განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001408652 (3ბ/348-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე- მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-----------–----ე
წარმომადგენელი - გ------------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ------–-------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ვ-----------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----------–----ე 1997 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, ბ----------- რაიონი, დ. წ--------, ა----–-----–-ს ქ. N-- მისამართზე. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებულია ვ-----------–---ს/1---------- მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი საწარმო, ბ----------- რაიონში, პ----------------ში და გაცემულია N1------------ რეგისტრაციის მოწმობა.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 9 მარტს ვ-----------–----ის მიმართ შეადგინეს NC------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ ვ-----------–----ის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: NC-----; მძღოლი: გ--------------–---–ი პ/ნ 0----------; გადამოწმების დრო:09,03,2016 12:37)), კერძოდ, 6020 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის - ,,დახერხილი ხე-მასალა“ (15,05მ3X400,00 ლარი) ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 9 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ვ-----------–----ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით, ი/მ ვ-----------–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.4. 2015 წლის 5 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 10 მ3 ძელისა და 7.88 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ N-----, ბ----------- რაიონის, დაბა წ--------დან ქ. თბილსში. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია, 3,8 მ3 ძელისა და 8 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონ, სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 3 მ3 ძელისა და 9 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონის სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0---------/28.10.2015, N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015.
2.5. N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაცემულია დ-------–---------–---–ზე. N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაცემულია შ--–-------------ზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის N1---- ბრძნება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2016 წლის 9 მარტს ვ-----------–----ის მიმართ შედგენილ იქნა NC------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასხადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, კერძოდ განხორციელდა 6 020 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის - ,,დახერხილი ხე-მასალა“ (15,05მ3X400,00 ლარი) ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2.8. მოსარჩელე არ დაეთანხმა მითითებულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტა, რომ ტრანსპორტირებული ხე-მასალა დაიხერხა მის საწარმოში, რის შემდგომ იგი ახორციელებდა საქონლის ტრანსპორტირებას, თუმცა არა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. მიუთითა, რომ საქონელი არ წარმოადგენს მის საკუთრებას, არამედ შ--–------------ისა და დ-------–---------–---–ის საკუთრებას. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ კონკრეტული ოპერაციის - ხე-მასალის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, განხორციელება. განსახილველ საქმეზე სადავო აქტების კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების მიზანი და სამართლებრივი ხასიათი. კერძოდ, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, რომლის შემთხვევაშიც გადასახადის გადამხდელს წარმოეშვებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის 12 ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს დადგინდეს საქონლის ტრანსპორტირების მიზანი - სამეწარმეო საქმიანობა. საქალაქო სასამართლოს განმართებით, დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის ცნებას, თუმცა განმარტებულია ეკონომიკური საქმიანობის ცნება, რაც თავისი არსით მოიცავს სამეწარმეო საქმიანობასაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ეკონომიკურ საქმიანობას კოდექსი უწოდებს ისეთ საქმიანობას, რომლის მოტივიც მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებაა.
2.9. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-----------–----ე ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 1997 წლის 16 მაისს. 2014 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელეზე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი საწარმოს რეგისტრაციის მოწმობა N1------------. ვ-----------–----ის მიერ ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებისას გამოწერილ იქნა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, 2015 წლის 5 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 10 მ3 ძელისა და 7.88 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ N-----, ბ----------- რაიონ, სოფ. დაბა წ--------დან ქ. თბილსში. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 3,8 მ3 ძელისა და 8მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონის სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 3 მ3 ძელისა და 9 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონის სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0---------/28.10.2015, N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხე-მასალა წარმოადგენდა სხვა პირთა საკუთრებას, მან თავის საამქროში დახერხა აღნიშნული საქონელი და ახორციელებდა ამ საქონლის მიწოდებას მესაკუთრისთვის.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება. შიდა გადაზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, საქონლის მიწოდების მიზნით ან მის გარეშე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი 286-ე მუხლის 12 ნაწილი ითვალისწინებს სანქციას 5000 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებები გამოწერილია ვ-----------–----ის მიერ, სადაც იგი დაფიქსირებულია როგორც მყიდველ, ასევე, გამყიდველ პირად. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საქონელი არ არის მისი საკუთრება, იგი ახორციელებს სხვა პირთა საკუთრებაში არსებული ხის მასალის დახერხვასა და დანიშნულების ადგილამდე მიტანას. აღნიშნული ქმედება - როგორც ხის მასალის დახერხვა, ასევე, ტრანსპორტირება, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს ვ-----------–----ის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც მიმართულია მოგების/შემოსავლის მიღების მიზნით. ასეთ პირობებში კი, საქონლის ტრანსპორტირებაზე კანონმდებელი ცალსახად ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების გამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ-----------–----ეს სასაქონლო ზედნადებში დაშვებული აქვს არსებითი მნიშვნელობის მქონე შეცდომა, მას არასწორად აქვს მონაცემები შეტანილი კონტრაჰენტ პირთა შესახებ, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, თუ ვისი კუთვნილი საქონლის ვის მიერ ხდება ტრანსპორტირება, აღნიშნულ პირობებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადები კი ითვალისწინებს სანქციის გამოყენებას იმ წესით, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმით, მოცემულ შემთხვევაში 286-ე მუხლის 12 ნაწილით.
2.11. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ სათანადოდ იქნა გამოკვლული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ასეთი სახით გამოცემული აქტი კი წარმოადგენს კანონშესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს სადავო აქტები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, ხე-ტყის ჭრას ჰქონდა სოციალური სტატუსი და ტვირთის მეპატრონეები პირადი ხარჯით ახორციელებდნენ მის ტრანსპორტირებას.
3.2. აპელანტის მითითებით, არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული, იყო თუ არა ჭრა სოციალური, არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული, რომ ზედნადები იყო გამოწერილი და სასამართლოს შეფასებით კი მიჩნეულია არ გამოწერილად, რადგან გამოყენებულია მცდარად მითითებული სსკ 286-ე მუხლის 1 (ორი პრიმა) ნაწილი. სასამართლომ დაადასტურა, რომ ზედნადები გამოწერილია, ხოლო შეფასებით კი ამბობს, რომ არა. აპელანტის წარმომადგენლის აზრით, არც ერთ ნახსენებ გადაზიდვაში არ ჩანს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოკვლეულია, რომ ჭრა არ იყო სოციალური ან საერთოდ რა ტიპის იყო.
3.3. აპელანტის მითითებით, ის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ თითქოსდა სათანადოდ არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოკვლეული მასალები არ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ განხილული და წარდგენილი საქალაქო სასამართლოში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-----------–----ე 1997 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, ბ----------- რაიონი, დ. წ--------, ა----–-----–-ს ქ. N-- მისამართზე. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს რეგისტრირებულია ვ-----------–---ს/1---------- მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი საწარმო, ბ----------- რაიონში, პ----------------ში და გაცემულია N1------------ რეგისტრაციის მოწმობა.
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 9 მარტს ვ-----------–----ის მიმართ შეადგინეს NC------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ ვ-----------–----ის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: NC-----; მძღოლი: გ--------------–---–ი პ/ნ 0----------; გადამოწმების დრო:09,03,2016 12:37)), კერძოდ, 6020 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის - ,,დახერხილი ხე-მასალა“ (15,05მ3X400,00 ლარი) ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 9 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ვ-----------–----ემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის №1---- ბრძანებით, ი/მ ვ-----------–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.4. 2015 წლის 5 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 10 მ3 ძელისა და 7.88 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ N-----, ბ----------- რაიონის, დაბა წ--------დან ქ. თბილსში. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია, 3,8 მ3 ძელისა და 8 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონ, სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია N0---------/28.10.2015. 2015 წლის 3 ნოემბრის Nელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვ-----------–----ის მიერ განხორციელებულია 3 მ3 ძელისა და 9 მ3 ფიცრის შიდა გადაზიდვა, საავტომობილო საშუალებით სახ.№ A-----, ბ----------- რაიონის სოფ. პ----------------იდან ბ----------- რაიონის დაბა წ--------ს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი წყლის ტერიტორიაზე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებულია: N0---------/28.10.2015, N0----------28.10.2015 და N0---------/28.10.2015.
4.5. N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაცემულია დ-------–---------–---–ზე. N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაცემულია შ--–-------------ზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ 2016 წლის 9 მარტს ვ-----------–----ის მიმართ შედგენილ იქნა NC------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასხადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, კერძოდ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, განხორციელდა 6 020 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის - ,,დახერხილი ხე-მასალის“ (15,05მ3X400,00 ლარი) ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
4.9. მოსარჩელე არ დაეთანხმა მითითებულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტა, რომ ტრანსპორტირებული ხე-მასალა დაიხერხა მის საწარმოში, რის შემდგომ იგი ახორციელებდა საქონლის ტრანსპორტირებას, თუმცა არა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. მიუთითა, რომ საქონელი არ წარმოადგენს მის საკუთრებას, არამედ შ--–------------ისა და დ-------–---------–---–ის საკუთრებას. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიმართ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ კონკრეტული ოპერაციის - ხე-მასალის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, განხორციელება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ საქმეზე სადავო აქტების კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით არსებითი მნიშვენლობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების მიზანი და სამართლებრივი ხასიათი. კერძოდ, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, რომლის შემთხვევაშიც გადასახადის გადამხდელს წარმოეშვებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის 12 ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს დადგინდეს საქონლის ტრანსპორტირების მიზანი - სამეწარმეო საქმიანობა. ანუ, მითითებული ნორმის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ვ-----------–----ე მრგვალი ხეტყის (მორის) ტრანსპორტირებას ახდენდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობისათვის და ეს მასალა წარმოადგენდა თუ არა მის საკუთრებას.
4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ სადავო ხე-ტყის მასალა წარმოადგენდა ვ-----------–----ის საკუთრებას და იგი მის ტრანსპორტირებას ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავის საამქროში დახერხა აღნიშნული ხე-ტყის მასალა და ახორციელებდა ამ საქონლის მიწოდებას მესაკუთრისთვის, არ ნიშნავს, რომ ეს მასალა მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა და მის ტრანსპორტირებასაც საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებდა. საქმეში წარმოდგენილი შ--–------------ის და დ-------–---------–---–ის ახსნა-განამრტებებით დგინდება, რომ სადავო ხე-ტყის მასალა წარმოადგენდა მათ საკუთრებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ-----------–----ე ვერ მოახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და სამეწარმეო მიზნებისათვის იმ ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებას, რომელიც არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ-----------–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვ-----------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის N1---- ბრძნება.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ-----------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქალაქო სასამართლოში (150 ლარი) და სააპელაციო სასამართლოში (200 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 350 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ-----------–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ-----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის N1---- ბრძნება;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ-----------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 350 ლარის ანაზღაურების ვალდებულება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
გიორგი ტყავაძე