განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021-01600--60118
(№2ბ/5591-2017)
თ---–---ს სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2--- წელი ქალაქ თ---–---
თ---–---ს სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - შ------------–---------
აპელანტები (მოსარჩელე) - ლ--–--–----------, ლ--–-----–-–---–- (გ---------------–---–ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
აპელანტ შ-- ,,-------–------ის’’ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
აპელანტების ლ--–--–----------ს და ლ--–-----–-–---–-ს (გ---------------–---–ის უფლებამონაცვლე) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ--–--–----------ს და გ---------------–---–ი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ-- "-------–-------- დაევალა ქ-------–--–-, კ----------------–- მდებარე ს----------- "---------სთვის დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონის დარეგულირება ქ.თბილისში ჭ-----–---- ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---თან და ბ--------თან მიმართებაში, კერძოდ 23 სთ-დან 07 სთ-მდე 45 დბ-ის, 07-დან 23 სთ-მდე 55 დეციბალის ფარგლებში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ-------–--–-, მ-------------------ში მდებარე უძრავი ქონების (--------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს შ-- ”-------–--------;
2.2. ტემპერატურის მარეგულირებელი და საქვაბე დანადგარები იმყოფება შ-- ”-------–--------- საკუთრებაში და განთავსებულია მოსარჩელეების ლ--–--–----------ს და გ---------------–---–ის საცხოვრებელი ბინების მომიჯნავე ტერიტორიაზე;
2.3. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 04.08.2--- წლის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა N---თან მიმართებაში მეტობით აჭარბებს, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, ასევე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილი ხმაურის სანიტარულ ნორმებს.
ექსპერტის განმარტებით, გაზომვები ჩატარებულ იქნა 19:16 საათზე, რა დროსაც, ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების (ჩილერის) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში შეადგინა 61.5 დეციბელი.
სასამართლომ მიუთითა ს----------–-----–--------------------–--------------–---–---------–--------------ს 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული ,,ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ სანიტარული ნორმების მე-3 ცხრილზე, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე - 55 დეციბელს. ხოლო როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნას 5 დბ A-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულ ცხრილ 3-ში.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 25.04.2--- წლის N--------- და N--------- დასკვნებით, N-- ბინასთან მიმართებაში.
2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 1--------- წლის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბ--------თან მიმართებაში მეტობით გადააჭარბა, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, ასევე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილ ხმაურის დასაშვებ ნორმებს. ექსპერტის განმარტებით გაზომვები ჩატარებული იქნა 23.1- სთ-ზე, რა დროსაც, ს----------- „რ-------სთვის დამონტაჟებულმა სამაცივრე დანადგარების (ჩილერი) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ ზემოთმითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბ--------თან მიმართებაში შეადგინა 61.8 დეციბალი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე და 175-ე მუხლებზე, ასევე ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ სანიტარული ნორმების ცხრილი 3-ზე, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე (LAმახ) 7 სთ-დან 23 სთ-მდე შეადგენს 55 დბ-ს, ხოლო 23 სთ-დან 7 სთ- მდე – 45 დბ-ს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.თბილისში, მ---------------------–- განთავსებული შ-- „--------–--------- კუთვნილი ს----------- ,---------- სამაცივრე დანადგარებიდან წარმოქმნილი ხმაურის დონე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- ,--------–-------- უნდა დავალებოდა დაერეგულირებინა მის საკუთრებაში არსებული ს----------- „-------------- (მდებარე ქ. თ---–---, კ----------------) დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე, როგორც დღის ისე ღამის საათებში. კერძოდ 23 სთ-დან 07 სთ-მდე 45 დბ-ის, 07- დან 23 სთ-მდე 55 დბ-ის ფარგლებში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
შ-- ,,-------–------ის’’ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში არასწორად მიეთითა, რომ ტემპერატურის მარეგულირებელი და საქვაბე დანადგარები იმყოფება შ-- "-------–--------- საკუთრებაში და განთავსებულია მოსარჩელეების: ლ--–--–----------ს და გ---------------–---–ის საცხოვრებელი ბინების მომიჯნავე ტერიტორიაზე.
აპელანტის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ბინები საქვაბე დანადგარის ("ჩილერი") "მომიჯნავე ტერიტორიაზე" იმყოფებოდა.
3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში არასწორად მიუთითა, რომ წარმოდგენილი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით დგინდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ბინებში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ჩილერიდან მომდინარე ხმაურის დონის შეუსაბამობა დადგენილ სტანდარტებთან.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ პირველ საექსპერტო დასკვნაში (04.08.2--- წლის №--------- დასკვნა) ხმაურის დონე შეფასებულია მხოლოდ №-- ბინასთან მიმართებით, რომელიც იმყოფება მოსარჩელე ლ--–--–----------ს საკუთრებაში. გარდა ამისა, დასკვნის თანახმად გაზომვები ჩატარდა 19:16 სთ-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტს არ ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა როგორია ხმაურის დონე ღამის (23 სთ - 07 სთ პერიოდი) საათებში. ასევე, დასკვნა მომზადებულია 2--- წლის 4 აგვისტოს, სარჩელის შეტანამდე თითქმის ერთი წლით ადრე (სარჩელი შეტანილია 2--- წლის 16 მაისს), ამ პირობებში, ცხადია, შეუძლებელი იყო იმის დადგენა ირღვეოდა თუ არა მოსარჩელის უფლებები სარჩელის შეტანის დროისათვის. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეებმა 2017 წლის 14 ივნისს გამართულ სხდომაზე წარმოადგინეს დასკვნა, რომელიც მათი მტკიცებით განახლებული თარიღით ასახავდა ვითარებას, თუმცა სასამართლომ აღნიშნული დასკვნის მიღებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან იგი მთავარ სხდომაზე იქნა წარმოდგენილი.
3.3. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტში სასამართლო იმავე მსჯელობას ავითარებს, რასაც 3.2.3. პუნქტში, თუმცა ამ შემთხვევაში, სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მეორე დასკვნას (სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1--------- წლის №--------- დასკვნა), რომლითაც საერთოდ არ გამოკვლეულა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ბინები. კერძოდ, სამხარაულის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოკვლევა ჩატარებულია ქ-ნი ლ--–-----–-–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. ქ-ნი ლ--–-----–-–---–- კი საერთოდ არ გახლავთ წინამდებარე საქმის მხარე. იგი არც მოსარჩელეთა - გ---------------–---–ისა და ლ--–--–----------ს საკუთრებაში არსებული ბინების მესაკუთრეა (თუნდაც თანასაკუთრების სახით) და არც არასოდეს ყოფილა აღნიშნულ ბინათა მესაკუთრე.
ამდენად, სასამართლოს არ ქონდა შესაძლებლობა ემსჯელა მოსარჩელე გ---------------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში ხმაურის დონესთან დაკავშირებით.
სამართლებრივი საფუძვლები
3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, ამასთან, გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა მოპასუხე მხარის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობას.
ლ--–--–----------ს და ლ--–-----–-–---–-ს (გ---------------–---–ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.5. აპელანტები გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე შ-- '"-------–-------- დაევალა ქ-------–--–-, კ--------ს ქ-------- მიმდებარე ს----------- რ----------- დამონტაჟებულ სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონის ქ-------–--–- ჭ-------–--ის ქუჩა N----ში მდებარე ბინა 1--თან და ბინა 1--თან მიმართებაში, კერძოდ 23 სთ-დან 07 სთ-მდე 45 დბ-მდე დაწევა, ნაცვლად მათ მიერ მოთხოვნილი 40 დბ-სა და 07 სთ-დან 23 სთ-მდე, 55 დბ მდე დაწევა, ნაცვლად მათ მიერ მოთხოვნილი 50-ი დბ-სა.
სამართლებრივი საფუძვლები
3.6. აპელანტების მითითებით, სამართლომ არ გამოიყენა (სრულად) კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2----–-–--------------- N----- ბრძანების'' დანართი 1--ის ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' მე-3 ცხრილი, რომლის მიხედვით, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონეა 23 სთ-დან 07 სთ-მდე შეადგენს 45 დბ-ს , 07 სთ-დან 23 სთ-მდე შეადგენს 55 დბ-ს. ხოლო აღნიშნული ცხრილის VIII შენიშვნის 3-ე პუნქტის შესაბამისად, როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნეს 5 დბ-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულია ცხრილ 3-ში. აპელანტების განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ხმაურის დასაშვები დონეა 23 სთ-დან 07 სთ-მდე 40 დბ, ხოლო 07 სთ-დან - 23 სთ-მდე 50 დბ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. ქ-------–--–-, ჭ-----–---- ქ. N----ში (ყოფილი ბ--–-----), მ--- სართულზე მდებარე ბინა N--, ს------------------------------, ფართით 80.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ლ--–--–----------ს სახელზე (იხ. ა-----–-------------------------დან; ტომი 1; ს.ფ. 16-17);
4.2. ქ-------–--–-, ჭ-----–---- ქ-----–----–- (ყოფილი ბ--–-----), მე-3 სართულზე მდებარე ბ-------, ს------------------------------- ფართით 1-4.20 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ---------------–---–ის სახელზე (იხ. 25.05.20-- წელს მომზადებული ა-----–-------------------------დან; ტომი 1; ს.ფ. 18-19);
4.3. თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით, გ---------------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ--–-----–-–---–-, რასაც საფუძვლად დაედო 1-.04.2--- წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ---------------–---–ის კუთვნილი ბ--------ს, მესაკუთრე გახდა ლ--–-----–-–---–-.
ამდენად, ამჟამად, ქ-------–--–-, ჭ-----–---- ქ-----–----–- (ყოფილი ბ--–-----), მე-3 სართულზე მდებარე ბ-------, ს------------------------------- ფართით 1-4.20 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ლ--–-----–-–---–-ს სახელზე (იხ. 17.04.2--- წელს მომზადებული ა-----–-------------------------დან; ტომი 2);
4.4. ქ.თბილისში, მ-----------------–- მდებარე უძრავი ქონების (--------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს შ-- ”-------–--------;
წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, შ-- ”-------–-------- სადაოდ ხდის ქ.თბილისში, მ-----------------–- მდებარე სადავო დანადგარების მისდამი კითვნილების ფაქტს და რომ ლ--–--–----------ს და გ---------------–---–ის საცხოვრებელი ბინები მდებარეობს მის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო დანადგარების კუთვნილების ფაქტი მოპასუხეს სადაო არ გაუხდია სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და აღნიშნულს არ უარყოფდა არც საქმის არსებითად განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ხმაურის დონის შემცირების მიზნით სადავო დანადგარების სასწუმროს სახურავზე გადატანასთან დაკავშირებით (ტ.1, ს/ფ 202). რაც შეეხება მოასარჩელეთა კუთვნილი ბინების სადავო დანადგარების მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებობას, აღნიშნულს ადასტურებს როგორც სარჩელზე დართული თ---–---ს მ----–----–---------------ს 1-.1-.2---–. წერილი (ტ.1, ს/ფ 30) ისე საქმეზე წარმოდგენილი N---------, N---------, N--------- და N--------- დასკვნები (ტ.1, ს/ფ 31-36; 39-42; 49-51; 1-2-144).
4.5. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნებზე, კერძოდ:
1. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 04.08.2--- წლის N--------- დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. 31-36);
2. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 25.04.2--- წლის N--------- დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. 39-42);
3. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 16.12.2--- წლის N--------- დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. 49-51);
4. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 1--------- წლის N--------- დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. 1-2-144);
ა) ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 04.08.2--- წლის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში მეტობით გადააჭარბა, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე. ასევე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილი ხმაურის დასაშვებ სანიტარულ ნორმებს.
ექსპერტიზის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ გაზომვები ჩატარებული იქნა 19:16 სთ-ზე, რა დროსაც ს----------- ,-----------სთვის დამონტაჟებული სამაცივრე დანადგერების (ჩილერი) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქ. N----–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში შეადგინა (LAmax) 61.5 დეციბელი.
ექსპერტმა იხელმძღვანელა ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' სანიტარული ნორმების ცხრილი N--ით, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე შეადგენს 55 დეციბელს. ხოლო როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნას 5 დბA-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულ ცხრილ 3-ში.
ბ) ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 25.04.2--- წლის N---------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში მეტობით გადააჭარბა, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე. ასევე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილი ხმაურის დასაშვებ სანიტარულ ნორმებს.
ექსპერტიზის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ გაზომვები ჩატარებული იქნა მისაღებ ოთახში და საძინებელ ოთახში. მისაღებ ოთახში გაზომვები ჩატარდა 23:57 სთ-ზე, რა დროსაც ს----------- ,-----------სთვის დამონტაჟებულმა სამაცივრე დანადგერების (ჩილერი) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ (აღნიშნულ ხმაურის დონეში არ შედის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მომდინარე ხმაურის დონეები), ქ-------–--–-, თ--------–---- ქ. N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---ის მისაღებ ოთახთან მიმართებაში შეადგინა (LAmax) 58 დეციბელი, ხოლო, საძინებელ ოთახში გაზომვები ჩატარდა 00:03 სთ-ზე, რა დროსაც, ს----------- ,-----------სთვის დამონტაჟებულმა სამაცივრე დანადგარების (ჩილერი) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქ. N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---ის საძინებელ ოთახთან მიმართებაში შეადგინა (LAmax) 56 დეციბელი.
ექსპერტმა იხელმძღვანელა ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' სანიტარული ნორმების ცხრილი N--ით, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე შეადგენს 55 დეციბელს. ხოლო როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნას 5 დბA-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულ ცხრილ 3-ში.
გ) ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 16.12.2--- წლის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული გათბობის სისტემის დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში 3.8 დეციბელით მეტობით გადააჭარბა 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე დადგენილ ხმაურის დასაშვებ სანიტარულ ნორმებს.
ექსპერტიზის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ გაზომვები ჩატარებული იქნა 12:51 სთ-ზე, რა დროსაც, ს----------- ,-----------სთვის დამონტაჟებული გათბობის დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ. ჭ-----–---- ქ-----–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან მიმართებაში შეადგინა (LAmax) 58 დეციბელი.
ექსპერტმა იხელმძღვანელა ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' სანიტარული ნორმების ცხრილი N--ზე, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე შეადგენს 55 დეციბელს. ხოლო როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნას 5 დბA-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულ ცხრილ 3-ში.
დ) ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 1--------- წლის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,,რ-------სთვის დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბ--------თან მიმართებაში (ლ--–--------–-–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი ბინა) მეტობით გადააჭარბა, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, ასევე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილ ხმაურის დასაშვებ სანიტარულ ნორმებს.
ექსპერტიზის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ გაზომვები ჩატარებული იქნა 23.1- სთ -ზე, რა დროსაც, ს----------- „რ-------სთვის დამონტაჟებულმა სამაცივრე დანადგარების (ჩილერი) ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ ზემოთმითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბ--------თან მიმართებაში შეადგინა 61.8 დეციბელი.
ექსპერტმა იხელმძღვანელა ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' სანიტარული ნორმების ცხრილი N--ით, რომლის შესაბამისად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე შეადგენს 55 დეციბელს. ხოლო როდესაც ხმაური გამოწვეულია ჰაერის კონდიცირების, საჰაერო გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებულ უნდა იქნას 5 დბA-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულ ცხრილ 3-ში.
ამდენად, პირველი სამი დასკვნა მოცემულია ქ-------–--–-, ჭ-----–---- ქ. N----ში (ყოფილი ბ--–-----) N-- ბინასთან მიმართებაში, ხოლო, მეოთხე დასკვნა - N1- ბინასთან მიმართებაში. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ N1- ბინასთან მიმართებით, საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი სადავო გარემოების (შ-- ,,-------–------ის“ კუთვნილი ს----------- ,---------- სამაცივრე დანადგარებიდან წარმოქმნილი ხმაურის დონე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმებს) დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, გაზომვები ნაწარმოებია როგორც დღის საათებში ისე ღამის საათებში და სრულად ასახავს სადავო დანადგარების მიერ გამოცემულ ხმაურის დონეს.
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ სანიტარული ნორმების ცხრილი N--ის თანახმად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე (LAმახ) 7 სთ-დან 23 სთ-მდე შეადგენს 55 დბ-ს, ხოლო 23 სთ-დან 7 სთ- მდე – 45 დბ-ს.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ.თბილისში, მ. კ----------------–- განთავსებული შ-- ს---- ,--–--------“ კუთვნილი ს----------- ,---------- სამაცივრე დანადგარებიდან წარმოქმნილი ხმაურის დონე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმებს.
4.7. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საექსპერტო გამოკვლევა ჩატარებულია ლ--–-----–-–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მოცემულ დავაში არ წარმოადგენდა მხარეს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემული განჩინების 4.3. პუნქტით დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა იმ ბინაში (ბ-------), რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ეკუთვნობა გ---------------–---–ს, ხოლო, ამჟამად, ბინა ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს ლალი გელაშვილს.
4.8. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ,--------–-------- დაევალოს, მის საკუთრებაში არსებული ს----------- „------–-- (მდებარე ქ. თ---–---, კ----------------) დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, 50 დბ-მდე, ხოლო 23:00 საათიდან 07:00 საათამდე 40 დბ-მდე დარეგულირება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შ-- "-------–-------- დაევალა დაარეგულიროს ქ-------–--–-, კ----------------–- მდებარე ს----------- "---------სთვის დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე ქ.თბილისში ჭ-----–---- ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---თან და ბ--------თან მიმართებაში, კერძოდ 23სთ-დან 07 სთ-მდე 45 დბ-ის, 07-დან 23 სთ-მდე 55 დეციბალის ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამეზობლო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი წარმოადგენს სანივთო სამართლის შემადგენელ ნაწილს და მისი მიზანია, უზრუნველყოს მეზობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მართალია, საკუთრება აბსოლუტური უფლებაა, მაგრამ ამავე დროს, საკუთრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის სოციალური მოვლენა და მას საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევა უხდება. ანგარიშგაწევი პრინციპი განსაკუთრებით გამოკვეთილია მიწის საკუთრებაში.
სამეზობლო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები წარმოადგენენ საკუთრების უფლების შემზღუდავ ნორმებს. ფართო გაგებით, სამეზობლო სამართლის ნორმები მოიცავენ როგორც კერძოსამართლებრივ ასევე, საჯაროსამართლებრივ ნორმებს, როგორიცაა, სამშენებლო, გარემოსდაცვით, სანიტარულ ნორმატიულ აქტებს. მეზობლები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა ნიშნავს არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. სწორედ ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს მეზობლის მიერ თმენის ვალდებულება. მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივად ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ “აიძულებს” პატივი სცენ ერთმანეთს და ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ. მეზობლების მიერ ურთიერთპატივისცემის ვალდებულებები სულ უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან ტექნიკურ-ტექნოლოგიურმა რევოლუციებმა სამეზობლო ზემოქმედების ისეთი წყაროები წარმოშვეს, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია და სხვა. მეზობლად კი, მიიჩნევა არამხოლოდ უშუალოდ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი, არამედ ყველა ის ნაკვეთი, საიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს ზემოქმედება.
მართალია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს თმენის ვალდებულება, თუ მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე ხდება ნეგატიური ემისიების (მაგალითად, გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების) ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუ კი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ანუ მნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მეზობელ ნაკვეთზე „ზემოქმედება“ ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. ნორმით განსაზღვრული ზემოქმედები სახეობების გარდა, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რომ ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. თუ რამდენად არის ზემოქმედება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და მოცემულია თუ არა მესაკუთრის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელყოფა, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისათვის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე და ხანგრძლივობა, ასევე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ცხოვრებისეული ჩვეულებები.
ხმაურის ზემოქმედების ხარისხი და დასაშვები ნორმები მოცემულ შემთხვევაში პირდაპირ არის განსაზღვრული ნორმატიული აქტით, რომელიც ადგენს ხმაურის ზღვრულად დასაშვებ დონეებს სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ შენობებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე.
ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------- 2--- წლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ სანიტარული ნორმების ცხრილი N--ის თანახმად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე (LAმახ) 7 სთ-დან 23 სთ-მდე შეადგენს 55 დბ-ს, ხოლო 23 სთ-დან 7 სთ- მდე – 45 დბ-ს.
ამდენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2----–-–---------------ს N----- ბრძანებით დამტკიცებული სანიტარული ნორმების, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, დამკვიდრებული პრაქტიკის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.20-- წლის განჩინება საქმეზე N ას-576-547-20--) და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქ-------–--–-, მ--------------------–- მდებარე ს----------- ,--------------- დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეულმა ხმაურის დონემ, ქ-------–--–-, თ--------–---- ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბინა N---თან და N1--თან მიმართებაში მეტობით გადააჭარბა, როგორც 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, ასევე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დადგენილი ხმაურის დასაშვებ სანიტარულ ნორმებს, პალატა სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევს საფუძვლიანად, რაც მართებულად დაკმაყოფილდა (ნაწილობრივ) გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, რომლითაც შ-- "-------–-------- დაევალა დაარეგულიროს ქ-------–--–-, კ----------------–- მდებარე ს----------- "---------სთვის დამონტაჟებული სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე ქ-------–--–- ჭ-----–---- ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---თან და ბ--------თან მიმართებაში, კერძოდ 23 სთ-დან 07 სთ-მდე 45 დბ-ის, 07-დან 23 სთ-მდე 55 დბ-ის ფარგლებში.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარებოდა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
4.9. ასევე უსაფუძვლოა მეორე აპელანტის/მოსარჩელეს მოთხოვნა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტები არასწორად განმარტავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2----–-–---------------ს N----- ბრძანებით დამტკიცებული ''ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე'' სანიტარული ნორმების ცხრილი N--ის მე-8 შენიშვნის მე-3 პუნქტს, რაც უკავშირდება N- ცხრილში მოცემული მონაცემების 5 ერთეულით შემცირებას.
პალატა მიუთითებს, რომ სანიტარული ნორმები შემუშავებულია და ადგენენ ხმაურის კლასიფიკაციას, ხმაურის ნორმირებულ პარამეტრებსა და ზღვრულად დასაშვებ დონეებს სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსოებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე.
სანიტარული ნორმების ცხრილი N--ის მ--- პუნქტის თანახმად, ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე 23:00 სთ-დან 07:00 საათამდე შეადგენს 45 დეციბელს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე შეადგენს 55 დეციბელს. ხოლო ამავე ცხრილის მე-8 შენიშვნის მე-3 პუნქტით, ხმაური რომელიც წარმოიქმნება სათავსებში და ტერიტორიაზე მოსაზღვრე შენობებიდან ჰაერის კონდიცირების, ჰაერის გათბობის, ვენტილაციის სისტემით და სხვა საინჟინრო - ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიღებული უნდა იქნეს 5 დბA-ით ნაკლები, ვიდრე ცხრილი N--ში.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ შენიშვნა საერთოდ არ ეხება „ბინების საცხოვრებელ ოთახებს“ და ეხება „სათავსებსა და ტერიტორიებს“. შენიშნვნით სპეციალურად გამოყოფილია სწორედ ეს სიტყვები და არა „საცხოვრებელი ბინები და ოთახები“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შენიშვნაში საუბარია მხოლოდ „ჰაერის კონდიცირების, ჰაერის გათბობის და ვენტილაციის“ სისტემით გამოწვეულ ხმაურზე, მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში საქმე გავაქვს სულ სხვა - „სამაცივრე“ დანადგართან. და ბოლოს, სწორედ ასეთ განმარტებას აძლევს ცხრილის შენიშვნას, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ავტორი, რომელმაც ადგილზე დაათვალიერა და შეაფასა როგორც სადავო დანადგარები ისე საცხოვრებელი ფართები.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ისე „ცხრილის“ შენიშვნას და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები ეკისრებათ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,-------–------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ--–--–----------ს და ლ--–-----–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;
4. სასამართლო ხარჯები დაეკისროთ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი