განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
150210017002034973
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150210017002034973

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

საქმე №2ბ/6632-17 15 მარტი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარები) – ნ-----–-------–-–---–ი, ვ-–--–------ე (მოსარჩელეები)

წარმოადგენელი - მ-----–---–---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) – აზ------------------------------–---------------–---------- ფილიალი საქართველოში (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ-------------–---–ი

 

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის და განაცდურის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის (მოსარჩელეების) მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად;

 

აპელანტის (მოპასუხის) მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-----–-------–-–---–ის და ვ-–--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „დ---------–--------ს“ ფილიალს საქართველოში ნ-----–-------–-–---–ის და ვ-–--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის მაისის და ივნისის თვის (ორი თვის) ხელფასის ანაზღაურება, ჯამში, თითოეულისათვის 3600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები).

 

3. შპს „დ---------–--------ს“ ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თანხის დაყოვნების გამო მასზე პირგასამტეხლოს დარიცხვაზე.

 

5. დანარჩენ ნაწილში გასჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

6. ნ-----–-------–-–---–ის და ვ-–--–------ის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

7. ნ-----–-------–-–---–ს და ვ-–--–------ეს აპელანტის - შპს „დ---------–--------ს“ ფილიალი საქართველოში - სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 47-47 ლარი;

 

8. შპს „დ---------–--------ს“ ფილიალს საქართველოში დაესკიროს სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ 288 ლარის ოდენობით;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე