობის 2/3-ის თანხმობის გარეშე და აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და სწორად განმარტა, რომ კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. მისი მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
მითითებული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.).
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია წარმოებული სამუშაოები გავლენას ახდენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, ვინაიდან კარ-ფანჯრის მოწყობა განხორციელდა ვ--------ა ფ----–--–-ძის კუთვნილი ფართის ფასადზე, რომელიც წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას, თუმცა სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ მისი მოწყობა ემსახურებოდა ინდივიდუალური საკუთრების საგნის განვითარებას, რომელსაც შედეგად არ მოჰყოლია ფართის გაზრდა და არც ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რა დროსაც განხორციელებული სამუშაოების თაობაზე დასტური არ საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის მოპოვებას, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წერილობითი დასტურის მოპოვების დროისათვის მხარე არ იყო ვალდებული არქიტექტურის სამსახურში წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა.
რაც შეეხება მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ვ--------ა ფ----–--–-ძეს ასევე ესაჭიროებოდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი თანხმობა და საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ჭის მესაკუთრის თანხმობა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №--------- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების მიღებამდე თანხმობა ოფიციალურად არ გაუცია, თუმცა სააგენტო არ იყო წინააღმდეგი კიბის განთავსებაზე/არსებობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ჭასთან დაკავშირებით კი საქმეში წარმოდგენილია შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ 2016 წლის 12 აპრილის №0--------- წერილი, რომლითაც ვ--------ა ფ----–--–-ძეს ეცნობა, რომ შპს ,,კ-------------–----’’ არ იყო წინააღმდეგი ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4-ის მიმდებარედ, ნაკვეთი: №0---------------, სამუშაოების ჩატარებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება შპს ,,პ------–-–------ს’’ 2016 წლის 20 მაისის შენობის მდგრადობის კონსტრუქციულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4 (მე-2 სადარბაზო, სარდაფი) მსხვილბლოკოვანი კონსტრუქციისაა, სადაც დამკვეთს გადაწყვეტილი აქვს ქუჩის მხრიდან კარის გაჭრა და ღიობის გაფართოვება. ამავე დასკვნის თანახმად, პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება მიზანშეწონილია და არ გამოიწვევს უარყოფით ტექნიკურ ზეგავლენას კორპუსის მზიდი მუშაობის ხასიათზე.
პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც ვ--------ა ფ----–--–-ძეს დაუდასტურდა ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გ-------ი, მე-5 კ--------–ი, კორპუსი №4- ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარდაფში ჩასასვლელი კიბის და კარ-ფანჯრის ღიობის მოწყობის შესაძლებლობა, გამოცემული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ნ-----–- დ---–--ის სასარჩელო მოთხოვნის - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1--- ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების ნაწილში, რომლითაც ნ-----–- დ---–--ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2------ გადაწყვეტილების ნაწილშიც.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–- დ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -