განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001962591
საქმე №3ბ/2955-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ--–---- მ----–-–---–ი, კ---- მ-–--–-ძე, ზ------ მ-----–-–--ლი, ი-----–ი ქ-------ი, მ--–----ი შ--–-–---–ი, ს-------- ხ--------–--ლი, მ-----–ი ბ-----ე;
წარმომადგენელი - მ--------–-ძე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს თავადაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის №MOD 8------------ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე კ---- მ-–--–-ძის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე ზ------ მ-----–-–--ლის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე ი-----–ი ქ-------ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე მ--–----ი შ--–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე ს-------- ხ--------–--ლის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
1.8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე მ-----– ბ-----ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ერთჯერადი გასაცემელი შესაბამისი კონტრაქტით გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--–---- მ----–-–---–ის, კ---- მ-–--–-ძის, ზ------ მ-----–-–--ლის, ი-----–ი ქ-------ის, მ--–----ი შ--–-–---–ის, ს-------- ხ--------–--ლისა და მ-----– ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავადაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის №MOD 8------------ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ წერილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–ის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე კ---- მ-–--–-ძის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ზ------ მ-----–-–--ლის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ი-----–ი ქ-------ის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ--–----ი შ--–-–---–ის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ს-------- ხ--------–--ლის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ-----–ი ბ-----ის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 04 ნოემბერს დაიდო "კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 04 ნოემბერს, 4 წლის ვადით დაიდო "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 04 ნოემბერს 4 წლის ვადით დაიდო "კაპრალ- სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.2. მოსარჩელე კ---- მ-–--–-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2006 წლის 06 სექტემბერს 04 წლის ვადით დაიდო „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე კ---- მ-–--–-ძესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 12 მარტს დაიდო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
მოსარჩელე კ---- მ-–--–-ძესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 12 მარტს 4 წლის ვადით დაიდო „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.3. მოსარჩელე ზ------ მ-----–-–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 11 სექტემბერს, 04 წლის ვადით დაიდო "თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე ზ------ მ-----–-–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 11 სექტემბერს, 4 წლის ვადით დაიდო "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე ზ------ მ-----–-–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 11 სექტემბერს, 4 წლის ვადით დაიდო "კაპრალ- სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.4. მოსარჩელე ი-----–ი ქ-------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 01 ნოემბერს დაიდო „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
მოსარჩელე ი-----–ი ქ-------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 01 ნოემბერს 4 წლის ვადით დაიდო "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი.
მოსარჩელე ი-----–ი ქ-------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 01 ნოემბერს 4 წლის ვადით დაიდო "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.5. მოსარჩელე მ--–---- შ--–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 30 ივლისს დაიდო „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
მოსარჩელე მ--–---- შ--–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი.
მოსარჩელე მ--–---- შ--–-–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.6. მოსარჩელე ს-------- ხ--------–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 04 ნოემბერს, დაიდო „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
მოსარჩელე ს-------- ხ--------–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 04 ნოემბერს, 4 წლის ვადით დაიდო "სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე ს-------- ხ--------–--ლსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 04 ნოემბერს, 4 წლის ვადით დაიდო „კაპრალ- სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.7. მოსარჩელე მ-----– ბ-----ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 30 ივლისს დაიდო "თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
მოსარჩელე მ-----– ბ-----ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
მოსარჩელე მ-----– ბ-----ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
4.8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 11 მაისის MOD 8------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელეთა წარმომადგენელს მ--------–-ძეს 2017 წლის 01 მაისის N1/01-05 წერილთან დაკავშირებით ეცნობა, რომ მ--–---- მ----–-–---–თან, კ---- მ-–--–-ძესთან, ზ------ მ-----–-–--ლთან, ი-----–ი ქ-------თან, მ--–----ი შ--–-–---–თან, ს-------- ხ--------–--ლთან და მ-----– ბ-----ესთან 2012 წელს გაფორმებული სამხედრო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების პირობები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელეთა თხოვნა.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 11 მაისის MOD 8------------ წერილი უკანონოდ უზღუდავს მოსარჩელეებს უფლებას, აიღოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N--- ბრძანების 471 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება და შესაბამისად იგი კანონს ეწინააღმდეგება.
სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით . ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
ამდენად, სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 11 მაისის MOD 8------------ წერილი ბათილად ცნო და დაავალა ზემოაღნიშნულ პირთათვის, თითოეულისათვის 7000 ლარის ანაზღაურება.
6. თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელებისთვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიაონობის შემოწმება შეუძლებელია. წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, მოსარჩელეებს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის N4----- წერილით საფუძვლიანად ეთქვათ უარი მოთხოვნის (ერთჯერადი დახმარების) დაკმაყოფილებაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ - სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით
7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N--- ბრძანების 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
7.3. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმის მასალებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს: მ--–---- მ----–-–---–ს, კ---- მ-–--–-ძეს, ზ------ მ-----–-–--ლს, ი-----–ი ქ-------ს, მ--–----ი შ--–-–---–ს, ს-------- ხ--------–--ლს, მ-----– ბ-----ეს და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის (შესაბამისი თანმიმდევრობით) 2008 წლის 04 ნოემბერს, 2006 წლის 06 სექტემბერს, 2008 წლის 11 სექტემბერს, 2008 წლის 01 ნოემბერს, 2008 წლის 30 ივლისს, 2008 წლის 04 ნოემბერსა და 2008 წლის 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტები. ამასთან, მხარეებს შორის (შესაბამისი თანმიმდევრობით) 2012 წლის 04 ნოემბერს, 12 მარტს, 11 სექტემბერს, 01 ნოემბერს, 30 ივლისს, 04 ნოემბერსა და 30 ივლისს 4 წლის ვადით დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტები. შესაბამისად, 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელეებმა მ--–---- მ----–-–---–მა, კ---- მ-–--–-ძემ, ზ------ მ-----–-–--ლმა, ი-----–ი ქ-------მა, მ--–----ი შ--–-–---–მა, ს-------- ხ--------–--ლმა და მ-----– ბ-----ემ კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც ამოიწურა შესაბამისად, 2016 წლის 04 ნოემბერს, 12 მარტს, 11 სექტემბერს, 01 ნოემბერს, 30 ივლისს, 04 ნოემბერსა და 30 ივლისს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–ს, კ---- მ-–--–-ძეს, ზ------ მ-----–-–--ლს, ი-----–ი ქ-------ს, მ--–----ი შ--–-–---–ს, ს-------- ხ--------–--ლს, მ-----– ბ-----ეს (შესაბამისი თანმიმდევრობით) 2016 წლის 04 ნოემბერს, 12 მარტს, 11 სექტემბერს, 01 ნოემბერს, 30 ივლისს, 04 ნოემბერსა და 30 ივლისს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N--- ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფისშესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
7.4. სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო იმ განმარტებას, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე მ--–---- მ----–-–---–ის, კ---- მ-–--–-ძის, ზ------ მ-----–-–--ლის, ი-----–ი ქ-------ის, მ--–----ი შ--–-–---–ის, ს-------- ხ--------–--ლისა და მ-----– ბ-----ისათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა, შესაბამისად 2016 წლის 04 ნოემბერს, 12 მარტს, 11 სექტემბერს, 01 ნოემბერს, 30 ივლისს, 04 ნოემბერსა და 30 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მათ 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, 4 წლით გაიარეს სამხედრო სამსახური, 2009 წლამდე, ასევე 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე გავლილი სამხედრო სამსახურის შემდგომ და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, მოსარჩელეებს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -