განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2018
საქმის ნომერი
330310017001791888
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001791888

საქმე N3ბ/2096-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

10 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტები - ს--–---- ღ--------–---–ი, თ---------- თოდუა, ზ------ კ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი - ს----------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი;

 

მესამე პირი - იბა „დ--–--------“;

წარმომადგენელი - გ---------------–---ი;

 

მესამე პირები - იბა „დ--–--------“, ტ------– ბ-------ძე, ვ-–- ს-----–---–ი

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1 გაუქმდეს ქ. თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ს--–---- ღ--------–---–ის, თ----------ი თ--------, ზ------ი კ--------ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–--ი 2---’’-ის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–--------’’-ის, ტ------– ბ-------ძის, ვ-–- ს-----–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2012 წლის 26 მარტს №A------- განცხადებით მიმართა ზ---–----------------–-სმა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 02 ივნისის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი ვაკე, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 03 ივნისიდან, 2016 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 307.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:

№0--------------- ; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0--------------- , საკუთრების უფლებით აღრიცხულია ერთობლივი საქმიანობა ,,დ--–--ი 2015’’ -ის (დღეის მდგომარეობით: ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა

,,დ--–--------’’ ) სახელზე 2015 წლის 29 ივნისიდან.

 

2.2.2. 2--- წლის 21 ივლისს №A-------- განცხადებით მიმართა ზ------ ჯ----–---–მა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 25 აგვისტოს №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი ვაკე, დ--–--ის ქუჩა №26, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2--- წლის 26 აგვისტოდან, 2015 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით გაიცა ქ.თბილისში, სექტორი ვაკე, დ--–--ის ქუჩა

№26, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის, მშენებლობის მოქმედების ვადის გასვლის გამო, ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 21 ნოემბრიდან, 2016 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ზემო დ--–--ის ქუჩა №26-ში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 679.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:

№0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ--–--ი 2---’’ -ის სახელზე 2--- წლის 14 ივლისიდან.

 

2.2.3. 2--- წლის 06 ოქტომბერს №A-------- განცხადებით მიმართა ვ-–- ს-----–---–მა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’ -ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’ -ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’ -ში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 1289.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-–- ს-----–---–ის სახელზე 2015 წლის 16 მარტიდან.

 

2.2.4. 2015 წლის 02 მაისს №A-------- განცხადებით მიმართა ნინო ფარცხალაძემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 სექტემბრის №2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი ვაკე, დ--–--ის ქუჩა №27-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 18 სექტემბრიდან, 2017 წლის 18 მარტის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 1199.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №0--------------- და №0---------------; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტ------– ბ-------ძის სახელზე 2016 წლის 03 ივნისიდან.

 

2.2.5. ზ------ი კ--------ემ, თ---------- თოდუამ, ს--–---- ღ--------–---–მა (წარმომადგენლები ა-–---------ე ხ--–-–---–ი, ა--------–--ე, ქ--------------–-ძე) 2016 წლის 11 აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიის 2016 წლის 20 დეკემბრის №1----- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ზ------ კ--------ის, თ---------- თ-------- და ს--–---- ღ--------–---–ის წარმომადგენლების ა-–---------ე ხ--–-–---–ის, ა--- ა--–---ს და ქ------- მ----–---ს 2016 წლის 11 აგვისტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9----, 2--- წლის 7 აგვისტოს №1------, 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებები და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ივნისის №1------ გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მათ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს

№1------ გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 20 დეკემბრის №1----- ბრძანება ,,ზ------ კ--------ის, თ---------- თ--------ა და ს--–---- ღ--------–---–ის წარმომადგენლების ა-–---------ე ხ--–-–---–ის, ა--- ა--–---სა და ქ------- მ----–---ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების

37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და

39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- არქიტექტურის სამსახურის(სააგენტოს) წესდების(დებულება) (2012 წელს მოქმედი) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)ქალაქის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა დღეს მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებაზე (დებულება), რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 42.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი. მე-4 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 43-ე მუხლით განსაღვრულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ; ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: ა)მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში;ბა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები; გ)მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ)მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ)მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ)საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; თ)მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება); ი)საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო- გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები); კ)ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა; ლ)შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ; მ)საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტა- დიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 44.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. შესაბამისად, თითოეული სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის

№1------ ბრძანება წარმოადგენს პირველ სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომლის დროსაც კანონმდებლობით კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით წარდგენილი განცხადება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რა გარემოებები უნდა იქნეს გამოკვლეული, კერძოდ- გამოკვლეული უნდა იქნეს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, გრუნტის ზოგადი მახასიათებლები, მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით, ქალაქგეგმარებითი პარამეტრები, შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროსა და არქიტექტურული პროექტით გასათვალისწინებული აუცილებელი პირობების ჩამონათვალი და ასევე კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 26 მარტს №A------- განცხადებით მიმართა ზ---–----------------–-სმა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

დადგენილია რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2--- წლის 21 ივლისს №A-------- განცხადებით მიმართა ზ------ ჯ----–---–მა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

დადგენილია რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2--- წლის 06 ოქტომბერს №A-------- განცხადებით მიმართა ვ-–- ს-----–---–მა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 02 მაისს №A-------- განცხადებით მიმართა ნინო ფარცხალაძემ და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში

№0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

სასამართლომ ამავე დროს მიუთითა, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებით და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანებით განსაზღვრული იქნა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომელიც დამკვეთმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის მოპოვების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ვერ უთითებენ კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ დ--–--ის ქუჩას აქვს მისასვლელი ვიწრო გზა და გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა გამოიწვია და შემდგომში უფრო მეტად გამოიწვევს ამ გზის გაუმტარობას და ერთბაშად გაზრდილი მოსახლეობის გამო იგი სრულიად გაუმტარია, რის გამოც დ--–--ის ქუჩის მაცხოვრებლები ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას,- სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული გარემოებები არ ქმნიან მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სადაო აქტების- ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობისათვის კანონთან წინააღმდეგობის თვალსაზრისით, რამეთუ აღნიშნულმა გარემოებებმა შესაძლებელია შექმნან წანამძღვრები ასაშენებელი სახლის პროექტის დამტკიცების შესახებ აქტების (მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა) ბათილად ცნობისათვის და ამასთან ისიც იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იქნებიან კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობით გათვალისწინებული აღნიშნულ აქტებში, ვინაიდან მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა გულისხმობს, რომ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებაში.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ აქვე დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომელთა სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც იქნა დადგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო მათზე კი რაიმე სახის შეზღუდვა კანონით დადგენილი წესით არ ფიქსირდება.

 

საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს

№1------ გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მესამე პირებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ექსპერტიზის დასკვნითა და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ს--–---- ღ--------–---–ის, თ----------ი თ--------, ზ------ი კ--------ის სარჩელი ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილების, ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს

№1------ გადაწყვეტილების, ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილების და ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 20 დეკემბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ------ კ--------ის, თ---------- თ--------ა და ს--–---- ღ--------–---–ის წარმომადგენლებს ა-–---------ე ხ--–-–---–ს, ა--- აგლაძესა და ქ------- მამალაძეს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 20 დეკემბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს ს--–---- ღ--------–---–ის, თ----------ი თ--------, ზ------ი კ--------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებზე, მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, 3.2.1 პუნქტზე სადაც სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულ ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, აპელანტების განმარტებით საქმის განხილვის ყველა ეტაპზე უსვამდნენ ხაზს და აპელირებდნენ ამ გარემოებეზე.

 

აპელანტის განმარტებით სასმართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეეხება გზის ინფრა სტრუქტურის შესაბამისობის დასკვნის არარსებობას რომელზეც პირდაპირ მიუთითებს, ქალაქ თბილისი საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 2.4. პუნქტის მოთხოვნები რომელიც ცალსახად ადგენს, რომ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის, სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. მხოლოდ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო საკმარისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

აპელანტები ასევე აღნიშნავენ, რომ სასმართლომ არ გაითვალისწინა ადგილზე არსებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დადასტურებული იქნა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კერძოთ ფოტოსურათებით, რითაც დგინდებოდა გზის კატასტროფული სივიწროვე, რომელიც არ შეესაბამება მსგავსი განაშენიანებას და მოსახლეობის ზრდას, რაც როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში ისე სამართლოში უნდა ყოფილიყო გამოკვლევის საგანი.

 

აპელანტების განმარტებით სასამართლომ ყველა მათ მიერ გამოყენებული საფუძვლები განმარტა არასწორად და ასევე არ გაითვალისწინა მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები რაც მდგომარეობს შემდეგში:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 51-ე, 52-ე, 96-ე, მე-100 მუხლების, VI-ე თავის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და გადანაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისი საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემობა, რომელიც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

 

სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავი, რომელშიც მოცემულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების რეგულაციები.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექისის 75-ე მუხლის „ე“ პუნქტზე, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს იმის გათვალისწინებით, რომ დ--–--ის ქუჩას აქვს მისასვლელი ვიწრო გზა და გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა გამოიწვია და შემდგომში უფრო მეტად გამოიწვევს ამ გზის გაუმტარობას და ერთბაშად გაზრდილი მოსახლეობის გამო იგი სრულიად გაუმტარია და შემდგომში უფრო მეტად გაუმტარი გახდება, რის გამოც დ--–--ის ქუჩის მაცოხვრებლები ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საჩივრის ავტორი პირების კანონიერ ინტერესებზე, რადგან აღნიშნული სამშენებლო ნებართვებით წარმოებული შენობებს და მის რაოდენობას სრულიად არ შეესაბამება არსებული გზის ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საჩივრის ავტორები წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ თითქოს ვერ დავადასტურეთ აღნიშნული გარემოება. აღსანიშნავია, ის რომ ადმინისტრაციუი საქმის წარმოებაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ გზის საინჟინრო ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა დაგეგმილ განაშენიანებას და მოსახლეობის ზრდა რასაც ითვალისწინებს ზემოხსენებული სმართლებრივი ნორმა.

 

აპელანტების განმარტებით, ქ. თბილისის მერიამ, საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მითითებული ბრძანებები გაცემულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების დარღვევით, აპელანტების მიუთითებს აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლიზე და მე-8 თავზე სადაც განსაზღვრულია, მშენებლობის ნებართვა გაიცემის სტადიები და განმარტავენ, მშენებლობის ნებართვების გაცემისას არ იყო აღნიშნული კანონის მოთხოვნები დაცული, რადგან მითითებულ მიწის ნაკვეთებზე წარმოებული მშენებლობა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, რადგან მთლიანად იგნორირებულია სივრცითი მოწყობის მოთხოვნები, რაც ღრმა კავშირშია გზის ინფრასტრუქტურასთან, რამდენად იქნება იგი შეესაბამისობაში, მრავალბინიან მშენებლობასთან რითაც გაიზრდება და იზრდება მოსახლეობა, რითაც იტვირთება და ყოვლად გაუმტარია და უფრო მეტად გაუმტარი გახდება არსებული ვიწრო გზა, რომლის დასადასტურებლად მათი მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს და ასევე სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ფოტო სურათები .აღნიშნული გარემოების უგულველყოფით, როგორც საჩივრის განხილვისას ისე გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2--- წლის ბრძანებით #1------; 05.06.2016 წლის ბრძანებით #1------; 22.10.2--- წლის ბრძანებით #1------ და 27. 03.2012 წლის ბრძანებით #9---- დარღვეული იქნა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ქალაქ თბილისი საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 2.4. პუნქტის მოთხოვნები რომელიც ცალსახად ადგენს, რომ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის, სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. ამავე წესების მე-15 მუხლი ადგენს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი არის საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერტორია.

 

აპელანტების განმარტებით, ცალსახაა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტაცია, რომლითაც დასაშვები იქნებოდა ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის, სიმჭიდროვის ზრდა). ქალაქთმშენებლობის განვითარება დასაშვებია მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. ფაქტია, რომ მითითებულ ქუჩაზე დომინირებულ სახეობას წარმოადგენს ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. მითითებულ ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება გამოიწვევს ინტენსივობისა და სიმჭიდროვის ზრდას, აღნიშნული კი მხოლოდ დასაშვებია საინჟინრო და სატრანსპორტო შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი და ამასთან არ არის დაცული მითითებული მოთხოვნა, რადგან მშენებლობის განხორციელების შემდგომ აშკარად გაუმტარი გახდა აღნიშნული მისასვლელი გზა. აპელანტის განმარტებით სასამართლო განხილვაზე მათ მხრიდან ის ფაქტიც იქნა მოხსენებული, რომ დ--–--ის ქუჩაზე ამომავალმა სატვირთო მანქანამ ფეხით მოსიარულე კედელზე მიაჭყლიტა სწორედ გზის მეტისმეტი სივიწროვის გამო.

 

ამრიგად აპელანტების განმარტებით „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ქალაქ თბილისი საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 2.4. პუნქტის მოთხოვნა ცალსახად დარღვეულია,რადგან არ არსებობს შესაბამისი დასკვნა საინჟინრო და ინფრასტრუქტურის თაობაზე. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მათშორის ფოტოსურათებით ნათლად დგინდება, რომ გაცემული ნებართვებისას სრულიად იგნორირებულ იქნა როგორც სამართლებრივი მოთხოვნები, ისე დ--–--ის ქუჩაზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა განაშენიანების, მისი ტიპის, სპეციფიკის და გზის კატასტროფული სივიწროვის ფაქტობრივი გარემოება. ნებართვით გაცემული ტიპის მშენებლობა გაზრდის ცალსახად მოსახლეობას და წარმოუდგენლად მჭიდროს გახდის როგორც ზოგადი ისე კონკრეტული თალსაზრისით ინფრასტრუქტურისა და ისედაც გაუვალი-გაუმტარი გზის თვალსაზრისით. ამრიგად ცალსახად დარღვეულია საქ. ზოგადი ადმ. კოდექსის 60 პრიმა მუხლის მოთხოვნები რადგან აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით გასაჩივრებული აქტები პირდაპირ არღვევენ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დარღვეულია „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ქალაქ თბილისი საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 2.4. პუნქტის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე ისმის საკითხი იყო თუ არა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დოკუმენტურად დადასტურებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით, 2.4. პუნქტის შესაბამისად დ--–--ის ქ. #26-ში მშენებლობისას. აღნიშნუი გრემოებები კი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს საჩივრის ავტორებს, რადგან მათ არ მიეცემათ საშვალებასაერთო გზით ნორმალურად სარგებლობის თაობაზე და შეუქმნით საფრთხეს.

 

აპელანტების განმარტებით სასამართლოსათვის მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერია მის მიერ გამოტანილ გასაჩივრებულ 2016 წლის 20 დეკემბრის #1----- ბრძანებაში საერთოდ არ აქვს ნამსჯელი ზემოაღნიშნულ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე და სამართლებრივ დარღვევაზე, რაც პირდაპირი საფუძველია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისათვის. აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობის თავის არიდების მიზეზს წარმოადგენს, ის რომ საჩივრის განმხილველი ორგანო ვერანაირად ვერ გააბათილებდა მათ მიერ მითითებულ არგუმენტებს, რომელიც პირდაპირ სამართლებრივ ნორმებზეა დაფუძნებული და პირდაპირ ცალსახად მივუთითებთ საკანონმდებლო მავალდებულებელ ნორმებზე, რაც ასევე მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ცალსახა საფუძველს წარმოადგენს. აპელანტის განმარტებით, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა და იმსჯელა იმ ნორმაზე, რომელიც სწორედ გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემის მავალდებულებელ რეგულაციებს ითვალისწინებს. უფრო მეტიც, თავად საამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, მათი ღრმა რწმენით განგებ არ იქნა შემუშავებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დოკუმენტურად დადასტურებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით, 2.4. პუნქტის შესაბამისად რადგან არცერთი ამგვარი დოკუმენტის შემმუშავებელი ორგანო თუ შესაბამისი კომპეტენტური პირი არ დადებდა დადებით დასკვნას და ვერ აიღებდა თავზე ამგვარ ტვირთს, რადგან გამორიცხულია, იქ არსებული გზისინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შემუშავებული ყოფილიყო და დადებულიყო დადებითი დასკვნა, რაც პირდაპირ შეუშლიდა ხელს მათთვის სასურველი ინდაქტების გამოცემას.

 

აპელანტის განმარტებით მათი მხრიდან დაყენებული იქნა შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების თაობაზე რაზეც სასამართლომ უარი უთხრა, იმ საფუძვლით რომ ადგილზე დათვალიერების მიზანი დასტურდებოდა მათ მიერ წარდგენილი ფოტოსურათებით. რითაც პრაქტიკულად დაადგინა მათი მითითება გზის მშენებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე. ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას კი ის დადგენილად არ მიიჩნია.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 26 მარტს №A------- განცხადებით მიმართა ზ---–----------------–-სმა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის I ჩიხი №3-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

დადგენილია რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2--- წლის 21 ივლისს №A-------- განცხადებით მიმართა ზ------ ჯ----–---–მა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №26-ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ასევე დადგენილია რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2--- წლის 06 ოქტომბერს №A-------- განცხადებით მიმართა ვ-–- ს-----–---–მა და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №24 ,,ბ’’-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 02 მაისს №A-------- განცხადებით მიმართა ნინო ფარცხალაძემ და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქ.თბილისში, დ--–--ის ქუჩა №27-ში №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №9---- გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 აგვისტოს №1------ გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის №1------ გადაწყვეტილებით და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1------ ბრძანებით განსაზღვრული იქნა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომელიც დამკვეთმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის მოპოვების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტები განმარტავენ, რომ მითითებულ ქუჩაზე დომინირებულ სახეობას წარმოადგენს ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. მითითებულ ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება გამოიწვევს ინტენსივობისა და სიმჭიდროვის ზრდას, აღნიშნული კი დასაშვებია საიჟინრო ან სატრანსპორტო შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. მშენებლობის განხორიციელებამ კი აშკარად გაუმტარი გახადა აღნიშნული გზა.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ კერძო საკუთრებისა საგანს, მათზე არ ფიქსირდება რაიმე სახის შეზღუდვა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგენილია დაინტერესებულ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის, რაც გამორიცხავს აპელანტთა აპელირებას სავალი გზის შევიწროების თაობაზე. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ აპელანტთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ სადავოდ ქცეული აქტების მოქმედებასა და სავალი გზის შევიწროებას შორის მიზეზ- შედეგობრივ კავშირს.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტები მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით ვერ სარგებლობებენ ან მომავალში ვერ ისარგებლებენ.

 

გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, თუნდაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი მხოლოდ მაშინ, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტებით დაინტერესებულ პირებს დაუდგინდათ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. შესაბამისად, ეს აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი და კანონიერი ნდობა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეთა მიერ განხორციელებულ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები - გაწეულ იქნა ხარჯები, და ამ აქტების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მათ მიადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც აპელანტებმა დაადასტურეს და არც არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

 

აპელანტებმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ ეწინააღმდეგება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

 

ამდენად, პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 150 ლარს. მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--–---- ღ--------–---–ი, თ---------- თ--------ა და ზ------ კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა