განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2018
საქმის ნომერი
330210016001410303
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001410303

საქმე №2ბ/7050-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ვ-----------------–-

წარმომადგენელი - კ----------------

მოწინააღმდეგე მხარე - შ----------------–-

წარმომადგენელი - ი--------------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ვ-----------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ----------------–-, ვ-----------------–-ს სასარგებლოდ, დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 22 ივნისს, ქ.თბილისში, ლ---------------------------------- მიმდებარედ ავტომანქანა ”ო------------”, სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა შ----------------–-, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ-----------------–-, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილ იქნა მ-----------------------------------------------------------------------------–-.

 

2.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ვ-----------------–-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა.

 

2.3. მოპასუხემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო 1000 ლარის ოდენობით.

 

2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, (სამედიცინო დოკუმენტაციის, შპს მ------------------------------------------------------------------------------ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით N-------, ექსპერტიზის დასკვნები) ირკვევა, რომ ვ-----------------–-- ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2.5. მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს "ჩ-------–-", სადაც მისი ხელფასი შეადგენდა 180 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. 2013 წლის 22 ივნისს, მომხდარი ავტოავარიის შედეგად ვ-----------------–- ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილ იქნა მ-----------------------------------------------------------------------------–-, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრამვა, მარცხნივ წარბის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა მუხლის სახსრის ლატერალური იოგის ტრავმული გაგლეჯა. მწვავე ეროზიული გასტრიტი. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია აღნიშნული გამოწვეული იქნა თუ არა ავტოავარიის შედეგად.

 

საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის რამოდენიმე დასკვნა, მათ შორის კომპლექსური საექსპერტო დასკვნები. სსიპ ლ---------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2013 წლის 18 ნოემბრის N---------- ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს მ------------------------------------------------------------------------------ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------, ასლი დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით, ცნობებისათვის) მონაცემების მიხედვით მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, ვ-----------------–- მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 22.06.13 წელს 21:30 საათზე და გაეწერა 26.06.2013 წელს, დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრამვა, მარცხნივ წარბის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა მუხლის სახსრის ლატერალური იოგის ტრავმული გაგლეჯა. მწვავე ეროზიული გასტრიტი; ვინაიდან მარცხენა მუხლის სახსრის ლატერალური იოგის ტრამვული გაგლეჯის დიაგნოზი არ იყო დადასტურებული სათანადო ინსტრუმენტული გამოკვლევებით, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას აღნიშნული დიაგნოზი ექსპერტიზის მიერ მხედველობაში ვერ იქნა მიღებული, ხოლო ვ---–----–---–-- სხეულზე არსებული დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით შეფასებული იქნა სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხით.

 

ამავე დასკვნის მიხედვით, ვ-----------------–- გამოიკვლია და მისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს ,,ტ----------------“-ს ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმღვანელმა ლ------------------- და დაუდგინდა: ორივე მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგების და მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ჯვარედინა იოგის დაზიანება. მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით შპს ,,მ----------------------------------------------------------------------------–-“ პაციენტს კლინიკურად დაუდგინდა მარცხენა მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის ტრავმული დაზიანების (ლატერული იოგის) დიაგნოზი და კიდური საჭიროების მიხედვით იმობილიზირებულ იქნა თაბაშირის საიმობილიზაციო ნახვევით. ვ-----------------–- აღენიშნება ორივე მუხლის სახსრების წინა ჯვარედინა იოგის და მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ჯვარედინა იოგის დაზიანება. რაც დადასტურებულია 28/09/2013 წელს ჩატარებული მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიული კვლევით. დადგენილი პათოლოგიის გამო ვ-----------------–- ესაჭიროებოდა წინა ჯვარედინა იოგების პლასტიკა, რომელიც არ საჭიროებს სასწრაფო ან/და გადაუდებელ ჩარევას. აღნიშნული დიაგნოზით კი მიზეზობრივი კავშირის დადგენა ტრავმის მიღების დროსთან 22.06.2013 წელთან შეუძლებელია.

 

სს ,,ა----------------“-ს რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ნ----------------------- მიერ ჩატარებული დამატებითი კვლევებით კი დგინდება, რომ ვ-----------------–- მარცხნივ აღენიშნება წინა ჯვარედინა იოგის, მედიალური მენისკის უკანა რქის დაზიანება, რისი ტრავმული გენეზი საეჭვოა. მარცხნივ ვლინდება ასევე რბილი ქსოვილების შეშუპება ლატერალური იოგებისა და ილიო ტიბიალური ტრაქტის ირგვლივ, რაც შესაძლოა ტრავმულია, თუმცა ხანდაზმულობით არ შეესაბამება ტრავმის მიღების თარიღს 22.06.2013 წელს. წარმოდგენილ გამოსახულებაზე აღინიშნება მარჯვნივ უკანა ჯვარედინა იოგების გაგლეჯა, რაც ტრავმული დაზიანებაა, თუმცა არ არის მწვავე. დაზიანება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღთან 22.06.2013 წელთან წინააღმდეგობაში არ არის.

 

ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, დასკვნის მიხედვით ვ-----------------–-ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. იგივე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლ---------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2013 წლის 5 ივლისის N---------- ექსპერტიზის დასკვნით.

 

სსიპ ლ---------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2014 წლის 4 მარტის N---------- ექსპერტიზის დასკვნით, ვ-----------------–- აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგის და მარჯვენა მუხლის სახსრის წინა და უკანა ჯვარედინა იოგის დაზიანება. მარჯვენა მუხლის სახსრის არეში არსებული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 22.06.2013 წელი და მისი დაკავშირება აღნიშნულ ავტო-საგზაო შემთხვევასთან არ არის გამორიცხული. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანრძლივი მოშლის ნიშნით. დაზიანება შესაძლებელია განვითარებული იყოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რაიმე ავტომობილთან კონტაქტის შედეგად. თუმცა მისი მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. ვინაიდან, აღნიშნული დაზიანება არ ატარებს ავტო-საგზაო შემთხვევებისათვის ე.წ. დამახასიათებელ ან სპეციფიკურ დაზიანებათა ნიშნებს. ვინაიდან, ვ-----------------–-ს მარცხენა მუხლის სახსრის არეში არსებული დაზიანება ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს 22.06.2013 წელი, მისი დაკავშირება აღნიშნულ ავტო-საგზაო შემთხვევასთან ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმის სახით ექიმ ნ----------------------- დაკითხვის ოქმით (იხ.ს.ფ.216-218).

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის კომპლექსური ტრასოლოგიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი 2013 წლის 27 ივნისს. ამ დასკვნის მიხედვით, ვ-----------------–-ს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზედაპირზე რაიმე სახის საღებავის კვალი არ აღინიშნება. ვ-----------------–-ს ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან მექანიკური გზით ამოღებული მიკრონაწილაკებს შორის ავტომანქანის ლაქ-საღებავების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 04.07.2013 წლის დასკვნით ვ-----------------–-ს შარვლის ზედაპირზე არსებული კუთხოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია გამოდებით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. პერანგსა და ფეხსაცმლის ზედაპირზე, ექსპლოატაციური ცვეთის გარდა, რაიმე კვალი არ აღინიშნება, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზედაპირზე ავტომობილის საბურავის პროტექტორის კვალი არ აღინიშნება.

 

საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ვ-----------------–-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არასებობის გამო გამოძიება შეწყდა. ამავე დადგენილებით დადგენილი იქნა, რომ ვ-----------------–-ს სხეულზე მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თარიღს 22.06.2013 წელს. მოწმის სახით ექიმ მ---------------------- დაკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ ვ-----------------–- საავადმყოფოში მოთავსებული იქნა მხოლოდ მარცხენა ფეხის დაზიანებით, შესაბამისად მხოლოდ მარცხენა ფეხზე მოხდა თაბაშირის ნახვევის დადება, ხოლო მარჯვება ფეხზეც რომ ჰქონოდა მსგავსი დაზიანებები, გამოიწვევდა ტკივილს (იხ.ს.ფ.207-209).

 

საქმეში წარმოდგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ პერიოდში ჩატარებული სხვადასხვა სახის გამოკვლევების დასკვნები, გადახდის ქვითრები, საიდანაც არ ირკვევა რა მომსახურებაზეა გადახდილი თანხები. მაგალითად: 28.09.2013 წელს შპს "მ---------–-" ენდოსკოპიური გამოკვლევა, 29.07.2013წ თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, 28.09.2013 წ. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, 3.09.2013წ მუხლის სახსრის გამოკვლევა, ასევე ჯანმრთელობის შესახებ ცნობები სხვადასხვა დიაგნოზებით, (ს.ფ. 56, 61, 62, 63,), თუმცა მტკიცებულება, რომ მითითებული დიაგნოზები და დაზიანებები უკავშირდება სწორედ 2013 წლის 22 ივნისის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად მიზეზობრივად მათი დაკავშირება ავტოსაგზაო შემთხვევასთან შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით იმის დადასტურება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ავტო-საგზაო შემთხვევის გამო მიღებული დაზინებების შედეგად მან გასწია მ-------------- ხარჯი 10 367 ლარის ოდენობით და განიცადა ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით 3420 ლარის ოდენობით. მოპასუხე დაეთანხმა ზიანის ანაზღაურებას 1000 ლარის ნაწილში. იმ ვითარებაში, როცა ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი ვ-----------------–-ს დაზიანებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი 1000 ლარის ნაწილში, რაც აღიარებული იქნა მოპასუხის მიერ.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ვ-----------------–-სათვის ავტომანქანის დაჯახების ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. დადასტურებულია, რომ შ----------------–- დაეჯახა აპელანტს და მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. აღნიშნული ასახულია ესქპერტიზის დასკვნებში. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სკ-ის 992-ე მუხლი ასევე იცავს პირის პირად და პიროვნულ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ვ-----------------–-- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაიღო მკ-------–ობის ხარჯი 10 367 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.

 

კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. იმისათვის რომ შ----------------–- დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა (მ-------------- ხარჯი) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, არამედ ერთმნიშვნელოვნად უნდა დასტურდებოდეს, რომ ხარჯის გაწევა მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნებით ამგვარი მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება.

 

აღნიშნულის მიუხედავად, პალატა შპს „მ------------------------------------------------------------------------------“ კალკულაციით ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ გამოკვლევებისათვის გაღებული ხარჯი მიზეზობრივ კავშირშია ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან. დადგენილია, რომ ავტოავარია მოხდა 2013 წლის 22 ივნისს, ხოლო მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება მიიღო მეორე დღეს, შესაბამისად სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა მასზე, რომ წარმოდგენილი მ-------------- ხარჯი ალბათობის მაღალი ხარისხით უკავშირდება მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

 

შესაბამისად, მოცემულ ნაწილში, სახეზეა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულო ყველა კრიტერიუმი, ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მათ ნაწილობრივ აღიარეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ 1000 ლარის ნაწილში და ეს თანხა მოიცავდა შპს „მ------------------------------------------------------------------------------“ კალკულაციას 22/06.2013-დან 23/06/2013-მდე პერიოდში (ს.ფ. 21, ტ 1). პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე შპს „მ------------------------------------------------------------------------------“ 23/06/2013-დან 26/06/2013-მდე პერიოდის კალკულაციაზეც (ს.ფ. 23. ტ 1) და განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება მითითებული მტკიცებულებით დაანგარიშებული თანხაც განცალკევებით მოპასუხის მიერ აღიარებული 1000 ლარისაგან, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის განმარტებითვე თავის თავში მოიცავდა მხოლოდ 22/06.2013-დან 23/06/2013-მდე პერიოდში მითიტებულ 562.34 ლარს, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ვ-----------------–- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოთავსებული იქნა შპს „მ-----------------------------------------------------------------------------–-“ 22.06.13 წელს, საიდანაც გაეწერა 26.06 13 წელს (თბილსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-5 გვ. მე-2 აბზაცი).

 

4.2. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც სარჩელის გათვალისწინებით ნასყიდობის საფასურის გადახდაა, რა დამატებითი ზიანი მიადგა მას.

 

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და არც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა თუ რამ განაპირობა ხელფასის მიუღებლობა, იყო თუ არა აღნიშნული კავშირში ავტოსაგზაო შემთხვევასთან და რა დროით იყო ის შრომისუუნარო და ა.შ. შესაბამისად, ვ-----------------–-- არასათანადოდ განახორციელა მოსარჩელის სტადია. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მხარე არასრულყოფილად არის მითითებული იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. შესაბამისად, სარჩელი მოცემულ ნაწილში უსაფუძვლოა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩელი ნაწილობრვ დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შ----------------–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის, არანაკლებ 150 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ-----------------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ვ-----------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შ----------------–- ვ-----------------–-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 2416.35 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

5. შ----------------–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ხათუნა არევაძე