განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210015690178
საქმე #2/ბ-419-15წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
20 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი: ლ---- მ--–------
წარმომადგენელი: მ------- ხ---–-------
მოწინააღმდეგე მხარე: ნ---- გ-------–---
განმცხადებლის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ---- მ--–------მ, მოპასუხეებად დაასახელა ქ------- ო------, გ--- მ-----–---, გ------- მ-----–---, ა-----– მ-----–--- და მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის აღკვეთა და ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, ლ---- მ--–------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------მ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ---- მ--–------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ---- მ--–------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს დაევალათ, მოშალონ ქ. ბ------–----–------------2-ში, საერთო სარგებლობის დერეფანში უნებართვოდ აშენებული კედელი და აღადგინონ პირვანდელი მდგომარეობა;
დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეთა მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს მოქმედება შეასრულოს მოსარჩელემ, მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;
ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს დაევალათ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს საერთო სარგებლობის დერეფანით სარგებლობაში.
ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს, ლ---- მ--–------- სასარგებლოდ დაეკისრათ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 260 ლარის ანაზღაურება.
დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ--- მ-----–---მ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, გ--- მ-----–---- საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაზედაც 2016 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2017 წლის 15 აგვისტოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------მ და ქ------- ო-------, გ--- მ-----–----, გ------- მ-----–---- და ა-----– მ-----–---- უფლებამონაცვლედ ნ---- გ-------–---- ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ლ---- მ--–------- (წარმომადგენელი-მ------- ხ---–-------) განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. ბ------–----–------------2-ში, საერთო სარგებლობის დერეფანში უნებართვოდ აშენებული კედელის მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე №2/ბ-419-2015წ. სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე), ქ------- ო-------, გ--- მ-----–----, გ------- მ-----–---- და ა-----– მ-----–---- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ---- გ-------–---.
2018 წლის 19 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------მ და ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ---- გ-------–--- აპირებს ბინის გასხვისებას, რითაც სურს თავი აარიდოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. არსებობს შესაძლებლობა, რომ ბინის გასხვისება და ანალოგიური მოქმედებები ახალი მესაკუთრის მიერაც დაუსრულებლად გაგრძელდეს, რითაც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. ამიტომ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ნ---- გ-------–---ს უნდა აეკრძალოს ბინის გასხვისება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ლ---- მ--–------- წარმომადგენლის, მ------- ხ---–-------- განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
ამავე კოდექსის 271-ე მუხლის და XXIII თავის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება, უზრუნველყოფილ იქნას გადაწყეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული იმისდამიუხედავად, კანონიერ ძალაშია თუ არა იგი შესული, ასევე როდესაც ამ გადაწყვეტილების აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის წერილებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის აღსრულების უზრუნველყოფასაც ითხოვს განმცხადებელი, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია (ტ.2.ს.ფ.13-18).
ასეთ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ნორმები და მისი აღსრულება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილებას მიეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- მ--–------- წარმომადგენლის, მ------- ხ---–-------- განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ---- მ--–------- წარმომადგენლის, მ------- ხ---–-------- განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 05 დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე