განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060777
საქმე ?1/აგ-388-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენით გ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლის ვადით, რაც საქართველოს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გ------------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
2017 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ------------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორმა წარმოდგენილი განცხადებით ასევე მოითხოვა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ დამატებით სასჯელი არ შეიძლება დაინიშნოს ძირითადი სასჯელის გარეშე. შესაბამისად განმცხადებელი ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეცვლას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სასჯელის დაუნიშნავად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისი საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ------------------ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, (რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემცირებული ჰქონდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით). სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ------------------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2018 წლის 31 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით „მარიხუანის“ შეძენა, შენახვა იმ რაოდენობით, რაც მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენში წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორისს დანაშაულს და მისთვის მიუღებელია პასუხისმგებლობა დაეკისროს როგორც მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ------------------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანას - საერთო წონით 15,79 გრამი, უკანონო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას თერთმეტ წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის /მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა/ სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 160-დან - 220 საათამდე. შესაბამისად იცვლება დანაშაულის კატეგორია, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. რაც შეეხება სასჯელს, გ------------------ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი) გათავისუფლებულია მითითითებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენი) განაჩენში შევიდეს ცვლილება:
გ------------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განაჩენი) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე