განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
330310017001803870
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3303100-700-803870

საქმე N3ბ/633-1-

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

28 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ო---- შ-----–-ა;

წარმომადგენელი - დ------------–---–-;

 

მესამე პირი (ასკ 16.1) - ს---–---- ქ-----–-ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო---- შ-----–-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ო---- შ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ო---- შ-----–-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–ი, სოფელი დ------ა. დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ს--------, მ----------, ზ-------–-----, კ--------- N--, ბინა N--.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ო---- შ-----–-ა დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მისამართზე - ქ. თბილისი, ი---- - ს--------ს რაიონი, თ---–-----–--ის ქუჩა, ბ-------- ქ-----ის მიმდებარე ტერიტორია და მის სარეიტინგო ქულას შეადგენს - 22210. (ს.ფ. 15; 43; 46).

 

4.2. 20-5 წლის 9 მარტს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ო---- შ-----–-ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, ს--------, მ----------, ზ-------–-----, კ--------- N--, ბინა N-- (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის მიმდებარე ტერიტორია. სოციალური კრიტერიუმია - ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი II ჯგუფი - 2; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1; მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3; საბოლოო ქულა - 10. (ს.ფ. 68).

 

4.3 . ო---- შ-----–-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის (დანართი N1.2.) შესაბამისად, ო---- შ-----–-ას (6----------) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის მიმდებარე ტერიტორია. ო---- შ-----–-ას ჰყავს მეუღლე - ს---–---- ქ-----–-ა, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტოს მიერ გაცემული საპენსიო მოწმობის მიხედვით, 1-90 წლის 6 აგვისტოდან იღებს პენსიას. ო---- შ-----–-ას ჰყავს სამი შვილი: მ-------ი შ-----–-ა, ნ--- შ-----–-ა და ჯ------–ი შ-----–-ა. ო---- შ-----–-ა არის პენსიონერი, უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯია: სურსათზე - 60 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 10 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელი - 5 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 5 ლარი, ტრანსპორტი - 2 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 120 ლარი, სულ - 202 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, ო---- შ-----–-ას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია -250 ლარი, დევნილთა შემწეობა - 56 ლარი, სულ 306 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, ო---- შ-----–-ას ოჯახის ყოველთვიური შემოსავალია - 408 ლარი (ო---- შ-----–-ას პენსია - 150 ლარი, ს---–---- ქ-----–-ას პენსია -150 ლარი, სოციალური დახმარება ორ სულზე - 108 ლარი). ო---- შ-----–-ა იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 5700--ზე ნაკლები. მოსარჩელის საცხოვრებელ სტატუსს წარმოადგენს - ნათხოვარი, სადაც ცხოვრობს 3 წელზე მეტი პერიოდი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ო---- შ-----–-ამ ოთხჯერ და მეტჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილის მისამართი. (ს.ფ. 44; 71-82).

 

4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 20-6 წლის 8 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, ო---- შ-----–-ას (6----------) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის მიმდებარე ტერიტორია, ვაგონის ტიპის შენობა. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ო---- შ-----–-ა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 12 წელია, ქირის გარეშე. ამასთან, მითითებულია, რომ ო---- შ-----–-ა ადრე ცხოვრობდა სენაკში, სასტუმროს ტიპის შენობაში, ხოლო შემდეგ შვილთან - ჯ------– შ-----–-ასთან ერთად. მონიტორინგის ფორმაში ო---- შ-----–-ას მეუღლესთან ერთად უფიქსირდება ყოველთვიური შემოსავალი - 468 ლარი (ო---- შ-----–-ას პენსია - 1-0 ლარი, სოციალური დახმარება - 60 ლარი, ს---–---- ქ-----–-ას პენსია - 1-0 ლარი, სოციალური დახმარება - 48 ლარი).

 

დადგენილია, რომ ო---- შ-----–-ას შვილი - მ-------ი შ-----–-ა, ცხოვრობს ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, სამ შვილთან ერთად. ო---- შ-----–-ას მეორე შვილი - ჯ------–ი შ-----–-ა ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ---------–ში, სიმამრის მიერ დაგირავებულ ბინაში, ორ შვილთან ერთად. ხოლო ო---- შ-----–-ას მესამე შვილი - ნ--- შ-----–-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ო---- შ-----–-ა დამისამართებულია ქ. თბილისი, ს--------, მ----------, კ--------- 2-, ბ------, რომელიც წარმოადგენს მისი შვილის - ჯ------– შ-----–-ას საკუთრებას. (ს.ფ. 84-90).

 

4.5. საქმეზე წარმოდგენილი 20-5 წლის 30 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ, ნ--- ფ-–-–--მ (ო---- შ-----–-ას რძალი) როგორც გამქირავებელმა და მეორეს მხრივ, თ----- ქ---------ემ, როგორც დამქირავებელმა დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: გამქირავებელი დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს უძრავი ქონებიდან ორ ოთახს 40.0. კვ.მ., მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: 0---------------.; ზონა: თბილისი 0-; სექტორი - ს-------- 1-; კვარტალი 1-; ნაკვეთი 0------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 670.00. კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი - 1; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - 1, მესაკუთრე - ნ--- ფ-–-–--. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 20-7 წლის 30 ივნისამდე და ქირის ოდენობა შეადგენს - 300 (სამასი) ლარს. (ს.ფ. 40-42).

 

4.6. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20-6 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგო----ეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰუალინგ ჯგუფი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ო---- შ-----–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე (3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში, 1 ქულა ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში). (ს.ფ.91-99).

 

4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ო---- შ-----–-ას პ/ნ 6---------- ოჯახს, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. (ს.ფ.38).

 

4.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტორს 20-6 წლის 27 დეკემბრის №0--0---------- წერილით, ო---- შ-----–-ას განემარტა, რომ წინასწარი შეფასებით მინიჭებული 10 ქულა შეუმცირდა 6 ქულამდე მძიმე საცხოვრებელში მიღებული 3 ქულის და ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმით მინიჭებული 1 ქულის გაუქმების გამო.(ს.ფ. 45).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. სასამართლომ მიუთითა, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება და განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომლითაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილი ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20-6 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგო----ეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰუალინგ ჯგუფი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ო---- შ-----–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე (3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში, 1 ქულა ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ო---- შ-----–-ას პ/ნ 6---------- ოჯახს, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის საცხოვრებელი ფართი, სადაც ო---- შ-----–-ა მეუღლესთან ერთად რეალურად ცხოვრობს. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის რძლის საკუთრებაში არსებობდა უძრავი ქონება, თუმცა, არ ჩაუტარებია მოკვლევა რძლის საკუთრებაში არსებულ ფართში ო---- შ-----–-ას რეალურად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგო----ეობას.

 

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 29 მოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა განაცხადში მითითებულ მისამართზე. დადგინდა, რომ განმცხადებელი ო---- შ-----–-ა ფაქტობრივად ცხოვრობს არა ვაგონის ტიპის შენობაში, არამედ შვილის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მხრემ არაწორი ინფორმაცია მოწოდა სამინისტროს როდესაც განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი იყო თ-------–--ის ქუჩის მიმდებარედ არსებული ვაგონის ტიპის შენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ო---- შ-----–-ას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20-6 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N---), არსებითად მცდარი ინფორმაციის მოწოდების გამო, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ხოლო 1 ქულა ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოწმის სახით მოწვეული დაინტერესებული პირების ჩვენებას და მიიჩნევს, რომ მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მიაწოდეს სასამართლოს როგორც ქირანობის ურთიერთობის არსებობის თაობაზე, ასევე მხარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. მოწმეთა ჩვენებების ეჭვქვეშ დაყენების ნაცვლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია სრულყოფილად საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ შეესაბამება რეალობას.

 

აპელანტის განმარტებით, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) გულისხმობს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას;

 

"დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" (დანართი N6 - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი) "ბ" პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). წარმომადგენლის განმარტებით კი, კონკრეტული მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი არ პასუხობდა იმ განმარტებას, რაც მოცემულია მინისტრის 20-3 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებაში.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

8.2. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

8.3. პლატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მიზეზი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განმცხადებლისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომლითაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგო----ეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. მე-11 პუნქტის თანახმად, დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. ხოლო, მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით (მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები) განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ო---- შ-----–-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ო---- შ-----–-ას ჰყავს მეუღლე - ს---–---- ქ-----–-ა, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტოს მიერ გაცემული საპენსიო მოწმობის მიხედვით, 1-90 წლის 6 აგვისტოდან იღებს პენსიას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. დადგენილია, რომ ო---- შ-----–-ას შვილი - მ---------ი შ-----–-ა, ცხოვრობს ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, სამ შვილთან ერთად. ო---- შ-----–-ას მეორე შვილი - ჯ------–ი შ-----–-ა ცხოვრობს ქ. თბილისში, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ხოლო ო---- შ-----–-ას მესამე შვილი - ნ--- შ-----–-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსეთში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 20-5 წლის 9 მარტს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ო---- შ-----–-ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, ს--------, მ----------, ზ-------–-----, კ--------- 2-, ბ------ (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, თ---–-----–--ის მიმდებარე ტერიტორია. სოციალური კრიტერიუმია - ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი II ჯგუფი - 2; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1; მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3; საბოლოო ქულა - 10.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილი ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20-6 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-3 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგო----ეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰუალინგ ჯგუფი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ო---- შ-----–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე (3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში, 1 ქულა ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ო---- შ-----–-ას პ/ნ 6---------- ოჯახს, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილი პირის გადამოწმების მიზნით მონიტორინგი განახორციელეს 20-6 წლის 8 აგვისტოს. მონიტორინგის ფორმაში აღინიშნა, რომ ო---- შ-----–-ა ცხოვრობდა შვილთან ერთად, რძლის საკუთრებაში არსებულ ფართში.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლებელია გახდეს დევნილი პირის ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ის გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ--- ფ-–-–-- (ო---- შ-----–-ას რძალი), ვერ გახდება ო---- შ-----–-ას მიმართ სახელმწიფოს მიერ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცალსახად არ დადასტურებულა რძლის საკუთრებაში არსებულ ფართში ო---- შ-----–-ას ცხოვრების ფაქტი. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, მოწმედ დაიკითხა მოსარჩელის რძალი - ნ--- ფ-–-–--. მოწმემ დაადასტურა, რომ ქ. თბილისში, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ ნამდვილად ფლობს საცხოვრებელ ფართს, თუმცა, ო---- შ-----–-ა და მისი მეუღლე - ს---–---- ქ-----–-ა ცხოვრობენ ცალკე, მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს, ვაგონის ტიპის დასახლებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ქ. თბილისში, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებიდან ორი ოთახი - 40.0. კვ.მ. გაქირავებული აქვს თ----- ქ---------ეზე. საქმეზე წარმოდგენილია 20-5 წლის 30 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ერთის მხრივ, ნ--- ფ-–-–--მ (ო---- შ-----–-ას რძალი) როგორც გამქირავებელმა და მეორეს მხრივ, თ----- ქ---------ემ, როგორც დამქირავებელმა დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: გამქირავებელი დროებით სარგებლობაში გადასცემს დამქირავებელს უძრავი ქონებიდან ორ ოთახს 40.0. კვ.მ., მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: 0---------------.; ზონა: თბილისი 0-; სექტორი - ს-------- 1-; კვარტალი 1-; ნაკვეთი 0------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 670.00. კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი - 1; შენობა- ნაგებობების ჩამონათვალი - 1, მესაკუთრე - ნ--- ფ-–-–--. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 20-7 წლის 30 ივნისამდე და ქირის ოდენობა შეადგენს - 300 (სამასი) ლარს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტებებზე, რომლის თანახმად დადგინდა ო---- შ-----–-ას მეუღლესთან ერთად ცალკე, ნ--- ფ-–-–--ს სახლის მოპირდაპირე მხარეს ე-–------–---–ის №--–- (თ---–-----–--ის ქუჩის მიმდებარედ), ფიცრულის ტიპის სახლში ცხოვრების ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის საცხოვრებელი ფართი, სადაც ო---- შ-----–-ა მეუღლესთან ერთად რეალურად ცხოვრობს. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის რძლის საკუთრებაში არსებობდა უძრავი ქონება, თუმცა, არ ჩაუტარებია მოკვლევა რძლის საკუთრებაში არსებულ ფართში ო---- შ-----–-ას რეალურად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგო----ეობას.

 

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ფორმით (ს.ფ. 37) დგინდება, რომ შემმოწმებლებმა დაასურათეს როგორც ო---- შ-----–-ას საცხოვრებელი, ასევე მისი შვილის საცხოვრებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა განასხვავეს ერთმანეთისაგან ეს საცხოვრებლები და ამდენად, შემდგომში ო---- შ-----–-ას, შვილის სახლში ცხოვრების ფაქტის დადგენა, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევა/შეფასებიდან.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში არ უნდა მოხდეს, დაინტერესებული პირის კანონით დაცული უფლებების და ინტერესების არამართლზომიერად შეზღუდვა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე, რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ყურადსაღებია ის მეტად მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომელიც აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს. იგი მდგო----ეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელება. აღნიშნული პრინციპი არის სწორედ ის რეალური გარანტია, რომელიც ადამიანის უფლების ჯეროვან დაცვას უზრუნველყოფს.

 

პირველი ინტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

 

ო---- შ-----–-ასთვის მუდმივი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს ო---- შ-----–-ას რძლის სახლში და არა მის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ვაგონის ტიპის ფიცრულში, სადაც რეალურად ცხოვრობს მოსარჩელე მეუღლესთან ერთად. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ შეაფასა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფექტიანად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება ო---- შ-----–-ას სოციალური, ფიზიკური და ეკონომიური მდგო----ეობის თვალსაზრისით უნდა განხორციელებულიყო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, მიეკუთვნებოდა თუ არა ო---- შ-----–-ა არსებული მდგო----ეობის გათვალისწინებით, დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებულ ჯგუფს, რომლის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტულად შექმნილი სიტუაციის ადეკვატური და, შესაბამისად კანონიერი უნდა იყოს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის მდგო----ეობის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქმეზე მტკიცებულების სახით დართულია ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რძლის საკუთრებაში არსებული ფართი. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზე - ქ. თბილისი, თ---–-----–--ის მიმდებარედ არსებული ვაგონის ტიპის ფიცრულში ო---- შ-----–-ას ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით, უნდა განეხორციელებინა სრული და ყოველმხრივი ადმინისტრაციული წარმოება, მოეძიებინა სათანადო მტკიცებულებები, რაც ხელს შეუწყობდა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევასა და შესწავლას. აღნიშნულის შედეგად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლო კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20-6 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -