განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700061289
საქმე №1/ა.გ 398-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით ლ--------------–---–ი (დაბადებული 1----–-–-------------------------------------) თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლია ჩადუნელსა და მსჯავრდებულ ლ--------------–---–ს შორის (ადვოკატ თ------------------ მონაწილეობით) დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ლ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 3(სამი)წელი.
ლ--------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამიათასი)ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, მასვე 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის ადვოკატ შოთა მეტრეველის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებული ლ--------------–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც პირობით ჰქონდა ჩათვლილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლ--------------–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის და 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენის გათვალისწინებით) გაუქმება და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლება, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 2731-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის და 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული დამატებითი სასჯელისგან გათვისუფლების თაობაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანას’’ (70 გრამამდე) შეძენა - შენახვისათვის, ასევე, იმავე ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაპროპორციულობაზე და არ მომხდარა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დეკრიმინალიზაცია.
ამასთან, მსჯავრდებული შუამდგომლობაში მიუთითებს, რომ მისი ქმედება შეიცავს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისათვის აუცილებელია, რომ ქმედებას წინ უსწრებდეს ადმინისტრაციული სახდელი, რაც მის შემთხვევაში არ არსებობს, შესაბამისად, მისი ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ამ არგუმენტაციას, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ ლ--------------–---–ს მსჯავრი დაედო 10,72 გრამი ნარკოტიკული საშუალება - მშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისათვის. ნარკოტიკული საშუალების აღნიშნული რაოდენობა წარმოადგენს არა მცირე ოდენობას, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილი, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, რასაც ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილი.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ალტერნატიულ მოთხოვნას ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ის შესაბამისობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შესული ცვლილებებთან.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
პალატა აღნიშნავს, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილი, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების მცენარე კანაფის ან ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნას, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით.
აღნიშნული კანონი მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ვინაიდან სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისაგან განსხვავებით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენის გათვალისწინებით, არ უნდა დაენიშნოს სასჯელი, ხოლო გადასასინჯი განაჩენი დამატებითი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 2017 წლის 26 ივლისის კანონის ცვლილებები მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენში უნდა შვიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ლ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენი სხვა - დამატებითი სასჯელის- ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე