განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310117001867668
საქმე №3ბ/3119-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ”თ--–---”;
წარმომადგენელი - ზ-----------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) – სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №----- გადაწყვეტილება;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სს ”თ--–---ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №255 დადგენილების შესაბამისად, რეორგანიზებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სსიპ – ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტი და სსიპ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სსიპ – ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო- კვლევით ერთეულებად მასთან შეერთების გზით. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად სსიპ – ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სსიპ – ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტისა და სსიპ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლედ. (ს.ფ 56-67).
4.2. 2017 წლის 04 იანვარს სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადებით მიმართა სს ”თ--–--ს” და განმარტა, რომ სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია კაბელის დაზიანების გამო, ამიტომ მოითხოვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ მისამართზე დაზიანებული კაბელის დროულად აღდგენასთან დაკავშირებით. (ს.ფ 77-78).
4.3. სს ”თ--–---ს” 2017 წლის 09 იანვრის წერილის თანახმად, ორგანიზაციების, დაწესებულებების თუ სხვადასხვა კომერციული დაწესებულებების შენობის მკვებავი დაბალი ძაბვის კაბელები ქ. თბილისის მასშტაბით, ისევე როგორც კაბელი, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს, სს ”თ--–---ს” ბალანსზე არ ირიცხება, რის გამოც სს ”თ--–--ს” არ გააჩნია მათზე აღგენითი სამუშაოების წარმოების იურიდიული საფუძველი. (ს/ფ 79)
4.4. 2017 წლის 03 თებერვალს, სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და განმარტა, რომ სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია კაბელის დაზიანების გამო, ამიტომ ითხოვა კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება. (ს.ფ 74-80).
4.5. 2017 წლის 08 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ №6-------------- წერილით მიმართა სს ”თ--–--სა” და სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რითაც აცნობა, რომ სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართებოდა 2017 წლის 14 თებერვალს 12:00 საათზე. ამასთან, განუმარტა მხარეებს უზრუნველეყოთ უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება და სადავო საკითხთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტის წარდგენა. (ს.ფ 73)
4.6. სს ”თ--–--სა” და სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 23 თებერვალს გაიმართა ზეპირი სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №----- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტის განცხადება. ამავე გადაწყვეტილებით, სს თ--–--ს” დაევალა 2017 წლის 31 მარტამდე საკუთარი ხარჯით სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის უზრუნველყოფა. (ს/ფ 56-67).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონზე, ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 07 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულებაზე”, გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პირი, რომელიც ფლობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაცემულ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიას და შესაბამისად, ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას, ვალდებულია მის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული უძრავი ქონების მესაკუთრე დაარეგისტრიროს აბონენტად, ხოლო პირის აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს ეკისრება უპირობო ვალდებულება მოამარაგოს მომხმარებელი უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტროენერგიით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს არ მიეწოდება ელექტროენერგია და შეფერხებულია ინსტიტუტის გამართული საქმიანობა, რითაც ირღვევა მისი, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის კანონიერი უფლება, აღნიშნულის აღმოუფხვრელობამ კი შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ინსტიტუტს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №----- გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი. განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
6. სს ”თ--–---ს” სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
6.1. სს ”თ--–---ს” სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ სს „თ--–--სა“ და სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს შორის არსებული ვალდებულებები, რაც გამოიხატება მასში, რომ სს თ--–--- უზრუნველყოფს ელ. ენერგიის მომარაგებას, მაგრამ თავის მხრივ საკაბელო ხაზის მესაკუთრე ვალდებული იყო შეესრულებინა ყველა შესაძლო მოქმედება ქსელის გამართულ ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, რათა უზრუნველეყო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად და ყველა პარამეტრის დაცვის მიწოდება. წარმომადგენლის განმარტებით, კომისიამ ერთპიროვნულად სს "თ--–--ს" დააკისრა ვალდებულება, რომლის სამართლებრივი უფლებაც მას არ გააჩნდა.
აპელანტის განმარტებით, სს "თ--–---ს" საკუთრებაში არ იმყოფება დაზიანებული საკაბელო ქსელი და შესაბამისად, სს "თ--–---" არ იყო ვალდებული უზრუნველეყო სხვისი ქსელის აღდგენა და შეკეთება. სს „თ--–---“ პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და აბონენტს უზრუნველყოფდა უწყვეტი ელ. ენერგიით იმ დრომდე, სანამ არ მოხდებოდა საკაბელო ხაზის დაზიანება. აღნიშნული გარემოება კი სასამართლომ დატოვა შეფასების გარეშე. აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია ის, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა დაზიანებული საკაბელო ქსელი და ვინ იყო ვალდებული უზრუნველეყო არსებული ქსელების გამართულად მუშაობა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, კომისია ჩაერია კერძო კომპანიის საქმიანობაში, კერძოდ დააკისრა სხვის საკუთრებაში არსებული საკაბელო ქსელის აღდგენა/შეკეთების ვალდებულება და სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სს „თ--–--ს“ გაწეული ხარჯი შეეძლო აესახა ელ. ენერგიის განაწილების შესაბამის ტარიფში და ადგილი ექნებოდა ინვენსტიციის გონივრულ დასაბუთებას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 07 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს სემეკს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მართებულად მიიჩნია, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 03 თებერვალს სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და განმარტა, რომ სსიპ ი---- ჯ-----–---–ის ს----–---ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა------–-- ჩ-------ას ს----–---ის ე------–-------ის ინსტიტუტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია კაბელის დაზიანების გამო, ამიტომ ითხოვა კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება.
პალატა მიუთითებს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის უფლება. ამავე კანონის მე-5 მუხლის ”ა”, ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ერთ - ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის განაწილების, ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიის გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და მათი გაუქმება. გაცემული ლიცენზიის პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა არის ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება, ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) არის პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, ხოლო ”ჰ6” ქვეპუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებელი არის პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კომისია უვადოდ გასცემს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიას, ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, იყიდოს, გაატაროს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია, ხოლო ამვე მუხლის ”დ”, ”ე” და ”თ” ქვეპუნქტების მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად; უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში მომხმარებელთა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით და მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს №23 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ”ლიცენზირების წესები”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირების წესები ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტისთვის, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ლიცენზიატისთვის სავალდებულოა შესასრულებლად – მათი შეუსრულებლობა განიხილება, როგორც სალიცენზიო პირობების დარღვევა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს №20 დადგენილებით კი დამტკიცებული იქნა ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა. ამავე წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე; უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერს №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის ელექტრომომარაგება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პირი, რომელიც ფლობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაცემულ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიას და შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას, ვალდებულია მის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული უძრავი ქონების მესაკუთრე დაარეგისტრიროს აბონენტად, ხოლო პირის აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს ეკისრება უპირობო ვალდებულება მოამარაგოს მომხმარებელი უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტროენერგიით.
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სს ”თ--–--ზე” გაცემულია ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია და ყველა ზემოაღნიშნული ვალდებულება ვრცელდება სს ”თ--–---ს” საქმიანობაზე. ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ სს ”თ--–---ს” საკუთრებაში მყოფი №4100 სატრანსფორმატორო პუნქტიდან განმცხადებლის მრიცხველამდე არსებული ძალოვანი კაბელი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და აღარ ექვემდებარება აღდგენას, ამასთან, სს ”თ--–--ს” ეკისრება ვალდებულება აბონენტის მომსახურების რაიმე ფორმით შეფერხების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ელექტროენერგიის მიუწიოდებლობით შეფერხებულია ინსტიტუტის გამართული საქმიანობა, რითაც ირღვევა მისი, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის კანონიერი უფლება, აღნიშნულის აღმოუფხვრელობამ კი შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ინსტიტუტს.
პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №----- გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ”თ--–---ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -