განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2018
საქმის ნომერი
010310017001836105
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001836105 (3/ბ-24-2018)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ---------–--ე

 

მესამე პირები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მ---------–--ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 10 მარტს მ---------–--ის წარმომადგენლებმა ა-----------–---–მა და ნ-------------ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს მ---------–--ის ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1------------ის N- საოქმო გადაწყვეტილების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გამოცეს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი მოსარჩელის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 2------------ს მ---------–--ეს უღიარეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და მას გადაეცა საკუთრების უფლების მოწმობა N----. აღნიშნულის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რის გამოც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომისიას, წარუდგინა შესწორებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა 2007 წლის 2-----------ის N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ახალი საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. კომისიის მიერ დაკმაყოფილდა მ---------–--ის განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი N---- საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად და 2008 წლის 3------ს გაიცა ახალი საკუთრების უფლების მოწმობა N8---, რომლითაც მ---------–--ეს საკუთრებაში გადაეცა 2 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი გ------.

 

2010 წლის 0------------ს კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო №-- საოქმო გადაწყვეტილება და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნო 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელე მ---------–--ის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, საკუთრების უფლების მოწმობა N8---.

 

2014 წლის 1-----------ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით და 2016 წლის 2-------ის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა კონკრეტულად ვისი საკუთრების მოწმობა იქნა აღდგენილი და რა საფუძვლით, ან/და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ვის მიმართ და რა საფუძვლით იქნა კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დატოვებული, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, 2016 წლის 1-------------ს კომისიამ 271 მოქალაქის მიმართ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა იმ პირთა ვინაობა, ვისაც აღუდგათ ან არ აღუდგათ საკუთრების უფლება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით მ---------–--ის საკუთრების უფლების აღდგენის ან/და ბათილად ცნობის საკითხი არ გადაწყვეტილა, რის გამოც კომისიამ მ---------–--ის მიმართ ცელკე გამოსცა აქტი და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, კომისიას მისი საკითხი ინდივიდუალურად არ განუხილავს, ამასთან, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, გაურკვეველია, კონკრეტულად რის საფუძველზე ეთქვა უარი მას საკუთრების უფლებისა მოწმობის აღდგენაზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წერილით დასტურდება, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ იყო, გ------ს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა, თუმცა ამის მიუხედავად ერთ-ერთ საფუძვლად ზოგადად ეს გარემოება იქნა მითითებული, რომ საკუთრების უფლების მოწმობები გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ--------–---- ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები. კომისიას არ გაუანალიზებია მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული მონაცემები და მხოლოდ უსაფუძვლო, ზოგადი დასკვნით შემოიფარგლა, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით

 

მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება, მ---------–--ის ნაწილში.

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1------------ის N- და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებები მ---------–--ის ნაწილში.

 

ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება), გამოცემა მოსარჩელის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3--------------- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის დეკემბრის თვეში მ---------–--ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება და ხელვაჩაურში, სოფელ გ------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, მ---------–--ის განცხადება დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მ---------–--ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N----, რომლითაც დგინდება, რომ მ---------–--ეს საკუთრებაში გადაეცა 0.23 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი გ------.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, მ---------–--ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 2------------ს მ---------–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N---- თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად და მ---------–--ის მიერ შესწორებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მ---------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, 2008 წლის 3------ს მ---------–--ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N8---, მ---------–--ეს საკუთრებაში გადაეცა 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი გ------ და აღნიშნული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ---------–--ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი N2-----------).

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელის - მ---------–--ის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხელვაჩაური, სოფელ გ------ში მდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა N8---.

 

გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 0----------------- ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

2014 წლის 1-----------ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედი კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებული იქნა ის პირები, ვის მიმართაც აღდგენილი იქნა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე ის პირები, ვისი საკუთრების უფლება არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ხოლო 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა 2016 წლის 1------------ის N- საოქმო გადაწყვეტილებაში და სხვა პირებთან ერთად მითითებული იქნა მ---------–--ე. შესაბამისად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს არ აღუდგა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მის მიმართ ძალაში დარჩა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. 53-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა დათქმული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებასთან დაკავშირებით, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში. ასევე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, მათი სწორი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- სხდომის საოქმო გადაწყვეტილების, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილების და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შეფასებისას სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მათი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც კომისიას არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა ანალიზის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს, დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტს.

 

კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ დარჩა ძალაში, იმ საკუთრების მოწმობების მიმართ, რომლებიც გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებზე (მოსარგებლეებზე), ასევე, რომელთა მიმართაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ასევე, იმ საკუთრების უფლების მოწმობებზე, რომლებიც გაცემული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ--------–---- ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე და დღეის მდგომარეობით წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (საკადასტრო კოდი: 0-----------). გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია 143 ფიზიკური პირის სახელი, მათზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის ნომერი. გადაწყვეტილების მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საკუთრების უფლება აღუდგათ გადაწყვეტილების ამ ნაწილში ჩამოთვლილ 97 ფიზიკურ პირს. ამ ჩამონათვალში არ შესულა მოსარჩელე მ---------–--ე, რის გამოც კომისიის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა N-- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც სხვა პირებთან ერთად, ასევე შეყვანილი იქნა მოსარჩელეც, რომელსაც უარი ეთქვა საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის 2016 წლის 2-------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებაში, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებაში და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებაში განხილული საკითხის შესახებ სხვა რაიმე დასაბუთება არ არის მოცემული, არ არის ამ აქტით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის მოსარჩელის მიმართ განხილული საკითხის ინდივიდუალური ანალიზი და შეფასებები, რის გამოც შეუძლებელია როგორც თვითონ მოსარჩელის, ისე სასამართლოს მიერ განისაზღვროს კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელეს ეთქვა უარი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (მოსარჩელის ნაწილში) და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნაზე.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 0----------------- ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 1-----------ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედი კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომელიც განსახილველ საკითხზე კომისიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული სრული მონაცემების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო იმ გარემოებების დადგენა, რასაც აღნიშნული კანონის რეგულაციები იძლეოდა მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.

 

აღნიშნულის მიუხედევად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოყვანილი არცერთი დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გაურკვეველია, საიდან იქნა დადგენილი კომისიის მიერ, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარდა მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე, მაშინ როცა, მისივე განმარტებით, იგი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს წარმოადგენდა და სწორედ ამ საფუძვლით იქნა მისი საკუთრების უფლების აღიარება კომისიის მიერ. ასევე, არანაირ კონკრეტულ გარემოებასა და მტკიცებულებაზე არ არის მითითებული, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელისთვის საკუთრების უფლება აღიარებულია ისეთ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ--------–---- ფიზიკური დაცვის არეალშია მოხვედრილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ---------–--ის საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილების და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დამკვიდრებული ეს პრინციპები უგულებელყოფილი და დარღვეულია. ამასთან, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წესი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დასაბუთების შესახებ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების შესაბამისობას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის ობიექტურ გამოკვლევა-შეფასებას, მოსარჩელისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციები, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის N601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სწორედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილების და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიის 2010 წლის 3----------ის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით საკითხის თავიდან განხილვა წარმოადგენს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა ეცნო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილება, 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, მოსარჩელის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მ---------–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ხელმძღვანელობს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგბლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონითა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერი N525 ბრძანებულებით. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის დანაწესის შესაბამისად, კანონის მიზანს წამოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერი N525 ბრძანებულება არეგულირებდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ფიზიკური კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავდა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 2007 წლის 15 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის N525 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ცნობა-დახასიათება წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ასახავდა მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკვებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შეისწავლა მ---------–--ის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მასზე გაცემული N8--- საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის აღდგენა ეწინააღმდეგებოდა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მ---------–--ემ მიუთითა, რომ მას მიწა მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა, რაც არ დადასტურდა ადმინისტრაციული წარმოების დროს, ასევე არ დადგინდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენა ეწინააღმდებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

 

აპელანტის განმარტებით, კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა ორი 2016 წლის 2-------ის N-- და 2016 წლის 2-----------ის N- გადაწყვეტილება. შესაბამისად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და რიგ შემთხვევაში შეტანილი იქნა ცვლილებები 2016 წლის 2-------ის გადაწყვეტილებაში. აქედან გამომდინარე აპელანტი მხარე თვლის, რომ კომისიის მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი მოთხოვნები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კოლეგიის აზრით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად შეაფასა, რომ მოპასუხე კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-ე მუხლების მოთხოვნები.

 

მ---------–--ის სარჩელით სადავო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2-------ის N-- , 2016 წლის 1------------ის N-, საოქმო და 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაცულია აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2007 წლის დეკემბრის თვეში მ---------–--ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება და ხელვაჩაურში, სოფელ გ------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, მ---------–--ის განცხადება დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მ---------–--ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N----, რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა 0.23 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი გ------.

 

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რის გამოც მ---------–--ის მოთხოვნის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო 2007 წლის 2------------ს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N---- თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად და მ---------–--ის მიერ შესწორებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, 2008 წლის 3------ს გასცა ახალი საკუთრების უფლების მოწმობა N8---, რომლითაც მ---------–--ეს საკუთრებაში გადაეცა 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი გ------ და აღნიშნული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ---------–--ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი N2-----------).

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელის - მ---------–--ის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხელვაჩაური, სოფელ გ------ში მდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა N8---.

 

გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 0----------------- ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

2014 წლის 1-----------ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება. რადგან აქტი ნაწიობრივ იქნა ბათილად ცნობილი, კომისიამ 2016 წლის 1-------------ს მიღებული №- საოქმო გადაწყვეტილებით მოახდინა იდენტიფიცირება იმ პირებისა, ვის მიმართაც აღდგა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე იმ პირებისა, ვისი საკუთრების უფლებაც არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 2016 წლის 2-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით კი ცვლილებები შევიდა 2016 წლის 1------------ის N- საოქმო გადაწყვეტილებაში და სხვა პირებთან ერთად მასში მიეთითა მ---------–--ეც. შესაბამისად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს არ აღუდგა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და მის მიმართ ძალაში დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მის სახელზე გაცემული N8---.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 53.4 მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

იმავე კოდექსის 96.1 და 96.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

როგორც ზემოთ აღნიშნა გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 1---------------- ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 1-----------ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედი კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გ------ს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა, ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო იმ ფაქტების დადგენა, რასაც სადავო პერიოდში (მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს) მოქმედი კანონი ითვალისწინებდა. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.

 

აღნიშნულის მიუხედევად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოყვანილი არცერთი დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გაურკვეველია, როგორც დაადგინა კომისიამ, რომ მოსარჩელე მ---------–--ეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარეს როგორც მართლზომიერ მფლობელს, მაშინ, როცა მისივე განმარტებით, იგი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს წარმოადგენდა და სწორედ ამ საფუძვლით იქნა მისი საკუთრების უფლება აღიარებული კომისიის მიერ. ასევე, აქტში არ არის მითითება არცერთ კონკრეტულ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ--------–---- ფიზიკური დაცვის არეალშია მოხვედრილი.

 

ამდენად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ---------–--ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და შეფასების, ასევე აქტის დასაბუთების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნები, რაც მიუთითებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევაზე და ქმნის მათი ბათლად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრულ საფუძველს.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი