განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
010210015690178
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015690178

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№2/ბ-419 06 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: ლ---- მ--–------

მოწინააღმდეგე მხარე: ნ---- გ-------–---

დავის საგანი: გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ---- მ--–------მ, მოპასუხეებად დაასახელა ქ------- ო------, გ--- მ-----–---, გ------- მ-----–---, ა-----– მ-----–--- და მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის აღკვეთა და ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, ლ---- მ--–------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–--------, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ---- მ--–------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ---- მ--–------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს დაევალათ, მოშალონ ქ. ბ------–----–--------------ში, საერთო სარგებლობის დერეფანში უნებართვოდ აშენებული კედელი და აღადგინონ პირვანდელი მდგომარეობა;

დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეთა მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს მოქმედება შეასრულოს მოსარჩელემ, მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;

ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს დაევალათ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს საერთო სარგებლობის დერეფანით სარგებლობაში.

ქ------- ო------ს, გ--- მ-----–---ს, გ------- მ-----–---ს, ა-----– მ-----–---ს, ლ---- მ--–------- სასარგებლოდ დაეკისრათ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 260 ლარის ანაზღაურება.

დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ--- მ-----–---მ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, გ--- მ-----–---- საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაზედაც 2016 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2017 წლის 15 აგვისტოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------- და ქ------- ო-------, გ--- მ-----–----, გ------- მ-----–---- და ა-----– მ-----–---- უფლებამონაცვლედ ნ---- გ-------–---- ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ლ---- მ--–------- (წარმომადგენელი-მ------- ხ---–-------) განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. ბ------–----–--------------ში, საერთო სარგებლობის დერეფანში უნებართვოდ აშენებული კედელის მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე №2/ბ-419-2015წ. სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე), ქ------- ო-------, გ--- მ-----–----, გ------- მ-----–---- და ა-----– მ-----–---- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ---- გ-------–---.

2018 წლის 19 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------- და ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ლ---- მ--–------- წარმომადგენლის, მ------- ხ---–-------- განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ნორმები და მისი აღსრულება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა ლ---- მ--–------- წარმომადგენელმა მ------- ხ---–-------- და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე თითქოს კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ, მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა დასაშვები, რომელზედაც აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს, პალატას არ მიუთითებია ისეთი სამართლებრივი ნორმა, რომლითაც სასამართლო არაუფლებამოსილია მოახდინოს სააღსრულებო წარმოებაში არსებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, ასევე არ მიუთითებია ვინ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

ვინაიდან, შეუძლებელია მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოხდეს სააღსრულებო ბიუროს მიერ, მისი უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სასამართლოს მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანი ვერ განხორციელდება და განმცხადებელს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, თანდართული მასალები და მიიჩნევს, რომ ლ---- მ--–------- წარმომადგენლის მ------- ხ---–-------- საჩივარი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის

 

მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, მასში სწორად იქნა განმარტებული კანონმდებლის ნება, თუ როდის არის შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, როცა გადაწყვეტილების აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ---- მ--–------მ ვერ შეძლო დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მაშინ, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (რომლის აღსრულების უზრუნველყოფასაც ითხოვს განმცხადებელი) სააღსრულებო წარმოება დაწყებულია (ტ.2.ს.ფ.13-18).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე არასწორია, რის გამოც ლ---- მ--–------- საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- მ--–------- (წარმომადგენელი- მ------- ხ---–-------) საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებაზე მიჩნეული იქნას დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

 

სიმონ ჩხაიძე